თეგი: ლევან დავითაშვილი

ლევან დავითაშილი: შეგიძლიათ, იჯარით აიღოთ ტყის უბანი, თუ მზად ხართ, ხელშეკრულებაში გათვალისწინებული ვალდებულებები იკისროთ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, „ტყის გაიჯარების შესახებ დღეისთვის უწყებაში 22 მიმდინარე ხელშეკრულება და 100-ზე მეტი განაცხადი ფიქსირდება. ჟურნალისტებმა მინისტრს პრემიერის ოჯახისთვის ტყის ნაკვეთის გადაცემის საკითხზე დაუსვეს შეკითხვა. ლევან დავითაშვილის თქმით, ამ„ კონკრეტული მონაკვეთის გაიჯარება აბსოლუტურად ლეგალურად, ღია აუქციონის პირობებში მოხდა“ და მასში მონაწილეობა ყველას შეეძლო. მისივე განცხადებით, ეს არა ჩუქება, არამედ ვალდებულებაა. მინისტრმა პრილიგებიეთიც სარგებლობა გამორიცხა და განაცხადა, რომ „პრემიერის ოჯახი არაფერს შუაშია“. „ნებისმიერი ტყის ობიექტი მითხარით, იმ კრიტერიუმებით, რომელიც ეროვნულ სატყეო სააგენტოს აქვს და კანონმდებლობითაც არის გათვალისწინებული, თქვენც შეგიძლიათ, ასეთივე სარგებლობით, იჯარით აიღოთ ტყის უბანი, თუ თქვენ მზად ხართ, რომ ის ვალდებულებები იკისროთ, რომელიც საიჯარო ხელშეკრულებაში იქნება გათვალისწინებული. ჩვენ ვართ უწყება, რომელსაც შეუძლია კომპეტენტური პასუხი მოგაწოდოთ და სხვაგან არ ვეძებოთ ამ ინფორმაციაზე პასუხები. ეს არის წელიწადში 5 ათას ლარზე მეტი, რომელიც კანონმდებლობით არის განსაზღვრული და პრივილეგია რომ არ არის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნებისმიერ მსურველს, საქართველოს მოქალაქეს, შეუძლია იგივე გააკეთოს, თუ მზად არის, იკისროს ის ვალდებულებები, რომლებიც მოიჯარისთვის იქნება განსაზღვრული. თანხის რაოდენობას განსაზღვრავს კანონმდებლობა, რომელიც დაფუძნებული იყო სამხარაულის შეფასებაზე. სასოფლო-სამეურნეო მიწები ღირს ხოლმე ჰექტარი 5 ათასი ლარი, რომელიც საკუთრებაში გაქვს და იქ შეიძლება რაღაც ეკონომიკური სარგებელი მიიღო და ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ იჯარის გადასახადზე, რომელსაც ვალდებულებები მოჰყვება. ანუ ეს უფლებები კი არ არის, ძირითადად არის ვალდებულებები, რომ ვიღაცამ შეასრულოს ტყის მოვლის კუთხით. შეიძლება თქვენ იკითხოთ, რატომ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ასეთი ვალდებულება - ჩვენ დღეს 22 მიმდინარე ხელშეკრულება გვაქვს და 100-ზე მეტი განაცხადი გვაქვს ასეთივე საიჯარო ხელშეკრულების, რომელსაც განვახორციელებთ, რადგან ძალიან ბევრ ადამიანს აქვს კონკრეტული მიზნები ტყის მოვლა-შენარჩუნების. ეს შეიძლება იყოს მის საცხოვრებელ ან კომერციულ ობიექტთან ახლოს და მის ინტერესში იყოს ტყის კარგად მოვლა. რამდენადაც ჩვენი პასუხისმგებლობაა, ქვეყანაში 3 მილიონ ჰექტარზე მეტი ტყის მოვლა და სახელმწიფოს ძალიან მცირე რესურსები აქვს მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად ტყის მოვლის კუთხით რესურსებს ვზრდით, კერძო სექტორის ჩართულობის გარეშე ძალიან გაგვიჭირდება, ტყეში ის ხარისხობრივი მდგომარეობა გვქონდეს, რომელიც გვინდა და რაც განსაზღვრულია მთელს მსოფლიოში. ეს არის ტყითსარგებლობის აბსოლუტურად სწორი, მდგრადი მოდელი, რომ ეკოლოგიური მდგომარეობა შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ, ანუ სწორად მოვუაროთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ნათია თურნავას ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ლევან დავითაშვილი შეცვლის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს. ამ პოსტზე მას ლევან დავითაშვილი შეცვლის, რომელიც აქამდე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო. ნათია თურნავა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობაზე 2019 წლის 18 აპრილს დაინიშნა. დავითაშვილის ნაცვლად ოთარ შამუგია იქნება გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი, რომელიც მანამდე ლევან დავითაშვილის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ლევან დავითაშვილს ვიცე-პრემიერის თანამდებობაც შეუნარჩუნდება. ამავე თემაზე: საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებებია

ლევან დავითაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკა კიდევ უფრო სწრაფად განვითარდეს

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკის კიდევ უფრო სწრაფი განვითარება მოხდეს. „მადლობა უნდა გადავუხადო თითოეულ თანამშრომელს, რომელთა დიდი მონდომების, ძალისხმევის ჩართულობის გარეშე ჩვენ ვერ მივაღწევდით იმას, რასაც მივაღწიეთ. ამასთან, მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ ნათიას იმ წარმატებული მუშაობისთვის, რომელიც როგორც თვითონაც აღნიშნა, ძალიან რთულ დროს დაემთხვა. პანდემიამ მთელი მსოფლიოს ეკონომიკური მდგომარეობა შეცვალა და განსაკუთრებული გამოწვევები შექმნა ეკონომიკური განვითარების კუთხით", - განაცხადა დავითაშვილმა. ცნობისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე ლევან დავითაშვილი ოთარ შამუგიამ შეცვალა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ცოტა ხნის წინ განაცხადა. ამასთან, მთავრობის მეთაურმა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ლევან დავითაშვილი წარადგინა.

ლევან დავითაშვილი ეკონომიკის სამინისტროს გუნდს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალი მინისტრი ლევან დავითაშვილი ეკონომიკის სამინისტროს გუნდს შეხვდა. „მქონდა შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში იმ გუნდთან, რომელიც წლების განმავლობაში წარმატებით მუშაობს ეკონომიკის აღდგენაზე. ამ სამინისტრომ, განსაკუთრებით, კოვიდ-პანდემიის პირობებში, თავი გამოიჩინა ეკონომიკის მხარდაჭერით, როცა ბიზნესის ყველა სექტორს ჰქონდა იმედი ეკონომიკის სამინისტროსთან ურთიერთობით და ჩვენ ვნახეთ, რომ 2019 წლის მონაცემებს რეალურად დავუბრუნდით ანუ მოვახერხეთ ეკონომიკის აღდგენა პანდემიამდელ მდგომარეობაში. გვესმის, რომ ძალიან დიდი გამოწვევები გვაქვს ეკონომიკის სწრაფი განვითარების კუთხით და დარწმუნებული ვარ, რომ პროფესიონალ გუნდთან ერთად შევძლებთ ჩვენი მოსახლეობის მიმართ არსებული მთავარი ვალდებულებების სწორად შესრულებას, რაც უკავშირდება ეკონომიკის განვითარებას, მეტ დასაქმებას და ქვეყანაში მეტი ინვესტიციების მოზიდვას“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დღეს გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ნათია თურნავა და მოადგილეები ესწრებოდნენ. ცნობისთვის, ლევან დავითაშვილი ეკონომიკის მინისტრად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს წარადგინა.

საპენსიო სესხის განაკვეთი მაქსიმუმ 26% იქნება

კომისიამ უწყვეტ რეჟიმში იმუშავა რამდენიმე თვის განმავლობაში და ვფიქრობ, რომ საბოლოოდ, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც შეჯერდა საკონკურსო პირობები, რომლის მიხედვითაც ბანკის შერჩევა მოხდება უკვე 1 თვის განმავლობაში, რომელიც ახალი პირობებით მოახდენს პენსიების გაცემას და ამავე დროს საპენსიო უზრუნველყოფით სესხების გაცემას, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრის უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ვიცე-პრემიერის თქმით, მთავარი ამოცანა იყო, რომ მომსახურება, რომელსაც პენსიონერები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იღებენ გაუმჯობესდეს. „საპენსიო გასაცემლებზე სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც რეგულარულად მონაწილეობს ოპოზიცია, რომელიც წარმოდგენილია პარლამენტიდან, ასევე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია პროცესის მაქსიმალურად გამჭვირვალობისა და საჯაროობისთვის. ჩვენ უამრავი შეხვედრა გვქონდა საბანკო დაწესებულებებთან, ეროვნულ ბანკთან. ფაქტიურად, კომისიამ უწყვეტ რეჟიმში იმუშავა რამდენიმე თვის განმავლობაში და ვფიქრობ, რომ საბოლოოდ, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც შეჯერდა საკონკურსო პირობები, რომლის მიხედვითაც ბანკის შერჩევა მოხდება უკვე 1 თვის განმავლობაში, რომელიც ახალი პირობებით მოახდენს პენსიების გაცემას და ამავე დროს საპენსიო უზრუნველყოფით სესხების გაცემას. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ მომსახურება, რომელსაც ჩვენი პენსიონერები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იღებენ, ეს მომსახურება არ გაუარესებულიყო, პირიქით გაუმჯობესდეს და მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი პირობა, რომელიც ახლა პოლიტიკურად იყო ძალიან დიდი ინტერესის საგანი, ეს იყო საპროცენტო განაკვეთი, რომელსაც იღებენ ჩვენი პენსიონერები იმ პენსიებით უზრუნველყოფილ სესხებზე. აქ ჩვენ მრავალდღიანი და მრავალთვიანი მუშაობის შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება, ეროვნულ ბანკთანაც შევჯერდით, რომ მაქსიმალური ზღვარი განისაზღვროს საპენსიო გასაცემლებზე და ეს მიბმული იყოს ფულის ღირებულებაზე. ეს არის სამართლიანი პირობა ბანკებისთვის და ვნახოთ, ეს არის მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი, რომელიც დღევანდელი მოცემულობით არის განსაზღვრული, იქნება 26%. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა, თუმცა ჩვენ გვესმის, რომ დღეს ფულის ღირებულება უფრო მაღალია, ვიდრე იმ შემთხვევაში, როდესაც ინფლაცია დასტაბილურდება და დაიწევს ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთი და ის ინდექსი, რომელზეც მიბმულია, ჩვენი გადაწყვეტილებით, პენსიონერების საპროცენტო განაკვეთი, თუმცა კონკურსის პირობებში ველოდებით დიდ კონკურენციას ბანკების მხრიდან და ველოდებით ამაზე კიდევ უფრო კარგ შემოთავაზებას", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილი: სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმების მიზნით 50 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვის შემთხვევაში 4 წლის განმავლობაში სოციალური დახმარება არ შეუჩერდებათ. მინისტრის განმარტებით, საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულებისას დასაქმებულის თვიური ანაზღაურება 300 ლარით განისაზღვრა. მისივე თქმით, მიმდინარე წლის განმავლობაში შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის 50 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება. „ათასობით სამუშაო ადგილი შეიქმნება მუნიციპალიტეტების დონეზე და სხვადასხვა სამინისტროში. ეს არის როგორც ფიზიკური შრომა, ასევე, გარკვეული საოფისე საქმიანობები. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ჩართულობას მოითხოვს დასაქმების სააგენტოსი. ყველაზე ხაზგასასმელი არის ის, რომ თითოეულ დასაქმებულს სოციალური კომპენსაციის პაკეტი არ უჩერდება, პირიქით, მათ უნარჩუნდებათ 4 წლის განმავლობაში სტაბილურად იმ შემთხვევაში, თუ ისინი დამატებით საზოგადოებრივ საქმიანობაში ერთვებიან. განსაზღვრულია აქაც ხელფასი - თვის განმავლობაში დამატებითი საზოგადოებრივი სამუშაო შესრულებისას განისაზღვრა 300 ლარით. ეს არის 300 დაუბეგრავი ლარი და სრულად აიღებენ დასაქმებულები ამ თანხას,“ - განაცხადა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილი: აუქციონის ახალი პირობებით, რიყის ტერიტორიაზე ე.წ. დოქების ობიექტის საწყისი ფასი 10 მლნ ლარი იქნება

აუქციონის ახალი პირობებით, რიყის ტერიტორიაზე ე.წ. დოქების ობიექტის საწყისი ფასი 10 მლნ ლარი იქნება, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, რიყის ტერიტორიაზე ე.წ. დოქების აუქციონის პირობებში ცვლილება შევიდა, რასაც მთავრობის განკარგულება დასჭირდა. „წინა აუქციონების შედეგად ის ფასი, რომელიც გამოცხადებული იყო, სამწუხაროდ, ჩვენ ინვესტორების დაინტერესება ვერ მივიღეთ. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს - მოლაპარაკებებით, რომელიც დაინტერესებულ მხარეებთან არის, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილებას, საბოლოოდ წარიმართება წარმატებით და წარმატებული აუქციონის შედეგად ეს ობიექტიც გაცოცხლდება“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილი: უკრაინის 150-ზე მეტ მოქალაქეს დავეხმარეთ

საქართველოს მთავრობა უკრაინის მოქალაქეების დახმარებას განაგრძობს. უკრაინელი ტურისტები, რომლებიც ამ ეტაპზე სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ, სასტუმროებში სრულიად უსასყიდლოდ განთავსდებიან. ინფორმაციას ეკონიმიკის სამინისტრო ავრცელებს. „საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, პირველი დღიდან დავიწყეთ ჰუმანიტარული ღონისძიებების გატარება. პირველივე დღიდან ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აამოქმედა ცხელი ხაზი, რომლითაც უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ, შეეძლოთ, უსასყიდლოდ განთავსება საქართველოს სასტუმროებში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ჩვენმა სამინისტრომ მჭიდროდ ითანამშრომლა კერძო სექტორთან და ისინიც უსასყიდლოდ სთავაზობენ სასტუმრო ადგილებს უკრაინის მოქალაქეებს. ყველა იმ მოქალაქეს, რომლებსაც, პრობლემებიდან გამომდინარე, დაბრუნების საშუალება არ აქვს, შეეძლებათ უსასყიდლოდ განთავსდნენ საქართველოს სასტუმროებში,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. ვიცე-პრემიერის თქმით, ამ დროისთვის ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, კერძო სექტორთან კოორდინაციით, უკვე გაუწია დახმარება უკრაინის 150-ზე მეტ მოქალაქეს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინაში დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად საქართველოს სარეზერვო ფონდიდან 1 მილიონი ლარი გამოიყოფა

ლევან დავითაშვილი: სახელმწიფო იზრუნებს იმ უკრაინელ ტურისტებზე, რომლებიც საქართველოში დარჩნენ და დაბრუნების საშუალება არ გააჩნიათ

სახელმწიფო იზრუნებს იმ უკრაინელ ტურისტებზე, რომლებიც საქართველოში დარჩნენ და დაბრუნების საშუალება არ გააჩნიათ, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ეკონომიკის მინისტრის თქმით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზოგიერთ ტურისტს, შეიძლება, არ აქვს საარსებო საშუალებები და ამის უზრუნველყოფისთვის, როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, დავალება უკვე მიცემული აქვს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას. „სამწუხაროდ, შეიძლება ყველა ინფორმაცია ჩვენთან არ შემოდის, თუმცა, გადაწყვეტილება მიღებულია - ჩემი დავალება უკვე მიცემული აქვს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, რომელიც კოორდინაციაშია მუნიციპალიტეტებთან და ჩვენ ვიმუშავებთ ყველა ადამიანთან, რომ მათ ჰქონდეთ ცხოვრების ნორმალური პირობები“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა. ასევე წაიკითხეთ: ლევან დავითაშვილი: უკრაინის 150-ზე მეტ მოქალაქეს დავეხმარეთ

ლევან დავითაშვილი: ბოლო დღეებში რუსეთიდან საქართველოში დაახლოებით 20-25 ათასი ადამიანი შემოვიდა

ბოლო დღეებში რუსეთიდან საქართველოში დაახლოებით 20-25 ათასი ადამიანი შემოვიდა. საუბარი იმაზე, რომ დიდი რაოდენობით ადამიანი საქართველოში ჩამოდის და ეს რისკების შემცველია, ასე არ არის, - ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. „ინფორმაცია დასამალი არ არის, პირიქით, საინტერესოა. დავინახეთ, რომ საზოგადოებაში ძალიან ემოციურად არის ბევრი საკითხი აღქმული და აბსოლუტურად გვესმის, ამიტომ, მეტი ზუსტი ინფორმაციაა მისაწოდებელი. რიცხვები თუ არ ვცდები, არის დაახლოებით 20-25 ათასი ადამიანი. ეს არის დაახლოებით ის რანგი, რაც 2020 წელს იყო, ვიდრე პანდემიამდე შეზღუდვა იქნებოდა. 2021 წელს საერთოდ დაკეტილი იყო ყველანაირი მიმოსვლა, მკაცრი იზოლაციის რეჟიმი იყო პანდემიიდან გამომდინარე. ამიტომ, 2020 წელს დაახლოებით იგივე რანგია. ასე რომ, საუბარი იმაზე, რომ დიდი რაოდენობით ადამიანი საქართველოში ჩამოდის და ეს რისკების შემცველია, ეს ასე არ არის“, - განაცხადა დავითაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი კობახიძე: ეთნიკური ნიშნით ადამიანების დისკრიმინაცია არის გაუგონარი მოვლენა ცივილიზებული სამყაროსთვის

ლევან დავითაშვილი: რუსეთში ქართულ პროდუქტების შეტანის შესაძლებლობასთან დაკავშირებით აჟიოტაჟი შესაძლოა, ინფორმაციის ნაკლებობითაა გამოწვეული

"რუსეთში ქართულ პროდუქტების შეტანის შესაძლებლობასთან დაკავშირებით აჟიოტაჟი შესაძლოა ინფორმაციის ნაკლებობით იყოს გამოწვეული", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. დავითაშვილის თქმით, რუსეთის მხრიდან ცხოველური წარმოშობის სასურსათო პროდუქტებზე ბაზრის გახსნის საკითხზე საქართველოდან კერძო კომპანიებმა რუსეთს განაცხადით 2020 წელს მიმართეს და მას შემდეგ ამ საკითხზე კომუნიკაცია არ შემდგარა. "საქართველოდან რამდენიმე კომპანიისგან რუსეთში განაცხადი გაგზავნილი იყო 2020 წელს. 2020 წლიდან დღემდე კომუნიკაცია არ ყოფილა და აჟიოტაჟი, რომელიც საზოგადოებაში წარმოიშვა, არის, ალბათ, ინფორმაციის ნაკლებობის გამო. მით უმეტეს, ომის პირობებში საქართველოს ამ საკითხთან დაკავშირებით არ მიუმართავს... პასუხი იყო პარასკევს თუ შაბათს, როდესაც პროაქტიულად რუსულმა მხარემ გადაწყვიტა, რომ განაცხადები, რომელიც ქართულ მხარეს ჰქონდათ მიღებული, შესაძლოა ყოფილიყო დადებითი პასუხი. ეს არის ყველაფერი ამ ისტორიასთან დაკავშირებით", - თქვა ლევან დავითაშვილმა. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთი ქართულ საწარმოებს რძის ნაწარმის შეტანას სთავაზობს. 

ლევან დავითაშვილი: აბსოლუტურად გამორიცხულია საქართველოში რუსეთიდან შავი ფულის შემოსვლა

ლევან დავითაშვილის თქმით, აბსოლუტურად გამორიცხულია საქართველოში რუსეთიდან შავი ფულის შემოსვლა. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „საქართველოს ფინანსური სისტემა დღეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს. ამ კუთხით საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის ღირსეული წევრი, სადაც გამორიცხულია მსგავსი ტრანზაქციები და რისკი. იმიტომ რომ საქართველო არის ყველა იმ შეთანხმების ნაწილი, რომელიც ქვეყანაში არაკანონიერი შემოსავლის ბრუნვის პრევენციას აკეთებს. არსებობს რისკზე დაფუძნებული ზედამხედველობისა და მონიტორინგის სისტემა, მათ შორის ფულადი ნაკადების მიმოსვლასთან დაკავშირებით, რასაც მკაფიო ზედამხედველობას უწევს ეროვნული ბანკი და შესაბამისი სტრუქტურები. საქართველოს საბანკო სისტემა პასუხისმგებლიანი და მეტსაც ვიტყვი, ერთ-ერთი მოწინავეა გამჭვირვალობის კუთხით, იმიტომ რომ ყველა ძირითად მაკონტროლებელი ინსტრუმენტი, რომელიც ბანკებს უნდა ჰქონდეს, დანერგილია“, - განაცხადა დავითიშვილმა.

ლევან დავითაშვილი: მოლოდინი გვაქვს, რომ შესაძლოა, უფრო ნაკლებ ფასში შეძენილი საწვავი გამოჩნდეს ბაზარზე

დღეს საცალო ქსელში იყიდება საწვავი, რომელიც ფასების პიკშია შეძენილი. მოლოდინი გვაქვს, რომ შესაძლოა, უფრო ნაკლებ ფასში შეძენილი საწვავი გამოჩნდეს ბაზარზე - საწვავთან დაკავშირებით ფასების კლებას ველოდებით, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, საწვავის ფასის ზრდის ტენდენციისას მთავრობა ფასის დაზღვევის რა მექანიზმებზე იმუშავებს. როგორც მინისტრი განმარტავს, ეკონომიკური გუნდი მუშაობს და შესაძლოა, სხვადასხვა ტიპის ინტერვენცია განხორციელდეს. „მთავრობაში დაზღვევის მექანიზმებზე მსჯელობა მიდის. შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის ინტერვენცია. ის მოთხოვნა, რაც ეხებოდა გადასახადების გაუქმებას, ვფიქრობთ, არ არის შესაბამისი ადეკვატური ზომა. დავაკვირდებით სიტუაციას. ძალიან ფრთხილად უნდა მივუდგეთ ასეთ საკითხებს, რომ ფისკალური დისციპლინა, რომელიც ჩამოყალიბდა ქვეყანაში, არ დაირღვეს, ამას არ ჰქონდეს ნეგატიური, გრძელვადიანი, პრეცედენტული სახე, ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე იმოქმედოს. გვესმის ამ საკითხის მგრძნობიარობა. ეკონომიკური გუნდი მუშაობს. შესაძლოა, უფრო უპრიანი იყოს სხვა ტიპის გადაწყვეტილებები. საწვავთან დაკავშირებით იმასაც მოგახსენებთ, რომ რეალურად დღეს საცალო ქსელში იყიდება საწვავი, რომელიც ფასების პიკშია შეძენილი. ჩვენ უშუალო ურთიერთობა გვაქვს იმპორტიორებთან. მოლოდინი გვაქვს, რომ შესაძლოა, უფრო ნაკლებ ფასში შეძენილი საწვავი გამოჩნდეს ბაზარზე. გარკვეულწილად პიკური ფასები გადაივლის და დროის გარკვეულ მონაკვეთში უფრო ნაკლები ფასები შესაძლოა გვქონდეს. საწვავთან დაკავშირებით ფასების კლებას ველოდებით", - განაცხადა დავითაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: არც გაზის მწარმოებელი ვართ და არც ნავთობის მომპოვებელი ქვეყანა, მიუხედავად ამისა, მსოფლიოში საწვავის ფასების მიხედვით მე-100 ადგილზე ვართ

ლევან დავითაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. ამის სესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. „საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებობს კეთილმეზობლობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები, რომლებიც სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა და ხარისხობრივად ახალ დონეზე ავიდა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მაღალი დონის სტრატეგიული და კეთილმეზობლური ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება ჩვენი ხალხებისა და ქვეყნების საკეთილდღეოდ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე. აზერბაიჯანის პრეზიდენტთან საქართველოს ვიცე-პრემიერმა განიხილა ორი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის, კავშირგაბმულობის, ინვესტიციებისა და სხვა სექტორების მიმართულებით. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ილჰამ ალიევთან ისაუბრეს იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც აზერბაიჯანსა და საქართველოს აქვთ გაზრდილი ტვირთნაკადების გატარების უზრუნველყოფისთვის როგორც დასავლეთის, ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნების მიმართულებით. ვიცე-პრემიერის თქმით, მხარეებმა აგრეთვე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები ენერგეტიკის სფეროში და ისაუბრეს ისეთი მიმართულებების განვითარებაზე, როგორიცაა ციფრული ტრანსფორმაცია, ასევე ერთობლივი ტურისტული პროექტების განხორციელება, რომლებიც ხელს შეუწყობს რეგიონის წარმოჩენას საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე. „ორი ქვეყნის თანამშრომლობა არის მართლაც სტრატეგიული და აზერბაიჯანი არის ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური პარტნიორი, ამ ქვეყანასთან ჩვენი თანამშრომლობა მოიცავს ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროექტს, რომელსაც არამხოლოდ რეგიონული, არამედ საერთაშორისო მნიშვნელობა გააჩნია“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ლევან დავითაშვილი: ჩვენი მიზანია, საქართველოსა და ყაზახეთს შორის გაიზარდოს სავაჭრო ბრუნვა და სატრანზიტო ნაკადები

დსთ-ის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ოქტომბერში სამხედრო წვრთნას გამართავს თბილისში გამართული საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა ოქმზე ხელმოწერით დასრულდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. დოკუმენტში, რომელსაც საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და  ყაზახეთის ინდუსტრიისა და ინფრასტრუქტურული განვითარების მინისტრმა კაირბეკ უსკენბაევმა ხელი მოაწერეს, განისაზღვრა ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის, კავშირგამბულობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ინოვაციების და სხვა სექტორებში. ასევე ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმებს სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის, აგრეთვე სპორტის სფეროებში ურთიერთობის გაღრმავების შესახებ. „კომისიის მუშაობა წარიმართა ძალიან წარმატებულად და რა თქმა უნდა, ის შეთანხმებები, რომლებიც გაფორმდა ორ მხარეს შორის, უნდა იყოს ეკონომიკური ურთიერთობების წამახალისებელი. ჩვენ მიზნად დავისახეთ საქართველოსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდა, ასევე განვიხილეთ კონკრეტული საკითხები, რომლებიც დაეხმარება სატრანზიტო ნაკადების გაზრდას ყაზახეთიდან საქართველოს მიმართულებით“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ. საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმატია ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო ურთიერთობების განვითარების მიმართულებით, რომლის ფარგლებშიც არაერთ საკითხზე ხდება გადაწყვეტილებების მიღება. კომისიის მომდევნო სხდომა ყაზახეთში გაიმართება.

ჩეხეთი ევროკავშირსა და NATO-ში საქართველოს მოკლე ვადებში გაწევრიანებას მხარს უჭერს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტს მილოშ ვისტრჩილს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოსა და ჩეხეთს შორის ურთიერთობების ვრცელ სპექტრზე. აღინიშნა, რომ საქართველომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება და გააკეთა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, რითაც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა. ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს, რათა გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. თავის მხრივ, ჩეხეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ჩეხეთის პოზიცია საქართველოს ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების მიმართულებით, აღნიშნა, რომ მხარს უჭერს აღნიშნულ ორგანიზაციებში ჩვენი ქვეყნის მოკლე ვადებში გაწევრიანებას და სრული მხარდაჭერა აღუთქვა რეფორმების განხორციელების პროცესში. შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე. მათ შორის, ენერგეტიკის, მანქანათმშენებლობის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ჯანდაცვისა და სხვა სექტორებში. ასევე ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩეხეთს შორის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის გამართვის მნიშვნელობას, რომლის დროსაც ორი ქვეყნის დელეგაციებმა განსაზღვრეს სამომავლო ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. შეხვედრაზე ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი მიესალმა თბილისში ჩეხეთის ვაჭრობის ხელშეწყობის სამთავრობო სააგენტოს CzechTrade-ის ოფისის გახსნას. მან იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ოფისი სამომავლოდ მნიშვნელოვანი მოთამაშე იქნება ორ ქვეყანას შორის ორმხრივი სავაჭრო და საინვესტიციო თანამშრომლობის შემდგომი ხელშეწყობისა და განვითარების მიმართულებით. მხარეებმა დადებითად შეაფასეს ჩეხეთის სამთავრობო ვიზიტის ფარგლებში, ორი ქართულ-ჩეხური ბიზნეს ფორუმის გამართვა, რომელიც თბილისსა და ბათუმში ჩატარდება. ამ მიზნით, საქართველოში 30 ჩეხი ბიზნესმენი ჩამოვიდა. ასევე წაიკითხეთ: ჩეხეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტი: ჩეხეთისთვის საქართველო პრივილეგირებული, მეგობრული ქვეყანაა და ეს უნდა ავსახოთ ქმედით ნაბიჯებშიც  

ლევან დავითაშვილი: თბილისის საერთაშორისო აეროპორტს აქვს პოტენციალი, რომ საჰაერო გადაზიდვები გაიზარდოს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად, ქვეყნის მთავარი აეროპორტი უფრო მეტი დიდი ზომის საჰაერო ხომალდის მიღებას შეძლებს. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ეს შესაძლებლობა დამატებითი სამიმოსვლო ბილიკისა და მოსაბრუნებელი მოედნის მშენებლობის შემდეგ გაჩნდა. ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ახალი სამიმოსვლო ბილიკი აეროპორტის  ასაფრენ ზოლთან დიდგაბარიტულ, მეტწილად, კარგო თვითმფრინავებს აკავშირებს, რომლებიც ტვირთის გადაზიდვისთვის გამოიყენება. მისი თქმით, ახალი ინფრასტრუქტურა, ერთი მხრივ, გაზრდის აეროპორტის გამტარუნარიანობას და დააჩქარებს აფრენების სიხშირეს, მეორე მხრივ კი, გააუმჯობესებს აეროპორტში მიმოსვლას უსაფრთხოების კუთხით. „ეს განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან ვხედავთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტვირთების მზარდ ნაკადს,“ - აღნიშნა მინისტრმა. ​ „თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მზარდია ინტერესი ინვესტორების მხრიდან, რომ კარგო მიმართულება განვითარდეს. ჩვენს  ქვეყანას აქვს პოტენციალი, რომ მოხდეს კარგო მიმართულების უფრო მეტად განვითარება და თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა კარგო ჰაბის როლი შეასრულოს. ამ კუთხით ახალმა ინფრასტრუქტურამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა. აეროპორტის ახალ ინფრასტრუქტურა აღიჭურვა თანამედროვე შუქ-სასიგნალო სისტემით, რომელიც აუცილებელია აეროპორტის და მისი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრულყოფილი და გამართული ფუნქციონირებისთვის. შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა თბილისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გამტარუნარიანობა და უსაფრთხოება. ჯამში, დღეიდან აეროპორტს ექვსი სამიმოსვლო/სამანევრო ბილიკი აქვს. სარეკონსტრუქციო სამუშაოები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციამ“ და აეროპორტის მმართველმა კომპანიამ „ტავ ჯორჯიამ“ უზრუნველყვეს. პროექტი მოიცავდა მაღალი სიმტკიცის ხელოვნური საფარის მოწყობას 26 000 კვ.მ ფართობზე. პროექტში TAV Georgia-მ $2,5 მილიონის ინვესტიცია განახორციელა. ახალი სამიმოსვლო ბილიკის ვიზუალური სანავიგაციო საშუალებით აღჭურვაში „საქაერონავიგაციამ“ 3, 755 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. სამიმოსვლო ბილიკის შუქ-სასიგნალო სისტემის გაფართოების პროექტი ფრანგულმა კომპანიამ „ADPI” შეასრულა. ახალი, თანამედროვე სისტემის ნაწილების მოწოდება და სამონტაჟო სამუშაოები იტალიური კომპანია „OCEM”-მა განახორციელა. ახალ სამიმოსვლო ბილიკ „G“- გოლფზე დამონტაჟდა თანამედროვე LED ტიპის ახალი ტექნოლოგიის იტალიური წარმოების სანათები. ქალაქ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამიმოსვლო ბილიკ „GOLF” შუქტექნიკური სისტემა სრულ შესაბამისობაშია ICAO-ს (სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია) საერთაშორისო სტანდარტებთან და აკმაყოფილებს ადგილობრივ და საერთაშორისო მოთხოვნებს.

ლევან დავითაშვილი სამუშაო ვიზიტით აშშ-ს ეწვევა

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი 9 – 11 მაისს, სამუშაო ვიზიტით აშშ-ს ეწვევა და შეხვედრებს გამართავს სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ლევან დავითაშვილის შეხვედრა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელთან, ქეთრინ თაისთან, აგრეთვე მაღალი დონის შეხვედრა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციაში. „ვიცე-პრემიერი ასევე შეხვედრებს გამართავს აშშ-ის კონგრესში, სადაც განხილული იქნება ორი ქვეყნის თანამშრომლობის პრიორიტეტული პოლიტიკური საკითხები. ვიზიტი ასევე ითვალისწინებს ლევან დავითაშვილის შეხვედრებს აშშ-ის კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, მათ შორის, ვიცე-პრემიერი მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრას გამართავს ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს წევრ კომპანიებთან, სადაც განხილული იქნება საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები და აშშ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობის აქტუალური საკითხების ფართო სპექტრი. ასევე დაგეგმილია შეხვედრები აშშ-ის ექსპორტ-იმპორტის ბანკსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში. გარდა ამისა, გაიმართება შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელ ჯეიმს ჯონთან“,- აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.

ლევან დავითაშვილი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. როგორც აშშ-ში საქართველოს ელჩის, დავით ზალკალიანის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, ვიზიტის ფარგლებში იმართება მნიშვნელოვანი მაღალი დონის შეხვედრები საქართველო-აშშ-ის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით. „აღსანიშნავია ვიცე-პრემიერის შეხვედრა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელთან (USTR) ქეთრინ თაისთან. მსგავსი მაღალი დონის პოზიტიური შეხვედრა, რომელზეც წლებია ვმუშაობთ, ხაზს უსვამს საქართველო-აშშ-ის ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობას და ორმხრივი სავაჭრო რეჟიმის გაუმჯობესების აუცილებლობას. საქართველოსა და აშშ-ის შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იქნება პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების ნაზავი და აშშ-ის ეკონომიკური ინტერესების გაზრდის ნათელი გზავნილი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფებებსა და ეკონომიკურ განვითარებას, მათ შორის ვაჭრობის დივერსიფიკაციის საჭიროებებს. ვიცე-პრემიერს ჰქონდა ფართო და ყოვლისმომცველი საუბარი აშშ – ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორთან სკოტ ნათანთან. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია – Development Finance Corporation -(DFC), გააგრძელებს საქართველოში ისეთი დარგების მხარდაჭერას, როგორიცაა საფინანსო სექტორი, ტურიზმი, ჯანდაცვა, წარმოება, განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება და სხვა. ამჟამად, ორგანიზაცია საქართველოში 12 მოქმედ პროექტს ახორციელებს, რომლის საერთო ღირებულება 188 მლნ აშშ დოლარია. ჯამში კი სააგენტომ საქართველოში 750 მლნ აშშ დოლარზე მეტი თანხის ინვესტიცია განახორციელა. DFC-ის უაღრესად მნიშვნელოვანი როლი შეაქვს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში. ამ კონტექსტში, DFC-ის მიერ რეგიონული ოფისის ჩვენს დედაქალაქში გახსნა იქნება ჩვენს ქვეყანასა და რეგიონში აშშ-ის ეკონომიკური ინტერესების გაზრდის ნათელი გზავნილი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. ამავე ინფორმაციით, დღის ბოლოს, ვიცე-პრემიერი შეხვდა აშშ-ის ექსპორტისა და იმპორტის ბანკის (EXIM Bank) ვიცე პრეზიდენტს ჯუდიტ პრაიორს. აღნიშნულ შეხვედრაზე გამოითქვა ქართული მხარის მკაფიო სურვილი, რომ საქართველოში რაც შეიძლება მეტი ამერიკული კომპანია იყოს წარმოდგენილი. შეხვედრაზე ასევე განიხილეს მთელი რიგი დარგებისა, რომელთა განვითარებაც ხელს შეუწყობს ორმხრივი ბიზნეს – კავშირების გაღრმავებას. ვიზიტის ფარგლებში, ვიცე-პრემიერი შეხვედრებს გამართავს კონგრესში და მონაწილეობას მიღებს ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში, რომელიც საქართველო-აშშ-ის შორის კომერციული და სავაჭრო თანამშრომლობის განვითარებას ეხება.  

ეკონომიკის მინისტრი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში კონგრესმენებს შეხვდა

ვაშინგტონში ვიზიტისას, ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი კონგრესმენებს დარენ სოტოსა და ბრენდან ბოილს შეხვდა. ვიცე პრემიერმა განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-ის კონგრესის და კონგრესის წევრების მკაფიო პოლიტიკური მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, განსაკუთრებით რეგიონში საკმაოდ რთული ვითარების ფონზე. ლევან დავითაშვილი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, კონგრესმენებთან გამართულ შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, აგრეთვე გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე. აღინიშნა, რომ აშშ განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას მისი ევროკავშირში და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. საქართველო დაინტერესებულია, რათა სტრატეგიული პარტნიორობა აშშ - სთან გადავიდეს ახალ საფეხურზე, რაც წარმოადგენს კიდევ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს. ამ მხრივ, ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების განვითარების მნიშვნელობას, მათ შორის, აშშ - სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობას. ასევე აღინიშნა, რომ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას ხელს შეუწყობს პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება საქართველოსა და აშშ-ს შორის.  

ლევან დავითაშვილი: სახელმწიფოს პოლიტიკაა, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ინვესტიციების მოზიდვას ნავთობის და გაზის სფეროში

თბილისი კონტინენტური ევროპის ენერგეტიკული საბჭოს 54-ე შეხვედრას მასპინძლობს, რომელშიც ნავთობისა და გაზის სექტორში მომუშავე 70 - ზე მეტი კომპანიის 200 დელეგატი მონაწილეობს. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, წარმომადგენლობითი ფორუმი ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა. მისასალმებელ სიტყვაში ვიცე-პრემიერმა ისაუბრა ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე, რომელიც შექმნილია საქართველოში საერთაშორისო კაპიტალის მოსაზიდად ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში, განსაკუთრებით კი ენერგეტიკაში. მან ყურადღება გაამახვილა ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე საქართველოსთვის და აღნიშნა, რომ ქვეყნის მთავრობა მიესალმება საერთაშორისო ინვესტიციების შემოსვლას ამ დარგში. „ეს მიმართულება შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე განსაკუთრებით აქტუალურია, როდესაც ენერგოდამოუკიდებლობა უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც. საქართველოს ნავთობის და გაზის საკმაოდ სოლიდური რესურსები რომ აქვს, ეს დადასტურებულია წარსული გამოცდილებით - მე-20 საუკუნეში პიკზე საქართველო 3 მლნ ტონაზე მეტ ნავთობს მხოლოდ სამგორის ველზე მოიპოვებდა. ეს არის იმის წინაპირობა, რომ ჩვენ დღეს რამდენიმე პერსპექტიული მიმართულებით შევძლოთ ნავთობის მოპოვების გაზრდა,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა. მისი თქმით, ამ დროისთვის რამდენიმე ლიცენზიაა გაცემული, რომელიც საბადოს კვლევასაც ითვალისწინებს. „ჩვენ კარგად გვესმის, რომ ძალიან ბევრი გეოლოგიური კვლევითი სამუშაოა ჩასატარებელი, ვიდრე უშუალოდ ნავთობის მოპოვებას მოვახერხებთ, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა იმის საშუალებას, რომ შევამციროთ გეოლოგიური და საინვესტიციო რისკები, ხოლო სახელმწიფოს პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ინვესტიციების მოზიდვას ნავთობის და გაზის როგორც საძიებო, ისე მოპოვებით სფეროში.  ჩვენი იმედია საბოლოოდ, რომ რამდენიმე წლიან პერსპექტივაში მოვახერხებთ, საქართველომ სრულად დააკმაყოფილოს თავისი საჭიროება არსებული ნავთობის მოთხოვნის კუთხით და ასევე, საკმაოდ დიდი რაოდენობით წვლილი შევიტანოთ ჩვენი გაზის მოხმარებაში, რაც მიმდინარე ლიცენზიების კვლევით სამუშაოებში საკმაოდ პერსპექტიულად გამოიყურება,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. წარმომადგენლობითი შეხვედრის თანაორგანიზატორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტო. შეხვედრის მონაწილეების წინაშე მოხსენებები ასევე გააკეთეს მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ და სსიპ ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ტატიშვილმა.  შეხვედრაში მონაწილეობენ ისეთი მსხვილი რეგიონული კომპანიები, როგორიცაა OMV პეტრომი, რომელიც გეგმავს საქართველოს შავი ზღვის შელფზე ბუნებრივი აირის მარაგები დაიძიოს და შემდეგ დაამუშაოს, აგრეთვე Exonn, DMT, Block energy და სხვ. ფორუმი 14 მაისს დასრულდება.

ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, გაიზრდება თუ არა პურის ფასი

„პურის გაზრდის წინაპირობა დღეს არ არის. თუ გარემო ფაქტორები შეიცვლება, ყველაფერი შეიძლება, მოხდეს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „ქვეყანაში ფქვილი არის, სასურსათო უსაფრთხოების კუთხით, ქვეყანას პრობლემა არ აქვს. ჩვენთვის მთავარი ამოსავალია, რომ მოსახლეობისთვის პურზე ხელმისაწვდომობა იყოს და იყოს რაც შეიძლება ხელმისაწვდომი ფასები. მათი გაზრდა მთავრობის და საზოგადოების ინტერესში არ არის. ფქვილის იმპორტზე ხელოვნური ბარიერების შექმნა მიუღებელია, ამაზე დღეს პრემიერმა განცხადება გააკეთა. მთავარია, გვქონდეს, დეტალური მონიტორინგი იმის, რომ ჩვენი ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფა მოვახერხოთ“, - განაცხადა დავითაშვილმა. მისივე თქმით, დღეს ქვეყანას ხორბლის გარკვეული მარაგი აქვს. „საქართველო დღეს ტრანზიტული ქვეყანაა, რომლის საპორტო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით დაინტერესებულია მათ შორის ხორბლის ექსპორტიორი ქვეყნები, ჩვენს დერეფანში ხორბალი მოძრაობს და აქედან გამომდინარე, ის უსაფრთხოების საკითხები, რომლებზეც თქვენ (რედ. ჟურნალისტები) საუბრობთ, გათვალისწინებულია“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოში ხორბლის მარაგის შემცირებას ადასტურებს მსოფლიო ბაზარზე ხორბალთან დაკავშირებით გლობალურად გართულებული მდგომარეობა რუსეთის უკრაინაში შეჭრას უკავშირდება. რუსეთი მსოფლიოში ხორბლის ყველაზე დიდი ექსპორტიორია, ხოლო უკრაინა - სიდიდით მეხუთე. ჯამურად რუსეთი და უკრაინა გლობალურ ბაზარზე ხორბლის ექსპორტის თითქმის 30%-ს უზრუნველყოფენ. გაეროს ცნობით, მაისის დასაწყისში, უკრაინის პორტებში დაახლოებით 4,5 მილიონი ტონა მარცვლეული იყო დაბლოკილი.  

ეკონომიკის მინისტრი საწვავის ფასის შემცირებას ელის

ეკონომიკის მინისტრს, ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილს მოლოდინი აქვს, რომ საწვავის ფასები შემცირდება. დავითაშვილის განცხადებით, კონკურენციის სააგენტოს მიერ ბაზრის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ საცალო ქსელებში არსებული საწვავის ფასი არ არის საერთაშორისო ბაზარზე გაძვირებასთან თანხვედრაში. გაიაფდება თუ არა საწვავი საქართველოში „კონკურენციის სააგენტომ შეისწავლა ბაზარი, მას აქვს საინტერესო მიგნებები მონიტორინგის პროცესის შესაბამისად. ეს მთავრობის ეკონომიკურ გუნდში გავაზიარეთ. შაბათს გვქონდა შეხვედრა. დეტალურად გავიარეთ საკითხები, რომელიც წარმოაჩენს, რომ ბაზარზე, ღიად, საცალო ქსელებში არსებული ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდება, ანუ ის ზრდის ეფექტი, რომელიც იყო, არ არის თანხვედრაში საერთაშორისო ბაზარზე გაძვირებასთან. ვფიქრობთ, რომ მეტი კომუნიკაციაა საჭირო საწვავის როგორც საცალო გამყიდველებთან, ისე იმპორტიორებთან. პრემიერის დავალებით მე და ეკონომიკურ გუნდს გვექნება კონკურენციის სააგენტოსთან ერთად უშუალო დიალოგი. რამდენიმე დღე მათთან ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ის მიგნებები ან დადასტურდეს კომპანიების მხრიდან და მოხდეს ფასების კორექტირება, ან ჩვენ ველოდებით რაიმე მყარ არგუმენტებს, რომელიც არ მგონია, რომ არსებობდეს. ამიტომ, ჩვენი მოლოდინი არის, რომ საწვავის ფასი კიდევ უნდა შემცირდეს. ამ კუთხით, დღესვე შევხვდებით ერთ ჯგუფს, რამდენიმე შეხვედრა გვექნება კვირის განმავლობაში და ვფიქრობთ, რომ გარკვეული შედეგის მომცემი იქნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.  

ეკონომიკის მინისტრმა იაფი საწვავის შემოტანის საკითხი, ქსელურ კომპანიებთან განიხილა

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საწვავის ბაზარზე გვქონდეს სრულფასოვანი, კონკურენტული გარემო და შესაძლებელი იყოს გაძვირებული საწვავის მოსახლეობისთვის მაქსიმალურად იაფ და ხელსაყრელ პირობებში მიწოდება, - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა საწვავის დისტრიბუტორ მცირე ქსელების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. ირაკლი ლექვინაძე: მსხვილ კომპანიებს საწვავის ფასის შემცირების რესურსი ჰქონდათ ეკონომიკის მინისტრი საწვავის ფასის შემცირებას ელის ეკონომიკის მინისტრი საწვავის გაძვირებას გარე ფაქტორებს უკავშირებს. მისი თქმით, შექმნილი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან, საომარი ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც რეგიონშია, მსოფლიო ფასები საწვავზე ძალიან მაღალია. „გვესმის, რომ გლობალურ ტენდენციას საქართველო ვერ ასცდება, მაგრამ ჩვენი მიზანია, მაქსიმალური კოორდინაციით მოხდეს იაფი წყაროებიდან საწვავით მომარაგება, ასევე მარჟების მინიმუმამდე დაყვანა იმისთვის, რომ ჩვენს მოსახლეობას მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობებით მივაწოდოთ საწვავი“ - აღნიშნა მინისტრმა. ლევან დავითაშვილის განცხადებით, ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია საწვავზე ფასის შემცირება: „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფასის დაწევა და მოსახლეობის გაძვირებული საწვავის მაქსიმალურად ხელსაყრელ, იაფ და ხელმისაწვდომ პირობებში მიწოდება, ამაზე ვისაუბრეთ მცირე ქსელების წარმომადგენლებთან. ასევე განვიხილეთ მათი მხრიდან დაყენებული პრობლემები, ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა შეიძლება სახელმწიფომ გააკეთოს კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის, ვისაუბრეთ მოწოდების ალტერნატიულ წყაროებზე, რომლებიც შეიძლება შედარებით უფრო იაფი იყოს, ასევე ხარისხის საკითხებზე და სანდოობაზე“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. გაიაფდება თუ არა საწვავი საქართველოში ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, კომუნიკაცია მიმდინარე კვირაში შედგება საწვავის უფრო მსხვილი ქსელების წარმომადგენლებთან.  „ასევე ვგეგმავთ მონიტორინგის მასალების გაანალიზებას, რომელიც კონკურენციის სააგენტომ განახორციელა და, საბოლოოდ, იმედი გაქვს, რომ მაქსიმალური კოორდინაციით ბაზარზე გვექნება ტრანსფარენტული და კონკურენტული გარემო“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. დღეს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე საწვავის მცირე ქსელების მფლობელ კომპანიებს და დისტრიბუტორებს შეხვდნენ.

დავითაშვილი: მთავრობის მოლოდინია, რომ ეკონომიკური ზრდა მინიმუმ 6% იქნება

ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა, რომ მთავრობა ეკონომიკის 6%-იან ზრდას ელოდება. მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, მთავრობა ეკონომიკური ზრდის პროგნოზის 3%-3.5%-მდე შემცირებას გეგმავდა, თუმცა ახლა ელის, რომ ქვეყანას იმაზე მეტი ეკონომიკური ზრდა ექნება, ვიდრე საფინანსო ინსტიტუტების მიერაა პროგნოზირებული. „ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადავხედეთ და ვთვლიდით, რომ დაგეგმილი 6%-ის ნაცვლად, ეკონომიკური ზრდა შეიძლება ყოფილიყო 3%-3.5%. ამაში გვეთანხმებოდნენ საერთაშორისო პარტნიორები, თუმცა ეკონომიკური გუნდი და მთლიანად მთავრობა, მობილიზებული ვიყავით, რომ პოტენციური დანაკარგი რაღაცით დაგვეკომპენსირებინა. შესაბამისად, ვფიქრობ, მთავრობის მობილიზებული პოზიციიდან გამომდინარე, იმ დადებითი ტენდენციების შენარჩუნება შევძელით, რომელიც ეკონომიკაში წლის დასაწყისში შეინიშნებოდა. საბოლოოდ, ჩვენი მოლოდინია, რომ დაგეგმილი ეკონომიკური ზრდა მინიმუმ უნდა იყოს მიღწეული“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. რაც შეეხება ბიუჯეტის დეფიციტს, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მთავრობა დეფიციტის შემცირებას განიხილავს. დავითაშვილის თქმით, წელს, სავარაუდოდ, ბიუჯეტის დეფიციტი დაგეგმილი 4.4%-დან 3.5%-მდე შემცირდება. უკრაინაში დაწყებული ომის ფონზე, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ეკონომიკური ზრდის 5%-იანი პროგნოზი შეამცირა . სებ-ში აცხადებენ, რომ ზრდის ტემპი 3%-4%-ის ფარგლებში იქნება. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, საქართველოს 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3%-მდე შეამცირა. 3.5%-იან ზრდას პროგნოზირებს აზიის განვითარების ბანკი. მსოფლიო ბანკმა კი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-დან 2.5%-მდე შეამცირა.

დავითაშვილი: სახელმწიფო საკუთრებაში აიღებს „ბორჯომის“ აქციების ნაწილს, რომ კომპანია სანქცირებული პირების კონტროლის ქვეშ აღარ იყოს

ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში აიღებს "ბორჯომის აქციების" ნაწილს, რის შემდეგაც კომპანია სანქცირებული პირების კონტროლის ქვეშ აღარ იქნება. „ბორჯომის“ მფლობელი მზადაა, აქციების ნაწილი საქართველოს მთავრობას უფასოდ გადასცეს IDS ბორჯომი სანქციების გამო, წარმოებას დროებით აჩერებს მის თქმით, პროცესის იურიდიული ნაწილი დასრულებული არაა და სახელმწიფოს მიერ „ბორჯომის“ აქციების ნაწილის ფლობა დროებით ვერ მოხერხდება. „სანქციებისთვის გვერდის ავლაზე საუბარი არ არის. ამის შესახებ ინფორმაცია ყველა საერთაშორისო პარტნიორს მივაწოდეთ. საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფომ საკუთრებაში აიღოს ბორჯომის აქციების ნაწილი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ კომპანია სანქცირებული პირების კონტროლის ქვეშ აღარ იყოს, თუმცა აქ ძალიან ბევრი იურიდიული ნიუანსია. თითოეულ მათგანს იმ მარეგულირებლებთან, გავდიოდით, რომლებმაც სანქციები შემოიღეს. ეს ეხება ევროპელ და ბრიტანელ მარეგულირებლებს, ეროვნულ ბანკთან ერთად. რა თქმა უნდა, ამას ძალიან ბევრი იურიდიული პროცესის შესწავლა დასჭირდა და ჯერ კიდევ არ დაგვისრულებია. უახლოეს ხანებში მთავრობა შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა კონკრეტული არის ის, რომ საკუთრებაში ავიღებთ და ეს არ იქნება დროებითი, "ბორჯომის" აქციების ნაწილს სანქცირებული პირებისგან, იმისთვის რომ კონტროლის კუთხით კითხვა აღარ იყოს და კომპანიამ შეძლოს სრულფასოვანი ფუნქციონირება“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. 29 აპრილს IDS ბორჯომმა სანქციების გამო, წარმოების დროებით შეჩერების შესახებ განაცხადა.   19 მაისს „ბორჯომის“ მფლობელმა კომპანიამ განაცხადა, რომ მზადაა აქციების ნაწილი საქართველოს მთავრობას უფასოდ გადასცეს.  2013 წლიდან რუსული Alfa Group ფლობს IDS Borjomi International-ის საკონტროლო წილს. მისი დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის სანქციების სიაშია. IDS Borjomi International, ბორჯომის გარდა, აწარმოებს ჩამოსხმულ წყალს ბრენდების Holy Spring და Edelweiss. უკრაინაში ომისა და მას შემდეგ დაწესებული სანქციების გამო, 750-ზე მეტმა უცხოურმა კომპანიამ შეაჩერა მუშაობა რუსულ ბაზარზე.

ლევან დავითაშვილი: ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები ჩნდება

ჩვენი თანამშრომლობა ევროკავშირთან კიდევ უფრო მაღალ ხარისხში უნდა განვავითაროთ, რათა უზრუნველვყოთ როგორც საქართველოს უსაფრთხოება, ენერგოდამოუკიდებლობა, ასევე წვლილი შევიტანოთ საერთო ევროპულ ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ დამოუკიდებლობაში, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მედიასთან განაცხადა. ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც დღეს დგას, არის მაღალი ინფლაციაა. „ვისაუბრეთ იმაზე, რომ დასაჩქარებელია ე.წ ეკონომიკური და ენერგეტიკული ტრანსფორმაციის პროცესი, როდესაც უფრო სწრაფად მოხდება განახლებად ენერგიასა და ამ ენერგიის წყაროებზე გადასვლა. ამ მიმართულებით, საქართველოს პოტენციალი ყოველმხრივ აღინიშნება – ჩვენს ქვეყანას აქვს განახლებადი ენერგიის წარმოების ძალიან დიდი შესაძლებლობები და ამ კუთხით საქართველოს მთავრობისთვის ეს მიმართულება პრიორიტეტულია“, – აღნიშნა მინისტრმა. ცნობისთვის, ვიცე-პრემიერი სლოვაკეთში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში იმყოფება, რომელსაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკავშირსა და რეგიონში პარტნიორებთან კავშირების გაღრმავების გზით, საქართველოს საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერების პოტენციალი აქვს  

ლევან დავითაშვილი: კომპანია „ბორჯომში“ სრული კონტროლის დამყარება სახელმწიფოს შეუძლია

"საქართველოს კომპანია „ბორჯომში“ აქციების 7.73% ექნება, ხოლო დირექტორთა საბჭოში გადამწყვეტი ხმის უფლების მქონე დირექტორი ეყოლება. კომპანიაში სრული კონტროლის დამყარება სახელმწიფოს შეუძლია", - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. "“ინვესტმენტ ლიმიტედი“ არის „ბორჯომის“ მმართველი და მფლობელი კომპანია. საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და 1 104 აქცია საქართველოს სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადმოეცა. მმართველობაში სახელმწიფო, როგორც მოგახსენეთ, წარმოდგენილი იქნება ერთი ხმის უფლების მქონე დირექტორით, რომელიც ასევე იქნება მმართველთა საბჭოს ხელმძღვანელი, დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი, კონკრეტულად მას ექნება წარმმართველი როლი. ორი დირექტორი ეყოლება „ერასმონი ლიმიტედს“, ორი დირექტორი მეორე მსხვილ აქციონერს „Black Waters Limited-ს“ და ერთი აქციონერი, რომელიც გადამწყვეტი ხმის მქონეა, ეს არის დირექტორთა საბჭოს წევრი და მას წარმოადგენს სახელმწიფო. შესაბამისად, კომპანიაში სრული კონტროლის დამყარება სახელმწიფოს შეუძლია“, - განაცხადა დავითაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: IDS BORJOMI სახელმწიფოს კომპანიის 7.73%-იან წილს უსასყიდლოდ გადასცემს  

ლევან დავითაშვილი: საქართველო ინვესტორებისთვის კვლავ მიმზიდველ საინვესტიციო პარტნიორად რჩება

„გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, რეგიონში შექმნილი გაურკვევლობის მიუხედავად, რომელიც ეკონომიკაზე აისახება, საქართველოში ვინარჩუნებთ, ერთი მხრივ, სიმშვიდეს და მეორე მხრივ, მაღალ ნდობას ბიზნესის მხრიდან ჩვენი ეკონომიკის მიმართ, ამის დასტურია 2022 წლის პირველი კვარტლის მონაცემები, რომლის მიხედვით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეკორდული ზრდა ფიქსირდება“ - ეს განცხადება ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით ესპანეთი ლიდერობს ლევან დავითაშვილმა თქმით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 4-ჯერ მეტია წინა პერიოდთან შედარებით - მისი ოდენობა 435.7 მლნ. აშშ. დოლარით არის გაზრდილი და და რეკორდულ მაჩვენებელს - 568.2 მლნ. აშშ. დოლარს შეადგენს. „ეს მიუთითებს, რომ რეგიონის მიმართ გაჩენილი მაღალი რისკების მიუხედავად, საქართველო ინვესტორებისთვის კვლავ რჩება მიმზიდველ საინვესტიციო პარტნიორ ქვეყნად“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა. მისივე ინფორმაციით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განსაკუთრებით მაღალი ზრდა გვაქვს ევროკავშირიდან, აშშ-დან, თურქეთიდან, ჩინეთიდან და ნიდერლანდებიდან. ლევან დავითაშვილის თქმით, ეს ქვეყნები საქართველოს მთავარი ინვესტორები არიან.  

ლევან დავითაშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პეტერ სიიარტოს შეხვდა

საქართველოსა და უნგრეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პეტერ სიიარტომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც, უნგრეთის დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ელჩი უნგრეთში ზაალ გოგსაძე, ასევე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სამინისტროს ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი თარაშ პაპასქუა ესწრებოდნენ. ორი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებმა დეტალურად განიხილეს საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების მზარდი დინამიკა და ის პოტენციალი, რომელიც ქვეყნებს შორის კიდევ უფრო დიდი ურთიერთკავშირის განვითარების საშუალებას იძლევა. „როგორც აღინიშნა, უნგრეთი საქართველოს განიხილავს მნიშვნელოვან პარტნიორად. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სავაჭრო ურთიერთობებზე, სადაც პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება ქართული ექსპორტის გაზრდა უნგრულ ბაზარზე. პეტერ სიიარტოს განცხადებით, უნგრეთი აქტიურად უჭერს მხარს ქართული და უნგრული კომპანიების პარტნიორობის გაღრმავებას და მზად არის, დააფინანსოს მათი ერთობლივი ბიზნესპროექტები. მხარეებმა ასევე გამოთქვეს მზადყოფნა, უახლოეს მომავალში გაიმართოს საქართველო-უნგრეთის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარის“ ოპერირების მნიშვნელობაზე საქართველოს საავიაციო და ტურისტული ბაზრის განვითარებისთვის. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 5 თვეში საქართველოსა და უნგრეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 30 პროცენტით არის გაზრდილი. დავითაშვილმა უნგრელ კოლეგასთან ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ პოლიტიკასა და იმ ამოცანებზე, რომლებიც პრიორიტეტულია საგარეო, განსაკუთრებით ევროპული ქვეყნების ბაზრებზე ქართული ექსპორტის გაზრდისა და სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისთვის. მინისტრმა ხაზი გაუსვა ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებს, რომლებიც, მიუხედავად რთული გეოპოლიტიკური ვითარებისა, მზარდია და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად. ვიცე-პრემიერის განცხადებით, რეგიონის მიმართ გაჩენილი მაღალი რისკების მიუხედავად, საქართველო ინვესტორებისთვის კვლავ მიმზიდველ საინვესტიციო პარტნიორ ქვეყნად რჩება და ამას მიმდინარე წლის პირველ კვარტალში უცხოური ინვესტიციების რეკორდული ზრდის მაჩვენებლებიც ადასტურებს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ლევან დავითაშვილი: ბათუმის ნავსადგურში, სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტით და ტვირთით გემი შემოვიდა, ეს ფაქტია. საბაჟოს ტვირთის მიღებაზე თანხმობა არ გაუცია

ის, რომ დღეს ბათუმის ნავსადგურში შემოვიდა გემი, სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტით და მისგან მიღებული ტვირთით, ეს ფაქტია, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, შესაბამის დოკუმენტებს საბაჟო სამსახური სწავლობს: „ჩვენ დოკუმენტები შევისწავლეთ და შესაბამისად საბაჟო ორგანოები იღებენ გადაწყვეტილებას იმ პასუხისმგებლობით, რომელიც მათ გააჩნიათ“. ამასთან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოში სანქციების გვერდის ავლის ან დარღვევის არცერთი ფაქტი არ ყოფილა და ამ შემთხვევაშიც ასე იქნება. „სურვილი ერთია, რომ ვიღაცას საქართველოში ასეთი პროდუქტების შემოტანა უნდოდეს. რა არის მათი მოტივაცია თავად გაარკვიეთ. საქართველოს სახელმწიფო უწყებები, მოქმედებენ მაქსიმალური პასუხისმგებლობით და დღეს საბაჟო ორგანოებს არ მიუციათ თანხმობა ასეთი ტვირთის მიღებაზე“, - აღნიშნა დავითაშვილმა. მისი თქმით, საბაჟოს თანხმობის გარეშე, ტვირთი პორტს ვერ დატოვებს. „პორტიც კერძო სუბიექტია, ტვირთგადამზიდავიც და ტვირთმფლობელიც . ამიტომ კერძო სუბიექტების სურვილის მიუხედავად საბაჟოს თანხმობის გარეშე ეს ტვირთი ვერ მოხვდება საქართველოში და ვერც საბაჟო სივრცეში“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.  

დავითაშვილი: ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად მთავრობა პარლამენტთან ერთად იმუშავებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილმა დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განიცხადა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად მთავრობას პარლამენტთან ერთად მუშაობა მოუწევს. “იცით, რომ ასოცირებით განსაზღვრული პირობების და ინდიკატორების შესრულების კუთხით საქართველო პირველ ადგილზეა. საკანონმდებლო დაახლოების კუთხით 50%-ზე მეტია განხორციელებული. ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ საქართველოში რეფორმები თანმიმდევრულად ხორციელდება და ეს კვლავ გაგრძელდება. დამატებითი პირობები, რომლებიც სამივე ქვეყნის შემთხვევაში ერთნაირად განისაზღვრა ჩვენი მხრიდან აუცილებლად შესრულდება. ამას მთავრობის ხელმძღვანელი უხელმძღვანელებს, თუმცა მჭიდრო კოორდინაცია პარლამენტთან მნიშვნელოვანია. ამ რეფორმების დიდი ნაწილი საკანონმდებლო გადაწყვეტას გულისხმობს. თუ ამას რაიმე ფორმალიზება დასჭირდება, ფორმაზე ჩამოვყალიბდებით”,-აცხადებს დავითაშვილი. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 24  ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.

დავითაშვილის განცახდებით, ირაკლი ღარიბაშვილი მოვალეობას კარგად ასრულებს და გააგრძელებს თავის პოზიციაზე მუშაობას

ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ, ირაკლი ღარიბაშვილი ამ რთულ ვითარებაში ქვეყნის ინტერესებს განსაკუთრებით კარგად იცავს. მანამდე დავითაშვილს ჟურნალიტებმა ჰკითხეს, აპირებს თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვებას.  სამოქალაქო მოძრაობა „შინ ევროპისკენ“, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასა და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას ითხოვს „მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი რამ აქ რაც ითქვა აბსოლუტურად არასერიოზულია, მომიტევეთ, მაგრამ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის ინტერესების დაცვაზე და ქვეყნის ინტერების დაცვას ახერხებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი განსაკუთრებით კარგად ამ რთულ ვითარებაში. ქვეყნის ინტერესია ქვეყნის სტაბილური განვითარება, მშვიდობის უზრუნველყოფა და ეკონომიკური კეთილდღეობის კიდევ უფრო მეტად განვითარება და მეტი კეთილდღეობის შექმნა ჩვენი მოსახლეობისთვის. ამ ამოცანებს ასრულებს საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი და შესაბამისად, რა თქმა უნდა იქნება და გააგრძელებს თავის პოზიციაზე მუშაობას", - თქვა დავითაშვილმა.  

დავითაშვილი: სხვებზე ვერ ვივარაუდებ, მე პირადად, არ მაქვს ანგარიშები უცხოურ ბანკებში

ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარის დავით არახამიას განცხადებებს გამოეხმაურა და მას, უსაფუძვლო, უპასუხისმგებლო და შეურაცხმყოფელი უწოდა. დავითაშვილის თქმით, არახამიამ ბრალდებებზე მტკიცებულებები უნდა წარადგინოს. „რაც შეეხება ბატონი არახამიას ცრუ ბრალდებებს, რაც ადრეც მოგვისმენია, წინა შემთხვევებში ეს იყო აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადებები, რომელსაც არანაირი ფაქტები არ ამყარებდა, დღესაც იგივეა, ჩვენ მოვისმინეთ მხოლოდ საუბარი ბრალდებებზე, თუმცა არ არის კონკრეტული ფაქტებით გამყარებული. მან უნდა წარმოადგინოს ფაქტები. ვფიქრობ, ეს არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და შეურაცხმყოფელი ჩარევა საქართველოს სახელმწიფოს საქმეებში სხვა ქვეყნის პოლიტიკოსის მხრიდან, რაც თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის არის მიუღებელი და შეურაცხმყოფელი“, - განაცხადა დავითაშვილმა. მანამდე, დავით არახამიამ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. გარდა ამისა, ის აღნიშნავდა, რომ საზღვარგარეთ ტრანზაქციების შესახებ მონაცემები და საქართველოდან ბევრი დეპუტატისა და მინისტრის ანგარიშები მალე უფრო ხელმისაწვდომი გახდება. ამის შემდეგ, ჟურნალისტებმა დავითაშვილს ჰკითხეს, ფლობს თუ არა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვის აქვს უცხოეთში ანგარიშები. დავითაშვილმა კითხვას ასე უპასუხა: „ერთი, რაც შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, სხვებზე ვერ ვივარაუდებ, მე პირადად არ გამაჩნია უცხოურ ბანკებში ანგარიშები".  

საქართველო ისწრაფვის, გახდეს დასავლური დემოკრატიული სამყაროს ნაწილი, ევროკავშირისა და NATO-ს წევრი - ლევან დავითაშვილი

„საქართველოს ენერგეტიკული სისტემა აქტიური განვითარების ფაზაშია, რეფორმები ძირითადად განპირობებულია ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმებით და ქვეყნის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით. ეს გულისხმობს საქართველოს ენერგეტიკის სისტემის ისეთ განვითარებას, რომელიც კიდევ უფრო დააახლოებს ევროპულ პრინციპებთან“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განახლებადი ენერგიის დარგში ინვესტიციების თემისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ასოცირების შეთანხმების თანახმად, ქართული კანონმდებლობა შესაბამისობაში იქნება ევროდირექტივებთან, რაც განსაზღვრავს უფრო ლიბერალურ და „ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესება ხდება განახლებადი, ხარისხიანი ენერგიის სხვადასხვა წყაროს განვითარებით, ისე, რომ ქვეყანაში განვითარებადი ენერგიის საიმედო და უწყვეტი მიწოდება ხდებოდეს ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომ ფასად. 2022 წლის სექტემბრიდან სრულად ამუშავდება საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა (სენბი), რომლის მიზანსაც წარმოადგენს ელექტროენერგიის ბაზრის ეფექტიანი ოპერირებით გამჭვირვალე და კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფა, ასევე სწორი საფასო სიგნალების მიწოდება ბაზრის არსებული და პოტენციური მონაწილეებისთვის. სამართლიან საბაზრო პრინციპებზე აწყობილი ფასის არსებობა აუცილებლად შექმნის საფუძველს ახალი პროექტების განსახორციელებლად და კიდევ უფრო დაგვაახლოვებს ენერგოუსაფრთხოების მაღალ მაჩვენებელთან“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ენერგეტიკის სფეროს ყველა რგოლის თანაბრად განვითარება, - ეს არის ამოცანა, რომელიც, მინისტრის განცხადებით, საბოლოო ჯამში ქვეყანაში განახლებადი ენერგიის გენერაციის პროექტების განვითარებას და ენერგოუსაფრთხოების და დამოუკიდებლობის გაუმჯობესებას მოიტანს, ეკონომიკას კი უფრო კონკურენტუნარიანს გახდის, რადგან ეკონომიკის ყველა დარგი პირდაპირ კავშირშია ეფექტიან ენერგოსისტემასთან.  ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, სტრატეგიული პროექტი, რაზეც მიმდინარეობს მუშაობა, მინისტრის თქმით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტია, რომელიც ითვალისწინებს  მაღალი ძაბვის წყალქვეშა გადამცემი ქსელის მოწყობას - მან  ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები. ლევან დავითაშვილმა პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა კონფერენციის მონაწილეებს. მინისტრის განცხადებით, მიმდინარეობს პროექტის დეტალური შესწავლა-პროექტირება მსოფლიო ბანკთან ერთად, რაც მისი პროგნოზით, ერთი წლის განმავლობაში დასრულდება.  „პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1200 კილომეტრამდე, ალბათ ყველაზე გრძელი ელექტროკაბელი, რომელიც  საქართველოს საშუალებას მისცემს, პირდაპირ კავშირში იყოს ევროკავშირის ბაზართან. ეს, რა თქმა უნდა, ახალ შესაძლებლობებს აჩენს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის და  გაზრდის ქართული ენერგეტიკული სისტემის შესაძლებლობებს, კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ინვესტორებისთვის, რადგან თავისუფალ რეჟიმში შეგვეძლება ოპტიმალურად, საათობრივ რეჟიმში გვქონდეს ევროკავშირთან ვაჭრობის საშუალება - განახლებად ენერგიაზე ყველაზე მაღალი მოთხოვნის ბაზართან. შესაბამისად, ჩვენთვის ეს ერთ-ერთი პრიორიტეტული პროექტია, მაგრამ ასევე პრიორიტეტული პროექტია ევროკავშირისთვის და ევროკავშირთან ჩვენი თანამშრომლობისთვის. შესაბამისად, ის ერთ-ერთ ფლაგმანურ პროექტადაა მიჩნეული და მთლიანად მხარდაჭერილია ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. ტრანსპარანტულ საბაზრო ურთიერთობებს ენერგეტიკულ სექტორში. მთავრობის წარმომადგენელთა გარდა კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ენერგეტიკის კერძო სექტორის, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. დისკუსიის ძირითადი თემა განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესების საკითხები იყო. ლევან დავითაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს გააცნო განახლებადი ენერგიების დარგის განვითარების და ზოგადად, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით არსებული მთავარი პრიორიტეტების და კონკრეტული პროექტები. როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, საქართველო ისწრაფვის, გახდეს დასავლური დემოკრატიული სამყაროს ნაწილი, ევროკავშირისა და NATO-ს წევრი. ამ მიზნის მისაღწევად კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა სწორედ ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.

ლევან დავითაშვილი: ძლიერ ეკონომიკურ ზრდას 2022 წელსაც ვინარჩუნებთ

„საქართველო მყარად ინარჩუნებს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას 2022 წელსაც“ - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების შეფასებისას მედიასთან განაცხადა.  „მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ 26 პროცენტიანი ზრდა გვქონდა შარშან მაისის თვეში, შესაბამისად, არამხოლოდ 2021 წლის აპრილი, რომელიც 40 პროცენტზე მეტი ეკონომიკური ზრდით ხასიათდებოდა არამედ მაისის თვეც იყო განსაკუთრებით სწრაფად მზარდი. შესაბამისად, ამ პირობებში, ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება  მეორე წლის განმავლობაში და მიმდინარე წლის შედეგები 5 თვის ფარგლებში, სადაც გვაქვს ორნიშნა, 11 პროცენტზე მეტი ზრდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. მინისტრის შეფასებით, ეს მონაცემები არის დამაიმედებელი იმისთვის, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, წლის პერსპექტივაშიც,  მოგვიანებით გადაიხედოს. „ნახეთ, რომ ის პესიმისტური შეფასებები, რომლებიც ჰქონდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, შეცვლილილია - მსოფლიო ბანკმაც გაზარდა ჩვენი ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა და ვფიქრობთ, რომ ამ ტენდენციების გაანალიზების შემდეგ, რა თქმა უნდა, საერთაშორისო პარტნიორებიც დაგვეთანხმებიან, რომ საქართველო მყარად ინარჩუნებს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას 2022 წელსაც“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. „საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, 2022 წლის მაისშიც გრძელდება ორნიშნა ეკონომიკური ზრდის დინამიკა, რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია იმ ფონზეც, რომ წინა წლის მაისში ეკონომიკური ზრდის მაღალი (25.8%-იანი) ზრდა დაფიქსირდა. ეკონომიკურმა ზრდამ 2022 წლის მაისში 11.6% შეადგინა, ხოლო იანვარი-მაისის საშუალო ზრდა 11.2%-ით განისაზღვრა. მაისში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან შედარებით, 25.3%-ით გაიზარდა, ხოლო ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 6,930 ერთეულს გაუტოლდა, რაც 93.5 პროცენტით მეტია 2021 წლის მაისის თვის მონაცემზე. 2022 წლის მაისის ეკონომიკურ ზრდაში ყველაზე მაღალი წვლილი შეიტანა ტრანსპორტისა და დასაწყობების, ენერგეტიკის, მომსახურების და მრეწველობის სექტორებში ეკონომიკური აქტივობის ზრდამ. 2022 წლის მაისში მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა: ტრანსპორტის და დასაწყობების, ენერგეტიკის, განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების, დამამუშავებელი მრეწველობის, განათლების, ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების, მშენებლობის, სამთომოპოვებითი მრეწველობის და ინფორმაციის და კომუნიკაციის საქმიანობების სექტორებში. 2022 წლის მაისში ეკონომიკური გაჯანსაღების მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენდა საქონლით საგარეო ვაჭრობის და ადგილობრივი ექსპორტის მიმართულებით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები - 2022 წლის მაისში ექსპორტი გაიზარდა 54.3 პროცენტით და 524.6 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რე-ექსპორტის გამოკლებით) 63.3 პროცენტით გაიზარდა და 391.9 მლნ. დოლარი შეადგინა. გაჯანსაღების ტენდენციები მნიშვნელოვნად გაძლიერდა ტურიზმის სექტორში, კერძოდ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის დონე მაისში (პანდემიამდე 2019 წლის მაისში დაფიქსირებული საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების) 96 პროცენტი იყო და 259 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2022 წლის მაისში ფულადი გზავნილების მოცულობა 169.4 პროცენტით გაიზარდა და 505.7 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ მთავრობის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე მხარდაჭერის ღონისძიებებს მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების, ინვესტიციების მოზიდვის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის, ინდუსტრიული მიმართულებით მნიშვნელოვანი პოზიტიური გავლენა აქვს ეკონომიკური აქტივობის და სამუშაო ადგილების ზრდაზე. „საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკურმა ზრდამ 2022 წლის მაისში 11.6% შეადგინა, ხოლო იანვარი-მაისის საშუალო ზრდა 11.2%-ით განისაზღვრა.

ლევან დავითაშვილი: ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია - ახლა მთავარია, რომ საქართველომ შეასრულოს პუნქტები

"კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთან დაკავშირებით  ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამ გულისწყვეტა და გარკვეული იმედგაცრუება გამოიწვია, მაგრამ ახლა ეს არ არის მნიშვნელოვანი. ახლა მთავარია, რომ საქართველომ შეასრულოს პუნქტები, რომლებიც ევროკავშირის დოკუმენტშია გაწერილი", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.  „ვიქნები ძალიან გულწრფელი და პირდაპირი, ბუნებრივია, საქართველოში იგრძნობა გარკვეული იმედგაცრუება და გულისწყვეტა, ამავე დროს უსამართლობის განცდაც, თუმცა ეს არ არის მნიშვნელოვანი. ახლა მნიშვნელოვანია და ჩვენი პასუხისმგებლობაა, პირველ რიგში, მთავრობის და მთელი ერის პასუხისმგებლობაა, რომ ვიყოთ კონსოლიდირებული, გვქონდეს სრული მობილიზება, რათა პირობები, რომლებიც ევროკომისიამ წარუდგინა საბჭოს და შემდეგ საქართველომ მიიღო, შევასრულოთ უმოკლეს ხანში. სრული მზადყოფნა, მობილიზებაა საქართველოს მთავრობის, მმართველი პარტიის მხრიდან, რათა საქართველომ უმოკლეს ხანში გაატაროს პოლიტიკური რეფორმები. ჩვენთვის უმოკლეს სტრატეგიულ-პრიორიტეტულ ამოცანად რჩება ევროპასთან შემდგომი ინტეგრაცია. რა თქმა უნდა, საქართველო ძალას არ დაიშურებს იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ცნობისთვის, 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ამასთან, ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.  

ლევან დავითაშვილი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრს შეხვდა

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრს სვენია შულცეს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. უწყების ინფორმაციით, შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი. შეხვედრაზე ხაზი გაესვა გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, მათ შორის, ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების განხორციელების მიმართულებით. ასევე განხილულ იქნა საქართველოსა და გერმანიას შორის ეკონომიკური ურთიერთობები, ხაზი გაესვა თანამშრომლობას პრიორიტეტულ სფეროებში როგორიცაა ვაჭრობა, ენერგეტიკა, მდგრადი განვითარება, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, სოფლის მეურნეობა და სხვ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გერმანიის მხარდაჭერილ პროგრამაზე საჯარო შენობებში ენერგოეფექტიანობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში ათობით საჯარო სკოლის რეაბილიტაციას ენერგოეფექტიანობის გასაზრდელად. პროგრამის მთავარი მიზანია სკოლების შენობების მდგრადი და სრული რეაბილიტაცია მათი ენერგოეფექტიანობის გაუმჯობესების და მომხმარებელთა კმაყოფილების გაზრდის მიზნით. აღინიშნა, რომ საჯარო შენობების განახლების ასეთი ღონისძიებები გამოიწვევს ენერგიის მოხმარების ოპტიმიზაციას და ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირებას. გარდა ამისა, მსგავსი ღონისძიებების შედეგად გახანგრძლივდება შენობის ექსპლუატაციის ვადა, გაუმჯობესდება ჯანმრთელობის, უსაფრთხოების და კომფორტის დონეს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს მიმდინარე პროექტები, რომლებიც გერმანიის მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკის სფეროს მდგრადობის გაძლიერების მიზნით ხორციელდება. მათ შორის, განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიმართულებით. ასევე გამახვილდა ყურადღება თანამშრომლობის გაძლიერებაზე საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის და ენერგოუსაფრთხოების ამაღლების მხრივ. საუბარი აგრეთვე წარიმართა საქართველოს ევროპულ პერსპექტივასა და გერმანიის მხარდაჭერაზე ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე. შეხვედრაზე გერმანიის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით. აღინიშნა, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების გზაზე და დაეხმარება მას რეფორმების განხორციელების კუთხით.  

ლევან დავითაშვილმა ჩინეთის ელჩთან, შუა სატრანსპორტო დერეფნისა და ვაჭრობის საკითხები განიხილა

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩ ჭოუ ციენთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.  შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური კავშირები, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ორმხრივ ვაჭრობაზე, აგრეთვე თანამშრომლობაზე ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით. აღინიშნა, რომ საგარეო ვაჭრობა ქვეყნებს შორის ბოლო წლებია, ზრდადი დინამიკით ხასიათდება. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელთანაც ჩინეთს აქვს გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. 2022 წლის 5 თვეში სავაჭრო ბრუნვა 42 პროცენტით, ხოლო ექსპორტი 38 პროცენტით გაიზარდა. შედეგად, სავაჭრო ბრუნვის მიხედვით ჩინეთი იკავებს მე-2 ადგილს საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის 11%-იანი წილით. ხაზი გაესვა ასევე თანამშრომლობას ინვესტიციების სფეროში. აღინიშნა, რომ ჩინეთიდან საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების ჯამურმა მოცულობამ 750 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა, საინვესტიციო პორტფელი კი მოიცავს ისეთ სექტორებს, როგორიცაა საბანკო საქმე, ტურიზმი, ენერგეტიკა, უძრავი ქონება, მეტალურგია და სხვ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე ტრანსპორტისა და სატვირთო გადაზიდვების გაზრდის მიმართულებით. აღინიშნა, რომ საქართველო აქტიურად ახორციელებს საკუთარი სატრანსპორტო - ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას და მშენებლობას, რათა უფრო ეფექტიანად შეძლოს ევროპასა და აზიას შორის არსებული სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციის შესრულება. ითქვა, რომ ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა რეგიონში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, როდესაც აზიიდან ევროპის მიმართულებით ტვირთბრუნვა ზრდადი დინამიკით ხასიათდება. ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ საქართველოზე გამავალ შუა სატრანსპორტო დერეფანს აქვს დიდი პოტენციალი, რომელიც ხელს შეუწყობს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის და ბალტიის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, გაზრდის TRACECA-ს დერეფნის კონკურენტუნარიანობას და ხელს შეუწყობს დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვას ჩინეთიდან საქართველოს გავლით, ევროპისა და უკუმიმართულებით. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ვაჭრობის განვითარებისა და საერტაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი თარაშ პაპასკუა.  

ლევან დავითაშვილი: თურქმენეთი დაინტერესებულია საქართველოს დერეფნის გამოყენებით, ეს არის დამატებითი ტვირთბრუნვის გაზრდის შესაძლებლობა

თურქმენეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია, განვიხილეთ სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მინისტრის თქმით, თურქმენეთთან ხელი მოეწერა ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომელიც საშუალებას იძლევა, აშხაბადთან პირდაპირი ფრენები დაინიშნოს, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას. „ორმხრივი შეხვედრისას ჩვენ განვიხილეთ თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულება ეკონომიკაში. ასევე ხელი მოეწერა ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ აშხაბადთან ჩვენ პირდაპირი ფრენები დავნიშნოთ, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას. თურქმენეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. ირაკლი ღარიბაშვილმა და თურქმენეთის პრეზიდენტმა საქართველოსა და თურქმენეთის სატრანზიტო პოტენციალი და ერთობლივი პროექტები განიხილეს განვიხილეთ სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები. ის, რომ მოიხსნას ბარიერები ქართულ პროდუქციაზე და მეტ ქართულ პროდუქტს თურქმენეთში ექსპორტის შესაძლებლობა გაუჩნდეს. ასევე ჩვენთვის მნიშვნელოვანია სატრანსპორტო საკითხების განხილვა. თურქმენეთი მნიშვნელოვანი ქიმიური მრეწველობის მქონე ქვეყანაა, რომელსაც აინტერესებს საქართველოს დერეფნის გამოყენება. საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გამოყენების მეშვეობით თავისი პროდუქციის გატანა. ეს არის დამატებითი ტვირთბრუნვის გაზრდის შესაძლებლობები. საუბარია რამდენიმე მილიონ ტონა დამატებით ტვირთნაკადზე საქართველოს დერეფნის გამოყენებით. ეს მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგა და იმედი მაქვს, რომ უახლოეს ხანებში დამატებითი ტვირთები გაჩნდება თურქმენეთიდან საქართვლოს მიმართულებით. ასევე ჩვენ ვისაუბრეთ ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაზე. დღეს თურქმენეთი საქართველოში ნავთობ და ნავთობქიმიის პროდუქტებს აგზავნის, მაგრამ აქ საუბარია იმაზე, რომ საქართველოში იაფი ენერგორესურსები შემოტანა განვიხილოთ და ამ საკითხზე ჩვენი სამინისტრო კოლეგებთან ერთად იმუშავებს მომავალშიც“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როდის დაიწყებს SpaceX-ი საქართველოში STarlink-ის თანამგზავრული სისტემებით ინტერნეტის მიწოდებას

„საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანა გახდება, რომელშიც SpaceX-ის პროექტი Starlink-ი ოპერირებას დაიწყებს, ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა SpaceX-ის ბაზრებთან წვდომის რეგიონულ დირექტორთან ბენ მაკ უილიამსთან შეხვედრისას განაცხადა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა საქართველოში კომპანია SpaceX-ის პროექტ Starlink-ის ამოქმედების საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. კერძოდ, SpaceX საქართველო­ში Starlink-ის თანამგზავრული სისტემებით მაღალსიჩქარიან ფართოზოლოვანი ინტერნეტის მიწოდებას უზრუნველყოფს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ Starlink-ის საქართველოში შემოსვლითა და ოპერირების დაწყებით ფაქტობრივად ახალი ეტაპი იწყება ინტერნეტიზაციის კუთხით. მისივე განცხადებით, კომპანიის საქართველოში ოპერირებისთვის ნებართვა უკვე გაცემულია. კომუნიკაციების კომისიამ ილონ მასკის Starlink-ს ავტორიზაცია მიანიჭა Starlink-ის ბიზნესოპერაციების ვიცე-პრეზიდენტის ჩად გიბის განცხადებით, კომპანია მოუთმენლად ელის 2023 წელს ქვეყნის მასშტაბით პირველადი მომსახურების მიწოდების დაწყებას. „SpaceX მიესალმება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას, Starlilnk-ისთვის ავტორიზაციის მინიჭების კუთხით, რის შემდეგაც კომპანია საქართველოში ფიზიკურ პირებსა და ბიზნესს მაღალი ხარისხის თანამგზავრულ ფართოზოლოვან ინტერნეტს მიაწვდის“, - აღნიშნა Starlink-ის ბიზნესოპერაციების ვიცე-პრეზიდენტმა. მისივე განცხადებით, კომპანიის საქართველოში ოპერირებისთვის ნებართვა უკვე გაცემულია. პირველ ეტაპზე Starlink-ის ინტერნეტი საქართველოს მასშტაბით არსებულ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ყველა ტექნოპარკს მიეწოდება. ილონ მასკის დაარსებული კომპანია SpaceX-ის პროექტი Starlink-ი გლობალური თანამგზავრული სისტემაა, რომლის მიზანიც მაღალი სიჩქარის ინტერნეტის მიწოდებაა ნებისმიერ ადგილში, მათ შორის მიუწვდომელ და მაღალმთიან დასახლებებში. SpaceX-მა საქართველოში Starlink-ის პროექტით შემოსვლისა და საქმიანობის დაწყებით დაინტერესება გასულ წელს გამოთქვა, როცა ლოს ანჯელესში კომპანიის სათავო ოფისში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილსა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძეს შეხვდნენ. საქართველო განხილულია რეგიონში ერთ-ერთ პირველ საპილოტე ქვეყნად, სადაც SpaceX-ი მოსახლეობას თანამგზავრულ ინტერნეტს მიაწვდის. „ლოს ანჯელესში გამართული შეხვედრის შემდგომ აქტიური თანამშრომლობის შედეგად, ცოტა ხნის წინ საქართველოში SpaceX-ის პროექტ Starlink-ის რეგისტრაციისა და ავტორიზაციის პროცესი დასრულდა. თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების განვითარების პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უწყვეტი, მაღალი ხარისხის ინტერნეტ წვდომა. შესაბამისად, თანამგზავრული ინტერნეტი ხელს შეუწყობს ციფრული ბიზნესის განვითარებასა და საერთაშორისო IT კომპანიებისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნას“, - აღნიშნავენ ეკონომიკის სამინისტროში. 

ეკონომიკის მინისტრი VTB ბანკის შესაძლო გაყიდვაზე: დავით ხიდაშელის გეგმებზე ინფორმაციას არ ვფლობ

ეკონომიკის მინისტრმა VTB ბანკის შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა. თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება, არსებობს კონკრეტული პროცედურები, რომლებსაც ეროვნული ბანკი იცავს. „არ მაქვს ინფორმაცია ბატონი დავითის გეგმების შესახებ. თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება, არსებობს კონკრეტული პროცედურები, რომლებსაც ეროვნული ბანკი იცავს იმ შემთხვევაში, თუ ამა თუ იმ ბანკში ხდება აქციონერების ცვლილება და შესაბამისად, ეროვნული ბანკი იმოქმედებს იმ წესების მიხედვით, რომლებიც თანაბრად ეხება ნებისმიერ კომერციულ ბანკს საქართველოში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ.  ეროვნული ბანკის განცხადებით, VTB ბანკის შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით არაერთი ინტერესი არსებობს, თუმცა ოფიციალურად ეროვნულ ბანკში ნებართვის არცერთი მოთხოვნა არ შესულა. VTB ბანკის ხელმძღვანელი: მხოლოდ საქართველოდან გავდივართ შეგახსენებთ, მედიაში რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ვითიბი“ ბანკს დავით ხიდაშელი ყიდულობს. მორიგი ცნობა კი, 25 ივლისს, bm.ge-ს მიერ გავრცელდა. ქართული მედიის ინფორმაციით, შეკითხვაზე, რამდენად შეესაბამება სიმართლეს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ შესაძლო შესყიდვის შესახებ ინფორმაცია, ბიზნესმენი დავით ხიდაშელი პირდაპირი პასუხისგან თავს იკავებს. IPN-ის ცნობით, ბიზნესმენმა ერთი მხრივ აღნიშნა, რომ საქართველოში 47 პროექტი აქვს დაგეგმილი და ყველა მათგანს ბოლომდე მიიყვანს, მეორე მხრივ კი განაცხადა, რომ მის მიმართ „ჩირქის მოცხების უსაფუძვლო მცდელობებს აქვს ადგილი“. „საქართველოში დაგეგმილი მაქვს 47 პროექტი. რამდენი ტყუილიც არ უნდა წერონ ჩემზე, ვინც არ უნდა ეცადოს დეზინფორმაციის გავრცელებას ან ჩემ შეჩერებას, მაინც მივიყვან ბოლომდე ყველა პროექტს. მე პოლიტიკაში არ ვიღებდი, არ ვიღებ და არ ვაპირებ რაიმე მონაწილეობას არანაირი სახით. მე ვარ ქართველი და ვცდილობ, დავეხმარო საქართველოს საზღვრების აღდგენა-გასწორებაში. საქართველო ეკუთვნის ქართველებს და მეც მათი ნაწილი ვარ“, - განაცხადა ხიდაშელმა. ცნობისათვის, „VTB ბანკის“ საქართველოს ფილიალს ჩამოერთვა ფიზიკური პირების, მსესხებლებისა და დეპოზიტარების მომსახურების უფლება. საცალო სასესხო და სადეპოზიტო პორტფელი გადაეცა „ბაზისბანკს“, კორპორაციული საბანკო პორტფელი კი „ლიბერთი ბანკს“.  

ეკონომიკის მინისტრი: საქართველო სანქცირებულ ნავთობს არ ყიდულობს. ეს საკითხი შეგვიძლია, დავხუროთ

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველო სანქცირებულ ნავთობს არ ყიდულობს. ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველო სანქციებს მაქსიმალური პასუხისმგებლობით იცავს. „არცერთი შენიშვნა საქართველოს მიმართ ამ კუთხით არ არსებობს. კონკრეტულად, ამ კომპანიების მიერ შეძენილი ნავთობი არ არის სანქცირებული. ასეთივე ნავთობს ევროპის ძალიან ბევრი ქვეყანა ყიდულობს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა „ვისოლის“, „არაგვი იმპექსისა“ და „ლუკოილის“ შესახებ შეკითხვის საპასუხოდ. რაც შეეხება სანქციების აღსრულების მექანიზმებს, დავითაშვილის თქმით, ამ კუთხითაც საქართველოს საბაჯო სტრუქტურებს ჰქონდათ სტრატეგიულ პარტნიორებთან ჰქონდათ კონტაქტი. „ყველა სახელმიწოფო უწყება ექსპერტებთან იყო ჩართული პროცესში, როდესაც ხდებოდა სანქციების აღსრულების მექანიზმების განმარტებები და გადაწყვეტილებები ნავთობთან და ნავთობპროდუქტებთან მიმართებით, სტრატეგიულ პარტნიორებთან არის შეთანხმებული. ასე რომ, ეს საკითხი შეგვიძლია, დავხუროთ“, - აღნიშნა დავითაშვილმა.  

საქართველოში რეგისტრირებული კომპანიები ევროკავშირის ქვეყნების სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობას შეძლებენ

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, წლის განმავლობაში, ევროკავშირში დაახლოებით 250,000-ზე მეტი საჯარო შემსყიდველი ორი ტრილიონი ევროს ღირებულების პროდუქციას იძენს, ასოცირების საბჭოს გადაწყვეტილებით, ქართულ კომპანიებს ამ ბაზარზე სრულფასოვანი წვდომის შესაძლებლობა გაუჩნდათ.  ქართული კომპანიებისთვის ევროკავშირის ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების მიერ საქონლის შესყიდვების ბაზარი გაიხსნა. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს გადაწყვეტილება ამ სიახლის შესახებ ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა. ვიცე-პრემიერის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება საქართველოს მიერ ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული ვალდებულების სრულყოფილად შესრულების შედეგია. „ვფიქრობთ, რომ ქართული კომპანიებისთვის ეს იქნება  ახალი სტიმული. ამავე დროს, ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროპულ ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციის კუთხით,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. აღსანიშნავია, რომ ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტმა 2021 წლის 8 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ევროკომისიის მიერ დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი პირველი ეტაპის ვალდებულებების წარმატებით შესრულება საჯარო შესყიდვების სფეროში. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოში რეგისტრირებულ ნებისმიერ ბიზნესს უფლება ექნება, მიიღოს მონაწილეობა ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების მიერ გამოცხადებულ შესყიდვებში და ამ  ბაზარზე გაუწიონ ღია და სამართლიანი კონკურენცია მსოფლიოს სხვა მიმწოდებლებს. საგულისხმოა, რომ ყოველწლიურად დაახლოებით 250 ათასი ევროპელი შემსყიდველი საჯარო დაწესებულება და ორგანიზაცია ყიდულობს საქონელსა და მომსახურეობას 2 ტრილიონი ევროს ჯამური თანხის ოდენობით. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების მიერ გამოცხადებული ტენდერების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  https://ted.europa.eu/TED/browse/browseByMap.do    

სატრანზიტო ნაკადების გაზრდის მიზნით, ყაზახეთი და საქართველო ეკონომიკურ ურთიერთობებს აღრმავებენ. გაფორმდა შეთანხმება რკინიგზებს შორის

ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა რამდენიმე შეთანხმებას, რომლებიც ქვეყნებს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს უფრო გააღრმავებს, - ამის შესახებ, ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. ლევან დავითშვილის თქმით, ხელი მოეწერა ყაზახეთთან სავაჭრო ბრუნვის ნომენკლატურის შეთანხმებას, რომელიც ხელს შეუწყობს სავაჭრო ბრუნვის ზრდას ყაზახეთსა და საქართველოს შორის. „ვიზიტის ფარგლებში ჩვენ ხელი მოვაწერეთ რამდენიმე შეთანხმებას, რომელიც საქართველოსა და ყაზახეთს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს უფრო გააღრმავებს. პირველი, ეს შეეხებოდა სავაჭრო ბრუნვის ნომენკლატურის შეთანხმებას, რომელიც ხელს შეუწყობს სავაჭრო ბრუნვის ზრდას ყაზახეთსა და საქართველოს შორის. ჩვენ შევთანხმდით ასევე საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და ინოვაციების სფეროსი თანამშრომლობაზე და აქ ჩვენი GITA ჩართული იქნება და ითანამშრომლებს შესაბამის უწყებებთან, ყაზახურ მხარესთან. ყაზახეთის პრეზიდენტი: ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის როლი იზრდება ხელი მოეწერა ასევე ორი ქვეყნის რკინიგზას შორის შეთანხმებას, სარკინიგზო გადაზიდვების ხელშეწყობის და თანამშრომლობის კუთხით და რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. საქართველოსა და ყაზახეთს შორის თანამშრომლობის მიმართულებით მთავარია სატრანზიტო ნაკადები.  დღეს  შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველო და ე.წ შუა დერეფანი იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას და საქართველოთი დაინტერესებულია არამხოლოდ ყაზახეთი, არამედ ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნები. ასევე საუბარი შეეხო ბათუმში არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და მოდერნიზებას, იმისთვის, რომ საქართველომ უფრო მეტი მაღალი ღირებულების ტვირთის გატარება შეძლოს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ყაზახეთის მიზანია, რომ ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის გამტარუნარიანობა გაიზარდოს, - ამის შესახებ ყაზახეთის სატრანსპორტო კომიტეტის წარმომადგენელმა ყასიმ ტლეპოვმა 15 ივლისს განაცხადა. მისი თქმით, ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტი არის ერთად-ერთი ალტერნატიული გზა, ექსპორტის ტრანზიტის დივერსიფიცირებისთვის. მარშრუტი აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის ტერიტორიაზე გადის და შემდეგ ტვირთები ევროპაში გადაიზიდება. „ჩვენს წინაშეა ამოცანა, რათა ამ მარშრუტის გამტარუნარიანობა გაიზარდოს. იგეგმება აქტაუს პორტში საკონტეინერო ჰაბის შექმნა, რაც საშუალებას მოგვცემს ტრანსკასპიურ მარშრუტზე ტვირთების გადაზიდვის პროცესის მოწესრიგებას. პროექტში მსოფლიო ლოგისტიკური კომპანიები ჩაერთვებიან.  საბორნე ფლოტის დეფიციტის პირობებში კასპიის ზღვაზე საკუთარი ფლოტის მშენებლობა იგეგმება“, - განაცხადა ტლეპოვმა. „საზღვაო ტვირთების მოცულობის გაზრდის მიზნით, ჩვენ დავიწყეთ პორტის ინფრასტრუქტურის მოდერნიზება და საზღვაო ფლოტის გაფართოება. მჯერა, რომ  კასპიის აუზის ქვეყნებთან ერთად, დროულად მოგვიწევს გადაუდებელი ორგანიზაციული საკითხების მოგვარება", - განაცხადა თავის მხრივ, ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ თოყაევმა 2 ივლისს. შუა დერეფანთან მიმართებით უზბეკეთისა და თურქმენეთის ინტერესი იზრდება. რას მიიღებს საქართველო   ნიკა ჩიტაძე: რუსეთის მიერ, ყაზახეთის ნავთობის ექსპორტის შეჩერებამ, შესაძლოა, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის მნიშვნელობა, კიდევ უფრო გაზარდოს „ყაზახეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ტვირთების გენერირების თვალსაზრისით. საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსკასპიური მარშრუტის მხოლოდ 7% გადის, დანარჩენი ნაწილი მოქცეულია ყაზახეთში, უზბეკეთში, თურქმენეთში, აზერბაიჯანში, კასპიის ზღვაზე, შავ ზღვაზე და ა.შ. პრობლემების გორგალი, არა საქართველოს მონაკვეთზე, არამედ სხვა ქვეყნებშია. კერძოდ, ყაზახეთის ტერიტორიაზე. ყაზახეთს უხდება როგორც ტვირთების გენერირება ასევე, გემების მობილიზება თავის ნავსადგურებში. აქტაუს პორტში ხდება ასევე ვაგონების შეგროვება, რომ ეს ტვირთნაკადი ამ მიმართულებაზე გადმორთონ“, - ამბობს „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის”დირექტორი პაატა ცაგარეიშვილი Europetime-თან. მისივე თქმით, ეს შანსი საქართველომ უნდა გამოიყენოს და ყაზახეთიდან ტვირთების მოსაზიდად ქმედითი ნაბიჯები გადადგას. „ყაზახეთსა და რუსეთს შორის მთლიანად გაწყდა სატრანსპორტო კომუნიკაცია. ყაზახეთი რუსეთის ვერცერთ ნავსადგურს ვერ იყენებს, რადგან ეს ნავსადგურები სანქცირებულია. თავის მხრივ, ყაზახეთის მიზანი იყო, ბალტიის ქვეყნების ნავსადგურებში გაეშვა ქვანახშირი და ქიმური ტვირთები, ლითონკონსტრუქციები და ა.შ. რაც მის საექსპორტო პოტენციალს წარმოადგენს, მაგრამ აქაც პრობლემა აქვს. ამ პორტებთან ტვირთებს ვერ უშვებს, რადგან რუსეთის ტერიტორია უნდა გაიარონ და რუსეთი უარს ეუბნება ბალტიის ქვეყნებში ტრანსპორტირებაზე, რადგანაც ყაზახეთმა ცალსახად უარი თქვა რუსეთის პორტების გამოყენებაზე. შედეგად, ყაზახეთის ტვირთების მნიშვნელოვანი ნაკადი - ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ქიმიური ტვირთები, ქვანახშირი, საკონტეინერო ნაკადი, რომელიც ყველაზე ძვირად ღირებული ტვირთია, დღეს-დღეობით არის მომიზნული, რომ საქართველოს მიმართულებით წამოვიდეს. ყაზახეთის ინფრასტრუქტურა არ არის მზად, რადგან ნავთობი მილსადენიით ექსპორტირდებოდა და ახლა პორტებში უნდა დაბრუნდეს. ადაპტირების ეს შესაძლებლობა ჯერჯერობით სირთულეებს წარმოადგენს“, - აცხადებს ცაგარეიშვილი. „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის” დირექტორი მიიჩნევს, რომ შექმნილი ვითარების გამო, უზბეკეთისა და თურქმენეთის ინტერესი საქართველოსთან მიმართებით კიდევ უფრო გაიზრდება, თუმცა ამ გარემოებისა და ორ ქვეყანაში ვიზიტის ფონზე, სახელშეკრულებო არეალის მიღმა არ უნდა დარჩეს ყაზახეთი.

ლევან დავითაშილმა თურქეთის ელჩთან ორმხრივი ვაჭრობის საკითხები განიხილა

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან საქართველოში ალი ქაან ორბაისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შეხვედრის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.  თურქეთი, ჩინეთი, რუსეთი - საქართველოს სამი მთავარი სავაჭრო პარტნიორი იანვარ-აპრილში შეხვედრას ასევე დაესწრო ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი თარაშ პაპასქუა. ვიცე-პრემიერმა მიულოცა თურქეთის ახალ ელჩს დიპლომატიური მისიის დაწყება საქართველოში და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა თურქეთის, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობის მნიშვნელობას, მათ შორის, ეკონომიკურ საკითხებში. განხილული იყო საქართველოსა და თურქეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების ფართო სპექტრი, მათ შორის, ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა ორმხრივი ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ტურიზმი და სხვ. აღინიშნა წარმატება, რომელიც განსაკუთრებით გამოიკვეთა ორმხრივი ვაჭრობის სფეროში. სავაჭრო ბრუნვის მიხედვით, 2021 წელს თურქეთი პირველ ადგილზე იყო ქვეყნის სავაჭრო პარტნიორებს შორის, ზრდამ კი 35 პროცენტი შეადგინა. ასევე მზარდი დინამიკით ხასიათდებოდა ექსპორტი 69 პროცენტიანი მატებით. ანალოგიური ტენდენცია შენარჩუნდა 2022 წლის 6 თვეში, სადაც ექსპორტის ზრდამ 54 პროცენტი შეადგინა. „ამის მიუხედავად აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ ცვლილებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში საქართველოს და თურქეთს შორის, რომელთა შესახებაც მოლაპარაკებები მხარეებს შორის დასრულების სტადიაზეა, კიდევ უფრო გაზრდის ექსპორტს თურქეთის რესპუბლიკაში. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე ინვესტიციების სფეროში. ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია საქართველოში და მოიცავს არაერთი სექტორს. 2022 წლის პირველი კვარტლის მიხედვით, თურქეთი მესამე მსხვილი ინვესტორია საქართველოში. თურქული ინვესტიციები, ძირითადად, ხორციელდება უძრავ ქონებაში, ტრანსპორტში, ენერგეტიკაში, წარმოებაში, მათ შორის, მსუბუქ მრეწველობაში, სასტუმრო ბიზნესში და სხვ. ამასთან, აღინიშნა, რომ ევროკავშირთან დიაგონალური კუმულაციის სქემის ამოქმედება ხელს შეუწყობს საქართველოსა და თურქეთის ბიზნეს წრეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ აქტიურ თანამშრომლობაზე საქართველო-თურქეთის ურთიერთობების წარმატებული განვითარების მიზნით“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.   

ლევან დავითაშვილი: ბიზნესთან დეტალურად ვიმსჯელეთ „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ პროექტზე და მათი მხრიდან ბევრი საინტერესო მოსაზრება მივიღეთ

"ბიზნესთან  დეტალურად ვიმსჯელეთ „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ პროექტზე და  მათი მხრიდან ბევრი საინტერესო მოსაზრება მივიღეთ", - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი პროექტ  „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და კურორტის განვითარების გეგმა გააცნო.  ლევან დავითაშვილის თქმით,  წყალტუბოთი დაინტერესება საკმაოდ დიდია და  მისი რეაბილიტაციის პროექტი წარმატებითაც განხორციელდება. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია წყალტუბოს კურორტის აღდგენა და ახალი სიცოცხლის დაბრუნება. დღევანდელ შეხვედრაზე ბიზნესს სრული ინფორმაცია მივაწოდეთ წყალტუბოს კურორტის განვითარებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს ხედვის, ასევე მისი პოტენციალის შესახებ. შეხვედრის მონაწილეებთან ერთად დეტალურად ვიმსჯელეთ და ბევრი საინტერესო მოსაზრება და წინადადება მივიღეთ ბიზნესის მხრიდან “, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა შეხვედრის შემდეგ.   კურორტის აღდგენის გენგეგმის ფარგლებში აუქციონზე გასაყიდად გამოვიდა წყალტუბოში მდებარე 14 სანატორიუმი, რომელთა ღირებულება დაახლოებით, 50 მლნ ლარია. ამასთან, კურორტში დაახლოებით 500 მლნ ლარის ოდენობის კერძო ინვესტიცია განხორციელდება. პროექტის თანახმად, სახელმწიფო ათეულობით მილიონი ლარის ინვესტირების ვალდებულებას იღებს, რათა წყალტუბო საერთაშორისო დონის სპა-კურორტად იქცეს. წყალტუბოს მასშტაბური პროექტის განხორციელება შექმნის 3 200-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს, საწოლფონდს 6 000-ზე მეტი ადგილით, მოიზიდავს 500 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიციას და მნიშვნელოვნად გაზრდის ვიზიტორების რაოდენობას. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ირაკლი ნადარეიშვილი, მარიამ ქვრივიშვილი, ნინო ენუქიძე, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი დუგლაძე, კურორტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი იოანე მენაბდე და 40-მდე მსხვილი ბიზნეს კომპანიის წარმომადგენელი.  

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქუთაისში „ჰუალინგის“ თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ფართოვდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქუთაისში „ჰუალინგის“ თავისუფალი ინდუსტრიული ზონა რამდენიმე ჰექტარით გაფართოვდება. შესაბამის შეთანხმებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კომპანია „ჰუალინგს“ შორის მოეწერა ხელი. ეკონომიკის სამინისტროს ცნობთ, როგორც შეთანხმების გაფორმების შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, „ჰუალინგის“ ქუთაისის ინდუსტრიული ზონის გაფართოება საშუალებას მისცემს კომპანიას განახორციელოს დამატებითი ინვესტიციები და დაასაქმოს ასობით მოქალაქე. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თანამედროვე ინდუსტრიული ზონის ჩამოყალიბება, სადაც  ყველა პირობა იქნება შექმნილი იმისთვის, რომ მოხდეს დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა და მოსახლეობის დასაქმება. კომპანია იღებს ვალდებულებას, რომ რამდენიმე მილიონიანი დამატებითი ინვესტიცია განახორციელოს სწორედ ამ შესაფერისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად და ასობით ადამიანი დაასაქმოს უახლოეს წლებში“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. „გაფართოების შედეგად დამატებით შეიქმნება ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს მოკლე დროში შეძლონ სხვადასხვა საწარმო-გადამამუშავებელი პროექტების თუ სასაწყობე მეურნეობის შექმნა ჰუალინგის თიზ-ის ტერიტორიაზე“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.  ქუთაისში ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა 2015 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ფუნქციონირებს.

ლევან დავითაშვილი: მიმდინარე თვის ბოლოსთვის საწვავის ფასების შემცირებას ველოდებით

მიმდინარე თვის ბოლოსთვის  საწვავის ფასების შემცირებას ველოდებით, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და ფინანსთა მინისტრები ლევან დავითაშვილი და ლაშა ხუციშვილი დღეს საწვავის რეალიზატორი მსხვილი ქსელების წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათთან ერთად ნავთობპროდუქტების სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე,  რომელშიც ასევე კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე მონაწილეობდა,  საწვავის ბაზარზე არსებული პროგნოზები, კონკურენციის საკითხები და მარჟების მინიმუმამდე დაყვანის შესაძლებლობები განიხილეს. საწვავის ფასებთან დაკავშირებით ქსელური კომპანიების წარმომადგენლებთან ლევან დავითაშვილისა და ლაშა ხუციშვილის  შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით მიმდინარეობს. ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, კერძო სექტორთან ერთად განიხილება საწვავის ბაზარზე კონკურენციის,  ასევე საწვავით მომარაგების იაფი წყაროების მოძიების საკითხები,  რამაც შესაძლებელია უზრუნველყოს  ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის არსებული ფასების შემცირება. მისივე განცხადებით, მთავრობა, კერძო სექტორთან ერთად, აქტიურად მუშაობს და განიხილავს მაქსიმალურ შესაძლებლობებს ფასების შემცირებასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ ნავთობპროდუქტების ბაზრის მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა. როგორც აღინიშნა, მნიშვნელოვანია, საწვავის ბაზარზე იყოს უფრო მაღალი კონკურენცია და კომპანიებთან გაგრძელდება მსჯელობა იმ საკითხებზე, თუ როგორ არის შესაძლებელი ამ მიზნის მიღწევა და რამდენად შეუძლიათ მსხვილ კომპანიებს ბევრად უფრო მისაღები ფასით შესთავაზონ საწვავი მომხმარებლებს. ლევან დავითაშვილის განცხადებით,  მთავრობას მოლოდინი აქვს, რომ მიმდინარე თვის  ბოლოსთვის გასამართ სადგურებზე საწვავის ფასები საგრძნობლად შემცირდება.  

ლევან დავითაშვილი: 2022 წლის პირველ 6 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს სატრანსპორტო დარგებმა 22%-ით მეტი მგზავრი გადაიყვანეს

2022 წლის პირველ 6 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს სატრანსპორტო დარგებმა 22%-ით მეტი მგზავრი გადაიყვანეს და 16,6%-ით მეტი ტვირთი გადაზიდეს, - ამის შესახებვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. "აღნიშნული ტენდენცია მიანიშნებს იმას, რომ საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის მიმართ საერთაშორისო გადამზიდველების ინტერესი მზარდია. „საქართველოს სატრანსპორტო - ლოგისტიკური სისტემა მზად არის, მომსახურება გაუწიოს მნიშვნელოვნად გაზრდილ ტვირთნაკადს. ამავე დროს, ჩვენ ვახორციელებთ რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს, რომლებიც საშუალო და გრძელვადიან პერიოდში განამტკიცებს საქართველოს, როგორც რეგიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო - ლოგისტიკური ჰაბის ფუნქციას. საქართველოზე გადის უმოკლესი სახმელეთო გზა ევროპასა და აზიას შორის და ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ამ დერეფანში მეტი გადამზიდველის შემოყვანას“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა. 2022 წლის საანგარიშო პერიოდში საავტომობილო ტრანსპორტით საერთაშორისო გადაზიდვებით გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 6.8 მილიონი ტონა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15.2% -ით მეტია, რკინიგზით გადაზიდულმა ტვირთებმა კი შეადგინა 6.1 მილიონი ტონა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18.1%-ით მეტია. საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში, კერძოდ, ფოთისა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურებში ჯამურად გადამუშავებულმა ტვირთების რაოდენობამ 2022 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში შეადგინა 6.3 მილიონი ტონა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17.9%-ით მეტია. მათ შორის, ფოთისა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურებში ჯამურად გადამუშავებულმა კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა 220,957 TEU, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.4%-ით მეტია. ასევე მზარდია მგზართნაკადი. 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს სატრანსპორტო დარგებმა (საავტომობილო, რკინიგზა, სამოქალაქო ავიაცია) 122.3 მლნ. მგზავრი გადაიყვანეს, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22.0%-ით მეტია. ამასთან, საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებით 20,7%-ით მეტმა მგზავრმა ისარგებლა, რკინიგზით - 152%-ით მეტმა, ხოლო სამოქალაქო ავიაციით - 188.9%-ით მეტმა.  

ყაზახეთიდან, საქართველოს გავლით დამატებითი ტრანზიტული ნაკადების მოზიდვაზე, მთავრობა ინტენსიურად მუშაობს - ლევან დავითაშვილი

ყაზახეთიდან, საქართველოს გავლით დამატებითი ტრანზიტული ნაკადების მოზიდვაზე, ე.წ. შუა დერეფანში (ტრანსკაპიურ დერეფანში) სამინისტრო და მთავრობა, ინტენსიურად მუშაობს, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავთაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.  შუა დერეფანთან მიმართებით უზბეკეთისა და თურქმენეთის ინტერესი იზრდება. რას მიიღებს საქართველო „ამის პირველი მკაფიო მაგალითი იყო ასევე, ის თუ რა დონის სახელმწიფო ვიზიტები გვქონდა, პრემიერ-მიმიტრს და საქართველოს მთავრობას შუა აზიის ქვეყნებში. ჩვენ გვქონდა შეხვედრები უმაღლეს დონეზე თურქმენეთის, უზბეკეთისა და ყაზახეთის ხელმძღვანელობასთან. ჩვენ ამ საკითხებს ვიხილავდით, როდესაც საუბარია მინერალური რესურსებიტ მდიდარი ქვეყნების მეტად დაინტერესებაზე საქართველოს დერეფნით და ამაზე კონკრეტული მოლაპარაკებები შედგა უზბეკეთში, თურქმენეთსა და ყაზახეთში“, - განაცხადა დავითაშვილმა.   მისი თქმით, რამდენიმე დელეგაცია იყო ჩასული საქართველოდან ამ ქვეყნებში და ეს მუშა პროცესი ახლაც გრძელდება.  Reuters: ყაზახეთი ნავთობის გაყიდვას რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით დაიწყებს ყაზახეთის მთავრობამ საექსპორტო და სატრანზიტო ტვირთებისთვის ალტერნატიული მარშრუტი შეიმუშავა, რომელიც აზერბაიჯანსა და საქართველოზე გადის 12 აგვისტოს Reuters-მა გამოქავეყნა მასალა, სადაც გამოცემამ სანდო წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ყაზახეთი ნავთობის გაყიდვას, რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით დაიწყებს. გაეცანით Europetime-ის სტატიას „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანითა“ და „ბაქო-სუფსით“ ნავთობის გადაზიდვა ყაზახეთისთვის სწრაფი და იოლი გზაა, ბუნებრივია, სარგებელს მიიღებს საქართველოც - გია არაბიძე

ლევან დავითაშვილი: ელექტროენერგიაზე თავისუფალი რეჟიმის შემოღება მომატებულ რისკებს შეიცავს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცახადა, რომ ენერგეტიკული ბირჟა პირველ სექტემბერს, სავარაუდოდ, ვერ ამოქმედდება. მინისტრის თქმით, რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, თავისუფალი რეჟიმის შემოღება ელექტროენერგიაზე მომატებული რისკების შემცველია. „რაც შეეხება ენერგეტიკულ ბირჟას, იცით, რომ ეს არის ძალიან კომპლექსური საკითხი. ალბათ, ენერგეტიკის სფეროში მსგავსი მასშტაბის რეფორმა დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან არ განხორციელებულა. შესაბამისად, წლებია სამინისტრო მუშაობს იმაზე, რომ სრულყოფილად გაიხსნას ბაზარი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეგიონის ქვეყნებთან შედარებით საქართველო ბევრად უფრო მოწინავეა იმ ტექნიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რომელიც უკვე ჩამოყალიბდა. დღეს უკვე რამდენიმე ათეული მონაწილე ვაჭრობს სიმულაციის რეჟიმში ელექტროენერგიით. ბირჟის ნაწილში ყველაფერი გამართულია. ჩვენ ვაკვირდებით, რომ კომპეტენციები იზრდება სიმულაციის რეჟიმში მონაწილე მხარეების, თუმცა, ამავე დროს ვითვალისწინებთ რისკებს, რომელიც შეიძლება ჰქონდეს თავისუფალ სავაჭრო რეჟიმში ელექტროენერგიის ბაზრის ფუნქციონირებას. იმისთვის, რომ არ დაზარალდეს საქართველოს ეკონომიკა, მრეწველობის სხვადასხვა დარგი, მათ შორის მოსახლეობის ინტერესები, ამ საკითხს ჯერ კიდევ ვაანალიზებთ და ჯერ კიდევ მიდის მსჯელობა. ძალიან მნიშვნელოვანია პირდაპირ განვაცხადოთ, რომ დღეს არ არის ყველაზე კარგი დრო, რომ თავისუფალ რეჟიმში ფუნქციონირებდეს ბაზარი გამომდინარე იქიდან, რომ რეგიონში ყველაზე რთული ვითარებაა, რაც ოდესმე ყოფილა. ამაზე კამათი ზედმეტია და ყველა დაგვეთანხმება. საომარი მოქმედებები მიდის ორ მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორს შორის. შესაბამისად, ენერგოუსაფრთხოების საკითხები სხვა ჭრილში გადადის. ჩვენ დავინახეთ ენერგორესურსზე ფასების მკვეთრი მატება, რაც საბოლოოდ თავს იყრის ელექტროენერგიაში. საქართველო, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ დამოკიდებულია იმპორტზე. ეკონომიკის სწრაფ ზრდას ჩვენთან სამწუხაროდ, ასაზრდოებს იმპორტირებული ელექტროენერგია, განსაკუთრებით პიკურ რეჟიმებში, ზამთრის თვეებში. და იმ პირობებში, როდესაც მთელი ევროკავშირი ამბობს, რომ არ იციან როგორი ზამთარი იქნება, რეგიონის ბევრი ქვეყანა ვერ პროგნოზირებს როგორი იქნება ფასები ან უზრუნველყოფა ენერგომატარებლებით, ვფიქრობ, ზედმეტი, მომატებული რისკების შემცველია თავისუფალი რეჟიმის შემოღება ელექტროენერგიაზე, მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროს ყველაფერი გაკეთებული აქვს ტექნიკური კუთხით. იცით, რომ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება მთავრობამ 1-ელ სექტემბერს უნდა მიიღოს. გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში გაგაცნობთ“, - განაცხადა დავითაშვილმა.  

ლევან დავითაშვილი: შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობა უნდა გაიზრდოს და ტვირთბრუნვა დაჩქარდეს

„სატრანსპორტო, ე.წ. შუა დერეფნის განვითარების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია მაღალი დონის კოორდინაცია საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის  იმისთვის, რომ ვიყოთ კიდევ უფრო კონკურენტუნარიანები, მოვიზიდოთ მეტი ტვირთი და ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს ტვირთები კორიდორში დარჩეს ხანგრძლივი დროით. შესაბამისად, შევთავაზოთ უფრო უკეთესი პირობები ჩვენს კლიენტებს“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს თბილისში გამართული სამმხრივი შეხვედრის შემდეგ, რომელზეც სამი ქვეყნის მინისტრებმა საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის საკითხები განიხილეს. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.  საქართველოს, თურქეთის და აზერბაიჯანის მინისტრებმა თბილისში სატრანსპორტო, ე.წ. შუა დერეფნის განვითარების საკითხები განიხილეს ლევან დავითაშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო სამმხრივი შეხვედრა თურქეთისა და აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრების მონაწილეობით და ამ ფორმატში იმ საკითხების განხილვა, რომლებიც დღეს ძალიან აქტუალური გახდა. მისი განმარტებით, საუბარი შეეხო შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის საკითხს, რომ რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გაზრდილი სატვირთო ნაკადების ოპტიმალურად გადაზიდვა მოხერხდეს. „ზოგადად, შუა დერეფანი აზიისა და ევროპის მნიშვნელოვან დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენს. შესაბამისად, თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა სატრანზიტო, სატრანსპორტო, ლოგისტიკური მიმართულებით უმნიშვნელოვანესია“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. ამასთან, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან შეხვედრისას კონკრეტული პრობლემებიც განიხილეს და მათი გადაჭრის გზებიც დაისახა იმისთვის, რომ ტვირთბრუნვა დაჩქარდეს. „ეს საშუალებას მოგვცემს, რომ კიდევ უფრო მეტი ტვირთი გადავზიდოთ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ინფრასტრუქტურის გამოყენებით და საბოლოოდ, შევქმნათ არსებული სატრანზიტო-სატრანსპორტო მარშრუტების რეალური ალტერნატივა“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

ლევან დავითაშვილი: ეკიპირების, ვერტმფრენების მომზადების კუთხით დღეს და წლების წინ არსებული მდგომარეობა ცა და დედამიწასავით განსხვავდება ერთმანეთისგან

დღეს და წლების წინ არსებული მდგომარეობა ცა და დედამიწასავით განსხვავდება ერთმანეთისგან მომზადების, ეკიპირების, ტექნიკური აღჭურვის და ვერტმფრენების მომზადების კუთხით - თადარიგს ვიჭერთ უფრო რთული გამოწვევებისთვის, რომ თუ ასეთი დადგება ქვეყანაში, მზად ვიყოთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, შსს სამი ახალი ვერტმფრენის შეძენაზე მუშაობს „დღეს და წლების წინ არსებული მდგომარეობა ცა და დედამიწასავით განსხვავდება ერთმანეთისგან მომზადების კუთხით, ეკიპირების კუთხით, ტექნიკური აღჭურვის და ვერტმფრენების მომზადების კუთხით. ვერტმფრენების პარკი გარემონტდა შარშან და შარშანწინ იმისთვის, რომ მათ წინაშე დღეს არსებული ამოცანები შეასრულონ. ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ თადარიგს ვიჭერთ უფრო რთული გამოწვევებისთვის, რომ თუ ასეთი დადგება ქვეყანაში, მზად ვიყოთ. დღეს საბედნიეროდ კონტროლშია ეს პროცესი და [ხანძარი] ლოკალიზებისკენ მიდის. მომავალი წლებისთვის უნდა ვიყოთ მზად და არ არის ისე, რომ დღეს არ გვაქვს საშუალებები. ხოლო ის, რომ მივიღეთ საერთაშორისო დახმარება, ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი პროცესი. პირველ დღეებშივე მქონდა საუბარი ჩემ კოლეგებთან და ყველა მეზობელი ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრი გვთავაზობდა დახმარებას ამ კუთხით. ეს ძალიან ბუნებრივია, ჩვენც თუ რამით შეგვიძლია, გვერდით უნდა დავუდგეთ ჩვენ მეზობელ და პარტნიორ ქვეყნებს“, - განაცხადა დავითაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი ხანძრებზე: არის ვერსიები, რომ შესაძლოა, იყოს გარკვეული დივერსიაც, არაფერი არ არის გამორიცხული  

ლევან დავითაშვილის განცხადებით, ავიაკომპანია, რომლის თვითმფრინავიც საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით, ირანიდან მოსკოვში გაფრინდა, სანქცირებულთა სიაში არ არის

„ეს არის მორიგი დეზინფორმაცია და უსუსური მცდელობა. სამწუხაროდ, ხშირად ვისმენთ ხოლმე რეგულარულად გადაუმოწმებელ ინფორმაციას, რომელიც მიმართულია ქვეყნის ინტერესების საზიანოდ, მეტი არაფერი“, - საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი, „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებას გამოეხმაურა.  ეკონომიკის სამინისტრო: საქართველოს საჰაერო სივრცის უკანონო გამოყენებაზე, ცრუ და დაუზუსტებელი ინფორმაცია გავრცელდა ელენე ხოსტარიამ განაცხადა, რომ 4 სექტემბერს ირანის ერთ-ერთი აეროდრომიდან აფრენილი თვითმფრინავი საქართველოს ტერიტორიის გავლით, მოსკოვში გაფრინდა. ლევან დავითაშვილის განცხადებით, ავიაკომპანია, რომლის თვითმფრინავიც საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით, ირანიდან მოსკოვში გაფრინდა, სანქცირებულთა სიაში არ არის.  „რა თქმა უნდა, საქართველო სრულად იცავს საერთაშორისო წესებს. კომპანია, რომელმაც საქართველო საჰაერო სივრცე გამოიყენა, რეგულარულად დაფრინავს, მათ შორის ევროპის ქვეყნებში. ეს კომპანია არ არის სანქცირებულთა სიაში და შესაბამისად, ჩვენმა საავიაციო უწყებებმა და ავიაციამ ყველა წესის დაცვით მისცეს საქართველოს ტერიტორიაზე გადაფრენის საშუალება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ცნობისთვის, 4 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციით, ირანის ერთ-ერთი აეროდრომიდან აფრინდა თვითმფრინავი, რომელიც საქართველოს ტერიტორიის გავლით მოსკოვში გაფრინდა. როგორც „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა, „ირან ეარი“, რომელსაც ეს თვითმფრინავი ეკუთვნის, ამერიკის მიერ სანქცირებული ავიაკომპანიაა.  

ანკარა მზადაა, საქართველოსთან სავაჭრო ბრუნვა წელიწადში $5 მილიარდამდე გაზარდოს

თურქეთი და საქართველო უმოკლეს დროში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვას $5 მილიარდამდე გაზრდიან. ეს მოსაზრება თურქეთის, საქართველოსა და ევროკავშირის დიაგონალურ კუმულაციასთან დაკავშირებული ინიციატივების ფარგლებში თბილისში გამართულ შეხვედრაზე თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა მეჰმედ მუშმა გამოთქვა. მისი თქმით, ბოლო წლებში საქართველოსთან ვაჭრობის მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება. „2021 წელს ქვეყნებს შორის ვაჭრობის მოცულობა წინა წელთან შედარებით 20%-ზე მეტით გაიზარდა და $2 მილიარდს გადააჭარბა. მიმდინარე წლის პირველ 8 თვეში ეს მაჩვენებელი 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 50%-ზე მეტით გაიზარდა და $2 მილიარდი შეადგინა. დარწმუნებული ვარ, ვაჭრობის სამართლებრივ და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში მაღალი დონის ურთიერთობებისა და ინვესტიციების წყალობით, ჩვენ სწრაფად გავზრდით ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვას $5 მილიარდამდე“, - განაცხადა მუშმა. მისი თქმით, თურქეთი აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას ევროკავშირთან საბაჟო კავშირის წყალობით, რომელიც უკვე მეოთხედ საუკუნეზე მეტია ფუნქციონირებს. „ამ ინიციატივების წყალობით, ევროკავშირი გახდა თურქეთის ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორი, ვაჭრობის მოცულობამ 2021 წელს $178 მილიარდს გადააჭარბა. ევროკავშირთან მუშაობის პრიორიტეტია ექსპორტის მიწოდების მზარდი ტენდენციის შენარჩუნება და ამ მხრივ, ჩვენ დავიწყეთ დიაგონალური კუმულაცია, მასში ჩართულია საქართველოც. ამ ინსტრუმენტის წყალობით ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანთ საქართველოსთან ვაჭრობაში“, – განაცხადა მინისტრმა. მუშმა გაიხსენა, რომ საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება 2008 წელს გაფორმდა. ამ ხელშეკრულების განახლებისა და გაფართოების მიზნით 2016 წელს დაწყებული სამუშაო დასრულდა, განაცხადა მინისტრმა. „შეთანხმების განახლება კიდევ უფრო გაზრდის ორმხრივ ვაჭრობას. ამ შეთანხმებით ჩვენ ვაფართოვებთ მოქმედი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მოქმედების სფეროს, კერძოდ, სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე. გარდა ამისა, შეთანხმება მოიცავს მომსახურებით ვაჭრობას. დღეს ხელმოწერილი შეთანხმების წყალობით, ჩვენ ვგეგმავთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას, როგორც საქონლის, მომსახურების, ასევე ინვესტიციების სფეროში. ჩვენ გვაქვს გადაწყვეტილი, განვავითაროთ თანამშრომლობა საქართველოსთან ყველა მიმართულებით და ძირითადად ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროში“, - აღნიშნა მინისტრმა.  

ლევან დავითაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრ მეჰმეთ მუშთან, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ფორუმში „დიაგონალური კუმულაცია საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის - სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობები“. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და საქართველოს ელჩი თურქეთში გია ჯანჯღავა. შეხვედრაზე პოზიტიურად შეფასდა ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები. აღინიშნა, რომ ისინი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა ორ მეზობელ ქვეყანას შორის. აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელთანაც მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი. ამასთან, ხაზი გაესვა იმასა, რომ ბოლო წლებში ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების თანმიმდევრული გაღრმავებისა და ლიბერალიზაციის შედეგად, თითქმის ყველა სფეროში ხორციელდება წარმატებული პროექტები. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მზარდი დინამიკით გამორჩეული სავაჭრო ურთიერთობების მიუხედავად, პოტენციალი გაცილებით დიდია, რასაც ხელს შეუწყობს ცვლილებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში, ასევე თანამშრომლობის ისეთი სქემის ამოქმედება, როგორიცაა დიაგონალური კუმულაცია. აღინიშნა, რომ აღნიშნული სქემა შეძლებს ორი ქვეყნის საქმიანი წრეების დაახლოებას, რათა მათ გააფართოონ ან შექმნან ახალი სამრეწველო საწარმოები, ხელი შეუწყონ დასაქმებას და გაზარდონ ექსპორტი ევროკავშირში. აღინიშნა, რომ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ორივე ქვეყნის კერძო სექტორმა მაქსიმალურად ისარგებლოს აღნიშნული უნიკალური შესაძლებლობით.შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლევან დავითაშვილმა და მეჰმეთ მუშმა ხელი მოაწერეს ცვლილებებს საქართველო - თურქეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში.  

ლევან დავითაშვილი: მზად ვართ, საქართველო გადაიქცეს რეგიონულ მონაცემთა გაცვლის ჰაბად

„საქართველოში წელს პირველად გაიმართა საერთაშორისო ციფრული კავშირის სამიტი, რომელზეც ვიმსჯელეთ საქართველოს შესაძლებლობებზე ციფრული კავშირებისა და მონაცემთა ცენტრების მოწყობის კუთხით. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მზად ვართ, საქართველო გადაიქცეს რეგიონულ მონაცემთა გაცვლის ჰაბად“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საერთაშორისო ციფრული კავშირის სამიტზე, მედიასთან საუბრისას განაცხადა. მინისტრის თქმით, ამ თვალსაზრისით, საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და განსაკუთრებით დღევანდელი მოვლენების ფონზე, საქართველო როგორც სანდო დერეფანი, რომელიც არის უმოკლესი კავშირი ევროპასა და აზიას შორის, ბევრი ქვეყნისთვის აქტუალურია. „მათ შორის ჩვენ განვიხილავთ შავი ზღვისქვეშა კავშირს, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ევროპა და აზია მონაცემთა გაცვლის კუთხით პირდაპირ დავაკავშიროთ ერთმანეთთან და რა თქმა უნდა, საქართველოში, გარდა მონაცემთა გაცვლის სატრანზიტო ფუნქციისა, გაჩნდეს მონაცემთა ცენტრები. ამისთვის ყველა წინაპირობა არსებობს - გაგვაჩნია ევროკავშირის შესაბამისი კანონმდებლობა და შესაბამისად, ციფრული ეკონომიკის განვითარების მიმართულებით საქართველოს სანდოობა ზოგადად  არის ძალიან მაღალი. ეს საშუალებას მოგვცემს მოვიზიდოთ ინვესტიციები და საქართველოში შემოვიდნენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა ამაზონი, გუგლი, ეფლი, სხვა მსხვილი კომპანიები და აქ მოეწყოს მონაცემთა ცენტრები, მოხდეს მონაცემთა გაცვლა რეგიონის მეზობელ ქვეყნებს შორის. ასევე საქართველოში იყოს ის კვანძი, რომელიც ინტერნეტ კავშირს დაამყარებს აზიის სხვადასხვა ქვეყნებსა და ევროპას შორის უმოკლესი კავშირის მეშვეობით“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. მისივე განმარტებით, ეს ძალიან მნიშველოვანი წინაპირობა იქნება, რომ ციფრული ტრანსფორმაცია დაჩქარდეს, რაც ყველა დარგის განვითარებას უკავშირდება და ზოგადად ეკონომიკის კონკურენტუნარიანობას გაზრდის. „საერთაშორისო ციფრული კავშირის სამიტი“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კომუნიკაციების კომისიისა და მსოფლიო ბანკის ორგანიზებით იმართება და რეგიონთაშორისი ციფრული დერეფნების განვითარებას ეძღვნება. სამიტში ევროპის, ცენტრალური აზიის, ჩინეთის და კავკასიის რეგიონის ქვეყნები მონაწილეობენ. სამიტის ფარგლებში, დაგეგმილია ერთობლივი დეკლარაციის მიღება.  

ლევან დავითაშვილი: ჩვენ შევძელით, პანდემიის დასრულებიდან პირველივე წელს ტურიზმის აღდგენა

ჩვენ შევძელით პოსტპანდემიურ პერიოდში, 2022 წელს, ფაქტობრივად, პანდემიის დასრულებიდან პირველივე წელს საკმაოდ პოზიტიური დინამიკის შექმნა და ტურიზმის აღდგენა, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, პანდემიის გამო, ყველაზე დაზარალებული სექტორი ტურიზმი და მასთან დაკავშირებული დარგები აღმოჩნდა. "ტურიზმი სწორედ ის სექტორია, რომელიც ქვეყნის ყველა რეგიონშია წარმოდგენილი და ფაქტობრივად, მოსახლეობის ყველა ფენას ეხება და რომელსაც ძალიან დიდი პოტენციალი აქვს საქართველოს ეკონომიკისთვის", - განაცხადა დავითაშვილმა.  

ლევან დავითაშვილი ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტზე: სამშენებლო სამუშაოს დაახლოებით 86% დასრულებულია

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ არსებული გამოწვევების და ქვეყნის ეკონომიკური ფუნქციების დივერსიფიკაციის კუთხით მნიშვნელოვანია ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გამოყენება.  ვიცე-პრემიერის თქმით, ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გამოყენება მთავრობის ეკონომიკური პრიორიტეტებიდან ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია - რომ სატრანზიტო პოტენციალი სრულად იქნას ათვისებული. მათ შორის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სანავსადგურე ინფრასტრუქტურის განვითარებაა.  „2021–22 წლებში მნიშვნელოვანი ლოგისტიკური პროექტები განხორციელდა ფოთისა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურებში. მათ შორის, ბათუმში დასრულდა მულტიმოდალური ,,კარბამიდის ტერმინალის" მშენებლობა, სადაც მნიშვნელოვანი ამერიკული ინვესტიციებია განხორციელებული, და რომელიც უმნიშვნელოვანესია საქართველოს, როგორც დამაკავშირებელი სატრანსპორტო კვანძის ფუნქციის გასაძლიერებლად. ასევე ახალი თანამედროვე საპორტო ინფრასტურქტურა გაჩნდა ფოთში, რომელიც ასევე აშშ–ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) დაფინანსებით ამოქმედდა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ამასთან, როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, შავ ზღვაზე დაკავშირებადობის ზრდა დღეს გაცილებით მნიშვნელოვანია არსებული გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე. შესაბამისად, საქართველო, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი უმოკლესი მარშრუტი დღეს ყველაზე მეტად მიმზიდველია და უფრო კონკურენტუნარიანი.  „საქართველოზე გამავალი სატრანზიტო დერეფანი დღეს აკავშირებს არამხოლოდ ევროპასა და აზიას, არამედ რეგიონს დამატებით მიმზიდველობას სძენს საინვესტიციო კუთხით. ვფიქრობთ, ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი საბორნე გადაზიდვების და რეგულარული საბორნე მიმოსვლის მხრივ საქართველოს, რუმინეთს, ბულგარეთს, თურქეთსა და უკრაინას შორის. ამ კუთხით ჩვენ მნიშვნელოვანი შესწავლა გავაკეთეთ ევროკავშირთან ერთად და მკაფიო გეგმის თანახმად, ჩვენ დამატებითი რეგულარული საბორნე კავშირები გვექნება ამ მიმართულებებში“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. ლევან დავითაშვილის თქმით, მთავრობა მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს ასევე რკინიგზის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების მიმართულებით, მათ შორისაა რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი და ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი, რომლის ფარგლებში დღეისათვის დასრულებულია სამშენებლო სამუშაოს დაახლოებით 86%.

ლევან დავითაშვილმა და აზერბაიჯანის ენერგეტიკის­ მინისტრმა, ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი აზერბაიჯანის ენერგეტიკის­ მინისტრს ფარვიზ შახბაზოვს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. როგორც ცნობილია, შეხვედრაზე განხილული იქნა ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები ენერგეტიკის სექტორში. ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას ენერგეტიკის სხვადასხვა ქვედარგებში, მათ შორის, მწვანე ენერგეტიკის განვითარების მხრივ. ითქვა, რომ ქვეყნებს შორის არსებული კავშირები ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს თანამშრომლობა მეზობელ სახელმწიფოებს შორის. მინისტრებმა ასევე განიხილეს რეგიონში შექმნილი რთული ვითარება, რომელმაც კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობა. ამ მხრივ, ქართულმა მხარემ აზერბაიჯანელ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების და სტრატეგიული პროექტების შესახებ. კერძოდ, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა ენერგეტიკის სექტორის მხარდაჭერის ახალი სქემა, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ადგილობრივი გენერაციის ობიექტების მშენებლობის წახალისებას. ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოში მიმდინარე ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის მიმდინარეობის შესახებ, რომლითაც ჩვენი ქვეყანა შეძლებს, გაზარდოს ენერგეტიკული ბაზრის კონკურენტუნარიანობა და ხელი შეუწყოს დარგში ადგილობრივი და უცხოური კაპიტალის მოზიდვას. საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის გაღრმავებას ენერგოგადამცემი ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, მათ შორის, ყურადღება გამახვილდა როგორც ორი ქვეყნის დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ქსელების გაძლიერებაზე, ისე საქართველოსა და სამხრეთ კავკასიისა და ევროკავშირის ენერგეტიკული სისტემების დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის, შავი ზღვის ფსკერზე გამავალი ელექტროგადამცემი კაბელის მშენებლობაზე, რომლითაც საქართველოს გარდა სხვა ქვეყნებიც, მათ შორის, აზერბაიჯანიც შეძლებს, ისარგებლოს. დასასრულს, მინისტრებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ქვეყნებს შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას და აღნიშნეს, რომ გასწევენ ძალისხმევას ენერგეტიკის სექტორში ურთიერთობის ახალ ეტაპზე ასაყვანად.  

ლევან დავითაშვილი: ხელფასები საკმაოდაა გაზრდილი

ხელფასები საკმაოდ არის გაზრდილი, მაგრამ კიდევ დიდი პოტენციალია იმ კუთხით, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯარო სექტორში ანაზღაურება კერძო სექტორისას უნდა გავუთანაბროთ, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. საქსტატი: 2021 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა მედიანური ხელფასი, გასულ წელთან შედარებით, 11.2%-ით გაიზარდა „საქსტატმა საკმაოდ საყურადღებო კვლევა გამოაქვეყნა. პოზიტიური ელემენტიც იყო, საკმაოდ გაზრდილია ხელფასები, საშუალო ხელფასი, მაგრამ არის კიდევ დიდი პოტენციალი იმ კუთხით, რომ დავინახეთ, მაგალითად, კერძო და საჯარო სექტორში მნიშვნელოვანია განსხვავება, თუმცა მთავრობამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და განაცხადა, რომ რამდენიმე წელში ჩვენ უნდა დავაწიოთ კერძო სექტორში არსებულ ხელფასებს საჯარო სექტორში დასაქმებული მოხელეების ანაზღაურება. ქვეყანას მოუწევს ბევრი კომპლექსური ნაბიჯის გადადგმა ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის კუთხით. ეს ყველაფერი დროთა განმავლობაში უნდა დავძლიოთ“, – განაცხადა დავითაშვილმა.  

ლევან დავითაშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი პოზიტიურად შეფასდება

დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი ძალიან პოზიტიურად შეფასდება და ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჩეხეთის ქალაქ პრაღაში მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. ვიცე-პრემიერმა ბიზნეს ფორუმზე აღინიშნა, რომ საქართველომ უკვე შეასრულა ბევრი ვალდებულება ევროინტეგრაციის მხრივ ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში.  „მსგავსი ნაბიჯები ჩვენ გვაახლოებს ევროკავშირში გაწევრიანებასთან. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი ძალიან პოზიტიურად შეფასდება და ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს. მიმდინარე წელს საქართველომ განაცხადი გააკეთა ევროკავშირის ერთიან როუმინგულ სივრცესთან მიერთებასა და ევრო გადახდების ერთიან სისტემაში ინტეგრაციაზე.,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა. ცნობისთვის, ევროპულმა საბჭომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, 23 ივნისს ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტზე მიიღო. ევროკავშირის წევრის სახელმწიფოების ლიდერთა გადაწყვეტილებით, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭათ, ხოლო საქართველოს აქვს ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსის მისაღებად.  

ლევან დავითაშვილი: 2022 წელს შუა დერეფანში, სატვირთო ბრუნვა 30%-ით, ყაზახეთიდან საქართველოში ტვირთნაკადი კი 6-ჯერ გაიზარდა

„მნიშვნელოვანია, რომ შუა დერეფანმა გრძელვადიანი კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნოს. ამისთვის საჭიროა მაღალ დონეზე კოორდინაცია, რათა ჩვენი სატრანსპორტო გადაზიდვები იყოს კომფორტული, უფრო მიმზიდველი საერთაშორისო აქტორებისთვის, რათა ქვეყანამ მიიღოს დამატებითი შემოსავლები ამ მიმართულებიდან“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო გაერთიანების „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფანი)“ საერთო კრებაზე სიტყვით გამოსვლისას. კონფერენციის მონაწილეებს ასევე მიესალმა სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე. აღნიშნული გაერთიანება, რომელიც ინტერმოდალური და მულტიმოდალური გადაზიდვების გაძლიერებას 2013 წლიდან უწყობს ხელს, აქტიურად მუშაობს დერეფანში სატვირთო გადაზიდვების გაზრდაზე. „შუა დერეფნის მნიშვნელობა განსაკუთრებით საყურადღებოა არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც ტვირთბრუნვამ დერეფანში განსაკუთრებით მოიმატა, საერთაშორისო გადამზიდავების მხრიდან კი დაინტერესება ყოველწლიურად იზრდება. 2022 წელს შუა დერეფანში სატვირთო ბრუნვა 30 პროცენტით, ყაზახეთიდან საქართველოში სარკინიგზო ტვირთნაკადები კი 6-ჯერ გაიზარდა. ეს ტვირთები მიმდინარე წელს შუა დერეფანში დაბრუნდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გაუმჯობესებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით, მათ შორის, ადმინისტრირებით, შევძლებთ, გრძელვადიან პერსპექტივაში, შუა დერეფანში ტვირთების შენარჩუნებას“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა. საერთაშორისო ასოციაციის „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფანი)“ საერთო კრება საქართველოში უკვე მეორედ იმართება. მასში მონაწილეობენ საქართველოს, ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის რკინიგზების ხელმძღვანელი პირები.  

ჩვენთვის განახლებადი ენერგიები ყველაზე დიდი პოტენციალისა და პერსპექტივის მქონეა - დავითაშვილი

დღეს, ყველგან განსაკუთრებით აქტუალურია ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა. ამიტომ, ევროპის ქვეყნებში ყველაზე მეტი ყურადღება ენერგეტიკის სფეროს ეთმობა, გამომდინარე არსებული გეოპოლიტიკური ვითარებიდან. ჩვენთვის განახლებადი ენერგიები ყველაზე დიდი პოტენციალის და პერსპექტივის მქონეა. შესაბამისად, ამ სფეროში ინვესტიციების მოზიდვა და ზუსტად ამ მიმართულების წახალისება მთავარი პრიორიტეტია, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ელჩი დეგნანი: მოვუწოდებთ მთავრობას, იმუშაოს საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ შემუშავდეს განახლებადი ენერგიის პროექტები ლევან დავითაშვილი დღეს განახლებადი ენერგიების საინვესტიციო კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა, რომელშიც აქცენტი საქართველოს ენერგეტიკის სფეროს განვითარების და განახლებადი ენერგიის სხვადასხვა წყაროების ეფექტურად ათვისების საკითხებზე გააკეთა, მათ შორის ამ სფეროში ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობაზე. „ეს საკითხი ასახულია ჩვენს სტრატეგიულ დოკუმენტებში, მათ შორის 2030 წლის მთავრობის ხედვაში – თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყანაში განახლებადი ენერგიის სხვადასხვა წყაროს ეფექტურად ათვისება იმისთვის, რომ ქვეყანამ განიმტკიცოს ენერგოდამოუკიდებლობა, ენერგოუსაფრთხოება და ეკონომიკის უწყვეტ განვითარებას ხელი შეუწყოს. რა თქმა უნდა, ასეთი საერთაშორისო კონფერენცია დაგვეხმარება, რომ ინვესტორებს მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. თბილისში მიმდინარე საერთშორისო კონფერენციაში 30-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს. ღონისძიება ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) პროექტის – ევროკავშირი ენერგეტიკისთვის EU4Energy და ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის (ERRA) ორგანიზებით ტარდება და მისი მიზანი განახლებადი ენერგიის სექტორისადმი ინვესტორების ინტერესის გაზრდა, ახალი ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელი განსაკუთრებით აქტიურია საქართველოს ენერგეტიკის სფეროში. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, გაფორმდა 68 მემორანდუმი, 700 მლნ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიციაა მოაზრებული და დაახლოებით 1,6 მილიარდ კვტ. სთ-ის დამატებითი გენერაციის პროექტებია შეთანხმებული. ლევან დავითაშვილი აღნიშნული პროექტების განხორციელების მნიშვნელობას უსვამს ხაზს. „ამისთვის სახელმწიფოს მხრიდან საჭიროა თანმიმდევრული პოლიტიკა, სექტორის მხარდაჭერა და ის რეფორმები, რომლებიც ევროკავშირთან ასოცირების, ენერგეტიკული გაერთიანების ფარგლებში ტარდება, ვფიქრობ, პროგნოზირებადს ხდის საქართველოში ენერგეტიკის სფეროში საინვესტიციო გარემოს და ხელს შეუწყობს ამ და სხვა ახალი პროექტების რეალიზებას“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.  

დავითაშვილის თქმით, საქართველოსა და უნგრეთს შორის ინვესტიციების დაცვისა და აღიარების შესახებ შეთანხმება გაფორმდა

მიმდინარე წელს საქართველოსა და უნგრეთს შორის სავაჭრო ბრუნვა ორჯერ გაიზარდა, ეს ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკის მიმართულებით გააქტიურებულ ურთიერთობებს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის პარლამენტის ნაციონალური ასამბლეის სპიკერს შეხვდა მისი თქმით, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, საქართველოსა და უნგრეთს შორის ინვესტიციების დაცვისა და აღიარების შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რომელიც გარკვეული პროცედურების შემდეგ ოფიციალურად დამტკიცდება. „პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ორმხრივი ეკონომიკური კომისია გაიმართება, რომლის ფარგლებშიც ჩვენ თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებას განვიხილავთ. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა ორჯერ გაიზარდა. ეს ხაზს უსვამს უნგრეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკის მიმართულებით გააქტიურებულ ურთიერთობებს.  ასევე, ჩვენ მოვახდინეთ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ინვესტიციების დაცვისა და აღიარების შესახებ შეთანხმება, რომელიც გარკვეული პროცედურების შემდეგ ოფიციალურად დასრულდება, დამტკიცდება და დარწმუნებული ვარ, რომ ახალი სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.   

ლევან დავითაშვილი: მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე, მოლაპარაკებები გაგრძელდეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, რომ როგორც პირდაპირი ავიამიმოსვლის, ისე თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა BMG-ის განუცხადა.  კელი დეგნანი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე: ვაგრძელებთ ამ საკითხზე საუბარს და შეთავაზების გაგზავნას ვაჭრობის დეპარტამენტთან „ბუნებრივია, საქართველო მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს და ამერიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები გაგრძელდეს, განვითარდეს, გვქონდეს ამ მიმართულებით პროგრესი. შეიძლება საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობა, თუმცა უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ეს არის ძალიან კომპლექსური საკითხი. დღეს ამერიკას არ აქვს მოლაპარაკებები არც ერთ ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, ეს არ არის მარტივი საკითხი. აქ საუბარი არ არის მხოლოდ ერთ ინსტიტუტზე ან ინსტიტუციაზე, საუბარი გვაქვს კომპლექსურად. ამერიკის ელჩი: ვერ გეტყვით, აშშ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება პრიორიტეტების სიაში სად არის უნდა უნდა არსებობდეს მზადყოფნა როგორც პოლიტიკურად, ისე ტექნიკურ დონეზე, თუ როგორი ტიპის და რა შინაარსის მოლაპარაკება შეიძლება არსებობდეს ქვეყნებს შორის. ჩვენ გვქონდა კარგი შეხვედრები კონგრესში იმისთვის, რომ გვქონოდა პოლიტიკური მხარდაჭერა. პოლიტიკური ისტებლიშმენტი იზიარებს პოზიციას, რომ სტრატეგიული ურთიერთობიდან გამომდინარე, ამას ექნება მნიშვნელოვანი როლი ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარე. იმედი გვაქვს, პროგრესი გვექნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.რაც შეეხება ავიამიმოსვლას, ეკონომიკის მინისტრი ირწმუნება, რომ ამ კუთხითაც არის მჭიდრო თანამშრომლობა იმისთვის, რომ პროგრესი იყოს.„ვმუშაობთ, რომ ამერიკული ავიაკომპანიები დაინტერესდნენ, თუმცა პანდემიური პერიოდი რთულია ავიაბაზრისთვის და გვესმის, რომ ამასაც გარკვეული დრო დასჭირდება, თუმცა ეს ორივე ქვეყნისთვის პრიორიტეტია“, - აღნიშნა მინისტრმა. შეგახსენებთ, Europetime-მა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, მათ შორის პორტებში ინვესტიციების მნიშვნელობაზე საქართველოში „რესპუბლიკელი“ სენატორი რობ პორტმანიც ექსკლუზიურად ჩაწერა და მან პირდაპირი ამერიკული ინვესტიციების მნიშვნელობაზე ისაუბრა. რობ პორტმანს იმედი აქვს, რომ პირდაპირი ინვესტიციების გარდა, ვაჭრობის გაფართოებაც შესაძლებელია. ამ მიმართულებით ის თავადაც აპირებს მუშაობას წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, როდესაც ბუშის ადმინისტრაციის დროს იყო აშშ-ის წარმომადგენელი ვაჭრობის საკითხებში. რობ პორტმანი არის სავაჭრო შეთანხმებების ინიციატორი სხვადასხვა ქვეყანასთან. „უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში რაც შეიძლება მეტმა ქვეყანამ გაახორციელოს ინვესტიცია. იმედი მაქვს, რომ უფრო მეტი ამერიკული კომპანია გააკეთებს ამას. ზოგიერთი კომპანიის შეშფოთების მიზეზს სასამართლო სისტემა წარმოადგენს. ამიტომ, ეს არის ერთი მიზეზი, რომელიც სასამართლო სისტემის მნიშვნელობას უსვამს ხაზს, რადგან მას საქართველოს მოქალაქისთვის მეტი კეთილდღეობის მოტანა შეუძლია, მეტი უცხოური ინვესტიცია მეტ სამუშაო ადგილს ნიშნავს. ეს იქნებოდა ინფრასტრუქტურული პროექტი, განსაკუთრებით პორტის პროექტი, რომელიც უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის. ასევე არსებობს უამრავი სხვა შესაძლებლობა სოფლის მეურნეობასა და სასაქონლო ჯგუფებში, მათ შორის არის მაინინგი და წარმოება. ასე რომ, ვფიქრობ, ეს დიდი შესაძლებლობაა მეტი ინვესტიციის განხორციელებისათვის, ქართველი ხალხის დასახმარებლად. ინვესტიცია კარგია და ჩვენ უნდა წავახალისოთ უფრო მეტი პირდაპირი ინვესტიცია საქართველოში, მაგრამ ასევე გავზარდოთ სავაჭრო ბრუნვა. საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი თურქეთია, მეორე - რუსეთი. შეერთებულ შტატებს ძალიან მცირე ნაწილი უჭირავს და ამიტომ უნდა ვიპოვოთ გზა, როგორ გავზარდოთ უფრო მეტი მიწოდების ჯაჭვი საქართველოდან ამერიკაში ან მეტი ექსპორტი ამერიკაში და პირიქით. ეს არის ის, რაზეც პირადად ვიმუშავებ, რადგან მე პირადად ვიყავი ჩართული ვაჭრობის საკითხებში, როგორც შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელი. იმედი მაქვს, რომ პირდაპირი ინვესტიციების გარდა, ვაჭრობის გაფართოებაც შეგვიძლია“, - აღნიშნა სენატორმა რობ პორტმანმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში. ET-ის შეკითხვას ამასთან დაკავშირებით, იმ დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ფილიპ რიკერმაც უპასუხა. ფილიპ რიკერის განცხადებით, რეფორმების გაგრძელება, კანონის უზენაესობის განმტკიცება არის ის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს, გახდეს საერთაშორისო ვაჭრობისთვის მიმზიდველი. „ჩვენ ვაფასებთ საქართველოს სურვილს, გაააქტიუროს სავაჭრო ურთიერთობები აშშ-სთან. ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმების გზის გაგრძელება. მათ შორის, 19 აპრილის შეთანხმების შესრულება და შესაბამისად, უფრო ეფექტური გარემოს შექმნა საერთაშორისო ვაჭრობისთვის, რაშიც ძალიან დიდ როლს თამაშობს კანონის უზენაესობა. მოგეხსენებათ, რომ თავისუფალი ვაჭრობის საკითხი ეს არის ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლის პრეროგატივა. თუმცა, აღვნიშნავ, რომ ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალე ბიზნესგარემოს შემუშავება და ეს პროცესი მიმდინარეობს მათ შორის, ჩვენი დახმარებითაც. მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს რეფორმების გზა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სასამართლო რეფორმა ამ კუთხით არის უაღრესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ბიზნესისთვის, უცხოელი ინვესტორებისთვის შეიქმნას ხელსაყრელი გარემო და იყოს იმის განცდა და გარანტია. რომ სამართლებრივი სისტემა არის სრულიად თავისუფალი პოლიტიკური თუ სხვა რაიმე გარე ჩარევებისგან. შესაბამისად, რეფორმების გაგრძელება, კანონის უზენაესობის განმტკიცება არის ის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ხელს შეუწყობს, რომ საქართველო გახდეს მიმზიდველი საერთაშორისო ვაჭრობისთვის და ინვესტორებისთვის“, - განაცხადა ფილიპ რიკერმა Europe Time-ის შეკითხვის საპასუხოდ.  

საქართველო, აზერბაიჯანი, უნგრეთი და რუმინეთი, ევროკავშირში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეთანხმებას ხელს მოაწერენ - ლევან დავითაშვილი

საქართველოს, აზერბაიჯანის, უნგრეთის და რუმინეთის წარმომადგენლები ევროკავშირისთვის ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეთანხმებას მალე მიაღწევენ. ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა ლევან დავითაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.  „უახლოეს მომავალში მიღწეული იქნება შეთანხმება საქართველოს, რუმინეთს, უნგრეთსა და აზერბაიჯანს შორის, რათა ოთხივე ქვეყანამ ერთდროულად განახორციელოს ეს პროექტი, რადგან ეს არის რამდენიმე მილიარდი ინვესტიცია და ამავდროულად საშუალებას მისცემს საქართველოს, ევროკავშირის ენერგეტიკულ სტრუქტურებს პირდაპირ დაუკავშირდეს“, - განაცხადა დავითაშვილმა.  აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გასულ კვირას საქართველოში სამუშაო ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ბაქო, საქართველოს გავლით საერთაშორისო ბაზრებზე 157 გეგავატი ელექტროენერგიის მიწოდებას აპირებს.  ერთი კვირით ადრე თბილისს აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰბაზოვი ეწვია. დავითაშვილთან შეხვედრაზე მან განიხილა შავი ზღვის ქვეშ ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანის შესაძლებლობა. პროექტი, რომელსაც საქართველო და აზერბაიჯანი, რუმინეთისა და უნგრეთის მონაწილეობით განახორციელებს.  ერთი დღით ადრე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, ბუდაპეშტში ირაკლი ღარიბაშვილთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ უნგრეთს სჭირდება ელექტროენერგიის შეძენა აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით.  

დავითაშვილის თქმით, მომავალ წელს, შესძლოა, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის საყოველთაო ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდეს

წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკების პირველი რაუნდი სექტემბერში, რომელიც გულისხმობს ორ ქვეყანას შორის საყოველთაო ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ტოლერანტობისა და თანაარსებობის მინისტრს შეხვდა დავითაშვილის თქმით, შეთანხმების ფარგლებში შესაძლებელი გახდება, რომ წახალისდეს საქართველოში ინვესტიციები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის. საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის, შესაძლოა, თავისუფალი ვაჭრობის ზონა შეიქმნას „ემირატები ერთ-ერთი განვითარებული ქვეყანაა, 400 მილიარდიანი ეკონომიკაა, ეკონომიკა, რომელიც განიცდის ტრანსფორმაციას და უფრო და უფრო ინოვატორული ხდება. საქართველოც ძალიან დინამიკურად ვითარდება, და ვფიქრობ, რომ პოტენციალი ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობისა საკმაოდ დიდია და ამ შეთანხმების ფარგლებში ჩვენ მოვახერხებთ რეალური, კონკრეტული, ხელშესახები შედეგების დადებას, რაც წაადგება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.  

ლევან დავითაშვილის თქმით, ტყის გასხვისება არ ხდება

საქართველოში ტყის გასხვისება, ანუ მისი განკერძოება არ ხდება და ეს დარეგულირებულია ტყის კოდექსითა და ქართული კანონმდებლობის შესაბამისად, - ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, რომლის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის მეუღლემ ტყის მასივი გადაიფორმა, მაგრამ ვიდრე გადაიფორმებდა, 25 მეტრის სიმაღლეზე შემოღობა. „მინდა, საზოგადოებამ მკაფიოდ გაიგოს, თქვენი ინფორმაცია არ არის მართებული, მართალი - სიცრუეა. საქართველოში დღევანდელი კანონმდებლობით ტყის ფონდის გასხვისება, განკერძოება არ ხდება. რაც შეეხება იჯარასთან დაკავშირებით, დიახ, გარკვეული მიზნებით საქართველოს ტყის ფონდის იჯარით გადაცემა შესაძლებელია და დარწმუნებული ვარ, რომ ესეც მოხდა კანონმდებლობის შესაბამისად და სრული დაცვით", - განაცხადა დავითაშვილმა.  

ლევან დავითაშვილი: ევროპის ეკონომიკური უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით, საქართველოს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია

„ევროპა ეძებს ალტერნატიურ ენერგომომარაგების წყაროებს, ალტერნატიულ მარშრუტებს ზოგადად ევროპის ეკონომიკისთვის, ალტერნატიულ დაკავშირებას აზიასთან და ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან - ამ კუთხით ჩვენს ქვეყანას შეუძლია  მნიშვნელოვანი და საიმედო პარტნიორის როლი შეასრულოს“, - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომელიც ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით იმყოფება და თავს ევროკომისიაში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს.  მისივე თქმით, საქართველოს ამ თანამშრომლობისთვის კიდევ უფრო დიდი პოტენციალი აქვს. „ამაზე ვისაუბრეთ ევროკომისრებთან შეხვედრაზე, ასევე  ტრანსპორტისა და ენერგეტიკის   სფეროში თანამშრომლობაზე და განვიხილეთ ის საკითხები, რომლებიც დღეს აქტუალურია მსოფლიოში, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში და ევროპაში“, - აღნიშნა დავითაშვილმა.  ეკონომიკის მინისტრის თქმით, შეხვედრებზე აღინიშნა, რომ საქართველო ევროკავშირისთვის ისეთივე საინტერესო უნდა იყოს, როგორც საქართველოსთვის არის ევროკავშირი მნიშვნელოვანი. „ევროკომისრებთან ასევე ვისაუბრეთ  იმ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, რომელიც საქართველოს აქვს ევროკავშირთან - ჩვენს ქვეყანას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ევროპის ეკონომიკური უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.  

ლევან დავითაშვილი: საქართველოს ავიაცია მომავალი წლიდან სრულად აღდგება და განვითარებას ევროპული მაღალი სტანდარტების შესაბამისად გააგრძელებს

ევროპასთან ინტეგრაციის პროცესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ინსტიტუციური ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში, მათ შორის ევროკონტროლში საქართველოს მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ავიაციის განვითარებისთვის, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და განვითარების მინისტრმა ევროკონტროლის (ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაცია – EUROCONTROL ) გენერალურ დირექტორთან შეხვედრის კომენტირებისას. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან დავითაშვილი ევროკონტროლის გენერალურ დირექტორს ემონ ბრენანს ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში ვახტანგ მახარობლიშვილმა. მხარეებმა საქართველოსა და ორგანიზაციას შორის სამოქალაქო ავიაციის სფეროში არსებული და სამომავლო ურთიერთოების, მათი განვითარების შესახებ იმსჯელეს. როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, მომავალი წლიდან საქართველო ევროკონტროლის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება და შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი იყო კონკრეტული საკითხების განხილვა პარტნიორებთან – ევროკონტროლის ხელმძღვანელობასთან. „საქართველოს ავიაციის აღდგენა ინტენსიურად მიმდინარეობს და მომავალი, 2023 წლიდან პროგნოზირებულია, რაშიც საერთაშორისო პარტნიორებიც გვეთანხმებიან, რომ ის სრულად აღდგება 2019 წელთან მიმართებაში და გააგრძელებს განვითარებას ევროპული მაღალი სტანდარტების შესაბამისად იმისთვის, რომ ბაზარი იყოს კონკურენტუნარიანი, მდგრადი და მომავალში ჩვენი ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წვლილის შემტანი“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ამასთან, ევროკონტროლის გენერალური დირექტორის განცხადებით, საქართველოსთან შესანიშნავი თანამშრომლობის რეჟიმში მუშაობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. „მინდა აღვნიშნო, რომ შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკის მინისტრთან, სადაც განვიხილეთ საქართველოს თანამშრომლობა ევროკონტროლთან, ყველა ის საკითხი, რომელიც ეხება ევროპელ გადამზიდველებს, აეროპორტებს და ა.შ.მომავალში ჩვენ ვაპირებთ ასევე აქტიურად ვითანამშრომლოთ. ვიმედოვნებთ, რომ თბილისსა და საქართველოს სხვა აეროპორტებში უფრო მეტ ევროპელ გადამზიდველს ვიხილავთ“, – განაცხადა ემონ ბრენანმა. ევროკონტროლი საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციაა, რომელიც ევროპის მასშტაბით საჰაერო მიმოსვლის უსაფრთხო და უწყვეტი მართვის უზრუნველყოფის მიმართულებით საქმიანობს. საქართველო ორგანიზაციის წევრი 2014 წელს გახდა.  

ბაკურიანი მომავალში შეიძლება, საერთაშორისო ტურნირების რეგულარული მასპინძელი გახდეს - დავითაშვილი

საქართველოში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დასკვნითი საინსპექციო ჯგუფი იმყოფება, რომელმაც ბაკურიანში 2023 წელს დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობა და შესრულებული სამუშაოები უნდა შეაფასოს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. „საქართველოს მთავრობის მიერ ბაკურიანში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად, ბაკურიანი მომავალში შეიძლება საერთაშორისო ტურნირების რეგულარული მასპინძელი გახდეს. იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ინსპექტირება წარმატებით დასრულდება. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ჩვენ მივიღეთ ბაკურიანში ხელოვნური გათოვლიანების აბსოლუტურად ახალი სისტემები, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა ახალი საბაგირო გზებისა და ახალი ტრასების სახით, აგრეთვე ხელოვნური გათოვლიანების სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ხელოვნური რეზერვუარები – ეს სამუშაოები, ფაქტობრივად, დასრულებულია და ამჟამად რეზერვუარების წყლით ავსების პროცესი მიმდინარეობს. საბოლოოდ, ბაკურიანი იქნება ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი კურორტი არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში, არამედ საერთაშორისო მასშტაბით“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, „მთის ტრასების სააგენტოს“ დირექტორი ირაკლი ბურჭულაძე და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კოსტავა. „2023 წელს კურორტი ბაკურიანი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელია, თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურითა და სნოუბორდით. დიდველისა და მიტარბის არეალში უმოკლეს ვადებში აშენდა წყლის ორი ხელოვნური რეზერვუარი (ტბა) ჯამური მოცულობით 307 000 მ3, რომელიც აუცილებელია გათოვლიანების სისტემის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის. ასევე აქტიურად მიმდინარეობს 29 კილომეტრიანი ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მონტაჟი. მსოფლიო ჩემპიონატის პროექტის ფარგლებში აშენდა ექვსი ახალი საშეჯიბრო ტრასა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ განხორციელებული პროექტები რჩება კურორტს და ათეული წლები მოემსახურება ბაკურიანში ვიზიტორების გაზრდილ ოდენობას, რაც ხელს შეუწყობს კურორტის ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო მასშტაბით“, – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.

ლევან დავითაშვილი: ჩვენ გარდავქმნით საქართველოს სატრანზიტო დერეფნად და ლოგისტიკურ ჰაბად

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ცენტრალური აზიის რეგიონული თანამშრომლობის ორგანიზაციის (CAREC) 21-ე მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. კონფერენცია ონლაინ რეჟიმში გაიმართა და CAREC – 2030 პროგრამის მიზნების რეალიზებას მიეძღვნა. სიტყვით გამოსვლისას, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა ყურადღება გაამახვილა პოსტპანდემიურ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე. „საქართველო დაზარალდა პანდემიით, თუმცა, ჩვენ შევძელით სწრაფად დაგვებრუნებინა ეკონომიკა განვითარების ძველ გზაზე, შეგვექმნა ძლიერი ეკონომიკური საფუძვლები აღდგენისათვის. მოხარული ვარ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა კიდევ უფრო გაზარდეს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები. საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანახმად, საქართველო უზრუნველყოფს უსწრაფეს ეკონომიკურ ზრდას საშუალოვადიან პერსპექტივაში (2022 - 2027 წწ.) რეგიონულ და ევროპულ ქვეყნებს შორის, 5,6%  - ის ოდენობით ინფრასტრუქტურული ხარჯებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებითა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით სტრუქტურული რეფორმებით,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა. ლევან დავითაშვილმა ასევე გაამახვილა ყურადღება CAREC-ის პოსტ-პანდემიის ახალ ჩარჩო დოკუმენტზე, რომელიც ეკონომიკის „მწვანე“, მდგრად და ინკლუზიურ აღდგენას ითვალისწინებს. „ეს არის ჩარჩო, რომელიც საშუალებას გვაძლევს, გავაძლიეროთ თანამშრომლობა და პროდუქტიულობა რეგიონის მასშტაბით დიგიტალიზაციის, ინოვაციებისა და ინვესტიციების გზით. ეს მოგვცემს საშუალებას გვქონდეს მდგრადობა მომავალი გამოწვევების მიმართ, აღვადგინოთ ვაჭრობა და გავხდეთ უფრო ძლიერი, უფრო დაკავშირებული და უფრო ინკლუზიური“. ვიცე-პრემიერის განცხადებით, CAREC 2030 არის ძალიან ამბიციური და ყოვლისმომცველი დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ყველა სავაჭრო და ეკონომიკურ სფეროს, რომელიც ასახულია სპეციალურ ოპერაციულ კლასტერებში. მისი თქმით, საქართველო მხარს უჭერს CAREC-ის ინტეგრირებული სავაჭრო დღის წესრიგის მიზნებს სტრატეგია 2030-ის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს დაეხმაროს CAREC-ის წევრებს გლობალურ ეკონომიკაში უკეთ ინტეგრირებაში, საბოლოო ჯამში მათი ზრდის პოტენციალის გაძლიერებასა და რეგიონში მცხოვრებთა ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში. „ნება მომეცით, ხაზი გავუსვა CAREC-ის ტრანსპორტის სტრატეგიის მნიშვნელობას, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონული კავშირის გაძლიერებას CAREC-ის რეგიონში ერთობლივი მდგრადი ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს მთავრობის მიერ დასახულ უმთავრეს პრიორიტეტებს შორისაა, რადგან ჩვენ ვაპირებთ საქართველოს გარდაქმნას სატრანზიტო დერეფნად და ლოგისტიკურ ჰაბად - რეგიონულ ცენტრად, რომელიც სწრაფ ტრანსპორტირებასა და კომუნიკაციას ხელმისაწვდომს გახდის ბიზნესისთვის ორ კონტინენტზე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სექტორის განვითარება. მჯერა, რომ CAREC-ის ენერგეტიკული სტრატეგიით დასახული მიზნები 2030 ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტურობის უფრო მაღალი წილის მიღწევას და, ასევე, რეგიონულ თანამშრომლობასთან ერთად, გაზრდის წევრი ქვეყნების ენერგეტიკულ უსაფრთხოებას,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.  

აუცილებელია შავ ზღვაზე სატრანსპორტო მარშრუტების განვითარება და შუა სატრანსპორტო დერეფნის გაციფროვნება - დავითაშვილი

აუცილებელია შავ ზღვაზე სატრანსპორტო მარშრუტების განვითარება და შუა სატრანსპორტო დერეფნის გაციფროვნება, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. „საქართველოს მთავრობა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს, რაც, თავის მხრივ, შუა სატრანზიტო დერეფნის ეფექტიანობის ამაღლებას განაპირობებს. სახეზე გვაქვს პროგრესი 2014 წელთან შედარებით, შუა დერეფნის გავლით ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით საკონტეინერო გადაზიდვები გაიზარდა. შუა დერეფნისა და, შესაბამისად, საქართველოს გავლით გატარებულმა ტვირთმა 2021 წელს 10 000 TEU-ს გადააჭარბა“, – თქვა ლევან დავითაშვილმა. ვიცე-პრემიერის განცხადებით, მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურისა და დერეფანთან დაკავშირებული სხვა მიმართულებების განვითარება. ამასთან, ლევან დავითაშვილმა ყურადღება შავ ზღვაზე სატრანსპორტო მარშრუტებისა და დერეფნის გაციფროვნების აუცილებლობაზე გაამახვილა.  

საქართველომ, აზერბაიჯანმა, ყაზახეთმა და თურქეთმა ერთობლივი დოკუმენტები გააფორმეს

აქტაუში მიმდინარე მინისტერიალის ფარგლებში ხელი მოეწერა დოკუმენტებს, რომლებიც შეეხება შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაუმჯობესების მიზნით განსაზღვრულ კონკრეტულ აქტივობებს, კერძოდ, საუბარია დერეფნის ვიწრო ყელისა და საცობის ეფექტის აღმოფხვრის სამოქმედო გეგმაზე 2022 – 2027 წლებისათვის. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და თურქეთის მხარეებმა, თავის მხრივ, დააფიქსირეს მზადყოფნა, ერთობლივად მიიღონ ზომები შუა დერეფნის ეფექტურობის და მიმზიდველობის გაზრდისათვის. უწყებისვე ცნობით, ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს ოთხმრივ შეხვედრაში, რომელიც ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას შეეხებოდა. ყაზახეთის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის დელეგაციების შეხვედრა ყაზახეთის ქალაქ აქტაუში გაიმართა. ჩავუშოღლუ: შუა სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობა იზრდება საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, აქტაუს შეხვედრას ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, განავითარონ შუა დერეფნის ინფრასტრუქტურული კომპონენტები და ოპერაციული მიმართულებები. სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ბოლო წლებში გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე შუა დერეფნის ეფექტიანობის გაუმჯობესებისათვის. მისი თქმით, 2014 წელთან შედარებით, როდესაც პირველად დაიწყო შუა დერეფნის გავლით საკონტეინერო მატარებლების მოძრაობა, 2021 წელს მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა და საქართველოს გავლით ჩინეთი-ევროპის საკონტეინერო გადაზიდვებმა გადააჭარბა 10 ათას TEU-ს. ლევან დავითაშვილის განცხადებით, მნიშნელოვანია ინფრასტრუქტურისა და დერეფანთან დაკავშირებული სხვა მიმართულებების განვითარება. მან ყურადღება გაამახვილა შავ ზღვაზე სატრანსპორტო მარშრუტებისა და დერეფნის გაციფროვნების აუცილებლობაზე. აუცილებელია შავ ზღვაზე სატრანსპორტო მარშრუტების განვითარება და შუა სატრანსპორტო დერეფნის გაციფროვნება - დავითაშვილი

ლევან დავითაშვილი: ე.წ ესტონური მოდელი საშეღავათოა და ის ბანკებს არ სჭირდებათ

ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მოგების გადასახადის ე.წ ესტონური მოდელი, რომელიც საქართველოში 2017 წლიდან ამოქმედდა, ამ ეტაპზე საბანკო სექტორს არ სჭირდება. ირაკლი ღარიბაშვილი: 15%-ის ნაცვლად, ბანკებისთვის მოგების გადასახადი 20% იქნება „ვხედავთ, რომ დღეს საბანკო სექტორი არის ძლიერი, წამყვანი და პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ქართული ეკონომიკისთვის საამაყო. დღეს ასევე ვხედავთ, რომ საბანკო სექტორი მნიშვნელოვნად განვითარებულია, მაშინ როცა ესტონური მოდელი ძირითადად საშეღავათოა და ამიტომ ბანკებს არ სჭირდებათ ამ ეტაპზე ეს მოდელი. ამ საკითხზე იყო ბანკებთან მკაფიო კომუნიკაცია და ეს გადაწყვეტილება მათთან კომუნიკაციის შედეგადაც იქნა მიღებული. ეს ობიექტურ რეალობას ეფუძნება და არ არის ცალმხრივი გადაწყვეტილება და ძალიან მკაფიო ლოგიკა არსებობს ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით", - განაცხადა დავითაშვილმა. მისივე თქმით, სადაზღვევო კომპანიებისთვის, ე.წ. ესტონური მოდელის ამოქმედება ერთი წლით გადავადდა. შეგახსენებთ, რომ მოგების გადასახადის ესტონური მოდელი საქართველოში 2017 წელს ამოქმედდა. რეფორმის მიხედვით, რეინვესტირების შემთხვევაში ბიზნესი მოგების გადასახადისგან თავისუფლდება. მაშინ ითქვა, რომ საფინანსო სექტორისთვის აღნიშნული მოდელი 2019 წელს ამოქმედდებოდა, თუმცა მოგვიანებით ამ ვადამ კიდევ ერთხელ, 2023 წლამდე გადაიწია.  

აშშ საქართველოსთან ვაჭრობის განსხვავებულ მოდელს განიხილავს

ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის ამოქმედების საკითხი, სტრატეგიული პარტნიორობიდან გამომდინარე დახურული არ არის, თუმცა ამერიკას თავისუფალი ვაჭრობის მოლაპარაკებები ყველა ქვეყანასთან შეჩერებული აქვს.  ამის შესახებ დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, მიდის მუშაობა სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებთან ახალი მოდელის შემუშავებაზე. „აშშ-სთან თავისუფალ ვაჭრობაზე მუშაობა იცით, რომ მიმდინარეობს, თუმცა ამერიკას თავისუფალი ვაჭრობის მოლაპარაკებები ყველა ქვეყანასთან შეჩერებული აქვს, შესაბამისად მარტივი არ არის რომ ეს საქართველოსთან მოხდეს, მაგრამ საქართველოს აშშ-სთან განსაკუთრებული სტრატეგიული თანამშრომლობა აქვს და ასეთი რამდენიმე ქვეყანაა, რაც ამერიკის სავაჭრო წარმომადგენელთან (USTR) შეხვედრის დროსაც (ესაა უწყება, რომელიც პასუხისმგებელია საგარეო ვაჭრობაზე) აღნიშნული იყო და განიხილება განსხვავებული მოდელები, ანუ ახალი პრაქტიკა თუ როგორ შეიძლება სტრატეგიულ პარტნიორებთან ვაჭრობის კუთხით თანამშრომლობა. ეს ერთეული ქვეყნებია, მათ შორის ბრიტანეთი, საქართველო და ა.შ. ეს რთული პროცესია, მაგრამ სტრატეგიული ურთიერთობიდან გამომდინარე საკითხი დახურული არ არის და ღიაა“, - განაცხადა მინისტრმა. ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე საუბარი 2012 წლის დასაწყისში დაიწყო, როცა საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკელ კოლეგას ბარაკ ობამას შეხვდა.   

საქართველოს მთავრობა ნავთობისა და გაზის კორპორაციას ₾200 მილიონის სესხს გამოუყოფს

საქართველოს მთავრობა ნავთობისა და გაზის კორპორაციას ₾200 მილიონის სესხს გამოუყოფს.  „ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით გვიწევს მოსახლეობის მხარდაჭერა და სუბსიდირება. ხშირ შემთხვევაში ეს არის არაპირდაპირ გაცხადებული, არამედ ეს არის სხვადასხვა სახელმწიფო საწარმოების მხარდაჭერის გზით. ეს სხვადასხვა სფეროს ეხება. ჩვენ რომ მართლაც პოპულისტი მთავრობა ვიყოთ, ამაზე მეტი აქცენტები გვექნებოდა და ამას სხვანაირი ფორმით წარმოვაჩენდით ხოლმე. პირიქით, თქვენ[მედია] მიგვითითებთ ხშირ შემთხვევაში, რომ აქ არის ფარული თუ კვაზი სუბსიდირება, მხარდაჭერა მოსახლეობის და გვესმის, რომ მოსახლეობას იმ მდგომარეობაში, როცა ძალიან ბევრი გამოწვევა არსებობს, სჭირდება მხარდაჭერა. მთავრობა კი ამას აკეთებს. ამ ეტაპზე გადავწყვიტეთ, რომ კორპორაციას დავეხმაროთ, თუმცა ეს იქნება სესხი და კორპორაცია მას გაისტუმრებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. რაც შეეხება ზოგადად, ნავთობის და გაზის კორპორაციას, როგორც სახელმწიფო საწარმოს, დავითაშვილის თქმით, გრძელვადიანად მთავრობას წარმოუდგენია, რომ სახელმწიფო საწარმოები იქნებიან ჯანსაღ ფინანსურ მდგომარეობაში და ექნებათ ძალიან კარგი მმართველობა. „სავალუტო ფონდთან ჩვენი რეფორმის ფარგლებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეფორმად სახელმწიფო საწარმოების რეფორმირებაა გაწერილი, სტრატეგიის დრაფტი უკვე არსებობს, მთავრობა ამას დაამტკიცებს და მომავალ წელს გვექნება ახალი კანონი სახელმწიფო საწარმოების შესახებ, რომელშიც ეს სტრატეგიული მიმართულებები და პრიორიტეტები, რომელსაც მთავრობა დაამტკიცებს სრულად იქნება ასახული, რაც გულისხმობს მმართველობის გაუმჯობესებას, კორპორატიზაციას, ფინანსურ სიმყარეს და საბოლოოდ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის, იმიტომ რომ ესაა საწარმოები, რომლებიც შეძლებენ კაპიტალის მოზდვას და სექტორების გაუმჯობესებას“, - განაცხადა დავითაშვილმა. 

დავითაშვილმა ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების პერიოდი დაასახელა

საქართველოს ვიცე-პრემიერისა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ანაკლიის პორტის მშენებლობა 2023 წელს დაიწყება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ანაკლიის პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება  „სექტემბერში საქართველოს მთავრობამ ეკონომიკის სამინისტროს კონსულტანტი კომპანიების შერჩევა დაავალა, რომლებიც ინვესტორების შერჩევის პირობებს სახელმწიფოსთან ერთად დაამუშავებდნენ, ასევე მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა პოტენციურ ინვესტორებთან - ძირითად საპორტო ოპერატორებთან და ლოგისტიკურ კომპანიებთან, რომლებიც შეიძლება პროექტის განხორციელების პროცესში სახელმწიფოსთან ერთად იყვნენ ჩართულნი. ევროკავშირის ელჩის თქმით, ანაკლიის პორტით ევროპული ბიზნესია დაინტერესებული  ჩვენ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ, თუ როგორ მოხდება პორტის განვითარება, ასევე წლის ბოლომდე საკონკურსო პირობების ჩამოყალიბება დასრულდება. ასე რომ, იმედი გვაქვს მომავალი წლის იანვარში შერჩევის პროცესს განვახორციელებთ, ისე რომ 2023 წლიდან ჩვენ უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები და პორტის განვითარება დავიწყოთ“, - განაცხადა მინისტრმა. კელი დეგნანის თქმით, ანაკლიის პორტის პროექტით რამდენიმე კვალიფიციური ოპერატორი დაინტერესდა ამ დროისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფოს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან„ საარბიტრაჟო დავა 6 მლნ 900 ათასი ლარი დაუჯდა.  2022 წლის 1 თებერვალს საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი დღეს საქართველოსთვის ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობას წარმოადგენს.  2021 წლის 6 ივლისს  აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ფილიპ რიკერმა Europetime-ს განიცხადა, რომ ანაკლიის პორტი ეს არის უდიდესი შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად.  2021 წლის 4 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ახალ ტენდერს გამოაცხადებს.  ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა (ADC) და მისმა ჰოლანდიელმა ინვესტორმა, ბობ მეიერმა საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სარჩელი შეიტანეს. სარჩელის შეტანა 2020 წლის 30 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ტედ ჯონასმა და იურიდიული ფირმის, BLC-ის მმართველმა პარტნიორმა ქეთევან ქვარცხავამ დააანონსეს. 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს. მაშინ კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს თქვა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს. ასევე წაიკითხეთ  ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა  

შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტის გამო, ინვესტორებისთვის, საქართველოს განახლებადი ენერგიის წყაროები უფრო მიმზიდველი გახდება -ლევან დავითაშვილი

საქართველოს ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი, დღეს ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეი განცხადებას  გამოეხმაურა, როლის თანახადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში, ევროკავშირი-საქართველოს წყალქვეშა კაბელის პროექტში, €2.3 მილიარდის ინვესტიცია განხორციელდება.  ევროკავშირი-საქართველოს წყალქვეშა კაბელის პროექტში, €2.3 მილიარდის ინვესტიცია განხორციელდება „როცა ვსაუბრობთ შავი ზღვის დამაკავშირებელ ელექტროკაბელზე, ეს რამდენიმე მილიარდიანი, ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციაა, რომელსაც შესაძლოა, ტრანსფორმაციული შედეგი ჰქონდეს მთლიანად რეგიონის ენერგოუსაფრთხოების, დამოუკიდებლობისა და კონკურენტუნარიანობის კუთხით. ეს არის პირდაპირი კავშირი საქართველოსა და ევროკავშირს შორის“, - აღნიშნა დავითაშვილმა.  ოლივერ ვარჰეი: ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი, რომელიც საქართველოდან ევროპაში მწვანე ენერგიას მიიტანს ოლივერ ვარჰეი: შავი ზღვა ჩვენი გეგმების ცენტრია მისვე თქმით, საქართველო როგორც ენერგეტიული გაერთიანების წევრი ქვეყანა, პირდაპირ ევროპულ ენერგობაზარზე გასვლის შესაძლებლობას მიიღებს. „შესაბამისად, ნებისმიერი ინვესტორისთვის, საქართველოს განახლებადი ენერგიების პროექტები კიდევ უფრო მიმზიდველი იქნება. ჩვენ კიდევ უფრო ადვილად შევძლებთ ინვესტიციების მოზიდვას ენერგეტიკის სფეროში, თუმცა ამ კაბელს საქართველოსთვის აქვს არა მხოლოდ ლოკალური, არამედ რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამაზე საუბრობდა კომისარი ვარჰეი თავის გამოსვლაში, რომ  ეს ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვისაც მნიშვნელოვანი პროექტია და შესაბამისად, საქართველო ამ პროექტით ინტეგრირდება ევროკავშირში, რაც ჩვენს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.  პროექტში ჩართული იქნებიან უნგრეთი და აზერბაიჯანი. შესაბამისად ოთხი ქვეყანა თანამშრომლობს ამ პროექტში და საუბარია არა მხოლოდ საქართველოს ენერგორესურსების ექსპორტზე, არამედ მათ შორის ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანის ელექტროენერგიის ექსპორტზე ევროპის ბაზარზე. ასევე იმპორტზე, რაც ქვეყნების ენერგობალანსს კიდევ უფრო სტაბილურს გახდის“, - განაცადა დავითაშვილმა.  შავი ზღვის ქვეშ საქართველოდან სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით ელექტრო კაბელის გაყვანის გეგმები უკვე რამდენიმე წელია, განიხილება. „ახალი პროექტი, რომელიც უნდა განხორციელდეს, ელექტროენერგიას უკავშირდება. აზერბაიჯანი ცდილობს თავისი ელექტროენერგიის ექსპორტს მსოფლიო ბაზრებზე", - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 24 ოქტომბერს საქართველოში ვიზიტისას. გარდა ამისა, 19 ოქტომბერს რუმინულმა Romgaz-მა და აზერბაიჯანულმა Socar-მა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც გამოხატავს განზრახვას „შეისწავლოს შავ ზღვაში თხევადი ბუნებრივი გაზის [LNG] წარმოების პროექტის ერთობლივი განვითარების შესაძლებლობა“. ასევე წაიკითხეთ: რას მოიცავს „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ და რა სარგებელს მიიღებს საქართველო  

ლევან დავითაშვილის თქმით, ანაკლიის პორტზე ინტერესთა გამოხატვა ახალი წესით გამოცხადდება

ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცახდებით, ანაკლიის პორტზე ინტერესთა გამოხატვა ახალი წესით გამოცხადდება. დღეს მთავრობამ „ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადმოცემის (BOT) შესახებ“ საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელების ეტაპები დაამტკიცა.  „დღეს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადმოცემის (BOT) შესახებ საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელების ეტაპები განისაზღვრა. ამ საკითხზე რამდენიმე თვის განმავლობაში ვმუშაობდით. ეს კანონმდებლობა რამდენიმე ეტაპს ითვალისწინებს, მათ შორისაა პროექტის იდენტიფიცირება, შემდგომში ინიცირება, მომზადება, კერძო პარტნიორის შერჩევა და პროექტის განხორციელების შეფასება. იცით, რომ ანაკლიის პროექტი ამ პროექტის ამოქმედებამდე იყო ინიცირებული და 2014 წელს გამოცხადდა ინტერესთა გამოხატვა ინვესტორის შერჩევაზე. უკვე ახალი კანონის შესაბამისად უნდა მოვახდინოთ პროცედურების გავლა. იდეინტიფიცირებისა და ინიცირების ეტაპები გავლილია და პროცესის დაჩქარება შეგვიძლია. ანუ შეგვიძლია კერძო პარტნიორების შერჩევის ეტაპიდან დაიწყოთ. ამისთვის საჭიროა შერჩევის პირობები მაღალ დონეზე იყოს მომზადებული”, - განაცახდა ეკონომიკის მინისტრმა.  ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, მთავრობამ სამინისტროს შესაძლებლობა მისცა ამ პროცესში საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფები დაიქირაოს. ეკონომიკის მინისტრი ასევე აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ დიდი ინტერესია და მიმდინარე წელს მთავრობას აბუ-დაბიდან ინვესტორებთან ჰქონდა შეხვედრა, ასევე ჩანიშნულია შეხვედრა სპარსეთის ყურის ქვეყნების დელეგაციასთან. ამ დროისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფოს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან„ საარბიტრაჟო დავა 6 მლნ 900 ათასი ლარი დაუჯდა. 2022 წლის 1 თებერვალს საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი დღეს საქართველოსთვის ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობას წარმოადგენს. 2021 წლის 6 ივლისს  აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ფილიპ რიკერმა Europetime-ს განიცხადა, რომ ანაკლიის პორტი ეს არის უდიდესი შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად. 2021 წლის 4 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ახალ ტენდერს გამოაცხადებს. ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა (ADC) და მისმა ჰოლანდიელმა ინვესტორმა, ბობ მეიერმა საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სარჩელი შეიტანეს. სარჩელის შეტანა 2020 წლის 30 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ტედ ჯონასმა და იურიდიული ფირმის, BLC-ის მმართველმა პარტნიორმა ქეთევან ქვარცხავამ დააანონსეს. 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს. მაშინ კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს თქვა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს. ასევე წაიკითხეთ  ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა

ენერგოდამაკავშირებელი კაბელი, რომელიც შავი ზღვის ქვეშ გაივლის, საქართველოს როლს რეგიონში შეცვლის - დავითაშვილი

ეს პროექტი შეცვლის საქართველოს როლს რეგიონში და საერთაშორისო ასპარეზზე, ენერგეტიკის სექტორს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ინვესტორებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს, აზერბაიჯანს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტზე ხელმოწერის შეფასებისას განაცხადა. საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს ხელი მოაწერეს როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, ეს არის ევროკავშირთან ინტეგრაციის პოლიტიკის თანმიმდევრული გაგრძელება, რაც მისი თქმით, საბოლოოდ მიგვიყვანს იქამდე, რომ საქართველო ინტეგრირდეს ევროკავშირის ენერგეტიკულ ბაზარზე. „ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროექტის ინიციატორი და ავტორი იყო საქართველო. საქართველოს ხელისუფლებამ წარადგინა პროექტი ევროკავშირში. ევროკავშირთან თანამშრომლობის კუთხით, ჩვენ სწორედ კავშირგაბმულობა, დაკავშირებადობა, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა წამოვაყენეთ პირველ ადგილზე. პირდაპირი დაკავშირება ელექტროენერგიის გაცვლის კუთხით, ჩვენთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის თანმიმდევრული გაგრძელება იმ პოლიტიკის, რომელსაც ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით ვაკეთებთ, მათ შორის ეკონომიკურ ნაწილში. ეს არის იგივე ჩვენი წევრობა ენერგოგაერთიანებაში და ეს ყველა ნაბიჯი საბოლოოდ მიგვიყვანს იქამდე, რომ საქართველო ინტეგრირდეს ევროკავშირის ენერგეტიკულ ბაზარზე. პროექტის ამ ეტაპზე შესწავლაც საქართველოს მიერ ხორციელდება. ესეც ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რადგან საქართველო ხარჯავს თანხებს პროექტირების ეტაპზე, მიდის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა, რომელსაც იტალიური კომპანია აწარმოებს. მომავალ წელს ჩვენ უნდა გვქონდეს დასრულებული პროექტი, რათა იმპლემენტაციის ეტაპზე გადავიდეთ. საქართველომ უკვე რამდენიმე მილიონი დახარჯა ამ შესწავლაში და საბოლოოდ იკვეთება, რომ პროექტი იქნება რამდენიმე მილიარდიანი ინვესტიციის საჭიროების, რადგან ეს არის ყველაზე გრძელი დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზი ზღვის ქვეშ, რომელიც მსოფლიოში არსებობს დღეს და აშენდება. ვფიქრობთ, წინასწარი შეფასებით, პროექტის ღირებულება შეიძლება, დაახლოებით სამი მილიარდი დოლარი იყოს. ამიტომ ჩვენ ოთხ მხარესთან თანამშრომლობას განსაკუთრებით ხაზს ვუსვამთ, რადგან ამ ოთხი ქვეყნის ჩართულობა პროექტის მნიშვნელობასაც ზრდის, პროექტის წარმატებასაც ალბათობასაც ზრდის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს იყოს წარმატებული პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის და ენერგოუსაფრთხოებისთვის“, – აღნიშნა დავითაშვილმა. ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის, ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტით ტრანზიტის შესაძლებლობა გაიზრდება ურსულა ფონ დერ ლაიენი: შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს ცნობისთვის, აღნიშნული დოკუმენტი ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომელიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან, კასპიის ზონაში განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციასა და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდასთან.  

მინისტრის თქმით, სახელმწიფოს მონაწილეობით ხუდონჰესის მშენებლობის დაწყება 2023 წელს იგეგმება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ 2023 წელს ხუდონჰესის მშენებლობის დაწყება იგეგმება. მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განმარტა, რომ ხუდონჰესი სახელმწიფოს მონაწილეობით აშენდება. ლევან დავითაშვილის თქმით, მთავრობამ ინვესტორისგან ხუდონჰესის პროექტი გამოისყიდა და მასზე აუქციონი მომავალ წელს გამოცხადდება. „მთავრობამ მოიწონა შეთანხმება ხუდონის ჰიდრო ელექტროსადგურის გამოსყიდვის შესახებ. შესაბამისად, ინვესტორ კომპანიასთან შეთანხმება შედგა და სახელმწიფომ დაიბრუნა პროექტი, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით, პროექტის განხორციელება უკვე 2023 წელს დავიწყოთ. ასეთი მნიშვნელოვანი მსხვილი ენერგეტიკული და სტრატეგიული პროექტები როგორც წესი, საქართველოს სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით განხორციელდება მომავალში. შეგახსენებთ, ამ პროექტს განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ელექტრო სისტემისთვის, ზოგადად სისტემის გენერაციისთვის, მათ შორის, იგივე არსებული ენგურჰესის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდისთვის და შესაბამისად, ჩვენი გადაწყვეტილება, რომ კომპანიასთან მოლაპარაკების გზით დაგვესრულებინა კონტრაქტი, საბოლოოდ პოზიტიურად გადაწყდა და მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც შეთანხმება შედგა. აქედან გამომდინარე, ამ პროექტს უახლოეს ხანებში, 2023 წლის დასაწყისიდან ხელახლა გამოვაცხადებთ და ხელახლა დავიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას, რაც ჩვენი თანმიმდევრული ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთი ნაწილია, რომ საქართველოში ერთის მხრივ, გენერაცია და ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობა გავზარდოთ. 13.250 მილიონი აშშ დოლარი იყო ის თანხა, რაზეც ინვესტორ კომპანიასთან მორიგება მოხდა. ჩვენ გვყავდა საერთაშორისო იურიდიული კომპანია ჩართული, რომელიც ამ მორიგების პროექტს ამზადებდა. ასევე მათი მონაწილეობით ხდებოდა მხარეებს შორის კომუნიკაცია და ვფიქრობ, რომ ეს არის საქართველოსთვის ხელსაყრელი პირობები, რომ ჩვენ ერთის მხრივ, დავიბრუნეთ ის ტერიტორიები, რომელიც კომპანიას ჰქონდა გადაცემული, დავიბრუნეთ უფლებები და შესაბამისად, ყოველგვარი ბარიერის გარეშე შეგვიძლია პროექტის განხორციელების ეტაპზე გადავიდეთ,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დავითაშვილი შავი ზღვის კაბელზე: ეს პროექტი, ევროკავშირისთვის საქართველოს მნიშვნელობას გაზრდის

„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის შეთანხმება - ეს იქნება ჩვენთვის განსაკუთრებული პროექტი, რომელიც გაზრდის საქართველოს მნიშვნელობას  ევროკავშირისთვის“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა. „შავი ზღვის კაბელის“ პროექტზე შეთანხმების შემდეგ, საქართველოს განახლებადი ენერგიის სექტორში ინვესტიციების მოლოდინი გაჩნდა ლევან დავითაშვილის შეფასებით, ამ პროექტით საქართველო ევროკავშირისთვის უმნიშვნელოვანეს პარტნიორ ქვეყნად გადაიქცევა  ენერგოუსაფრთხოების კუთხით. „როდესაც ვსაუბრობთ ევროინტეგრაციაზე, ცალსახაა, რომ თუ ჩვენ არ ვიქნებით გარკვეული წვლილის შემტანი ევროპული ოჯახის განვითარებაში,  რამეს არ შევმატებთ მას, ჩვენი პარტნიორების მხრიდან ინტეგრაციის მიმართ მოტივაცია, დაინტერესება და ენთუზიაზმი მაღალი არ იქნება. ამიტომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებისას  ყოველთვის ასე ვსვამდით საკითხს - საქართველოს შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ევროპის განვითარების კუთხით, საქართველო არ არის მხოლოდ ბენეფიციარი ქვეყანა, არამედ ჩვენ ვიქნებით მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი, მათ შორის ეკონომიკის  მიმართულებით. ამ შემთხვევაში ძალიან აქტიურად წარმოჩინდა დაკავშირებადობის მთელი პაკეტი, რომელიც საქართველომ შესთავაზა ევროკავშირს “, - განაცხადა ეკონომიკის მინიტრმა. ელექტროგადამცემი კაბელი შავი ზღვის ფსკერზე, შესაძლოა, ანაკლიიდან რუმინეთის პორტ კონსტანცამდე გადაიჭიმოს ლევან დავითაშვილის განმარტებით, ეს არის ერთი ქოლგის ქვეშ მოქცეული ბევრი სხვადასხვა საკითხი, რომელიც ყველაზე  აქტუალური გახდა არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში - ახალი სატვირთო-სატრანზიტო ნაკადები ე.წ. შუა დერეფნის მეშვეობით; ციფრული დაკავშირებადობა - ახალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი და ინტერნეტნაკადების საქართველოს მეშვეობით  ევროპიდან აზიაში მიწოდება. მინისტრის თქმით,  ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიული პროექტი, რომელიც საქართველოს მიერ იყო ინიცირებული - შავი ზღვის ქვეშ გამავალი ელექტროდამაკავშირებელი გადამცემი მაღალი ძაბვის ხაზი. ამასთან, მისი განცხადებით, ეს პროექტი საქართველოს როლს ნამდვილად გაზრდის და ქვეყანა არამარტო სატრანზიტო ფუნქციის შესრულებით მიიღებს ეკონომიკურ სიკეთეებს, არამედ აქ წარმოებული, გენერირებული ენერგიის პირდაპირი ექსპორტი მოხდება  ევროპულ ბაზარზე, რაც საქართველოს ენერგეტიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. „რადგან ჩვენ პირდაპირ ვუკავშირდებით ელექტროენერგიის ყველაზე საინტერესო, თავისუფალ და გახსნილ ბაზარს, სადაც საქართველო ისეთივე თავისუფალ რეჟიმში ივაჭრებს, როგორც ევროკავშირის სხვა ყველა ქვეყანა, ჩავთვალოთ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ ევროკავშირის წევრები ვართ - ინვესტორებისთვის შესაძლებელი ხდება, რომ საქართველოში წარმოებული ელექტროენერგია პირდაპირ იყოს მიწოდებული მაღალმსყიდველობითი უნარის ბაზარზე. ეს არის მთავარი მოტივაცია, რომ ჩვენი ენერგოსექტორი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს საერთაშორისო ინვესტიციებისთვის“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. 17 დეკემბერს ბუქარესტში საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს მოაწერეს ხელი.  დოკუმენტი ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომელიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან, კასპიის ზონაში განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციასა და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდასთან. ოთხმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმება უზრუნველყოფს წყალქვეშა კაბელის პროექტის რეალიზაციას რუმინეთსა და აზერბაიჯანს შორის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით, განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის ტრანსპორტირებისთვის. რუმინული მხარის ცნობით, წყალქვეშა ელექტროენერგიის გადამცემი კაბელის პროექტი შავი ზღვის გავლით, ენერგეტიკის სფეროში შეთანხმების ნაწილია ევროკომისიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის და ამავე დროს, საფლაგმანო პროექტი საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგიის ნაწილი. ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს. თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტით გაიზრდება ტრანზიტისა და ვაჭრობის შესაძლებლობა ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის. აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეფასებით, ამ შეთანხმების განხორციელება მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით, ძალიან დიდი წვლილი იქნება ევროპის ენერგოუსაფრთხოების საქმეში. რუმინეთის პრეზიდენტის, კლაუს იოჰანისის განცხადებით, შეთანხმების მთავარი ამოცანა ენერგოუსაფრთხოება და რეგიონალური თანამშრომლობაა.  

სპარსეთის ყურის ეკონომიკას საქართველოსთან თანამშრომლობის ძალიან დიდი პოტენციალი აქვს - დავითაშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ სპარსეთის ყურის ეკონომიკას საქართველოსთან თანამშრომლობის ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთის სამეფოში გაემგზავრა ეკონომიკის მინისტრის თქმით, სპარსეთის ყურის ეკონომიკას გააჩნია ძალიან დიდი პოტენციალი საქართველოსთან თანამშრომლობის. „ჩვენ ვისაუბრეთ გაზრდილ ტურიზმზე საქართველოში და ტურისტულ სფეროში თანამშრომლობაზე. ვისაუბრეთ ასევე ინვესტიციებზე. ეს არის ყველაზე დიდი ეკონომიკა და მას გააჩნია დიდი ინტერესი და შესაძლებლობა, რომ საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით. ვისაუბრეთ სხვადასხვა სექტორულ მიმართულებებზე, ისეთი, როგორიც არის ენერგეტიკა, ვაჭრობა. ამ მიმართულებითაც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ძალიან დიდი პოტენციალი არსებობს. ვფიქრობ, ვიზიტი არის ძალიან წარმატებული, რადგან ვიზიტის შედეგად იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ პრემიერების მხრიდან შეიქმნას ერთობლივი სამუშაო ჯგუფები სხვადასხვა დარგობრივი მიმართულებით, წელიწადში ორჯერ მოხდეს ანგარიშგება უშუალოდ პრემიერების მიმართ იმისთვის, რომ პრაქტიკული შედეგები მივიღოთ ამ ვიზიტიდან გამომდინარე. ანუ ეს ვიზიტი უნდა იყოს ხელშესახები კონკრეტული ეკონომიკური შედეგებით. ჩვენთვის ეს არის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი. ვიზიტისას ასევე პოლიტიკურ ვითარებასაც შევეხეთ. საქართველო და საუდის არაბეთი საერთაშორისო ყველა პოლიტიკურ პლატფორმაში ერთმანეთთან თანამშრომლობენ. ჩვენ გვაქვს ურყევი მხარდაჭერა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და დამოუკიდებლობის. ეს არის წინაპირობები იმისა, რომ საქართველომ საუდის არაბეთთან თანამშრომლობით მიიღოს ხელშესახები შედეგები. ჩვენ ველოდებით უცხოურ ინვესტიციებს, გაზრდილ სავაჭრო ბრუნვას, გაზრდილ ტურისტულ ნაკადებს.ეს ყველაფერი უნდა იყოს შეუქცევადი და იმ თანამშრომლობის ჩარჩოებში, რომელზეც უმაღლეს დონეზე იქნა შეთანხმება მიღწეული“,- განაცხადა დავითაშვილმა. ამასთან, მისივე თქმით, საუდის არაბეთი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკონომიკაა. „საუდის არაბეთს ტრილიონზე მეტი მთლიანი შიდა პროდუქტი აქვს და შესაბამისად დიდი შანსი და პოტენციალია საქართველოსთან თანამშრომლობით. ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სპარსეთის ყურე ჩვენი სამიზნე ბაზარია, რადგან გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ხელსაყრელია ტურისტული ნაკადების მოზიდვა საქართველოში. განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზე. ეს არის მთიანი და ტყიანი რესურსებით მდიდარი ქვეყანა. შესაბამისად ეს არის ერთ-ერთი მიმზიდველი ფაქტორი ტურისტებისთვის. დაახლოებით 200 ათასამდე ტურისტი გვყავს და ეს არის მზარდი დინამიკა. 40-ზე მეტი ფრენა გვაქვს საუდის არაბეთთან. ეს პოზიტიური დინამიკა კიდევ უნდა გაგრძელდეს. ამაზეა საუბარი ჩვენს კოლეგებთან. რაც შეეხება ინვესტიციებს, საინვესტიციო კუთხით ვასრულებთ უმნიშვნელოვანეს შეთანხმებას ინვესტიციების დაცვისა და აღიარების შესახებ. ეს იქნება მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომ წავახალისოთ ინვესტიციები საუდის არაბეთიდან. დღეს უკვე წარმატებით ხდება უძრავ ქონებაში ინვესტიციები, თუმცა ჩვენ ვსაუბრობდით უფრო მნიშვნელოვან მსხვილ პროექტებზე, ერთობლივ თანამშრომლობაზე სხვადასხვა სფეროში. ისეთი, როგორიც არის ენერგეტიკა. იცით, რომ საუდის არაბეთი ძალიან წარმატებულია არა მხოლოდ ტრადიციული ენერგორესურსების წარმოების და ექსპორტის კუთხით, არამედ განახლებადი ენერგიების განხორციელების კუთხით მათ გამოცდილება აქვთ და გააჩნიათ რესურსები. ჩვენი მოლოდინია, რომ სწორედ განახლებადი ენერგიის ფლაგმან მსხვილ პროექტებში გვეყოლება საუდის არაბეთიდან ინვესტორები. ასევე ისეთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ პროექტებში, რომელიც ქვეყნისთვის დაკავშირებადობას ევროპასთან ზრდის. თქვენ ნახეთ, რომ საუდის არაბეთის წარმომადგენლებმა გამოთქვეს ძალიან დიდი სურვილი და მათ შორის ამაზე იყო საუბარი პრემიერ-მინისტრების შეხვედრის დროსაც“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.  

ლევან დავითაშვილმა დაასახელა ინვესტორი, რომელიც წყალტუბოში კაპიტალის განთავსებით დაინტერესდა

წყალტუბოში უცხოელი ინვესტორი, კერძოდ, კატარული კომპანია „გოლდენ თაუერ ინვესტ გრუპი“ შემოდის, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. წყალტუბოს 14 სანატორიუმიდან აუქციონზე მხოლოდ 2 გაიყიდა ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პროექტ „წყალტუბოს ახალი სიცოცხლეს“ ფარგლებში, კატარულ საინვესტიციო ჯგუფს ხუთი ობიექტი - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების მიწის ნაკვეთები  და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გადაეცემა. ვინ იყიდა აუქციონზე წყალტუბოს ორი სანატორიუმი „აუქციონზე გამოტანილი იყო ის ობიექტები, რომლებიც სახელმწიფოსთან ერთად შეისწავლა უძრავი ქონების ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა კომპანიამ. შესაბამისად, მოხდა რამდენიმე ობიექტის რეალიზაცია და საინვესტიციო შეთანხმება ქართველ ინვესტორებთან. ამ შემთხვევაში კი ჩვენ გვყავს უკვე უცხოელი ინვესტორი, რომელიც წარმოდგენილია სასტუმრო ბიზნესში და მათ აქვთ საკმაოდ ამბიციური გეგმები, რომ პროექტ „წყალტუბოს ახალი სიცოცხლეს“-ს  ფარგლებში მაღალი დონის სასტუმრო, რეკრეაციული, გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა შეიქმნას. ეს იქნება სხვადასხვა დონის, 3, 4, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროები, სადაც  ძალიან მნიშვნელოვანწილად იქნება წარმოდგენილი გამაჯანსაღებელი და სპორტული კომპონენტები იმ კვლევისა და შესწავლის შესაბამისად, რაც ჩვენ კომპანია „კოლიერსთან“ ერთად გავაკეთეთ“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. წყალტუბოში ვყიდით 50 მლნ-ის ღირებულების 14 სანატორიუმს - ირაკლი ღარიბაშვილი „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“- მასშტაბური საინვესტიციო პროექტია, რომელიც კურორტის აღდგენისა და განვითარების კონცეპტუალური გეგმის ფარგლებში ინვესტორებისთვის საპრივატიზებო აუქციონებზე  14 სანატორიუმის გამოტანას ითვალისწინებს. პროექტის თანახმად, სახელმწიფო ათეულობით ლარის ინვესტირების ვალდებულებას იღებს, რათა წყალტუბოს საერთაშორისო დონის სპა-კურორტად იქცეს. ლევან დავითაშვილის თქმით, ამ შემთხვევაში სახელმწიფო მიიღებს სწორედ იმ მიზნობრივ ინვესტიციებს, რომლებიც წყალტუბოს კურორტის გასაცოცხლებლად და ერთ-ერთ მნიშვნელოვან, მიმზიდველ ტურისტულ ცენტრად გადასაქცევადაა საჭირო. ამასთან, მისი განმარტებით, არსებობდა შემდეგი მნიშვნელოვანი წინაპირობა - სახელმწიფომ მოახდინა ძირითადი რესურსის, სამკურნალო წყლების გამოსყიდვა და დღეს ისინი ხელმისაწვდომია როგორც ამ მომსახურებით დაინტერესებული კერძო პირებისთვის, ისე ყველა იმ ბიზნესისთვის, რომელიც წყალტუბოში განახორციელებს ინვესტიციებს და გამაჯანსაღებელ ინფრასტრუქტურას განაახლებს. რაც შეეხება საინვესტიციო თანხას - ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, კატარული საინვესტიციო ჯგუფისთვის მინიმალური საპრივატიზაციო თანხა დაახლოებით 12 მლნ ლარია, 35 მილიონ ლარამდე კი საპრივატიზაციო ვალდებულებები.  

ლევან დავითაშვილის თქმით, 2023 წლიდან საქართველოში ოპერირებას პირველი ვენჩურული საინვესტიციო ფონდი დაიწყებს

„საქართველოში გაჩნდება პირველი გლობალური, ვენჩურული საინვესტიციო ფონდი, სადაც სახელმწიფო შევა თავისი კონტრიბუციით. მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ  მსოფლიოში წამყვანი ამერიკული სტარტაპ-აქსელერატორი კომპანია „500,“ ,რომელიც საქართველოში უკვე წარმატებით საქმიანობს და აქტიურად თანამშრომლობს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან, დააფუძნებს ამერიკული კანონმდებლობის შესაბამისად  ახალ ფონდს, რომელშიც სახელმწიფოც მიიღებს  მონაწილეობას სხვა კერძო ინვესტორებთან ერთად“- ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა საქართველოს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ფონდის მოცულობა, 20 მილიონი აშშ დოლარი იქნება. „ჩვენ დავინახეთ, რომ ბიზნესი საქართველოში ინოვაციებისა და სტარტაპების ტექნოლოგიების წახალისების მიმართულებით საკმაოდ არის დაინტერესებული. ვენჩურული ფონდის ჩამოყალიბებით, სადაც, როგორც აღვნიშნე, სახელმწიფოც იქნება წარმოდგენილი უშუალოდ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სახით, ჩვენ გადავდივართ თვისობრივად ახალ ეტაპზე, როდესაც სტარტაპ-ეკოსისტემას ფინანსური მხარდაჭერის ახალი, უფრო მეტად გამართული, ინსტიტუციური საშუალება უჩნდება იმ დახმარებასთან ერთად, რომლითაც, აქსელერაციის ბაზაზე ამ კომპანიებს მხარს ვუჭერთ ხოლმე და ხდება ტექნიკური შესაძლებლობების ზრდა. ამ ზრდაში მონაწილეობენ სწორედ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები, მათ შორის კომპანია „500,“   რომელიც გამორჩეული აქსელერატორია, წარმოდგენილია მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში და უკვე საქართველოშიც, სადაც 2023 წლიდან დაიწყებს ფუნქციონირებას“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. 500 Georgia არის ვენჩურული ფონდი, რომელიც დაფუძნდა 500-ის მიერ ქართულ სტარტაპებში ინვესტირების, ინოვაციების მხარდაჭერისა და შემდგომი განვითარების მიზნით. ფონდში, საქართველოს მთავრობასთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს კერძო სექტორი - ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო იქნება ფონდის პარტნიორი 5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციით. ფონდის პარტნიორებს ასევე  წარმოადგენენ „საქართველოს ბანკი,“ ახლად შექმნილი ქართული ვენჩურული ფონდი „ისარი“ და სხვა ადგილობრივი კერძო ინვესტორები. ვეჩურული კაპიტალის ეს არის კერძო ინვესტირების სახეობა, რომელიც ხორციელდება მაღალი ზრდის პოტენციალის მქონე პერსპექტიულ კომპანიებში. ვენჩურული კაპიტალი - ტერმინი აღნიშნავს ინვესტორის მიერ გრძელვადიანი ინვესტიციის განხორციელებას პოტენციურად წარმატებულ სტარტაპში. ასეთია ტერმინის მოკლე და მშრალი განმარტება. რეალურად კი, ვენჩურული კაპიტალის კომპანიების მთავარ მიზანს არამხოლოდ განხორციელებული ინვესტიციის დროის მოცემულ მომენტში ამოგება, არამედ ინვესტირებული კომპანიის იდეის, კონცეფციისა და პროდუქტის/სერვისის განვითარება წარმოადგენს. ვენჩურული კაპიტალის კომპანიების მთავარი მიზანი არის მიიღონ დიდი მოგება 5-10 წლიანი ინვესტირების გზით. ვენჩურულ ინვესტორთა მიზანი დამწყები, პერსპექტიული ახალგაზრდების აღმოჩენაა, მათ სტარტაპ კომპანიებში ფინანსების დაბანდება და გრძელვადიანი მოგების გათვლა.  

ლევან დავითაშვილი: ანაკლიის პროექტზე, ჩვენ უკვე იანვარ-თებერვალში დავიწყებთ ინტერესთა გამოხატვის შედეგად პოტენციური პარტნიორი ინვესტორების შერჩევას

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილიმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვუში განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტისთვის, იანვარ-თებერვალში ინტერესთა გამოხატვის შედეგად პოტენციური პარტნიორი ინვესტორების შერჩევას დაიწყებენ და პროექტი სამ ეტაპად განხორციელდება.  ბენ ჰოჯესი: შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის მთავარი ნაწილი ანაკლიის პორტის მშენებლობა იქნება პირველი ეტაპის სამუშოები $300 მილიონი დაჯდება. რაც შეეხება დაფინანსების წყაროებს, როგორც ვიცე-პრემიერი ამბობს, ამის რესურსები სახელმწიფოს გააჩნია. თანხა შესაძლოა, საპენსიო ფონდიდანაც გამოიყენონ, რადგან ეკონომიკაში ეს ფონდი ზუსტად ამ როლს ასრულებს. „ჩვენ უკვე იანვარ-თებერვალში დავიწყებთ ინტერესთა გამოხატვის შედეგად პოტენციური პარტნიორი ინვესტორების შერჩევას. როგორც პრემიერმაც გამოაცხადა, სახელმწიფოს როლი იქნება წამყვანი ამ პროექტის განხორციელებაში. ვფიქრობ, რომ ეს იქნება ხელისუფლების აბსოლუტურად მართებული და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება. კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი შემდგომ ეტაპებზე დაზუსტდება პროექტის თანხები. სხვადასხვა ეტაპია ანაკლიის პორტის განვითარების, დაახლოებით სამი გამოყოფილი ეტაპი. პირველი ეტაპისთვის ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს შეიძლება დაჯდეს 300 მლნ დოლარი. რაც შეეხება დაფინანსების წყაროებს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამის რესურსები სახელმწიფოს გააჩნია. მათ შორის სახელმწიფო საწარმოების კუთხით და სახელმწიფო საწარმოები, რომლებსაც შეუძლიათ მსგავსი ტიპის პროექტების თანადაფინანსებაში მონაწილეობის მიღება. ვფიქრობთ, რომ მათ ჯანსაღი, კარგი ფინანსური მდგომარეობა აქვთ იმისთვის, რომ მოიზიდონ ფინანსური რესურსები, როგორც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისგან, ისე ჩვენ გვაქვს შიდა რესურსები, რომლის გამოყენებაც შეგვიძლია. ჩვენ გრძელვადიან სტრატეგიულ პროექტებში ვფიქრობთ, რომ გამოვიყენებთ გრძელვადიან დანაზოგებს, რომელიც იგივე საპენსიო ფონდიდან შეიძლება მომდინარეობდეს და კომბინაციაში ჩვენ ამ ფინანსების მობილიზებას უპრობლემოდ შევძლებთ. ესეც შეფასებული გვაქვს. თანხა შესაძლოა, რომ საპენსიო ფონდიდანაც გამოვიყენოთ, ზუსტად ეს არის მიზანი, ამ როლსაც ასრულებს ეკონომიკაში ეს ფონდი. არსებობს გრძელვადიანი დაფინანსების წყარო, რომელიც უნდა იყოს მიმართული გრძელვადიანი სტრატეგიული პროექტების შესაქმნელად. იცით, რომ ბოლოს განხორციელებული ცვლილებებით, საპენსიო ფონდს ვაძლევთ საშუალებას, ასეთი ტიპის ინვესტიციების განხორციელება შეძლოს. ვფიქრობ, რომ 2023 წლის განმავლობაში, სამშენებლო სამუშაოების ეტაპზე უნდა გადავიდეთ. მთელი წლის განმავლობაში, პოტენციურ პარტნიორებთან და ინვესტორებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და ძალიან ბევრი დაინტერესებული მხარეა“, - განაცახდა ლევან დავითაშვილმა. მისივე თქმით, მთლიანობაში, ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას კი 10 წელზე მეტი დასჭირდება. „პირველ ეტაპს დასჭირდება ალბათ, დაახლოებით ორი- სამი წელი. რაც შეეხება პროექტის მთლიანად განხორციელებას, რა თქმა უნდა, გრძელვადიანია. ათ წელზე მეტს მოიცავს. იქიდან გამომდინარე, თუ რამდენი იქნება დატვირთვა, უნდა მოხდეს პროექტის მეორე და მესამე ეტაპის სამუშაოების შესაბამისად დაგეგმვა. ესეც არის განსაზღვრული წინასწარ საპროექტო დოკუმენტაციაში, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ. მნიშვნელოვანია, რომ მალევე დავიწყოთ სამუშაოები. არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწროთ, მაგრამ ვფიქრობთ, რომ საკმაოდ ოპერატიულად შევძლებთ ინფრასტრუქტურის შექმნას. ბუნებრივია, ეს ერთ დღეში არ შეიქმნება. საბოლოოდ, ეს იქნება დამატებითი საპორტო ინფრასტრუქტურა, რომელიც უბრალოდ უნდა ქმნიდეს უკეთეს კონკურენტულ გარემოს შავ ზღვაზე, განსაკუთრებით, ჩვენს დერეფანში. ჩვენი დერეფნის კონკურენტუნარიანობას უნდა უწყობდეს ხელს და მერწმუნეთ, ასეც იქნება“, - განაცხადა დავითაშვილმა.  შეგახსენებთ, 12 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 51% სახელმწიფოს საკუთრება იქნება. ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების სავარაუდო პერიოდი დაასახელა. 28 ნოემბერს, ამერიკის ელჩმს კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტით რამდენიმე კვალიფიციური ოპერატორი დაინტერესდა. ინფორმაციისთვის, 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი ალექს მუნი: ამერიკა-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა სენატორი რობ პორტმანი ანაკლიაზე: პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის მაშინ გიორგი კვირიკაშვილი აცხადებდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს განაცხადა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს. ასევე გაეცანით NATO შავი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის პორტების განვითარებას მიესალმება

ლევან დავითაშვილი შავი ზღვის კაბელის პროექტზე: საქართველოს ენერგეტიკაში ინვესტირება პროგნოზირებადი გახდება. პირდაპირ შეძლებენ წარმოებული ენერგიის ევროპულ ბაზარზე გატანას

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილიმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვუში განაცხადა, რომ დღეს ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის საქართველოს განსაკუთრებული როლი გააჩნია. რას მოიცავს „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ და რა სარგებელს მიიღებს საქართველო „ეს არ არის მხოლოდ ელექტროენერგიით მომარაგება, ეს არის მათ შორის გაზით, ნავთობპროდუქტებით და ა.შ. ეს პროექტი, პირველ რიგში, ჩვენთვის იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან საქართველოს ენერგეტიკის, ენერგოსისტემის დაკავშირება მოხდება ევროპის ბაზართან“, - აღნიშნა დავითაშვილმა. მისივე თქმით, ევროპის ბაზართან დაახლოების მიზნით საქართველომ უკვე გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები. „ჩვენ ვართ ენერგოგაერთიანების შეთანხმების წევრი. ეს არის საქართველოს მიერ ინიცირებული პროექტი, რომლის შედეგადაც საქართველოს ენერგეტიკული სექტორი გახდება უფრო მიმზიდველი ინვესტორებისთვის. მათთვის საქართველოს ენერგეტიკაში ინვესტირება პროგნოზირებადი გახდება. პირდაპირ შეძლებენ წარმოებული ენერგიის ევროპულ ბაზარზე გატანას.  როდის დასრულდება შავი ზღვის კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა, რომელსაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს ამასთან, საქართველოს განახლებადი ენერგიისა და მწვანე ენერგიის წარმოების კუთხით დიდი პოტენციალი გააჩნია. ეს არის მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი მოტივაცია, რის გამოც, ჩვენ ამ პროექტის ინიცირება მოვახდინეთ. რაც შეეხება იმას, რომ საქართველო სატრანზიტო ფუნქციას შესრულებს, ეს უკვე არის დამატებითი სიკეთე. საქართველო არის მთავარი ქვეყანა რუმინეთთან ერთად. ამ პროექტის ინიცირება დავიწყეთ ორი წლის წინ. დღეს ეს პროექტი გააქტიურდა, იმიტომ, რომ ევროპას დაუდგა ენერგოსაჭიროება. აშშ შავი ზღვის კაბელის პროექტს მხარს უჭერს NATO შავი ზღვის კაბელის პროექტზე: ეკონომიკისა და უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს მივესალმებით აქ არანაირ კონსპირაციებზე არ გვინდა საუბარი. საქართველოს ხელისუფლებას აქვს იმხელა პასუხისმგებლობა საქართველოს მოსახლეობის მიმართ, რომ ჩვენ უპასუხისმგებლო ნაბიჯებს არ ვდგამთ და არ გადავდგამთ“, - აღნიშნა დავითაშვილმა.  ინფორმაციისთვის, 17 დეკემბერს ხელმოწერილი დოკუმენტი ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომლებიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან, კასპიის ზონაში განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციასა და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდასთან. ოთხმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმება უზრუნველყოფს წყალქვეშა კაბელის პროექტის რეალიზაციას რუმინეთსა და აზერბაიჯანს შორის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით, განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის ტრანსპორტირებისთვის. რუმინული მხარის ცნობით, წყალქვეშა ელექტროენერგიის გადამცემი კაბელის პროექტი შავი ზღვის გავლით, ენერგეტიკის სფეროში შეთანხმების ნაწილია ევროკომისიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის და ამავე დროს, საფლაგმანო პროექტი საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგიის ნაწილი. ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს. თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტით გაიზრდება ტრანზიტისა და ვაჭრობის შესაძლებლობა ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის. აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეფასებით, ამ შეთანხმების განხორციელება მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით, ძალიან დიდი წვლილი იქნება ევროპის ენერგოუსაფრთხოების საქმეში. რუმინეთის პრეზიდენტის, კლაუს იოჰანისის განცხადებით, შეთანხმების მთავარი ამოცანა ენერგოუსაფრთხოება და რეგიონალური თანამშრომლობაა. 19 დეკემბერს დღეს გახდა ცნობილი, რომ საუდის არაბეთმა გამოთქვა სურვილი, აზერბაიჯანიდან ევროპაში „მწვანე“ ელექტროენერგიის ექსპორტის პროცესს შეუერთდეს. ამ დრომდე ოფიციალურად არ თქმულა, საქართველოს რომელი რეგიონიდან უნდა დაწყებულიყო ელექტროგადამცემი კაბელის შავი ზღვის ფსკერზე განთავსება, თუმცა უკრაინულმა მედიამ გარკვეული ვერსია უკვე განიხილა. კერძოდ, delo.ua-ს ცნობით, არის მოლოდინი, რომ ელექტროგადამცემი კაბელი (რომლის მთლიანი სიგრძე დაახლოებით 1195 კმ. (95 კმ. სახმელეთო და 1100 კმ. წყალქვეშა ნაწილი) ხოლო სიმძლავრე - 1000 მგვტი იქნება), შავი ზღვის ფსკერზე, სოფელ ანაკლიიდან რუმინეთის პორტ კონსტანცამდე გადაიჭიმება.  

შუა დერეფნის მიმართ გაიზარდა ინტერესი, გეოპოლიტიკურმა ვითარებამ მოახდინა ტვირთის ნაკადების გადამისამართება - ლევან დავითაშვილი

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილიმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვუში განაცხადა, რომ საქართველოში, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა შიდა და გარე ფაქტორებს უკავშირდება  ტრანსკასპიური დერეფნის მარშრუტის განვითარებითვის, ყაზახეთი, აზერბაიჯანი და საქართველო ერთობლივი საწარმოს შექმნაზე მუშაობენ ამ კუთხით, საინტერესოა შუა დერეფანი, რომლის მიმართაც გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე ინტერესი გაიზარდა. „საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველადაა, როცა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს მიყოლებით. ეს არ იყო მარტივი მისაღწევი.  განსაკუთრებით ომიდან გამომდინარე, გაურკვევლობის ფაქტორი ძალიან დიდი იყო, თუმცა რა შესაძლებლობებიც გაჩნდა, სახელმწიფომ იმ შესაძლებლობების მაქსიმალურად ეფექტიანი გამოყენება მოახერხა. ჩვენი ეკონომიკური ზრდა განპირობებული იყო როგორც შიდა, ასევე გარე ძლიერი მოთხოვნით და ჩვენ მოვახდინეთ იმ ფაქტორების მაქსიმალურად გამოყენება, რომელიც ხელთ გვქონდა. პირველ რიგში, შუა დერეფნის მიმართ გაიზარდა ინტერესი, გეოპოლიტიკურმა ვითარებამ მოახდინა ტვირთის ნაკადების გადამისამართება. ეკონომიკურ ზრდასა და სხვადასხვა სექტორს როცა ვუყურებთ, ერთ-ერთი განმაპირობებელია სატრანსპორტო დასაწყობების მომსახურება, სადაც მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს, იმიტომ, რომ ჩვენს დერეფანში ტვირთნაკადი გაიზარდა. ასევე, ტურისტული ნაკადების სწრაფი აღდგენა მოვახერხეთ. იცით, რომ ამ მიმართულებით, ნოემბრის თვის მონაცემებით, ჩვენ 2019 წლის მონაცემებსაც გადავასწარით. ქვეყანამ 3.2. მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. ეს განპირობებულია იმით, რომ სამინისტროს პოლიტიკა გვაქვს სრულად ადეკვატური. ჩვენ დავკარგეთ გარკვეული ტურისტული ბაზრები, მათ შორის ტრადიციული ბაზრები, ისეთი, როგორიცაა უახლოესი მეზობლები, რუსეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, თუმცა მოვახერხეთ, იგივე სპარსეთისა და ახლო აღმოსავლეთიდან დამატებითი ტურისტული ნაკადების შექმნა, რამაც თანხაში საშუალება მოგვცა, რომ 2019 წელთან მიმართებით ტურისტული სექტორი სრულად აღგვედგინა. ასევე, გაზრდილია ექსპორტი და ექსპორტის ზრდა საკმაოდ შთამბეჭდავია. 31%-ით გაიზარდა მიმდინარე წელს ექსპორტი და 5 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა. შესაბამისად, ექსპორტის ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელი გვაქვს. პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიც უნდა აღინიშნოს - პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, 1.7 მლრდ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ფიქსირდება და ესეც რეკორდულად მაღალია, გაორმაგებულია წინა წელთან შედარებით“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. შეგახსენებთ რომ (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის და შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. TMTM -ის ასოციაციის წევრია 8 ქვეყნის 20 კომპანია, მათ შორის რკინიგზის ადმინისტრაციები, პორტები, გადაზიდვები და ლოგისტიკური კომპანიები.  

ლევან დავითაშვილი რუსეთიდან კომპანიების რელოკაციეზე: ეს აბსოლუტურად ლეგალური ბიზნესებია

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილიმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვუში განაცხადა, რომ საქართველოში უცხოური ბიზნესების რელოკაცია დადებითი ტენდენციაა. ამასთან აღნიშნა, რომ საქართველოში ხდება აბსოლუტურად ლეგალური ბიზნესების რეგისტრაცია. „რაც შეეხება ბიზნესებს, რომელიც საქართველოში შემოდის, ეს არის აბსოლუტურად ლეგალური ბიზნესები. ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზეც, რომ საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც მოღვაწეობენ რუსეთში, თავიანთი სერვისებისა და ოფისების გადმოტანა და რელოკაცია მოეხდინათ. ასევე, დარეგისტრირებული ბიზნესებიდან 1%-ზე ოდნავ მეტია, სადაც რუსული კაპიტალი მონაწილეობს. შესაბამისად, ესეც ძალიან მცირე რაოდენობაა საერთო ბიზნესებში და ეს ვერანაირ საფრთხეს, რა თქმა უნდა, ვერ უნდა წარმოადგენდეს. აქაც შეიძლება აღინიშნოს, რომ უმრავლესობა, როდესაც ვსაუბრობთ რუსული კაპიტალით შექმნილ ბიზნესებზე, არის ეთნიკურად ქართველების მიერ დაარსებული ბიზნესები, რომლებიც რუსეთიდან საქართველოში გადმოდიან. რაც შეეხება სტატისტიკას, დაახლოებით 900 ათასი რეგისტრირებული კომპანიიდან 10 ათასამდეა, სადაც რუსეთის მოქალაქეების გარკვეული მონაწილეობაა მთლიანად საქართველოში, არა მხოლოდ ამ პერიოდში. ჩვენ რასაც ვუყურებთ, ან არის უცხოური კომპანიების ოფისები, რომლებიც, პირველ რიგში, ყველაზე მეტად იყვნენ დაინტერესებულები, რომ რუსეთიდან მოეხდინათ რელოკაცია, ან კომპანიები, რომლებიც შექმნილია, ძირითად, ეთნიკურად ქართველების მიერ, რომლებიც მოგვმართავენ ხოლმე საინვესტიციო ბინადრობაზეც“, - აღნიშნა დავითაშვილმა.   

ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველოდან დასანქცირებული პროდუქტის რეექსპორტი გამორიცხულია

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილიმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვუში განაცხადა, რომ საქართველოს შეუძლია ჰაბის როლი შეასრულოს რეგიონში, რაზეც ბოლო დროს განვითარებული რეექსპორტის ტენდენცია მიუთითებს.  „არამხოლოდ რუსეთსა და სომხეთში, რეექსპორტი სხვა ქვეყნების მიმართულებითაც გაზრდილია. ექსპორტთან ერთად, რეექსპორტიც მნიშვნელოვნად გაზრდილია. ეს ერთ რამეზე მიუთითებს - საქართველოს ეკონომიკური კუთხით ყოველთვის შეეძლო დამაკავშირებელი როლის შესრულება. როცა საქართველოს ეკონომიკურ ფუნქციაზეა ვსაუბრობთ, საქართველოს შეუძლია ჰაბის როლი შეასრულოს რეგიონში, შესაბამისად, ექსპორტის და რეექსპორტის ოპერაციები არის ზუსტად ამ ჰაბის ფუნქციის ნაწილი. ასე ხდება ისეთ ეკონომიკებში, რომლებსაც აქვთ გარკვეული დამაკავშირებელი როლი რეგიონში და საქართველოს აქვს ბუნებრივი უპირატესობა, რომ ეს როლი შეასრულოს. ეს არის დამატებითი შემოსავალი ჩვენს ეკონომიკაში. დარწმუნებული ვარ, საქართველო კიდევ უფრო ძლიერად შეასრულებს ამ ფუნქციას, იქნება ჰაბი. ამისთვის ბევრი რამაა საჭირო. გვჭირდება უფრო მეტად ადეკვატური სტრუქტურა, კომპეტენციები, რაც ეტაპობრივად იზრდება ქვეყანაში, რომ მეტი რეექსპორტი, მეტი პროდუქციის დასაწყობება და გადამისამართება მოახდინოს საქართველომ და არამხოლოდ ადგილობრივი წარმოების ექსპორტზე გვქონდეს ორიენტირება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ეკონომიკისა და ეკონომიკური ზრდისთვის, არამედ მათ შორის, რეექსპორტის ოპერაციებისთვისაც“, - განაცახდა ლევან დავითაშვილმა. მისივე თქმით, საქართველოში სანქციების გვერდის ავლით ტვირთების რეექსპორტი გამორიცხულია.  „თუ თქვენ გულისხმობთ იმას, რომ აქ შეიძლება რაიმე ტიპის სანქციების გვერდის ავლას ჰქონდეს ადგილი, ეს აბსოლუტურად გამორიცხულია. ჩვენი საბაჟო ოპერაციები არის ტრანსფარენტული, გახსნილი, კონტროლის სისტემები, რომელიც დღეს საქართველოს გააჩნია, არის აღიარებული საუკეთესო პრაქტიკად საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. გამორიცხულია რაიმე ტიპის გვერდის ავლაზე ან დასანქცირებული პროდუქტის რეექსპორტზე საუბარი“, - აღნიშნა დავითაშვილმა.  

ლევან დავითაშვილი: ანაკლიით მსოფლიოს TOP-5 საპორტო ოპერატორია დაინტერესებული

2022 წლის განმავლობაში მსოფლიოს TOP-10 საპორტო ოპერატორიდან ხუთთან გვქონდა დიალოგი; მათ პროექტში მონაწილეობაზე მზადყოფნა და დაინტერესება გამოთქვეს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა BMGtv-ის გადაცემა „რედაქტ2“-ში განაცხადა.  ლევან დავითაშვილი: ანაკლიის პროექტზე, ჩვენ უკვე იანვარ-თებერვალში დავიწყებთ ინტერესთა გამოხატვის შედეგად პოტენციური პარტნიორი ინვესტორების შერჩევას „მათ საკმაოდ დიდი ინფორმაცია გააჩნიათ, არც უცხოები არიან ამ პროექტთან მიმართებით, ეს არის სინგაპურის პორტის ოპერატორი API, ეს არის დუბაის პორტები, აბუ დაბის პორტების კორპორაცია - პროექტს ყველა იცნობს და გიდასტურებთ, რომ ყველა ოპერატორი ამ პროექტით დღეს დაინტერესებულია, თუმცა ახალი პორტი შეიძლება სულ სხვა კონფიგურაციით მივიღოთ“, - განაცხადა დავითაშვილმა. ბენ ჰოჯესი: შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის მთავარი ნაწილი ანაკლიის პორტის მშენებლობა იქნება კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი შეგახსენებთ, 12 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 51% სახელმწიფოს საკუთრება იქნება. ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების სავარაუდო პერიოდი დაასახელა. 28 ნოემბერს, ამერიკის ელჩმს კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტით რამდენიმე კვალიფიციური ოპერატორი დაინტერესდა. ინფორმაციისთვის, 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი ალექს მუნი: ამერიკა-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა სენატორი რობ პორტმანი ანაკლიაზე: პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის მაშინ გიორგი კვირიკაშვილი აცხადებდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს განაცხადა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს. ასევე გაეცანით NATO შავი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის პორტების განვითარებას მიესალმება  

ლევან დავითაშვილი: საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო ბრუნვა, მილიარდ დოლარს გადაცდა

ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტიურია ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირები, მათ შორის, სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და შარშანდელი წლის პირველი თერთმეტი თვის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა მილიარდ დოლარს გადაცდა, 70%-იანი ზრდა გვაქვს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, სომხეთში ვიზიტისას განაცხადა. მისი თქმით, ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანი დინამიკა ფიქსირდება ტრანსპორტის, ლოგისტიკის და გადაზიდვების მიმართულებით. „მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის ფარგლებში განვიხილეთ ეკონომიკური თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულება. ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტიურია ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირები, მათ შორის, სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და შარშანდელი წლის პირველი თერთმეტი თვის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა მილიარდ დოლარს გადაცდა, 70%-იანი ზრდა გვაქვს. ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანი დინამიკა ფიქსირდება ტრანსპორტის, ლოგისტიკის, გადაზიდვების მიმართულებით, სადაც 30%-ზე მეტია ტვირთბრუნვა ქვეყნებს შორის. ასევე გაზრდილია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე აღდგენის დინამიკა შეინიშნება ტურისტული ნაკადების კუთხით. 700 000-მდე ვიზიტორი გვყავდა ჩვენ სომხეთის რესპუბლიკიდან 2022 წელს საქართველოში. ზოგადად, მზარდია ტურისტული ნაკადი და საქართველოს ტურისტულ ბაზრებს შორის სომხეთი მესამე ადგილს იკავებს. ასე, რომ თანამშრომლობის ბევრი მიმართულება აკავშირებს საქართველოს და სომხეთს ერთმანეთთან. ჩვენ ვისაუბრეთ ასევე ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაზე. იმ პოტენციალზე და შესაძლებლობებზე, რომ ორივე ქვეყანამ შეიძლება აწარმოოს ელექტროენერგია, ხელი შევუწყოთ ერთმანეთის ენერგოდამოუკიდებლობას და უსაფრთხოებას და ასევე გამოვიყენოთ ის ახალი შესაძლებლობები, რომელიც საქართველოს უჩნდება ევროპასთან დაკავშირების კუთხით ელექტროენერგიის ტრანზიტის და ვაჭრობის კუთხით. ასე, რომ ეს დატვირთული დღის წესრიგი მომავალში თანამშრომლობის კარგ პერსპექტივებს ქმნის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.   

დავითაშვილი დავოსის სამიტზე: საქართველოში ინვესტირებით საკმაოდ ბევრი კომპანია ინტერესდება

საკმაოდ ბევრია დაინტერესებული კომპანია, რომელიც 2023 წლის განმავლობაში პოზიტიურ გადაწყვეტილებებს მიიღებს საქართველოში ინვესტირების კუთხით, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, დავოსში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრთან ერთად ეკონომიკურ ფორუმზე იმყოფება. Bloomberg: დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი რუსი მილიარდერების გარეშე ჩატარდება მისი თქმით, ქართული დელეგაცია ინვესტორ კომპანიებთან ინტენსიურ შეხვედრებს მართავს. „დავოსის ეკონომიკური ფორუმი ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს. ძალიან ინტენსიური შეხვედრები იმართება ინვესტორ კომპანიებთან. ჩვენ გვქონდა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების განხილვა ძალიან ბევრ დაინტერესებულ კომპანიასთან. იმ კომპანიებთან, რომლებიც საქართველოში წარმატებით მოღვაწეობენ და არის შანსი, რომ მათ გააფართოვონ თავიანთი საინვესტიციო პროექტები საქართველოში, ასევე იმ კომპანიებთან, რომლებიც ჯერ რეგიონში არ არიან წარმოდგენილები. ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს გავლით, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი შუა დერეფანი სულ უფრო მიმზიდველი ხდება ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე, ასევე იმ გეოგრაფიულ შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოს გააჩნია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბოლო მოვლენების ფონზე ცენტრალური დერეფნით დაინტერესება საერთაშორისო გადამზიდავი კომპანიების. ჩვენ ვისაუბრეთ ძირითად სტრატეგიულ პროექტებზე, რომელიც გულისხმობს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. ასევე, ენერგეტიკის მიმართულებებზე, ზოგადად, სტუმარმასპინძლობის სფეროზე და სხვადასხვა დარგზე, სადაც საქართველოს მართლაც გამორჩეული პოტენციალი გააჩნია. ასევე განსაკუთრებით აღსანიშნავია ევროკავშირთან ახალი დღის წესრიგი, რაც გულისხმობს დაკავშირებადობის აქტუალობას. ამაზე ევროკავშირის ხელმძღვანელმაც, პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმაც ისაუბრა. საუბარია ახალ დამაკავშირებელ შავი ზღვისქვეშა კაბელზე,. რომელიც საქართველოს ენერგოსისტემას ევროპასთან პირდაპირ დააკავშირებს და შესაძლებლობებზე, რომელიც საინვესტიციო კუთხით ჩნდება. მე ვფიქრობ, საკმაოდ ბევრია დაინტერესებული კომპანია, რომელიც 2023 წლის განმავლობაში პოზიტიურ გადაწყვეტილებებს მიიღებს საქართველოში ინვესტირების კუთხით“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში 16 იანვარს გაიხსნა.   

„ამაზონს“ საქართველოში დატა-ცენტრის შექმნა შევთავაზეთ - ლევან დავითაშვილი

„მსოფლიოს უმსხვილეს ონლაინ-სავაჭრო პლატფორმა „ამაზონს“ შევთავაზეთ, რომ განიხილონ შესაძლებლობა საქართველოში „ამაზონის“ ვებსერვისების (AWS) რეგიონული მონაცემთა ცენტრის მოწყობისთვის“ - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კომპანია „ამაზონის“ ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.  ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, იმ მნიშვნელოვან საკითხებს შორის, რაზეც „ამაზონის“ ვიცე-პრეზიდენტთან ისაუბრა, არის საქართველოში ციფრული ეკონომიკის განვითარების მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებული მდგომარეობა, ციფრული ტრანსფორმაციის, ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარება,  სამინისტროს პრიორიტეტები და საქართველოში ციფრული მიმართულებით არსებული საკანონმდებლო გარემო, რომელიც ევროკავშირის რეგულაციებთან მაქსიმალურად არის დაახლოებული და ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გრძელდება. „ჩვენი შეთავაზებაა, რომ „ამაზონმა“ საქართველო განიხილოს როგორც მონაცემთა გაცვლის ერთ-ერთი ჰაბი და შეისწავლოს საქართველოში დატა-ცენტრის შექმნის  შესაძლებლობა. ასევე ვისაუბრეთ თანამშრომლობის სხვა მიმართულებებზე, მათ შორის ციფრულ ტრანსფორმაციაში „ამაზონის“ დახმარებაზე საქართველოს ხელისუფლების მიმართ, კადრების მომზადებისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. მისივე განცხადებით, საქართველოში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) კომპანიებისთვის არსებობს მიმზიდველი ბიზნესგარემო, საგადასახადო სისტემა, ხელსაყრელი სავაჭრო რეჟიმები, თავისუფალი ინდუსტრიული ზონები და იაფი ელექტროენერგია, რაც კარგად განვითარებულ საერთაშორისო ფართოზოლოვან და შიდა ინტერნეტკავშირებთან ერთად მნიშვნელოვანია და საქართველოს მიმზიდველ ადგილად აქცევს ტექნოლოგიური გიგანტების მონაცემთა გაცვლის ცენტრების შესაქმნელად. ლევან დავითაშვილმა და მაიკლ ფუნკემ ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები დავოსში განიხილეს, სადაც საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე იმყოფება. შეგახსენებთ, რომ დავოსში მსოფლიო ეკნომიკური ფორუმი 16 იანვარს გაიხსნა და 20-ში დასრულდება.   

ლევან დავითაშვილი: ჩვენ დავოსის ფორმატი გამოვიყენეთ, მათ შორის ანაკლიის პროექტისთვის პოტენციურ პარტნიორებთან სასაუბროდ

ჩვენ დავოსის ფორმატი გამოვიყენეთ, მათ შორის ანაკლიის პროექტისთვის პოტენციურ პარტნიორებთან სასაუბროდ. ჩვენ ფორმალურ პროცესს, კერძო და საჯარო თანამშრომლობის კანონმდებლობის შესაბამისად, უკვე მომავალი კვირიდან დავიწყებთ, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. „ინტერესთა გამოხატვის ეტაპზე, ჩვენ ფორმალურად შევარჩევთ დაინტერესებულ კომპანიებს, თუმცა არაფორმალურად ჩვენ ბევრ კომპანიასთან გვაქვს კომუნიკაცია. დარწმუნებულები ვართ, რომ შემდგომში გვეყოლება საიმედო და საინტერესო ინვესტორი პარტნიორი. იქიდან გამომდინარე, თუ ვინ იქნება ჩვენთვის ყველაზე მისაღები, ისევ და ისევ საქართველოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, იმ კომპანიასთან გვექნება თანამშრომლობა“, - განაცხადა დავითაშვილმა. ამ დროისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფოს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან„ საარბიტრაჟო დავა 6 მლნ 900 ათასი ლარი დაუჯდა.  2022 წლის 1 თებერვალს საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი დღეს საქართველოსთვის ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობას წარმოადგენს.  2021 წლის 6 ივლისს  აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ფილიპ რიკერმა Europetime-ს განიცხადა, რომ ანაკლიის პორტი ეს არის უდიდესი შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად.  2021 წლის 4 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ახალ ტენდერს გამოაცხადებს.  ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა (ADC) და მისმა ჰოლანდიელმა ინვესტორმა, ბობ მეიერმა საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სარჩელი შეიტანეს. სარჩელის შეტანა 2020 წლის 30 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ტედ ჯონასმა და იურიდიული ფირმის, BLC-ის მმართველმა პარტნიორმა ქეთევან ქვარცხავამ დააანონსეს. 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს. მაშინ კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს თქვა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს. ასევე წაიკითხეთ  ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა  

ლევან დავითაშვილმა ლიეტუველ კოლეგასთან, შუა დერეფნის სატრანზიტო შესაძლებლობები განიხილა

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რომელიც სამუშაო ვიზიტით ლიეტუვაში იმყოფება, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრ მარიუს სკუოდისთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.  შეხვედრაზე მხარეებმა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სექტორებში, როგორც ორმხრივ, ასევე რეგიონულ და საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებულად ხაზი გაესვა თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას ევროკავშირთან. აღინიშნა, რომ რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე, დღის წესრიგში დადგა ტრანზიტის მარშრუტების დივერსიფიკაციის აუცილებლობა და მოთხოვნა გაიზარდა ტვირთების მიწოდების ალტერნატიულ მარშრუტებზე. ქართულმა მხარემ ისაუბრა შუა დერეფნის სატრანზიტო შესაძლებლობებსა და ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებზე. აღინიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია ევროპა - აზიის დამაკავშირებელი ე.წ. შუა დერეფნის მეტად განვითარებით და მარშრუტის სხვა მონაწილეებთან ერთად აქტიურად მუშაობს სატრანზიტო ტვირთების მოსაზიდად. მნიშვნელოვანი სატრანსპორტო - ლოგისტიკური პროექტების ჩამონათვალში, ქართულმა მხარემ დაასახელა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი, რომლის მშენებლობაც ქვეყნის მთავრობის პრიორიტეტებს შორისაა. მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობა სამოქალაქო ავიაციის სექტორში, მათ შორის, როგორც მგზავრთა გადაყვანის, ისე კარგო მიმართულებით. აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას პირდაპირი ავიამიმოსვლის დანიშვნა თბილისსა და ვილნიუსს შორის დამატებით სტიმულს მისცემს. შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება თანამშრომლობაზე ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში. აღინიშნა, რომ ორივე ქვეყანა მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს ქვეყნების ინტერნეტიზაციისა და ციფრული სერვისების განვითარების მიმართულებით. ამასთან, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ციფრული სატრანზიტო დერეფნის (ჰაბის) განვითარების მნიშვნელობაზე. ქართულმა მხარემ ინფორმაცია მიაწოდა ლიეტუველ კოლეგებს, რომ აღნიშნული პროექტი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია და მოიცავს, ერთი მხრივ, შავი ზღვის გავლით ევროპა - აზიის დამაკავშირებელი მაგისტრალის, და მეორე მხრივ, საქართველოში რეგიონული დატა - ცენტრების განვითარებას.  

ვიწყებთ სამუშაო პროცესს იმის დასადგენად, რა სივრცეები არსებობს ძირითად სასურსათო პროდუქტებზე ფასების შესამცირებლად - დავითაშვილი

ვიწყებთ სამუშაო პროცესს იმის დასადგენად, რა სივრცეები არსებობს ძირითად სასურსათო პროდუქტებზე ფასების შესამცირებლად, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ გვსურს, რომ თავისუფალი ბაზრისა და კონკურენციის პირობებში ყალიბდებოდეს ფასები და ეს ფასები იყოს უფრო მეტად მისაღები, ვიდრე დღეს არის“,- აღნიშნა დავითაშვილმა.მინისტრი მთავრობის მეთაურის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მოსახლეობას თითქმის 100%-იანი ფასნამატით უწევს ძირითადი სასურსათო პროდუქტების შეძენა, რაც კატეგორიულად მიუღებელია. „პრემიერმა აღნიშნა, რომ მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა არის გაზრდილი ფასები. ეს არ არის მხოლოდ ზოგადი ინფლაციური პროცესებიდან გამომდინარე. გამოითქვა ეჭვი, რომ შესაძლებელია ზოგიერთ სექტორში ადგილი ჰქონდეს კონკურენციის შეზღუდვას, აქედან გამომდინარე, კონკურენციის სააგენტოს დაევალა მოკვლევა გაეკეთებინა და ჩვენ განვიხილეთ წინასწარი შედეგები. ამასთან დაკავშირებით გვექნება მუშაობა და მივიღეთ პრემიერის დავალება, რომ სამმა სამინისტრომ მოახდინოს ძირითადი სასურსათო პროდუქტების ფასების და მათ შორის, მარჟების მუდმივი მონიტორინგი“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა. მინისტრის თქმით, უნდა მოხდეს დეტალური შესწავლა და გამოირიცხოს გარიგებისა და შეთანხმების ყველა ფაქტი, რომელიც შეიძლება მოქმედებდეს ფასებზე და იწვევდეს ფასების ხელოვნურად გაზრდას. „შესაბამისი სამინისტროების ანალიტიკური ჯგუფები ჩაერთვებიან პროცესში და შეისწავლიან სხვადასხვა ალტერნატივას, შეისწავლიან საერთაშორისო ბაზრებზე საიმპორტო ფასებს, ასევე იმ გასაყიდ ფასებს, რომლებიც საბითუმოდ დღეს იმპორტიორებს, ან ძირითად ადგილობრივ მწარმოებლებს გააჩნიათ. ჩვენ ვსაუბრობთ ძირითად სასურსათო პროდუქტებზე და არა ფართო სპექტრზე – ეს არის ის ძირითადი სამომხმარებლო კალათა, რომლის მიხედვითაც ინფლაცია განისაზღვრება და რომელსაც ჩვენს ყოველდღიურ დანახარჯებში ძალიან დიდი წილი გააჩნია“,- აღნიშნა ვიცე-პრემიერმა. მისივე ინფორმაციით, ეს არის პირველი ნაბიჯები, რომელსაც სამუშაო ჯგუფი გადადგამს. მინისტრის აზრით, სამუშაო პროცესში გამოიკვეთება ბევრი რამ, მათ შორის შედგება დიალოგი მწარმოებლებთან, რომ ბევრი ფაქტორი ერთად გაანალიზდეს და არსებობდეს გაუმჯობესების სივრცეები ფასების დასაწევად.  

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს რკინიგზის განვითარების სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ლევან დავითაშვილთან, მინისტრის მოადგილესთან გურამ გურამიშვილთან და სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურ დირექტორთან დავით ფერაძესთან. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხაზი გაესვა, რომ 2022 წელი „საქართველოს რკინიგზისთვის“ საუკეთესო წელი იყო მოგების თვალსაზრისით და მოგებამ შეადგინა 283 მილიონი ლარი, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ასევე, რეკორდული იყო გადაზიდვების მაჩვენებელი და გადაზიდვების მიმართულებით წლიურმა ზრდამ 22% შეადგინა. იმსჯელეს რკინიგზის განვითარების სამომავლო გეგმებზე. აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს იყო პროგრესი მოდერნიზაციის კუთხით. ამასთან, აღინიშნა, რომ ტვირთის გამტარუნარიანობა მოდერნიზაციის შედეგად, 2024 წლის ბოლოსთვის 27 მილიონი ტონიდან 48 მილიონამდე გაიზრდება. აღინიშნა, რომ მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა სავაგონო პარკის განახლებისა და ინფრასტრუქტურული გაჯანსაღების მიმართულებით. კომპანიისთვის 100 ქართული წარმოების ვაგონი უკვე მოწოდებულია. რკინიგზის მოდერნიზაცია და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება მიმდინარე წელსაც გაგრძელდება და მისი ფუნქციონირება უფრო ეფექტიანი გახდება. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის 87% დასრულებულია. მონაკვეთი 180 კილომეტრიანია და მიმდინარე ეტაპზე სატესტო რეჟიმში მუშაობს. პროექტის პირველი ფაზის დასრულების შედეგად, რაც 2024 წლისათვის არის დაგეგმილი, მონაკვეთის გამტარუნარიანობა 5 მლნ ტონა იქნება. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს კანონის პროექტს „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, რომელიც სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმირებას ითვალისწინებს. აღინიშნა, რომ სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმის დაწყება და მისი პირველი ფაზის განხორციელება უმნიშვნელოვანესია საქართველოს სატრანსპორტო კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოებისა და სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში ახალი ინსტიტუციური ჩარჩოს ფორმირების კუთხით, - განისაზღვრება სახელმწიფოს როლი სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების, დარგის ზედამხედველობისა და უსაფრთხოების რეგულირების მიმართულებით. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმირებისა და რესტრუქტურიზაციის შედეგად, 150-წლიანი ისტორიის მქონე „საქართველოს რკინიგზა“ გახდება უფრო კონკურენტუნარიანი და მნიშვნელოვნად გაიზრდება მისი კომერციული ინტერესების სრულად რეალიზების, ასევე უსაფრთხოების მართვის შესაძლებლობები.

ხორვატიის გამოცდილება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ნამდვილად გამოადგება - დავითაშვილი

საქართველოსა და ხორვატიას შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ, რომლის ფარგლებშიც ორ ქვეყანას შორის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიები ჩამოყალიბდება. დოკუმენტზე ხელმოწერა ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილისა და ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრის, გორდან გრლიჩ რადმანის ორმხრივი შეხვედრის შემდეგ გაიმართა. ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის განცხადებით, შეთანხმება ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას. „ერთობლივი კომისიების ფარგლებში შეგვეძლება, ფორმალურად განვსაზღვროთ ის პრიორიტეტები, რომლებიც ორ ქვეყანას აქვს ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით. ვფიქრობ, ეს გააღრმავებს ჩვენსა და ხორვატიას შორის ურთიერთობებს, ხელს შეუწყობს სავაჭრო ბრუნვის გაზრდას და სხვადასხვა ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობას“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.    

TRACECA უმთავრესი პლატფორმაა ევროპისა და აზიის დაკავშირების კუთხით - ლევან დავითაშვილი

ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, „საქართველოსთვის TRACECA-ს თავმჯდომარეობა მნიშვნელოვანია პარტნიორ ქვეყნებთან უკეთესი კოორდინაციისთვის, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს დერეფანში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას“ ლევან დავითაშვილმა საერთაშორისო სატრანსპორტო პროგრამის TRACECA (ევროპა - კავკასია - აზიის სატრანსპორტო დერეფნის) მთავრობათაშორისი კომისიის (IGC) ყოველწლიური, რიგით მე-16-ე სხდომის გახსნის ღონისძიების დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ „ბოლო 30 წლის განმავლობაში ტრასეკა უმთავრესი პლატფორმაა ევროპისა და აზიის დაკავშირების კუთხით, ჩვენი ქვეყანა ტრასეკას აქტიური წევრია და მიმდინარე წელს საქართველო გადაიბარებს ტრასეკას თავმჯდომარეობას“. ვიცე-პრემიერის შეფასებით, გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, დღეს ტრასეკას მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაზრდილია. მისი თქმით, „შუა დერეფანი“ და ტრასეკა წარმოადგენს ევროპისა და აზიის საიმედო კავშირს და შესაბამისად, მნიშვნელოვნად ზრდის შუა დერეფნის და ტრასეკას წევრი ქვეყნების სატრანსპორტო ჯაჭვების მჭიდრო თანამშრომლობას, კოორდინაციას და კონკურენტუნარიანობას. „ტრასეკას წევრი ქვეყნები წლების განმავლობაში ერთმანეთთან თანამშრომლობენ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ასევე ოპერაციების კოორდინაციის კუთხით. მთავრობათაშორისი კომისიის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს ამ კომუნიკაციის, სამუშაოების კოორდინაციისა და თანამშრომლობის მიმართულებით. საქართველოსთვის თავმჯდომარეობა მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ შეძლოს უკეთესად კოორდინაცია და კომუნიკაცია პარტნიორ ქვეყნებთან, რაც ხელს შეუწყობს ისევ ტრასეკას უფრო ეფექტურად ფუნქციონირებას და ზოგადად, ჩვენს დერეფანში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ტრასეკას წლევანდელი ღონისძიება საიუბილეოა და ის TRACECA - ს შექმნიდან 30 - ე წლისთავსა და “ევროპა-კავკასია-აზიის დერეფნის განვითარების საერთაშორისო ტრანსპორტის შესახებ“ მრავალმხრივი შეთანხმების (MLA) ხელმოწერის 25 წლის იუბილეს ეძღვნება. სხდომის ფარგლებში განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა მულტიმოდალური და საზღვაო ტრანსპორტის განვითარება, საზღვრის გადაკვეთის პროცედურების ხელშეწყობა და ტრასეკას დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებული სხვა აქტუალური მიმართულებები. სხდომის მონაწილე ქვეყნების დელეგაციები ასევე განიხილავენ 2021 წელს საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის ტრასეკას სანებართვო სისტემის დანერგვის შედეგებს, ხელშეკრულების მხარეების მიერ მთავრობათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებების განხორციელების სტატუსს, ინფორმაციას საერთაშორისო ხელშეკრულებებში ჩართვის შესახებ და, აგრეთვე, ანგარიშს ტრასეკას მთავრობათაშორისი კომისიის 2018-2021 წლების სამოქმედო გეგმის შესახებ, რომლის მიზანია 2016-2026 წლებში ევროპა-კავკასია-აზიის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისათვის სტრატეგიის განხორციელება. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 11 თებერვლიდან ტრასეკას სამთავრობათაშორისო კომისიის თავმჯდომარე ქვეყანა საქართველო 2 წლის ვადით იქნება.

ტრასეკა-ს თავმჯდომარეობა მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რათა შევძლოთ უკეთესად კომუნიკაცია პარტნიორ ქვეყნებთან - დავითაშვილი

საქართველოს თავმჯდომარეობა მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ საქართველომ შეძლოს უკეთესად კოორდინაცია და კომუნიკაცია პარტნიორ ქვეყნებთან, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს ტრასეკა-ს თავმჯდომარე ქვეყნად არჩევის შესახებ საუბრისას განაცხადა. ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, შუა დერეფანი და ტრასეკა ევროპისა და აზიის საიმედო კავშირს წარმოადგენს. „ტრასეკა ბოლო 30 წლის განმავლობაში უმთავრესი პლატფორმაა, ევროპისა და აზიის დაკავშირების კუთხით.  საქართველო ტრასეკა-ს აქტიური წევრია და მიმდინარე წელს უკვე ტრასეკა-ს თავმჯდომარეობას გადაიბარებს. ტრასეკა-ს წევრი ქვეყნები წლების განმავლობაში თანამშრომლობენ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ასევე ოპერაციების კოორდინაციების კუთხით. მთავრობათშორისი კომისიის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს ამ კომუნიკაციის, სამუშაოების კოორდინაციის და თანამშრომლობის კუთხით. ვფიქრობ, დღეს ტრასეკა-ს მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაზრდილია, გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე. ზოგადად, შუა დერეფანი და ტრასეკა ევროპისა და აზიის საიმედო კავშირს წარმოადგენს. შესაბამისად, ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა, კოორდინაცია, კონკურენტუნარიანობა, ზოგადად, შუა დერეფნის და ტრასეკა-ს წევრი ქვეყნების სატრანსპორტო ჯაჭვებს მნიშვნელოვნად ზრდის", - განაცხადა დავითაშვილმა. ცნობისთვის, საქართველო 2023 წელს საერთაშორისო სატრანსპორტო პროგრამის, ტრასეკა-ს წევრი ქვეყნების მთავრობათაშორისი კომისიის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.  

ბაკურიანი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მოთხოვნებს, მზად არის - დავითაშვილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ბაკურიანში, ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოწყობილი ინფრასტრუქტურა, კურორტს წლების განმავლობაში მოემსახურება და მის მნიშვნელობას საერთაშორისო მასშტაბით გაზრდის. ირაკლი ღარიბაშვილი დაბა ბაკურიანში ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო "დღეს ბაკურიანი სრულად შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რომელიც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციას გააჩნია. ეს არ არის ჩვენი შეფასება მხოლოდ, ეს არის ობიექტური შეფასება იგივე საერთაშორისო ექსპერტების, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ბაკურიანი დღეს მზად არის არა მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატი ჩაატაროს, არამედ ჩვენ რეგულარული კალენდრის ნაწილი ვიყოთ. 2023 წლის შემდეგ, 2024 წელს და შემდეგ წლებშიც, გვექნება საერთაშორისო მასშტაბის ძალიან მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებები. ზოგადად, ბაკურიანის ცნობადობა გაიზრდება საერთაშორისო მასშტაბით, ჩვენ შევძლებთ მეტი ტურისტი მოვიზიდოთ და მეტი დამსვენებელი ჰყავდეს კურორტს. ეს ყველაფერი ემსახურება შემდგომში ადგილობრივ და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკას“, – განაცხადა დავითაშვილმა.  

ლევან დავითაშვილი: ეს არის მნიშვნელოვანი ინვესტიცია ტურიზმის განვითარებისთვის, განსაკუთრებით სამთო და სათხილამურო მიმართულებით

„ეს არის მნიშვნელოვანი ინვესტიცია ტურიზმის განვითარებისთვის, განსაკუთრებით სამთო და სათხილამურო მიმართულებით. ინფრასტრუქტურა, რომელიც აშენდა, კურორტს წლების განმავლობაში მოემსახურება და ბაკურიანის მნიშვნელობას საერთაშორისო მასშტაბით გაზრდის,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატისთვის აშენებული ინფრასტრუქტურის დათვალიერების შემდეგ. ვიცე-პრემიერი ბაკურიანში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად იმყოფებოდა და საჩემპიონატო მზადებას ადგილზე გაეცნო. ვიცე-პრემიერის განცხადებით, ისტორიულად ბაკურიანში ზამთრის ყველა სპორტი იყო წარმოდგენილი. „ჩვენ ნელ-ნელა ამ ინფრასტრუქტურის აღდგენას ვახორციელებთ. ამჯერად ჩვენ ყველაზე თანამედროვე სტანდარტებით სამთო - სათხილამურო სპორტის ინფრასტრუქტურა მოვაწყეთ. 270 მლნ ლარი დაიხარჯა. აშენდა სამი ახალი საბაგირო და 6 ახალი ტრასა მოეწყო, ასევე ამოქმედდა ხელოვნური გათოვლიანების სისტემები, რომლებიც უპრეცედენტოდ გრძელია და თანამედროვე სტანდარტებითაა აშენებული. დღეს ბაკურიანი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მოთხოვნებს. ასეთია საერთაშორისო ექსპერტების ობიექტური შეფასება. ბაკურიანი მზადაა, ჩაატაროს არა მხოლოდ აღნიშნული ჩემპიონატი, არამედ რეგულარული სპორტული კალენდრის ნაწილიც გახდეს. ჩვენ 2023 წლის შემდეგ წლებშიც გვექნება საერთაშორისო მასშტაბის ძალიან მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებები“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ვიცე-პრემიერის განცხადებით, ბაკურიანის ცნობადობა საერთაშორისო მასშტაბით გაიზრდება. „ჩვენ შევძლებთ მეტი ტურისტი მოვიზიდოთ და კურორტს მეტი დამსვენებელი ჰყავდეს. ეს ყველაფერი ადგილობრივ და ქვეყნის ეკონომიკას ემსახურება,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. მიმდინარე წლის 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით საქართველო ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს. ბაკურიანი 2023-ის ღონისძიება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით გაიმართება, რომელშიც 42 ქვეყნის (ავსტრია, შვეიცარია, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა, ჩინეთი, იაპონია, კანადა, აშშ და სხვა) 700-მდე სპორტსმენი იასპარეზებს. მსოფლიო ჩემპიონატზე 7 სახეობაში 30 შეჯიბრი ჩატარდება. ჩემპიონატი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მთის ტრასების სააგენტოსა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება. ეს ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა.  

საქართველო მოწოდებულია, გააღრმავოს თანამშრომლობა იაპონიასთან - ლევან დავითაშვილი

„საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იაპონიასთან ურთიერთობების განვითარებას და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას. ჩვენ უაღრესად ვაფასებთ იაპონიის მთავრობისა და ხალხის მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის მიმართ და ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ იაპონია იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ 1918 წელს და თანმიმდევრულად უჭერდა მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“ - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა იაპონიის იმპერატორის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ვიცე-პრემიერმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა იაპონიის ელჩს საქართველოში და იაპონიის საელჩოს ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის და იაპონელ ხალხს ეროვნული დღესასწაული - იმპერატორის დაბადების დღე მიულოცა. ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო მოწოდებულია, გააღრმავოს თანამშრომლობა იაპონიასთან და გამოიყენოს ყველა ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უწყობს ეკონომიკურ და სავაჭრო კავშირებს. მისი თქმით, გეოგრაფიული მდებარეობის, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმებისა და მიმზიდველი ბიზნესგარემოს გათვალისწინებით, საქართველო შეუძლია გახდეს კარიბჭე იაპონური კომპანიებისთვის რეგიონში. „გასულ წელს ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 57%-ით გაიზარდა, ასევე, 2022 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, ოთხჯერ არის გაზრდილი იაპონიიდან საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების რაოდენობა. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია აქტიური ურთიერთანამშრომლობა საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში, რაც მნიშვნელოვანია ციფრული დერეფნის განვითარების ხელშეწყობისთვის. ასევე ხაზგასასმელია, რომ საქართველოსა და იაპონიას შორის მოქმედებს ინვესტიციების ლიბერალიზაციის, ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმება, რომელიც ხელს უწყობს სამეწარმეო ინიციატივების სტიმულირებას, ეკონომიკური რესურსების ეფექტიანად გამოყენებას და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებას“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.  

ჩვენი მოლოდინით, მიმდინარე კვირის ბოლომდე, საწვავი კიდევ 10 თეთრით გაიაფდება - დავითაშვილი

ჩვენი მოლოდინით, მიმდინარე კვირის ბოლომდე, საწვავი კიდევ 10 თეთრით გაიაფდება, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. „დიალოგი როგორც საწვავის იმპორტიორებთან, ისე სურსათის იმპორტიორებთანაც გვქონდა. საწვავთან დაკავშირებით ბაზარზე კლების ტენდენცია უკვე დავინახეთ. „რეგულარის“ ფასი დღეს ზოგიერთ ბრენდირებულ ქსელში უკვე 2 ლარი და 39 თეთრია. ასევე, როგორც იცით, კომპანიებს მარკეტინგული სტრატეგიები გააჩნიათ, რაც დაახლოებით 15 თეთრამდე დამატებით შეღავათს გულისხმობს. პროპორციულად „პრემიუმისა“ და სხვა კატეგორიის საწვავის ფასიც იკლებს. ჩვენი მოლოდინით, მიმდინარე კვირის ბოლომდე, საწვავი კიდევ 10 თეთრით გაიაფდება. თვის ბოლომდე, საწვავის მნიშვნელოვანი გაიაფების ტენდენცია იარსებებს. საწვავის იმპორტიორებთან ძალიან პროდუქტიული დიალოგი გვქონდა. მარჟები და ტენდენციები გავაანალიზეთ და ვფიქრობთ, რომ ყველაზე მოთხოვნად საწვავის კატეგორიებზე, როგორებიცაა „ევრო-რეგულარი“ და „რეგულარი“, საწვავის მარჟები ლოგიკური იქნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.  

ლევან დავითაშვილი: ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, კერძო პარტნიორის შერჩევას ვიწყებთ

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, ვიწყებთ კერძო პარტნიორის შერჩევას - სახელმწიფო იქნება აქტიური მონაწილე პროექტის განხორციელებაში, სახელმწიფოს ექნება 51% ამ პროექტში და ჩვენ შევარჩევთ 49%-ის მფლობელ კერძო პარტნიორს „ანაკლიის პორტის პროექტის განსახორციელებლად დავიწყეთ კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი, რომელიც წარიმართება კერძო და საჯარო ინსტიტუციური თანამშრომლობის ფარგლებში. დღეს ჩატარდა ანაკლიის განვითარების უწყებათაშორისი სამთავრობო კომისიის პირველი სხდომა, კომისიამ მოიწონა ინტერესთა გამოხატვის პირობები, რომელიც ანაკლიის განვითარების სააგენტომ მოამზადა ავტორიტეტულ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია MTBS-თან ერთად“, - ამის შესახებ ლევად დავითაშვილმა მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო აქტიური მონაწილე იქნება პროექტის განხორციელებაში, მას ექნება 51 პროცენტი პროექტში და შეირჩევა კერძო პარტნიორი, რომელიც იქნება 49 პროცენტის მფლობელი. „ყველა დაინტერესებულ კომპანიას, რომელთანაც ჩვენ გასული წლის განმავლობაში ინტენსიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით, დაეგზავნება, დეტალური ინფორმაცია პირობების შესახებ და იმედი გვაქვს, რომ უკვე მიმდინარე წელს მოვახერხებთ კერძო პარტნიორის შერჩევას პროექტის განსახორციელებლად“ - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა. როგორც ლევან დავითაშვილმა განმარტა, ინტერესთა გამოხატვის პირველი ეტაპის შემდეგ, შერჩეული კანდიდატები გადავლენ მეორე ეტაპზე, სადაც მოხდება უკვე წინადადებების მიღება და დაზუსტება. ამ დროის განმავლობაში განისაზღვრება და დაზუსტდება ყველა ის სპეციფიკური დეტალი, რომელიც პარტნიორობის პროცესში იქნება საჭირო, მათ შორის გაფორმდება პარტნიორობის შესახებ დოკუმენტი, ასევე სხვადასხვა დოკუმენტები, რომლის მომზადებაც უკვე მიმდინარეობს ანაკლიის განვითარების სააგენტოს მიერ. მინისტრის თქმით, პარალელურად მიმდინარეობს ფინანსური დოკუმენტების განახლება, ბაზრის კვლევების განახლება და დაზუსტება იმ მონაცემების, რაც დღეს რეგიონში არის ტვირთებთან დაკავშირებით, ასევე მოხდება იურიდიული დოკუმენტების მომზადება. „შესაბამისად, როდესაც გადავალთ უკვე წინადადების მიღების ეტაპზე, რაც, სავარაუდოდ იქნება მიმდინარე წლის ზაფხულში, ეს დოკუმენტები გვექნება განახლებული და გამზადებული. თუმცა, რამდენადაც სახელმწიფო აქტიურად აპირებს პროექტის განხორციელებას მაქსიმალურად მჭიდრო ვადებში, უახლოეს ხანებში დავაფუძნებთ სახელმწიფო კომპანიას, რომელიც დაიწყებს ძირითადი საპროექტო დოკუმენტაციის, მათ შორის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტების განახლებას და მას შემდეგ, რაც ყველა ტექნიკური დოკუმენტი გვექნება მზად და გვექნება განახლებული მშენებლობის ნებართვები, დავიწყებთ სამშენებლო პროცესსაც“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. დღეს უკვე დავიწყებთ ოფიციალურ მოქმედებას, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობას უკავშირდება - ღარიბაშვილი ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, დოკუმენტაციის განახლება და პორტისთვის აუცილებელი გარკვეული სამუშაოები კერძო პარტნიორის შერჩევის პარალელურად განხორციელდება. „ჩვენი ვარაუდით, პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო პროცესის დაწყება მიმდინარე წელს უნდა შევძლოთ. რაც შეეხება სახმელეთო ინფრასტრუქტურას, ამ კუთხით დღეს კომისიაზე ვიმსჯელეთ კოლეგებთან ერთად და შევთანხმდით, რომ „საქართველოს რკინიგზა“ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მჭიდროდ ითანამშრომლებენ როგორც სახმელეთო, ისე სარკინიგზო მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოების დასაგეგმად და გვექნება მზაობა, ეს სამუშაოებიც მიმდინარე წლის ბოლოს, მომავალი წლის დასაწყისში დავიწყოთ“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა შეგახსენებთ, რომ 20 თებერვალს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა. უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებით, რომლის სხდომაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო რამდენიმე თვეში საერთაშორისო კონსულტანტების ჩართულობით, პროექტის საუკეთესო ინვესტორს გამოავლენს. პარალელურად, სახელმწიფო განაახლებს არსებულ საინჟინრო/გარემოსდაცვით კვლევებს და პორტისთვის საჭირო გარკვეულ სამშენებლო სამუშაოს დაიწყებს.

საწვავზე ფასების შემცირების რესურსი კიდევ არსებობს - დავითაშვილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საწვავის ფასის მეტად შემცირების რესურსი არსებობს და „ევრო რეგულარის“ ღირებულება 2 ლარს მიუახლოვდება. „ბენზინის ფასები ჩვენი პროგნოზის შესაბამისად შემცირდა. კონკრეტული ფასის პროგნოზირება წარმოუდგენელია, თუმცა გარკვეული ანალიტიკის საფუძველზე, ჩვენ შეგვეძლო, გვევარაუდა, რომ ფასი დაახლოებით ამ ნიშნულამდე დაიწევდა. ძველი ფასი 3 ლარამდე იყო და ახლა 2.3-მდეა ჩამოსული. ყველა ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურს თავისი მარკეტინგული პროდუქტები აქვს, შესაბამისად, ფასდაკლებები დამატებით 20 თეთრამდეა ხოლმე. რეალური ფასი, რასაც მყიდველი საწვავში იხდის, 2.10 ლართან მიახლოებულია. სამწუხაროდ, არ გვაქვს ბერკეტი, რომ ტაბლოზე არსებული ფასები რეალურ ფასს წარმოადგენდეს, რადგან ეს კომპანიების ინდივიდუალურ მარკეტინგული ინსტრუმენტია, რომლითაც ლოიალურ კლიენტს ინარჩუნებენ", - განაცხადა დავითაშვილი.  

ტაშკენტში, ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე, რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი გაფორმდა

2023 წლის 1 აპრილს ტაშკენტში გამართულ საქართველო-უზბეკეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მე-9 სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი გაფორმდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. "ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ქართულ დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით უზბეკეთში იმყოფება, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან, ჟამშიდ ხოჯაევთან ერთად საქართველო - უზბეკეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა. სხდომაზე გაფორმებულ დოკუმენტებს შორის არის ორმხრივი ოქმი „ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში უზბეკეთის რესპუბლიკის გაწევრიანების ფარგლებში, საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი მოლაპარაკებების დასრულების შესახებ“, ასევე „,საქართველოს მთავრობასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური რეგულირების, სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და შესაბამისობის შეფასების სფეროში თანამშრომლობის შესახებ” შეთანხმებას. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველოსა და უზბეკეთს შორის მეგობრობა დაფუძნებულია მრავალწლიან ურთიერთობებზე და ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისია მნიშვნელოვანი პლატფორმაა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური, სავაჭრო, სატრანსპორტო და კულტურული კავშირების გაძლიერებისთვის", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ამასთა, დავითაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული სხდომა საქართველოსთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. „დარწმუნებული ვარ, დღევანდელი სხდომა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური პროგრესის, ინოვაციების დანერგვისა და წინსვლის კუთხით. ამ ყველაფრის მიღწევა კი მხოლოდ მშვიდობის და სტაბილურობის პირობებშია შესაძლებელი. არსებული გამოწვევების ფონზე, ჩვენს ქვეყნებს ბევრი რამ აქვთ გასაკეთებელი ეკონომიკური და სოციალური ვითარების გასაუმჯობესებლად, რისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობის ის ასპექტები, რომელმაც კიდევ უფრო დინამიური უნდა გახადოს საქართველო-უზბეკეთს შორის მრავალი მიმართულებით არსებული ინტერაქცია“, - აღნიშნა დავითაშვილმა. ცნობისთვის: საქართველო-უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისია უკვე წლების განმავლობაში მუშაობს და მის ფარგლებში მხარეები განიხილავენ მნიშვნელოვან საკითხებს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის არის ვაჭრობა, სატრანსპორტო საკითხები, ლოგისტიკა, სასაქონლო ტარიფები, სოფლის მეურნეობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები და ა.შ.  

საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 40%-ით გაიზარდა, დინამიკის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია ყველა დაბრკოლების მოხსნა - ლევან დავითაშვილი

2022 წელს საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 40%-ით გაიზარდა, ხოლო ექსპორტის ზრდამ 30% შეადგინა. ამ დინამიკის შესანარჩუნებლად კი, მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის პროდუქციის პოპულარიზაცია საქართველოსა და უზბეკეთის ბაზრებზე, ასევე ყველა დაბრკოლების მოხსნა, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ვაჭრობის ზრდაზე. შესაბამისი განცხადება  ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ტაშკენტში, უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან,  ჟამშიდ ხოჯაევთან ორმხრივი შეხვედრისას გააკეთა. ლევან დავითაშვილის შეფასებით, უზბეკეთი საქართველოს  მნიშვნელოვანი პარტნიორი, მეგობარი სახელმწიფოა და საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს  თანამშრომლობის განვითარების ტემპების გაძლიერებას. მინისტრმა გამოვთქვა იმედი, რომ „ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის  წარმატებით ჩატარება კიდევ უფრო დიდ ბიძგს მისცემს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება-განვითარებას მრავალი მიმართულებით“. ტაშკენტში, ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე, რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი გაფორმდა ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალური ცნობებით, უზბეკ კოლეგასთან საუბრისას „ლევან დავითაშვილმა განსაკუთრებული შეფასება მისცა საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდის დინამიკას პანდემიის შემდგომ პერიოდში და აღნიშნა, რომ ორივე ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გათვალისწინებით, ორმხრივი ვაჭრობის კიდევ უფრო განვითარების შესაძლებლობები არსებობს“. „ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ისაუბრეს ტურიზმის მნიშვნელობაზე და აღინიშნა, რომ 2022 წელს უზბეკეთიდან საქართველოში ვიზიტორთა საერთო რაოდენობა 32%-ით გაიზარდა. ლევან დავითაშვილმა და ჟამშიდ ხოჯაევმა ასევე ისაუბრეს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე, რომელსაც ორივე ქვეყანა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს, იმსჯელეს საინვესტიციოდ მიმზიდველ სექტორებზე და ყველა იმ საკითხზე, რომელიც ორი ქვეყნის პარტნიორულ ურთიერთობას კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს“, - აღნიშნავს ეკონომიკის საინისტრო. საქართველოს ვიცე-პრემიერი, ქართულ დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით უზბეკეთში იმყოფება, სადაც მონაწილეობა მიიღო  საქართველო - უზბეკეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მე-9 სხდომის მუშაობაში. ლევან დავითაშვილთან ერთად უზბეკეთში იმყოფებიან ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები -  გენადი არველაძე და გურამ გურამიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ღვთისიაშვილი, ასევე „საპარტნიორო ფონდის,“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, „საქპატენტის“ და სხვა უწყებების წარმომადგენლები. ტაშკენტში გამართულ შეხვედრებში აგრეთვე მონაწილეობდა საქართველოს ელჩი უზბეკეთის რესპუბლიკაში ზურაბ აბდუშელიშვილი.  

თბილისი და ტაშკენტი ორმხრივი ვაჭრობის $500 მილიონამდე გაზრდას გეგმავენ - მედია

თბილისი და ტაშკენტი ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის 500 მილიონ აშშ დოლარამდე გაფართოებას გეგმავენ. უზბეკეთის ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო და უზბეკეთი ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო მარშრუტის განვითარებას სატრანსპორტო და ლოგისტიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებით ცდილობენ. ამ თემას აზერბაიჯანული მედია უძღვნის სტატიას. BTK-ის გამოყენების საკითხი უზბეკეთის ვიცე-პრემიერს ჟამშიდ ხოჯაევს და საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს შორის განხილვის საგანს წარმოადგენდა. საქართველომ და უზბეკეთმა ასევე განიხილეს საქართველოს შავი ზღვის პორტის ინფრასტრუქტურის გამოყენების პოტენციალი ევროპასთან ვაჭრობის გასამარტივებლად. ორივე ქვეყანა  ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის გაზრდის მიზნით, გზებს ეძებს. ქართული მხარის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 40%-ით გაიზარდა, ხოლო ექსპორტის ზრდამ 30% შეადგინა. ამ დინამიკის შესანარჩუნებლად კი, მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის პროდუქციის პოპულარიზაცია საქართველოსა და უზბეკეთის ბაზრებზე, ასევე ყველა დაბრკოლების მოხსნა, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ვაჭრობის ზრდაზე. ქართული მხარის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება  ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ტაშკენტში, უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან,  ჟამშიდ ხოჯაევთან ორმხრივი შეხვედრისას, რამდენიმე დღის წინ გააკეთა.  ლევან დავითაშვილის შეფასებით, უზბეკეთი საქართველოს  მნიშვნელოვანი პარტნიორი, მეგობარი სახელმწიფოა და საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს  თანამშრომლობის განვითარების ტემპების გაძლიერებას. მინისტრმა გამოვთქვა იმედი, რომ „ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის  წარმატებით ჩატარება კიდევ უფრო დიდ ბიძგს მისცემს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება-განვითარებას მრავალი მიმართულებით“. ტაშკენტში, ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე, რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი გაფორმდა ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალური ცნობებით, უზბეკ კოლეგასთან საუბრისას „ლევან დავითაშვილმა განსაკუთრებული შეფასება მისცა საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდის დინამიკას პანდემიის შემდგომ პერიოდში და აღნიშნა, რომ ორივე ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გათვალისწინებით, ორმხრივი ვაჭრობის კიდევ უფრო განვითარების შესაძლებლობები არსებობს“. „ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ისაუბრეს ტურიზმის მნიშვნელობაზე და აღინიშნა, რომ 2022 წელს უზბეკეთიდან საქართველოში ვიზიტორთა საერთო რაოდენობა 32%-ით გაიზარდა. ლევან დავითაშვილმა და ჟამშიდ ხოჯაევმა ასევე ისაუბრეს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე, რომელსაც ორივე ქვეყანა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს, იმსჯელეს საინვესტიციოდ მიმზიდველ სექტორებზე და ყველა იმ საკითხზე, რომელიც ორი ქვეყნის პარტნიორულ ურთიერთობას კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს“, - აღნიშნავს ეკონომიკის საინისტრო.

ლევან დავითაშვილი: სომხეთში ექსპორტი მზარდია და ჩვენი მოლოდინით, ზრდის ტენდენცია წლის განმავლობაში გაგრძელდება

„ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. საქართველოდან ექსპორტი სომხეთში მიმდინარე წელს უკვე 133 მლნ დოლარს შეადგენს. ჩვენი მოლოდინით, ზრდის ტენდენცია წლის განმავლობაში გაგრძელდება. სავაჭრო ურთიერთობების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ უშუალოდ ორი ქვეყნის კერძო სექტორსაც შორის იყოს მჭიდრო კავშირი. გარდა იმისა, რასაც მთავრობები ვაკეთებთ, რომ შევქმნათ ხელსაყრელი გარემო სავაჭრო ურთიერთობების განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია, ბიზნესებმაც დაამყარონ პირდაპირი კონტაქტები სავაჭრო კავშირების გასამტკიცებლად“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რომელმაც საქართველო - სომხეთის ბიზნეს ფორუმში მიიღო მონაწილეობა. მან სომხეთის ინფრასტრუქტურისა და ტერიტორიული ადმინისტრაციის მინისტრ გნელ სანოსიანთან ერთად, მოხსენება გააკეთა ორი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენლების წინაშე. ბიზნეს ფორუმში ორი ქვეყნის 450-მდე ბიზნესმენმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც წარმოადგენდნენ ისეთ სექტორებს, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, სამშენებლო სექტორი, საცალო ვაჭრობა, ტურიზმი, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ლოგისტიკა და სხვ. ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის მაღალი დონის ვიზიტების დინამიკა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც ხელი შეუწყო ქვეყნებს შორის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას, მათ შორის კერძო სექტორის დონეზე. „ჩვენ მნიშვნელოვან პრიორიტეტს ვანიჭებთ საქართველოს რეგიონალურ ჰაბად ქცევის პოლიტიკას და ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის საკითხს. დღეს ჩვენი მიზანია, მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ საქართველო არის საიმედო, კონკურენტუნარიანი და ეფექტური პარტნიორი ბიზნესის კეთების კუთხით. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაუმჯობესების ტენდენციები ნათლად მიანიშნებს ინვესტორთა ნდობასა და პოზიტიურ მოლოდინებზე საქართველოს ბიზნეს გარემოს მიმართ, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. დღესვე, ლევან დავითაშვილისა და გნელ სანოსიანის პირისპირ შეხვედრა გაიმართა, რომელზეც საუბარი წარიმართა ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე, მათ შორის, ორმხრივი ვაჭრობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ტურიზმისა და სხვა პრიორიტეტული მიმართულებით. შეხვედრაზე ლევალ დავითაშვილმა სომხეთის მხარე მეოთხე საერთაშორისო აბრეშუმის გზის ფორუმზე, რომლის გამართვა დაგეგმილია 26-27 ოქტომბერს თბილისში და მიზნად ისახავს უზრუნველყოს პლატფორმა მაღალი დონის დიალოგისთვის მთავრობასა და ბიზნეს წრეებს შორის.

ეკონომიკის მინისტრი აშშ-ის კომერციის მდივნის თანაშემწეს ექსპორტის საკითხებში, თეა როზმან ქენდლერს შეხვდა

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აშშ-ის კომერციის მდივნის თანაშემწეს ექსპორტის საკითხებში, თეა როზმან ქენდლერს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრას ასევე დაესწრნენ  ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი. შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები. ქართული მხარის ინფორმაციით, დადებითად შეფასდა საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის გაზრდილი სავაჭრო ბალანსი და ასევე, აშშ-დან საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების ზრდა. კერძოდ, 2022 წელს საქართველოს ინვესტორ ქვეყნებს შორის აშშ-ს მე-3, ხოლო უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ სახელმწიფოთა შორის მე-7 ადგილი უკავია. „საუბარი შეეხო საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესში საქართველოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და მათ მჭიდრო კოორდინაციას საერთაშორისო პარტნიორებთან. ამერიკულმა მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ამ მიმართულებით და მადლობა გადაუხადა. ასევე ხაზი გაესვა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას საერთაშორისო სანქციების აღსრულების მხრივ.  შეხვედრაზე ასევე საუბარი წარიმართა ორმხრივ თანამშრომლობაზე ენერგეტიკის, სამოქალაქო ავიაციის, საზღვაო ტრანსპორტის, ვაჭრობის, ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების და სხვა სექტორებში“, - აღნიშნავს ეკონომიკის სამინისტრო.  

განვითარების სხვა ეტაპზე გადავდივართ, გეგმაშია, პოპულარული შემსრულებლები და ჯგუფები მოვიწვიოთ - დავითაშვილი

განვითარების სხვა ეტაპზე გადავდივართ, გეგმაშია, პოპულარული შემსრულებლები და ჯგუფები მოვიწვიოთ, ეს მოიზიდავს არა მარტო ადგილობრივ ტურისტს, არამედ ვიზიტორებს მსოფლიოდან, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, კონსერვატიული შეფასებით, კონცერტებს დაახლოებით 100 მილიონი ლარის ეკონომიკური ეფექტი ექნება. „ეს მოიზიდავს არა მარტო ადგილობრივ ტურისტს, არამედ ვიზიტორებს მთელი მსოფლიოდან. მხოლოდ მიმდინარე წელს კონსერვატიული შეფასებებით, მას ექნება დაახლოებით ასი მილიონი ლარის ეფექტი ეკონომიკაზე. იქნება სერიოზული სტიმული ქვეყნის ცნობადობის ამაღლების კუთხით, რადგან შემსრულებლების მოსასმენად ჩამოვლენ ვიზიტორები არაერთი ქვეყნიდან. ეს არ არის მოკლევადიანი, მხოლოდ წელს დაგეგმილი ღონისძიებები. თუ გვინდა, რომ ძალიან მაღალი ხარისხის და ცნობილი შემსრულებლები ჩამოვიყვანოთ ქვეყანაში, ეს უნდა ვაკეთოთ რეგულარულად. Starring Georgia-ს იდეა სწორედ ეს არის, რომ ჩვენ წელს ვიწყებთ მაღალი დონის შემსრულებლებით და მომავალ წლებში კიდევ უფრო პოპულარულ შემსრულებლებს ჩამოვიყვანთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა. კამპანია Starring Georgia-ს ფარგლებში, საქართველოში ექვსი კონცერტი უკვე დაიგეგმა, მათ შორის არის ჯგუფი Imagine Dragons-ი.  

დანია და საქართველო განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას განიხილავენ

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს ლარს ლოკე რასმუსენს შეხვდა, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი ჯაბა ხმალაძე, აგრეთვე ბიზნესმენთა ჯგუფი, რომლებიც დანიის სამთავრობო დელეგაციასთან ერთად საქართველოში ჩამოვიდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და დანიის სამეფოს ორმხრივი ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები, აგრეთვე თანამშრომლობა სხვადასხვა რეგიონულ ფორმატებში. ხაზი გაესვა დანიის სამეფოს მხარდაჭერას საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით. საუბარი წარიმართა ეკონომიკური თანამშრომლობის ისეთ პრიორიტეტულ საკითხებზე, როგორიცაა ტრანსპორტი და ლოგისტიკა, განახლებადი ენერგეტიკა, ვაჭრობა, ტურიზმი და სხვ. დადებითად შეფასდა ის გარემოება, რომ 2023 წლის ბოლოდან ამოქმედდება პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის, რაც დადებითად აისახება ორმხრივი ეკონომიკურ კავშირებზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობაზე ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კუთხით. აღინიშნა, რომ დიდია დაინტერესება, რათა საქართველოზე გამავალ შუა დერეფანზე გაიზარდოს ტვირთბრუნვა ევროპასა და აზიას შორის, რისთვისაც მნიშვნელოვანია შესაბამისი სატრანსპორტო – ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება. ქართულმა მხარემ მიაწოდა ინფორმაცია იმ მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ, რომლებიც ამ გამოწვევის წარმატებით დაძლევისკენაა მიმართული, მათ შორისაა, ფოთის ნავსადგურის გაფართოება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია და სხვ. ასევე ყურადღება გამახვილდა განახლებად ენერგეტიკაზე. დადებითად შეფასდა რეგიონული პროექტი, რომელიც საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკულ სისტემებს შავიზ ზღვის ენერგოკაბელის მეშვეობით ევროკავშირისას დააკავშირებს. მხარეებმა ასევე გაამახვილეს ყურადღება თანამშრომლობის გაღრმავებაზე განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით. დასასრულს, მხარეებმა გამოკვეთეს პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებიც სამომავლოდ ხელს შეუწყობს საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას. ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ საქართველოში დანიის საელჩოს გახსნა დადებით გავლენას მოახდენს ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.  

300-400 მილიონი დოლარის ეფექტს ველოდებით ტურიზმის ნაწილში, რასაც შეიძლება, „ფრენების ეფექტი“ დავარქვათ - დავითაშვილი

დიპლომატიური ურთიერთობების კუთხით, ჩვენ ვართ ძალიან მკაფიოდ უკომპრომისოები, იმიტომ რომ ოკუპაცია ჩვენს ურთიერთობებში არის პრობლემა , - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ერთი მილიონი თანამემამულე გვყავს რუსეთში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიმოსვლა გაადვილდეს - ირაკლი ღარიბაშვილი „რაც შეეხება იმას თუ რა შეიცვალა - 2008 წელს საქართველოს რუსეთთან ფართომასშტაბიანი ომი ჰქონდა. რუსეთის ოკუპაცია. რუსეთი ოკუპანტად რჩება და პოლიტიკურ ნაწილში, რა თქმა უნდა, რთულია, რომ ჩვენ დღეს განსხვავებულ სიტუაციაზე ვისაუბროთ. ეს სიტუაცია ჩვენთვის 2008 წლიდან ასეთია და არა 2019 წლიდან. ასე რომ ჩვენ გვესმის, რომ პოლიტიკურ ნაწილში, დიპლომატიური ურთიერთობების კუთხით, ჩვენ ვართ ძალიან მკაფიოდ უკომპრომისოები, იმიტომ, რომ ოკუპაცია ჩვენს ურთიერთობებში არის პრობლემა, რაც შეეხება კომერციულ ნაწილს, აქაც ვართ თანმიმდევრულები და ჩვენ ამაზე არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება“, -აღნიშნა ვიცე-პრემიერმა. მისივე თქმით, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების შესრულებაზე უარის თქმა არაპრაგმატული იქნებოდა. „ჩვენც დაახლოებით 300-400 მილიონი დოლარის ეფექტს ველოდებით ტურიზმის ნაწილში, რასაც შეიძლება „ფრენების ეფექტი“ დავარქვათ. დაახლოებით, მილიარდამდე იყო 2019 წელს ტურიზმის შემოსავალი რუსეთის ფედერაციიდან. ჩვენ ვილაპარაკოთ ჩვენს გადაწყვეტილებებზე, ჩვენს მოტივებზე. მე არ შევალ, მით უმეტეს, პუტინის მოტივაციაში. როგორ უნდა გითხრათ ახლა მე. ეს ხომ არასერიოზული მსჯელობა იქნება ჩემი მხრიდან. ჩვენ თანმიმდევრული ვართ როგორც ეკონომიკური პოლიტიკის გადაწყვეტილებებში და ნაბიჯებში, ისე საერთაშორისო პოლიტიკის ნაწილში. ჩვენთვის მთავარ ამოცანად რჩება ევროკავშირში საბოლოო სრულყოფილი წევრობა, მათ შორის, ჩვენი წევრობის გზაზე ჩვენი სტატუსის პროგრესი და ამ კუთხით, მინდა გითხრათ, რომ მუშაობა ძალიან, ძალიან თავდადებით და მაღალი პროფესიონალიზმით მიდის. როცა ვსაუბრობთ ევროკავშირში წევრობაზე ეს დამოკიდებულებაშია უამრავი მოთხოვნის შესრულებასთან“, - განაცხადა დავითაშვილმა. ინფორმაციისთვის, 2020 წლის აღწერით, რუსეთში 114 ათასამდე ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს.  

უახლოეს ხანებში ევროკავშირთან ეკონომიკური თანამშრომლობის ახალი პაკეტი გვექნება - დავითაშვილი

ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს უახლოეს ხანებში ევროკავშირთან ეკონომიკური თანამშრომლობის ახალი პაკეტი ექნება. „ჩვენ თანმიმდევრული ვართ როგორც ეკონომიკური პოლიტიკის გადაწყვეტილებებსა და ნაბიჯებში, ისე საერთაშორისო პოლიტიკის ნაწილში. დღეს არაერთი განცხადება იყო ჩვენი გუნდის ხელმძღვანელობის, ჩემი კოლეგების მხრიდან, რომ ჩვენთვის მთავარ ამოცანად რჩება ევროკავშირში საბოლოო, სრულყოფილი წევრობა, მათ შორის წევრობის გზაზე ჩვენი სტატუსის პროგრესი. ამ კუთხით მიმდინარეობს მუშაობა ძალიან თავდადებით და მაღალი პროფესიონალიზმით. როდესაც ვსაუბრობ ევროკავშირის წევრობაზე, ეს დამოკიდებულებაშია უამრავი მოთხოვნის შესრულებასთან. ეს გულისხმობს საკანონმდებლო, ნორმატიული აქტების დაახლოებას და მათ იმპლემენტაციას. ამ პოლიტიკის შემუშავებაში საქართველო არის მოწინავე ქვეყანა, საქართველო ალბათ ყველაზე მოწინავეა, რადგან ჩვენ გვყავს მაღალი პასუხისმგებლობის, მაღალი კომპეტენციის მქონე საჯარო სექტორი და საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანები. ამიტომ მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც ამ პროცესშია ჩართული და მუშაობს. არ შეიძლება, ჩვენმა თანმიმდევრულმა პოლიტიკამ არ მოიტანოს შედეგი, რადგან სხვა შემთხვევაში ევროკავშირი არ იქნება ის ევროკავშირი, რაც ჩვენ ყველას გვინდა – სამართლიანობაზე დაფუძნებული გაერთიანება, და დიდი იმედი გვაქვს, რომ იქნება სამართლიანი, სწორი შეფასება. პერსპექტივის მიღების შემდეგ მუშაობა გაათმაგებულია. რადგან ჩვენ არ ვართ დღეს კანდიდატი და პარტნიორი ქვეყნები არიან კანდიდატები, კი არ შენელდა პროცესი, პირიქით, ეს პროცესი უფრო გააქტიურებულია. რეგულარულად მაქვს ინფორმაცია ჩემი სამინისტროდან, რა ინტენსიური მუშა პროცესი მიდის ბრიუსელთან და რამდენად ინტენსიურია კომუნიკაციები, ჩასვლა-ჩამოსვლა, შეხვედრები, განხილვები, კონკრეტული დეტალები. არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწრო, მაგრამ უახლოეს ხანებში საზოგადოება ნახავს სრულიად ახალ პაკეტს, მათ შორის, ეკონომიკური თანამშრომლობის, რომელიც უკვე თვისობრივად ახალ დონეზე გადაიყვანს ქვეყანას დარგობრივი ეკონომიკური ინტეგრაციის კუთხით. ეს არ არის ევროპული პერსპექტივის მქონე, ეს არის უფრო მეტი სტატუსის მქონე ქვეყნებისთვის. ძალიან მალე ჩვენ ამაზე გვექნება კომენტარები, იქნება საერთო თანამშრომლობის ახალი დღის წესრიგი“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.  

რუსეთთან პირდაპირი ფრენების დროს სანქცირებული ბორტები და კომპანიები არ დაიშვებიან - დავითაშვილი

რუსეთის ფედერაციამ ცალმხრივად შეწყვიტა ფრენები 2019 წელს და ასევე ცალმხრივად განაახლეს ფრენები, ჩვენ უკვე მივიღეთ მომართვები გასული კვირის ბოლოს რამდენიმე ავიაკომპანიისგან, მათ შორის ქართულისგან, საკმაოდ ინტენსიური მუშაობა გვქონდა ექსპერტებთან ერთად, რათა შეგვესწავლა, როგორი პრაქტიკა არსებობს რუსეთთან ფრენების კუთხით, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. 300-400 მილიონი დოლარის ეფექტს ველოდებით ტურიზმის ნაწილში, რასაც შეიძლება, „ფრენების ეფექტი“ დავარქვათ - დავითაშვილი „ჩვენ ვეფუძნებით ყველაზე უფრო მკაცრ მიდგომას, რომელსაც ის ქვეყნები იყენებენ, რომელთაც რუსეთთან ფრენები აქვთ. ეს არის რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით მიღებული გადაწყვეტილება, რაც ითვალისწინებს, რომ არც სანქცირებული ბორტები და არც კომპანიები არ იქნებიან დაშვებულნი ამ ქვეყნის ბაზარზე. ევროკავშირს აქვს ე.წ. შავი სია, რომლებიც არიან სანქცირებული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ფრენების უსაფრთხოება და ჩვენი გადაწყვეტილებები უნდა იყოს თანხვედრაში „იკაოს“ მოთხოვნებთან. ამიტომ, ბორტები, რომლებსაც არ აქვთ წვდომა ტექნიკურ ინფორმაციაზე, კვალიფიციურ შეკეთებასა და სერვისზე, საქართველოს სივრცეში ვერ იფრენენ. ჩვენ ყველა იმ კომპანიას და ბორტს, რომლებიც ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, საშუალებას მივცემთ, ფრენები განახორციელონ. დღეისთვის მოთხოვნა არის როგორც თბილისის, ისე ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებებზე. საზოგადოებაში ცალსახა განწყობები არ არის. განსხვავებული აზრებია. კონკრეტული ჯგუფების ღელვა გასაგებია, თუმცა მოსახლეობის დიდი ნაწილს შეიძლება, საკმაოდ დიდ შეღავათს აძლევდეს პირდაპირი ფრენები. ამას აქვს სოციალური მნიშვნელობა, რადგან ეთნიკურად ქართველები, რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ვერ სარგებლობდნენ პირდაპირი მიმოსვლით. ეს მათ სოციალურ მდგომარეობას გააუმჯობესებს“, – განაცხადა მინისტრმა. ერთი მილიონი თანამემამულე გვყავს რუსეთში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიმოსვლა გაადვილდეს - ირაკლი ღარიბაშვილი ინფორმაციისთვის, 2020 წლის აღწერით, რუსეთში 114 ათასამდე ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს. ცნო­ბის­თვის, რუ­სეთ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­ვი­ზო რე­ჟი­მი გა­ა­უქ­მა. შე­სა­ბა­მი­სი გან­კარ­გუ­ლე­ბა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა გა­მოს­ცა. პუ­ტი­ნის გან­კარ­გუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, სა­ვი­ზო რე­ჟი­მი 15 მა­ი­სი­დან გა­უქ­მდე­ბა. ამას­თან, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა რუ­სუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ფრე­ნებ­ზე აკ­რძალ­ვაც მოხ­სნა.  

ლევან დავითაშვილი: კატარის სახელმწიფოსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებები გამოიკვეთა

კატარის ეკონომიკური ფორუმის პარალელურად, შეხვედრები შედგა რამდენიმე დარგობრივ სამინისტროსთან, სადაც გამოიკვეთა კატარის სახელმწიფოსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებები, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნებს შორის დაიდება მნიშვნელოვანი ხელშეკრულება, რომელიც ხელს შეუწყობს ინოვაციების და ტექნოლოგიების კუთხით თანამშრომლობას კატარის სახელმწიფოსთან. „კატარის ეკონომიკური ფორუმის პარალელურად, შეხვედრები შედგა რამდენიმე დარგობრივ სამინისტროსთან, სადაც გამოიკვეთა კატარის სახელმწიფოსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებები. კერძოდ, ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი ხელშეკრულება, რომელიც ხელს შეუწყობს ინოვაციების და ტექნოლოგიების კუთხით თანამშრომლობას კატარის სახელმწიფოსთან. ასევე ჩვენ შევეხეთ ტრანსპორტის და ლოგისტიკის სფეროს და საქართველოს მნიშვნელობას შუა დერეფანში. განსაკუთრებით, გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე საქართველოს მიმართ ინტერესი გაზრდილია მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მხრიდან და მათ შორის, კატარელი ინვესტორების მხრიდან. ასევე ჩვენ ვისაუბრეთ სავაჭრო და ეკონომიკურ საკითხებზე და ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს გასულ წელს საქართველოსა და კატარს შორის ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის შესახებ გაფორმებული შეთანხმება. ეს ყველაფერი ქმნის ძალიან მნიშვნელოვან წინაპირობას, რომ ჩვენ კატარიდან საქართველოში დამატებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა შევძლოთ და ეს იყოს მნიშვნელოვანი მხარდამჭერი საქართველოს ეკონომიკური ზრდის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა, რომლის კომენტარს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.  

ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტიციების კუთხით საუდის არაბეთთან თანამშრომლობა - დავითაშვილი

თანამშრომლობის ძალიან კომპლექსური დღის წესრიგი დგება საუდის არაბეთთან. საუდის არაბეთი სპარსეთის ყურეში წამყვანი ეკონომიკაა, ეს ყველაზე დიდი ქვეყანაა 40 მილიონიანი მოსახლეობით, შესაბამისად, ჩვენთვის სავაჭრო ურთიერთობების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობის წევრებთან ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილა „საუდის არაბეთი ცალკე, დამოუკიდებლად სავაჭრო ურთიერთობებს, სავაჭრო შეთანხმებას არ განიხილავს, მაგრამ განხილული იქნება ეს აუცილებლად სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებთან ერთად თავისუფალი ვაჭრობის გაფორმების კუთხით და ამაზე საუბარი საუდის არაბეთის ეკონომიკის სამინისტროსთან უკვე დავიწყეთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტიციების კუთხით საუდის არაბეთთან თანამშრომლობა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ეკონომიკა, რომელსაც აქვს საკმაოდ დიდი ინტერესი საქართველოს მიმართ, განსაკუთრებით საქართველოს ბოლო დღეების და ბოლოდროინდელი პროგრესი არის შთამბეჭდავი, საუდის არაბეთის მთავრობისთვის და შესაბამისად ჩვენ სხვადასხვა დარგობრივი კუთხით თანამშრომლობის მიმართულებებზე ვიმსჯელეთ. ~დაიგეგმა, შეიქმნას ერთობლივი სამუშაო ჯგუფები და კომისიები, რომლებიც იდენტიფიცირებას მოახდენენ საინვესტიციო პროექტების, ეს იქნება როგორც ენერგეტიკის მიმართულებით, ისე ეს იქნება უძრავი ქონებისა და ინფრასტრუქტურული განვითარების კუთხით. აქ ჩვენ გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა საუდის არაბეთის სხვადასხვა სამინისტროსთან, ეს იქნება ეკონომიკის დაგეგმარების სამინისტრო, ინვესტიციების სამინისტრო, ტურიზმის სამინისტრო, თუ ტრანსპორტის სამინისტრო და ამ მიმართულებებით ჩვენ ნამდვილად ველოდებით ძალიან დიდ პროგრესს საუდის არაბეთთან თანამშრომლობის კუთხით,"- აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.  

რეგულარული მონაწილეობა კატარის ეკონომიკურ ფორუმში ძალიან მნიშვნელოვანია - დავითაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრს საშუალება მიეცა, რომ პანელურ დისკუსიაში მიეღო მონაწილეობა იმ აქტუალურ თემატიკაზე, რაც დღეს რეგიონში არსებობს. პრემიერი შეეხო გეოპოლიტიკურ ვითარებას, მათ შორის საქართველოს გამოწვევებს და ასევე იმ შესაძლებლობებს, რომელიც ქვეყანას აქვს განვითარებისა და უსაფრთხოების კუთხით, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის კატარში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობის წევრებთან ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილა მისი თქმით, რეგულარული მონაწილეობა კატარის ეკონომიკურ ფორუმში ძალიან მნიშვნელოვანია სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით, პოლიტიკური ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცების კუთხით და იმ პერსპექტივების კუთხით, რომლებიც რეგიონის ქვეყნებს გააჩნიათ, როგორც ინვესტორებს, როგორც კარგ სავაჭრო პარტნიორებს. „ბლუმბერგის“ ორგანიზებით კატარში მესამედ ჩატარდა საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი, რომელშიც საქართველო უმაღლეს დონეზე იღებს მონაწილეობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრს საშუალება მიეცა, რომ პანელურ დისკუსიაში მიეღო მონაწილეობა იმ აქტუალურ თემატიკაზე, რაც დღეს რეგიონში არსებობს. პრემიერი შეეხო გეოპოლიტიკურ ვითარებას, მათ შორის საქართველოს გამოწვევებს და ასევე იმ შესაძლებლობებს, რომელიც ქვეყანას აქვს განვითარებისა და უსაფრთხოების კუთხით. ვფიქრობ, რომ ჩვენი რეგულარული მონაწილეობა კატარის ეკონომიკურ ფორუმში ძალიან მნიშვნელოვანია სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით, პოლიტიკური ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცების კუთხით და იმ პერსპექტივების კუთხით, რომლებიც რეგიონის ქვეყნებს გააჩნიათ, როგორც ინვესტორებს, როგორც კარგ სავაჭრო პარტნიორებს. ჩვენ ვისაუბრეთ სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკის და ვაჭრობის მინისტრებთან იმის შესახებ, რომ შესაძლოა სპარსეთის ყურის ქვეყნებთან გაფორმდეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები. იცით, რომ საქართველომ უკვე დაასრულა ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს მნიშვნელოვანი თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი და ურთიერთობები ისეთ დიდ ქვეყნებთან, როგორიც არის საუდის არაბეთი, კატარი და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნები. აქედან გამომდინარე, ჩვენი მუდმივი კომუნიკაცია ამ თემაზე იქნება, რაც ახალ პერსპექტივებს გააჩენს საქართველოს ეკონომიკისთვის, ქართული ბიზნესებისთვის, სავაჭრო ურთიერთობების განვითარების კუთხით. ასევე ჩვენ შევეხეთ კონკრეტულ დარგებს და დარგებში თანამშრომლობას. ეს ეხება ტრანსპორტისა და ლოგისტიკურ სფეროში თანამშრომლობას, თანამშრომლობას ენერგეტიკული მიმართულებით, სატელეკომუნიკაციო და ციფრული განვითარების კუთხით, ვაჭრობის მიმართულებით და რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს ის საინტერესო მიმართულებებია, სადაც საქართველოსა და სპარსეთის ყურის სხვადასხვა ქვეყანას აქვს თანამშრომლობის შესაძლებლობა, განსაკუთრებით კატარს, ასევე მზარდ ტურიზმს და ტურისტულ ნაკადებს მთლიანად ახლო აღმოსავლეთიდან. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ალტერნატიული ბაზარია, ტრადიციულ ბაზრებთან შედარებით. ასე რომ, ვფიქრობთ, ეკონომიკური თვალსაზრისით, ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია და სტიმულს აძლევს სხვადასხვა დარგობრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხებს“, - განაცხადა დავითაშვილმა.  

რეალური დამოუკიდებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ ქვეყანა კონომიკურად ძლიერია - დავითაშვილი

საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვულოცავ ამ ღირშესანიშნავ, ეროვნულ დღესასწაულს - დამოუკიდებლობის დღეს! მინდა, ჩვენს ქვეყანას ვუსურვო ნამდვილი თავისუფლება და წარმატებები! - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს და საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს რუსთაველის გამზირიდან ულოცავს. როგორც ის აღნიშნავს, ეს დღე საქართველოს ისტორიაში გამორჩეულია. „26 მაისი ბევრ რამეს გვახსენებს თითოეულ ჩვენგანს - თუ რამდენად მნიშვნელოვანი და ღირებულია დამოუკიდებლობა, რამდენად გასაფრთხილებელი და სათუთია და რამდენად პასუხისმგებლობით უნდა მოვეპყროთ ამ მონაპოვარს. ჩვენ 30 წლის განმავლობაში ვცდილობთ, რომ დავამკვიდროთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, რეალური დამოუკიდებლობა კი მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ ქვეყანა არის ძლიერი, მათ შორის ეკონომიკურადაც. ამ შემთხვევაში ქვეყანას ექნება რეალური აღიარება. ფორმალურ, იურიდიულ დამოუკიდებლობასთან ერთად ჩვენ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, რომ ქვეყანა მართლაც რეალურად დამოუკიდებელი იყოს, მათ შორის ეკონომიკურად ძლიერი და დამოუკიდებელი და ჩვენ რეალურად მივიღოთ ის სიკეთე, რასაც თავისუფლების სიკეთე ჰქვია“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.   26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, ახლანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა. რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.  

საქართველოში სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმამდეა - დავითაშვილი

ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც ასევე დასაქმებაზე აისახა, დასაქმება კი ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი იყო, რომ საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა ეკონომიკური ზრდით უნდა გაუმჯობესებულიყო. დღეს საქსტატმა გამოაქვეყნა მონაცემები სიღარიბის შესახებ, რომელთა თანახმადაც მისი დონე ისტორიულ მინიმუმამდეა დასული, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. ლევან დავითაშვილმა საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებულ, გასული წლის სიღარიბის და შემოსავლების უთანასწორობის მაჩვენებლებზე ისაუბრა, რომელთა თანახმადაც, 2021-2022 წლებში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და ასევე მთავრობის მიზნობრივი სოციალური პოლიტიკა აისახა როგორც დასაქმების ზრდაზე, ასევე სიღარიბის შემცირებაზე. მისი თქმით, შედეგად, 2022 წელსაც სიღარიბის დონის მნიშვნელოვანი შემცირება დაფიქსირდა და მან ისტორიულ მინიმუმს - 15.6%-ს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 1.9 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. როგორც ვიცე-პრემიერი აღნიშნავს, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში სიღარიბე აღმოფხვრილია - ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ჯერ კიდევ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არის, მაგრამ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება იყო 2022 წლის განმავლობაში. ეს კი, ლევან დავითაშვილის განმარტებით, მათ შორის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი პირდაპირი შედეგია. „უნდა აღინიშნოს, რომ 2012 წელთან შედარებით სიღარიბეს თავი დააღწია ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა - მაშინ საქართველოში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ 1.1 მლნ ადამიანი ცხოვრობდა. 2022 წელს სიღარიბეს თავი დააღწია დაახლოებით 63.3 ათასმა ადამიანმა. ჩვენ, ეს ტემპი, ეს ტენდენცია უნდა გავაგრძელოთ იმისთვის, რომ ქვეყანაში მოქალაქეების მდგომარეობა უკეთესი იყოს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ არ ვსაუბრობდეთ სიღარიბეზე, ქვეყანაში სიღარიბე დავამარცხოთ, ეს ხელისუფლების და ეკონომიკური გუნდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. მინისტრის განცხადებით, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ „საქსტატის“ მონაცემების თანახმად, სიღარიბის შემცირებასთან ერთად ასევე შემცირდა შემოსავლების უთანასწორობაც და ამ მიმართულებითაც ე.წ. ჯინის კოეფიციენტმა როგორც შემოსავლების, ასევე ხარჯების მიხედვით ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. როგორც ლევან დავითაშვილი აცხადებს, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. მისი თქმით, ბევრი ძალიან წარმატებული, მაღალშემოსავლიანი ქვეყანაც ვერ უმკლავდება ხოლმე უთანასწორობის საკითხებს, ეს არის გამოწვევა ბევრი საზოგადოებისთვის. „ამ მიმართულებითაც ე.წ. ჯინის კოეფიციენტი, რომელიც შემოსავლების განაწილებას ითვალისწინებს, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და მთლიანი შემოსავლების მიხედვით 0.36 გახდა. როგორც იცით, აბსოლუტური მინიმუმია, როდესაც კოეფიციენტი ნულისკენ მიისწრაფვის და რაც უფრო ნაკლებია ჯინის კოეფიციენტი, საზოგადოებაში შემოსავალი მით უფრო თანაბრადაა გადანაწილებული, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია სწორი საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის“, - აცხადებს ვიცე-პრემიერი.  

ვიცე-პრემიერი ევროკავშირის დემარშის შემდეგ: შეიძლება, გვქონდეს აზრთა სხვადასხვაობა ზოგიერთ საკითხზე, მაგრამ ევროკავშირის ქვეყნების მდგომარეობასთან ჩვენი გაიგივება არ შეიძლება

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოსა და ევროპელ პარტნიორებს შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, თუმცა ამ ყველაფერთან დაკავშირებით მხარეებს ღია საუბრები აქვთ. დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ორივე მხარე აფასებს იმას, რომ პარტნიორებს ერთმანეთთან გულწრფელი საუბარი შეუძლიათ. მისივე თქმით, პარტნიორების მხრიდან საქართველოსთვის სანქციების დაწესებაზე საუბარი არ ყოფილა. ევროკავშირმა რუსეთთან ფრენების აღდგენის გამო, საქართველოს დემარში გამოუცხადა „ევროპელ პარტნიორებთან პოზიტიური შეხვედრები ხშირად გვაქვს. ამ შემთხვევაში, ორივე მხარე ვისურვებდით, რომ თანამშრომლობის ასპექტებზე მეტად გვესაუბრა. ყველაფერზე, რა თქმა უნდა, ვერ ვჯერდებით და აზრთა სხვადასხვაობები არსებობს. განვიხილეთ და ვიმსჯელეთ თითოეულ საკითხზე, რომელიც მათ დასვეს. ეს ყველაფერი დისკუსიის პროცესია, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ ძალიან ღია და გახსნილი საუბრები გვაქვს. ეს მუშა პროცესია, ასე რომ, ორივე მხარე აფასებს იმას, რომ პარტნიორებს ერთმანეთთან გულწრფელი საუბარი შეგვიძლია. პარტნიორების მხრიდან საქართველოსთვის დაწესებულ არავითარ სანქციებზე საუბარი არ ყოფილა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. საქართველოს ვიცე-პრემიერს გადავეცი ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნისგან, რომ ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო - ჰერჩინსკი  

ლევან დავითაშვილი: პარტნიორების მხრიდან საქართველოსთვის არავითარ სანქციებზე საუბარი არ ყოფილა

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ევროკავშირის ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პარტნიორების მხრიდან საქართველოსთვის დაწესებულ არავითარ სანქციებზე საუბარი არ ყოფილა. დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ორივე მხარე აფასებს იმას, რომ პარტნიორებს ერთმანეთთან გულწრფელი საუბარი შეუძლიათ. მისივე თქმით, პარტნიორების მხრიდან საქართველოსთვის სანქციების დაწესებაზე საუბარი არ ყოფილა. „ევროპელ პარტნიორებთან პოზიტიური შეხვედრები ხშირად გვაქვს. ამ შემთხვევაში, ორივე მხარე ვისურვებდით, რომ თანამშრომლობის ასპექტებზე მეტად გვესაუბრა. ყველაფერზე, რა თქმა უნდა, ვერ ვჯერდებით და აზრთა სხვადასხვაობები არსებობს. ვიცე-პრემიერი ევროკავშირის დემარშის შემდეგ: შეიძლება, გვქონდეს აზრთა სხვადასხვაობა ზოგიერთ საკითხზე, მაგრამ ევროკავშირის ქვეყნების მდგომარეობასთან ჩვენი გაიგივება არ შეიძლება განვიხილეთ და ვიმსჯელეთ თითოეულ საკითხზე, რომელიც მათ დასვეს. ეს ყველაფერი დისკუსიის პროცესია, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ ძალიან ღია და გახსნილი საუბრები გვაქვს. ეს მუშა პროცესია, ასე რომ, ორივე მხარე აფასებს იმას, რომ პარტნიორებს ერთმანეთთან გულწრფელი საუბარი შეგვიძლია. პარტნიორების მხრიდან საქართველოსთვის დაწესებულ არავითარ სანქციებზე საუბარი არ ყოფილა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.  

ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით საქართველოს მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება თანხვედრაშია, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო საბჭოს პრინციპებთან - დავითაშვილი

ევროკავშირის ქვეყნებს რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების განახლებასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია გააჩნიათ და ეს იყო შეხვედრაზე განხილვის საგანი, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ქრონიკაში“ ისაუბრა. „ევროკავშირის ელჩმა, ვფიქრობ, რომ დემარშის წერილის შინაარსი საზოგადოებას გააცნო, სადაც ცალსახადაა აღნიშნული, რომ ევროკავშირის ქვეყნები ამ შემთხვევაში ერთიანი გადაწყვეტილების ერთგული არიან. მათ ერთიანი გადაწყვეტილება გააჩნიათ რუსეთთან ფრენებთან და საქართველოში ფრენების განახლებასთან დაკავშირებით მათ განსხვავებული პოზიცია გააჩნიათ. ეს იყო შეხვედრაზე განხილვის საგანი. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ჩვენი არგუმენტები, რომელიც ევროკავშირის ელჩებს და მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში გავუზიარეთ. საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, რომ ცალმხრივი იყო გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოში ფრენების შეწყვეტის შესახებ 2019 წელს და ამ შემთხვევაშიც, ფრენების აღდგენის შესახებ გადაწყვეტილებაც ცალმხრივია. ბუნებრივია, როდესაც ვსაუბრობთ ფრენების განახლებაზე აქ ძალიან ბევრი ტექნიკური დეტალის გავლაა საჭირო და ძალიან ბევრ პროცედურას ითვალისწინებს ფრენების დაშვება. ჩვენ ამაზე გვქონდა საკმაოდ დიდი მსჯელობა გუნდში და საზოგადოებას, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებას ავუხსენით, მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ამ შემთხვევაში, როდესაც აღდგა ფრენები რუსეთის ფედერაციასთან ჩვენ გარკვეული პრაქტიკა გამოვიყენეთ, პრინციპების შესაბამისად მოხდა ფრენების დაშვება საქართველოში და ეს ეფუძნებოდა უფრო კონსერვატორულ მიდგომებს, სადაც ჩვენ სანქცირებული კომპანიებისთვის ფრენის უფლება არ მიგვიცია. უფლება არ მივეცით ასევე, იმ ავიასატრანსპორტო საშუალებებს, რომლების წარმომადგენლებიც სანქციებში ექცევა. ეს დეტალებიც განვიხილეთ ელჩებთან. ამის შესახებ კითხვები დაისვა ელჩების მხრიდანაც, რომ ტექნიკურად რამდენად გამართული იყო ჩვენი გადაწყვეტილება და რამდენად შეესაბამებოდა უსაფრთხოების სტანდარტებს, ხომ არ იქნებოდა გარკვეული პრობლემები, საფრთხეები?! რა თქმა უნდა ჩვენი გადაწყვეტილებები სრულად თანხვედრაშია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო საბჭოს პრინციპებსა და სტანდარტებთან“,- აღნიშნა დავითაშვილმა "ქრონიკასთან". 10 მაისს, სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და ირაკლი ღარიბაშვილი. „ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, - განაცხადეს თავის მხრივ, 11 მაისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე და კიდევ ერთხელ დაამატეს, რომ აშშ-სთვის შემაშფოთებელი იქნება, თუ საქართველოსთან რუსეთი პირდაპირ ფრენებს განაახლებს. 19 მაისს, რუსეთიდან საქართველოში პირველი თვითმფრინავი, აქტივისტების პროტესტის ფონზე დაეშვა 20 მაისიდან, თბილისიდან მოსკოვში და პირიქით, რეგულარული ავიამიმოსვლა ქართულმა კომპანია „ჯორჯიან ეარვეისმაც" დაიწყო. ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და სხვა სახელმწიფოებმა აკრძალეს რუსული ავიაკომპანიების მათ საჰაერო სივრცეში შესვლა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.  2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს  

საქართველომ და თურქმენეთმა ტრანსპორტისა და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო - ეკონომიკურ ურთიერთობათა მინისტრს, ბეგენჩ გოჩმოლაევს შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მინისტრებმა განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები, ხაზი გაესვა ისეთი პრიორიტეტული მიმართულებების განვითარებას, როგორიცაა ორმხრივი ვაჭრობა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, კავშირგამბულობა, ტურიზმი და სხვ. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოსა და თურქმენეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მთავრობათაშორისო ეკონომიკური კომისიის ფორმატი, რომლის მომდევნო სხდომაც თბილისში 6 ივნისს გაიმართება. ეკონომიკის სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ შეხვედრისას ხაზი გაესვა ურთიერთობის განვითარების მნიშვნელობას ორი ქვეყნის ბიზნეს წრეებს შორის, აგრეთვე საქართველოში თურქმენეთიდან ინვესტიციების განხორციელების მნიშვნელობას. „განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობაზე ტრანსპორტისა და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროებში. ყურადღება გამახვილდა საქართველოზე გამავალ სატრანსპორტო დერეფანში თურქმენეთიდან ტვირთების მოზიდვის მნიშვნელობაზე. ასევე, განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავება ტურიზმის სფეროში“.   

ანაკლიის პორტის მშენებლობა კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის როლს შავ ზღვაზე - ლევან დავითაშვილი

„ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საზღვაო ტრანსპორტის განვითარება, საქართველო საზღვაო ქვეყანაა და ამ მიმართულებით საერთაშორისო საზოგადოებაში თავის ადგილს კიდევ უფრო იმკვიდრებს. მთავრობის იმ თანმიმდევრული, მიზანმიმართული პოლიტიკით, რომელიც წლების განმავლობაში ხორციელდება, საქართველო საერთაშორისო საზღვაო თანამეგობრობის ღირსეული წევრი და ნაწილია“, - განაცხადა დღეს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. საქართველო, როგორც საზღვაო ქვეყანა, ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით 25 ივნისს, ყოველწლიურად აღნიშნავს მეზღვაურთა პროფესიულ დღეს. ამჯერად საზეიმო ღონისძიებები ბათუმის ცენტრალური პარკიდან დაიწყო - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტთა მსვლელობა სასულე ორკესტრის თანხლებით. ნავმისადგომზე კი მეზღვაურის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური საზეიმო ცერემონია გაიმართა, რომელშიც სხვადასხვა უწყების ოფიციალური პირები მონაწილეობდნენ. „ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად შევძელით ის, რომ საქართველოს მეზღვაურის პროფესია დღეს კიდევ უფრო დაფასებულია. საზღვაო სექტორი დიდი სატრანსპორტო სექტორის მნიშვნელოვანი ნაწილია და ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ მსოფლიოს კომერციული ტვირთების 90% სწორედ საზღვაო ტრანსპორტით გადაიზიდება. საქართველო, როგორც მნიშვნელოოვანი სატრანზიტო-ლოგისტიკური ფუნქციის ქვეყანა ზღვასთან მჭიდროდაა დაკავშირებული. შესაბამისად, ჩვენი პოლიტიკაც იმისკენაა მიმართული, რომ განვავითაროთ ინფრასტრუქტურა. ჩვენ განვაცხადეთ ძალიან მნიშვნელოვანი, ამბიციური პროექტის შესახებ - მიმდინარე წელს საქართველოს მთავრობა დაიწყებს ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის როლს შავ ზღვაზე. რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს, რომ კიდევ უფრო წარმატებულები ვიქნებით სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ოპერაციებში, ქვეყანაში მეტი ეკონომიკა შეიქმნება“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა. პრემიერი ყაზახ კოლეგასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე: საქართველოს მთავრობა მზადაა, ააშენოს ანაკლიის პორტი, სამუშაო დაიწყება წელს საქართველოს ხელისუფლებას გაცხადებული აქვს, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება შემოდგომისთვის სურს. ბოლო განცხადება ამის შესახებ 19 აპრილს გაკეთდა. უფრო ადრე, 12 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 51% სახელმწიფოს საკუთრება იქნება. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს. სახელმწიფო დეპარტამენტი: ანაკლიის პორტის პროექტი უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს ვაშინგტონის შეფასებით, პორტის განვითარებას შეუძლია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს კურსის განსაზღვრაში შავ ზღვაზე. აშშ-ის ოფიციალური პირები Europetime-თან ამბობენ, რომ ანაკლიის პორტის პროექტი უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს. ანაკლიის პორტის პროექტის მნიშვნელობაზე Europetime-თან საკუთარი პოზიცია გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმაც დაფიქსირა. „ანაკლიის პორტის პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს დამაკავშირებელი ჰაბი ევროპასა და სამხრეთ კავკასიას შორის, ცეტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ აზიას შორის. ელჩის შეფასებით, რაც უფრო მეტ სტრატეგიულ განვითარებას დაინახავენ, მით უფრო მეტი გერმანული კომპანია დაინტერესდება საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით. „ანაკლიის პორტის პროექტი მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს დამაკავშირებელი ჰაბი ევროპასა და სამხრეთ კავკასიას შორის, ცეტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ აზიას შორის, რომელსაც ექნება სავაჭრო და სატრანსპორტი მარშრუტები და ამასთან ერთად, ბიზნესიც...ბევრი რამ იწყება პორტებით, პორტებით შავ ზღვაში, პორტებით კასპიის ზღვაში.. ჩემთვის არ არის ცნობილი კონკრეტული გერმანული კომპანიის შესახებ, თუმცა გვყავს კარგი კომპანიები, რომლებიც ჩართულნი არიან პორტებში, ლოგისტიკაში. ზოგი ამბობს, რომ  გერმანია მსოფლიო ჩემპიონია ლოგისტიკაში. რაც უფრო მეტ სტრატეგიულ განვითარებას დაინახავენ, მით უფრო მეტი გერმანული კომპანია დაინტერესდება აქ ჩამოსვლითა და ინვესტიციების განხორციელებით. თუ საქართველო დამაკავშირებელი ჰაბი გახდება, ეს სამუშაო ადგილებს შექმნის, ინვესტიციებსა და მეტ სარგებელს მოიტანს“, - აცხადებს გერმანიის ელჩი Europetime-თან. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს. მაშინ კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს თქვა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 20 თებერვალს განაცხადა, რომ მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ოფიციალურ მოქმედებებს იწყებს.

დავითაშვილის თქმით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ინტერესი რამდენიმე საერთაშორისო კომპანიამ გამოხატა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით განაცხადების მიღება დასრულებულია და იმ კომპანიების შესახებ ინფორმაცია, რომლებმაც პორტის აშენების ინტერესი გამოხატეს, საზოგადოებას უახლოეს ხანებში წარედგინება. „ანაკლიასთან დაკავშირებით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვას რაც შეეხება, განაცხადების მიღება ოფიციალურად 19 ივნისს დასრულდა. გიდასტურებთ, რომ ჩვენ რამდენიმე საერთაშორისო კომპანიისგან მივიღეთ განაცხადი. არის ინდივიდუალურად კომპანიები და არის კომპანიათა გაერთიანებები და კონსორციუმები. კომპანიების მიმართ გარკვეული შესაბამისობის კრიტერიუმები იყო მოთხოვნილი, მათ შორის ფინანსური მდგრადობის და კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაცია. ახლა, ამ ინფორმაციის შესწავლა-დამუშავება მიდის და საზოგადოებას უახლოეს ხანებში მივაწვდით ინფორმაციას, მათ შორის მონაწილე კომპანიების და მათი გამოცდილების შესახებ და ყველა იმ ინფორმაციას, რაც ჩვენ კომპანიების მხრიდან გამოვითხოვეთ. ამ ეტაპზე, საზოგადოებას მეტ ინფორმაციას, სამწუხაროდ, ვერ გავუზიარებთ, თუმცა, ჩვენი სააგენტო ინტენსიურად მუშაობს, ეს განაცხადები რომ დამუშავდეს, მაგრამ გეტყვით, რომ რამდენიმე განაცხადი იყო მნიშვნელოვანი საერთაშორისო კომპანიების მხრიდან მიღებული“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ანაკლიის პორტის მშენებლობა კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის როლს შავ ზღვაზე - ლევან დავითაშვილი პრემიერი ყაზახ კოლეგასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე: საქართველოს მთავრობა მზადაა, ააშენოს ანაკლიის პორტი, სამუშაო დაიწყება წელს საქართველოს ხელისუფლებას გაცხადებული აქვს, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება შემოდგომისთვის სურს. ბოლო განცხადება ამის შესახებ 19 აპრილს გაკეთდა. უფრო ადრე, 12 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 51% სახელმწიფოს საკუთრება იქნება. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს. სახელმწიფო დეპარტამენტი: ანაკლიის პორტის პროექტი უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს ვაშინგტონის შეფასებით, პორტის განვითარებას შეუძლია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს კურსის განსაზღვრაში შავ ზღვაზე. აშშ-ის ოფიციალური პირები Europetime-თან ამბობენ, რომ ანაკლიის პორტის პროექტი უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს. ანაკლიის პორტის პროექტის მნიშვნელობაზე Europetime-თან საკუთარი პოზიცია გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმაც დაფიქსირა. „ანაკლიის პორტის პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს დამაკავშირებელი ჰაბი ევროპასა და სამხრეთ კავკასიას შორის, ცეტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ აზიას შორის. ელჩის შეფასებით, რაც უფრო მეტ სტრატეგიულ განვითარებას დაინახავენ, მით უფრო მეტი გერმანული კომპანია დაინტერესდება საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით. „ანაკლიის პორტის პროექტი მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს დამაკავშირებელი ჰაბი ევროპასა და სამხრეთ კავკასიას შორის, ცეტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ აზიას შორის, რომელსაც ექნება სავაჭრო და სატრანსპორტი მარშრუტები და ამასთან ერთად, ბიზნესიც...ბევრი რამ იწყება პორტებით, პორტებით შავ ზღვაში, პორტებით კასპიის ზღვაში.. ჩემთვის არ არის ცნობილი კონკრეტული გერმანული კომპანიის შესახებ, თუმცა გვყავს კარგი კომპანიები, რომლებიც ჩართულნი არიან პორტებში, ლოგისტიკაში. ზოგი ამბობს, რომ  გერმანია მსოფლიო ჩემპიონია ლოგისტიკაში. რაც უფრო მეტ სტრატეგიულ განვითარებას დაინახავენ, მით უფრო მეტი გერმანული კომპანია დაინტერესდება აქ ჩამოსვლითა და ინვესტიციების განხორციელებით. თუ საქართველო დამაკავშირებელი ჰაბი გახდება, ეს სამუშაო ადგილებს შექმნის, ინვესტიციებსა და მეტ სარგებელს მოიტანს“, - აცხადებს გერმანიის ელჩი Europetime-თან. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს. მაშინ კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს თქვა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 20 თებერვალს განაცხადა, რომ მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ოფიციალურ მოქმედებებს იწყებს.

დავითაშვილი: შესაბამისმა სტრუქტურებმა არაერთხელ მოახდინეს ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მცდელობების პრევენცია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, საქართველოში პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენელთა ერთობლივი ვიზიტი შეაფასა. მან საქართველოს მთავრობის სხდომის შემდეგ ისაუბრა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე-11 პაკეტზე. მისი თქმით, სამი ძირითადი ჯგუფია (აშშ, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი), რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აწესებენ და აახლებენ. დავითაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის სანქციების მოთხოვნების შესრულება მარტივი არ არის და ამიტომ შესაბამისი სტრუქტურები პრევენციის მიზნით პარტნიორებთან თანამშრომლობენ. აშშ-ის, ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლების ვიზიტი თბილისში დავითაშვილის თქმით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და შესაბამისმა სტრუქტურებმა არაერთხელ მოახდინეს ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის მცდელობის პრევენცია. მინისტრის თქმით, ხშირ შემთხვევაში, პირდაპირ უნდა აღინიშნოს, რომ რისკები არსებობს სანქცირებული ტვირთისთვის საქართველოს ტრანზიტის გამოყენების მცდელობების კუთხით და აქ საქართველომ ათეულობით შემთხვევაზე მოახდინა რეაგირება და პრევენცია. „საზოგადოებაში დიდი ინტერესია ამ ვიზიტთან დაკავშირებით, ეს არის ძალიან მაღალი დონის წარმომადგენლობა, ეს არ არის მხოლოდ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ეს არის, ასევე, აშშ-დან ბატონი ო’ბრაიენის ვიზიტი და ასევე, ბრიტანეთიდან ბატონი აიერის ვიზიტი. ეს სამი ძირითადი ქვეყანათა ჯგუფია, რომელიც დღეს სანქციებს აწესებს და სანქციებს აახლებს, შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობა სანქციების აღსრულების კუთხით და მეორე, სანქციებისთვის გვერდის ავლის პრევენციის კუთხით თანამშრომლობის ნაწილში. ამ კუთხით საქართველო არის გამორჩეულად საიმედო პარტნიორი როგორც ევროკავშირისთვის, ისე აშშ-სთვის, ბრიტანეთისთვის და ამაზე ჩვენ გვაქვს რეგულარული კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან - პირადად მე, საბაჟო სტრუქტურის წარმომადგენლებს, ფინანსთა სამინისტროს და ა.შ. ჩვენ, ფინანსთა სამინისტრომ და შესაბამისმა სტრუქტურებმა, არაერთი პრევენცია მოახდინეს, მათ შორის, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მცდელობების. ჩვენ არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ სანქციების შესრულება არის მარტივი პროცესი იგივე სანქციების დამწესებელი ქვეყნებისთვის. ხშირ შემთხვევაში, პირდაპირ უნდა აღინიშნოს, რომ რისკები არსებობს, მათ შორის, ამ ქვეყნებიდან სანქცირებული ტვირთისთვის საქართველოს ტრანზიტის გამოყენების მცდელობების კუთხით და აქ საქართველომ ათეულობით შემთხვევაზე მოახდინა რეაგირება და პრევენცია. ასევე, მესამე ქვეყნებიდან ხდება ხოლმე სანქცირებული ტვირთების შესაძლო გაგზავნა სანქცირებულ ქვეყანაში და აქაც, საქართველო პარტნიორ ქვეყნებთან მჭიდროდ თანამშრომლობს ამ ინფორმაციის ურთიერთ გაცვლის კუთხით, ასევე, იმისთვის, რომ სანქციები იყოს სწორად აღსრულებული. ჩვენ გვაქვს არაერთი ტრენინგი, შეხვედრა და სემინარი იმისთვის, რომ სწორად მოხდეს ინტერპრეტაცია, იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში, არ არის ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი, ამას სჭირდება სწორი გაიდლაინები და მათი სწორად მიტანა აღმასრულებელ ოფიცრებამდე. ამ კუთხით, ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის ძალიან ბევრი ფორმატი და ზუსტად ამ საკითხებზე იქნება საუბარი. ჩვენს პარტნიორებთან ერთად შევაჯამებთ სანქციების დაწესებიდან დღემდე გავლილ სამუშაოს", - განაცხადა დავითაშვილმა. დავითაშვილის თქმით, საქართველო ალბათ, მიიღებს კიდევ ერთხელ მხარდაჭერას პარტნიორების მხრიდან, იმ ნაწილში, თუ როგორ მაღალ დონეზე და მაღალი პროფესიონალიზმით უჭერენ ქართული სტრუქტურები მხარს სანქციების აღსრულების ნაწილში. დღეს, 26 ივნისს სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’სალივანი ორდღიანი ვიზიტით თბილისს ეწვია.  ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, საქართველოს ხელისუფლებასთან განიხილავს საერთო ინტერესების სფეროში შემავალ საკითხებს, კერძოდ, სანქციებსა და მათ ეფექტიან განხორციელებას. ეს იქნება ერთობლივი ვიზიტი, რომელშიც ასევე მონაწილეობენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის გენერალური დირექტორი ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში, კუმარ აიერი. ვიზიტებს წინ უძღვის ევროკავშირი მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტის დამტკიცება.  უახლესი პაკეტის მიხედვით, ევროკავშირი გააფართოებს თანამშრომლობას მესამე ქვეყნებთან, სანქციების გვერდის აცილების კუთხით. საქართველოში ვიზიტამდე, სანქციების იმპლემენტაციის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი კიევში იმყოფებოდა  

დევიდ ო’სალივანი და ჯეიმს ო’ბრაიენი ეკონომიკის სამინისტროში იმყოფებოდნენ

ევროკავშირის, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები, რომლებიც სანქციების განხორციელების მიმართულებას კურირებენ, საქართველოში შეხვედრებს განაგრძობენ. საგარეო უწყებისა და მთავრობის ადმინისტრაციის შემდეგ, დევიდ ო’სალივანი და ჯეიმს ო’ბრაიენი ეკონომიკის სამინისტროში იმყოფებოდნენ. ეკონომიკის სამინისტროს თანახმად, შეხვედრისას ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის ეს არჩევანი დღეს ისე მტკიცეა, როგორც არასდროს. მისივე განცხადებით, ხელისუფლება მზად არის ამ გზაზე წინსვლისთვის საჭირო რეფორმების გასატარებლად. „დელეგაციის წევრებთან დეტალურად იყო განხილული, თუ როგორ ეხმარება საქართველო აშშ-ს, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს მათ მიერ დაწესებული სანქციების შესრულების კუთხით. ვიცე-პრემიერის თქმით, მთავრობა არ დაუშვებს საქართველოს ტერიტორიითა და ფინანსური სისტემით სარგებლობას სანქციების თავის არიდების მიზნით. მისივე განცხადებით, შესაბამისი სამსახურები ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ და მკაცრად კონტროლირდება ყველა საბაჟო თუ ფინანსური ოპერაცია. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ასევე განიხილეს, თუ როგორ ეხმარება საქართველო ევროკავშირს, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ რუსეთისთვის დაწესებული ფინანსური სანქციების აღსრულების მხრივ. ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველო კვლავ გააგრძელებს ახალი სანქციების შესრულების კუთხით რისკების პრევენციის მხრივ პარტნიორების დახმარებას და დეტალურად მოხდება ამის განხილვა შესაბამის უწყებებთან“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. „ძალიან პოზიტიური იყო ის შეფასება, რომელიც მივიღეთ სანქციების შესრულების კუთხით საქართველოს მხრიდან დახმარების თვალსაზრისით და მოვისმინეთ მადლობა ამ თანამშრომლობის ნაწილში“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. მისივე განცხადებით, საქართველო დღეს საერთაშორისო საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია და ეს დელეგაციის მხრიდანაც აღინიშნა. შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო რეგიონში შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებას და აქედან გამომდინარე ეკონომიკურ ტენდენციებს, გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე. „ვფიქრობ, მომავალში მჭიდრო თანამშრომლობა გვექნება როგორც ევროკავშირის სტრუქტურებთან, ასევე აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებთან სხვადასხვა საკითხზე, რათა კოორდინირებული მუშაობით უფრო ეფექტიანი იყოს სავაჭრო ურთიერთობები და ასევე აცილებული იყოს რისკები, რომელიც შეიძლება სანქციების გვერდის ავლას ითვალისწინებდეს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. ლევან დავითაშვილთან გამართულ შეხვედრას ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი, ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი და დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი ესწრებოდნენ. ამერიკის საელჩოს ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი თბილისს ეწვია, რათა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან განიხილოს საერთო ინტერესის საკითხები, კერძოდ, სანქციები და მათი ეფექტიანი განხორციელება. ამერიკის საელჩოს თანახმად, ამ ვიზიტის მიზანია კომუნიკაციის პირდაპირი არხისა და სამომავლო  თანამშრომლობითი დიალოგის დამყარება. ამ ერთობლივ ვიზიტში, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის სანქციების დესპანი,  დევიდ ო’სალივანი და დიდი ბრიტანეთის მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორი კუმარ აიერი. „ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება პრემიერ-მინისტრ ღარიბაშილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დარჩიაშვილთან, ვიცე-პრემიერ და ეკონომიკის მინისტრ დავითაშვილთან, ფინანსთა მინისტრ ხუციშვილთან, ეროვნული ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან თურნავასთან და გენერალურ პროკურორთან შოთაძესთან. ჩვენ მოუთმენლად ველით მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებასა და ძალისხმევის გაძლიერებას სანქციებზე თავის არიდების პრევენციის მიზნით, აგრძელებს რა რუსეთი სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ“, - ნათქვამია ამერიკის საელჩოს ინფორმაციაში. იდენტური ცნობა გაავრცელა დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობამაც იმ განსხვავებით, რომ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, დევიდ ო’სალივანი საქართველოში 26 ივნისს ჩამოვიდა. ოფიციალური შეხვედრები დღეიდან დაიწყო. ვიზიტებს წინ უძღვის ევროკავშირი მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტის დამტკიცება.  უახლესი პაკეტის მიხედვით, ევროკავშირი სანქციების გვერდის ავლის საკითხთან დაკავშირებით, მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობას გააფართოებს.

დავითაშვილი ისრაელის ტრანსპორტის მინისტრს ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ესაუბრა

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ისრაელის ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების მინისტრს მირი რეგევს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, საუბარი წარიმართა ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებზე, მათ შორის, თანამშრომლობის გაღრმავებაზე ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, აგრეთვე საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა არსებული და ახალი სანავსადგურე ინფრასტრუქტურის განვითარება. აღნიშნული მიზნით, ქართული მხარე განსაკუთრებულ მნიშვნელობა ანიჭებს ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის საკითხს“, - აცხადებს ეკონომიკის სამინისტრო. მისივე თანახმად, მხარეებმა ასევე ისაუბრეს თანამშრომლობის გაღრმავებაზე საქართველოსა და ისრაელის საზღვაო სასწავლებლებს შორის. ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე სამოქალაქო ავიაციის სფეროში. აღინიშნა, რომ საქართველოსა და ისრაელს შორის პირდაპირი რეგულარული რეისების შედეგად 2023 წლის იანვარ-მაისის პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 32.7%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. დავითაშვილის თქმით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ინტერესი რამდენიმე საერთაშორისო კომპანიამ გამოხატა ანაკლიის პორტის მშენებლობა დაიწყება წელს, სერიოზული ინვესტორისგან გამოითქვა ინტერესი - პრემიერი შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორმხრივი ვაჭრობის დინამიკა. ითქვა, რომ მიმდინარე წლის პირველ მაისს, ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მიზანშეწონილობის კვლევის დასრულებასა და მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით და მოლაპარაკებების პირველი რაუნდის გამართვა 2024 წელსაა დაგეგმილი. შეხვედრის დასასრულს, ლევან დავითაშვილმა ისრაელის სახელმწიფოს ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების მინისტრი მირი რეგევი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად მოიწვია. შეხვედრას დაესწრნენ მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი და ისრაელის სახელმწიფოს ელჩი საქართველოში ჰადას მეიცადი. ცნობისთვის, საქართველოს ხელისუფლებას გაცხადებული აქვს, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება შემოდგომისთვის სურს. ბოლო განცხადება ამის შესახებ 19 აპრილს გაკეთდა. უფრო ადრე, 12 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 51% სახელმწიფოს საკუთრება იქნება. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს. სახელმწიფო დეპარტამენტი: ანაკლიის პორტის პროექტი უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს ვაშინგტონის შეფასებით, პორტის განვითარებას შეუძლია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს კურსის განსაზღვრაში შავ ზღვაზე. აშშ-ის ოფიციალური პირები Europetime-თან ამბობენ, რომ ანაკლიის პორტის პროექტი უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს. ანაკლიის პორტის პროექტის მნიშვნელობაზე Europetime-თან საკუთარი პოზიცია გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმაც დაფიქსირა. „ანაკლიის პორტის პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს დამაკავშირებელი ჰაბი ევროპასა და სამხრეთ კავკასიას შორის, ცეტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ აზიას შორის. ელჩის შეფასებით, რაც უფრო მეტ სტრატეგიულ განვითარებას დაინახავენ, მით უფრო მეტი გერმანული კომპანია დაინტერესდება საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით. „ანაკლიის პორტის პროექტი მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს დამაკავშირებელი ჰაბი ევროპასა და სამხრეთ კავკასიას შორის, ცეტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ აზიას შორის, რომელსაც ექნება სავაჭრო და სატრანსპორტი მარშრუტები და ამასთან ერთად, ბიზნესიც...ბევრი რამ იწყება პორტებით, პორტებით შავ ზღვაში, პორტებით კასპიის ზღვაში.. ჩემთვის არ არის ცნობილი კონკრეტული გერმანული კომპანიის შესახებ, თუმცა გვყავს კარგი კომპანიები, რომლებიც ჩართულნი არიან პორტებში, ლოგისტიკაში. ზოგი ამბობს, რომ  გერმანია მსოფლიო ჩემპიონია ლოგისტიკაში. რაც უფრო მეტ სტრატეგიულ განვითარებას დაინახავენ, მით უფრო მეტი გერმანული კომპანია დაინტერესდება აქ ჩამოსვლითა და ინვესტიციების განხორციელებით. თუ საქართველო დამაკავშირებელი ჰაბი გახდება, ეს სამუშაო ადგილებს შექმნის, ინვესტიციებსა და მეტ სარგებელს მოიტანს“, - აცხადებს გერმანიის ელჩი Europetime-თან. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს. მაშინ კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს თქვა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 20 თებერვალს განაცხადა, რომ მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ოფიციალურ მოქმედებებს იწყებს.  

დავითაშვილი: კონკურსი გამოვაცხადეთ 350-დან 430 მეგავატამდე სიმძლავრის თბოელექტროსადგურის მშენებლობაზე

საქართველოს მთავრობამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით განახლებადი ენერგიის ათვისების მხარდაჭერის სქემის შესაბამისად ჩატარებული სიმძლავრის აუქციონის შედეგები დაამტკიცა.   ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, აუქციონში გამარჯვებული 27 პროექტიდან, 10 მზის ელექტროსადგურის, 2 - ქარის, დანარჩენი 15 კი - ჰესის მშენებლობის ითვალისწინებს.    მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ პირველი აუქციონი 300 მგვტ დადგმულ სიმძლავრეზე იყო გამოცხადებული, მაგრამ მთავრობა ასევე გეგმავს, ზაფხულში დამატებითი სიმძლავრის აუქციონი ჩაატაროს, რათა კერძო დეველოპერებს, მიეცეთ მყარი საფასო გარანტიები ფინანსების მოსაზიდად და ენერგეტიკული პროექტების განსახორციელებლად. ლევან დავითაშვილის თქმით, საუბარია დაახლოებით, 2 მლრდ დოლარზე მეტ პოტენციურ ინვესტიციაზე ენერგეტიკულ სექტორში.   ბრიფინგზე ლევან დავითაშვილმა ასევე გაამახვილა ყურადღება „გარდაბნის თბოსადგურ 3-ის“ პროექტზე, რომლის ფასთა გამოკითხვის პროცედურის შედეგად გამოვლინდება კერძო ინვესტორი, რომელიც გარდაბნის მუნიციპალიტეტში 350-430 დადგმული მგვტ. სიმძლავრის კომბინირებული ციკლის ენერგოეფექტური თბოელექტროსადგურს ააშენებს. აუქციონის პირობებით, საქართველოში უდიდესი თბოელექტროსადგური ხელშეკრულების გაფორმებიდან  4 წლის ვადაში უნდა აშენდეს და გაეშვას ექსპლუატაციაში.  

დავითაშვილი უკრაინის მიერ „აირზენას“ დასანქცირებას, პოლიტიკურად განპირობებულ არამეგობრულ გადაწყვეტილებას უწოდებს

ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ „ჯორჯიან ეარვეისის“ დასანქცირებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს არის პოლიტიკურად განპირობებული არამეგობრული გადაწყვეტილება. მინისტრის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება მორიგი არამეგობრული ნაბიჯი იყო. „ცალსახად უნდა ითქვას, რომ ეს იყო მართლაც პოლიტიკურად განპირობებული გადაწყვეტილება. ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი ქვეყნის ძალიან ბევრი ავიაკომპანია დაფრინავს რუსეთში და უკრაინის ხელისუფლების მხრიდან მსგავსი რეაქცია ან გადაწყვეტილება სხვა შემთხვევაში არ ყოფილა. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მორიგი ძალიან არამეგობრული გადაწყვეტილება ვიხილეთ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან. ასეთი ფაქტები ჩვენ გვქონდა წინა შემთვევებშიც, როდესაც საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს ე.წ. სანქციები დაუწესა უკრაინის ხელისუფლებამ. ცალსახად მიუღებელია, არ ჯდება ქვეყნებს შორის ურთიერთობის იმ სტანდარტში, რომელიც საქართველოს და უკრაინას გააჩნიათ. ამაში, ვფიქრობ, ჩვენი ოპოზიციონერების ხელიც ურევია, რადგან ვიცით, რამდენად დაკავშირებულია ზოგიერთი ოპოზიციური ჯგუფი უკრაინის ხელისუფლებასთან. ალბათ საფუძველიც ზუსტად ეს არის იმ გადაწყვეტილების, რაც მიიღეს, როდესაც ხდება არასწორად ინფორმაციის მიტანა და, შესაბამისად, ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ორი ქვეყნის ურთიერთობებს აზიანებს და არანაირად არ არგებს. რაც შეეხება რეაგირებას, როგორც წინა შემთხვევებში საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰქონდა ამაზე რეაგირება, დარწმუნებული ვარ, ახლაც იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან შესაბამისი რეაქცია“, – განაცხადა დავითაშვილმა. რა სახის სანქციები დაუწესა უკრაინამ „საქართველოს ავიახაზებსა“ და თამაზ გაიაშვილს ზელენსკი: ყველა, ვინც ეხმარება აგრესორს, უკრაინისა და მთელი მსოფლიოსგან პასუხს მიიღებს  

საქართველო და მოლდოვა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების საკითხს განიხილავენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველო-მოლდოვას მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა. კომისიის სხდომამდე საქართველოს ვიცე-პრემიერმა შეხვედრა გამართა მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან, ეკონომიკური განვითარების და გაციფროვნების მინისტრ დიმიტრუ ალაიბასთან. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. საქართველოსა და მოლდოვას ეკონომიკური უწყებების ხელმძღვანელებმა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების და ამ კუთხით დარგობრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს. როგორც შეხვედრისას აღინიშნა, ამ მხრივ განვითარების მრავალმხრივი პერსპექტივები არსებობს, რომელთა რეალიზება ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და წარმატებული იქნება. ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა უკვე მეორედ იმართება - პირველად ის თბილისში 2017 წელს ჩატარდა. ამჯერად მოლდოვაში მიმდინარე სხდომას საქართველოს მხრიდან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, მასპინძელი მხრიდან კი რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე, ეკონომიკის განვითარებისა და გაციფროვნების მინისტრი დიმიტრუ ალაიბა ხელმძღვანელობდნენ. როგორც სხდომაზე აღინიშნა, კომისია პარტნიორ ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება-გაღრმავების მნიშვნელოვანი და ეფექტიანი პლატფორმაა. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ კომისიის ფარგლებში საქართველოსა და მოლდოვას შორის მოლაპარაკებები გაიმართა სავაჭრო და ეკონომიკური სფეროს არაერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებით, მათ შორის: ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები, ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, კომუნიკაციები, ტექნოლოგიები, კულტურა, ტურიზმი და ა.შ. შესაბამისად, მომავალში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ამ სექტორებში თანამშრომლობის ვრცელ სპექტრს და განვითარების შესაძლებლობებს მოიცავს. ამასთან, საქართველოს ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა იმ საერთაშორისო, გეოპოლიტიკურ ვითარებას და კონტექსტს, რომლის ფარგლებშიც საქართველო და მოლდოვა ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით მუშაობენ - კერძოდ, ეს არის საერთო საგარეო-პოლიტიკური მისწრაფება, რაც ევროკავშირში გაწევრიანებას გულისხმობს. „იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქვეყნები მალე შეუერთდებიან ევროპულ ოჯახს. დღევანდელმა შეხვედრამ გააღრმავა ჩვენი მეგობრობა და შექმნა ახალი შესაძლებლობები მომავალი თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. კომისიის სხდომის მიმდინარეობისას ორივე მხარის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა ბიზნესგარემოს მნიშვნელოვან წვლილს თითოეული ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. ამასთან, აღინიშნა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდისთვის და შესაბამისად, ორივე ქვეყანა დაინტერესებულია ინვესტიციების მოცულობის გაზრდით როგორც საქართველოში, ისე მოლდოვაში. ლევან დავითაშვილმა მოლდოველ კოლეგას საქართველოში არსებული სანდო, ლიბერალური ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მან ასევე ისაუბრა საქართველოში არსებული ეკონომიკური ზრდის, სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. ამასთან, ლევან დავითაშვილმა მოლდოვის დელეგაცია 2023 წლის 26-27 ოქტომბერს თბილისში დაგეგმილ „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ მოიწვია. საქართველო-მოლდოვას მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის ფარგლებში ხელი მოეწერა შემდეგ დოკუმენტებს: მემორანდუმი ეკონომიკურ, ტექნიკურ და სამეცნიერო სფეროებში თანამშრომლობის შესახებ, რომელიც გაფორმდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მოლდოვის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს შორის; ასევე ინვესტ მოლდოვას სააგენტოსა და სსიპ „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ორ ქვეყანას შორის საინვესტიციო და ექსპორტის ხელშემწყობი აქტივობების გაღრმავების მიზნით. საქართველო-მოლდოვას მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის შემდეგი სხდომა თბილისში გაიმართება.  

Wondernet Express Investment Group-მა უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს უმასპინძლა

მიმდინარე წლის 18 ივლისს, Wondernet Express Investment Group-ს ჰქონდა პატივი, ემასპინძლა უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ - აბდულა არიპოვისთვის და ვიცე-პრემიერ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ - ლევან დავითაშვილისთვის. საპატიო სტუმრებს კომპანიის დამფუძნებელმა - დიმიტრი აბდუშელიშვილმა და გენერალურმა დირქტორმა - მამუკა მურჯიკნელმა გააცნეს ბათუმის სასუქების ტერმინალი და მისი მუშაობის პრინციპი. ასევე, განიხილეს ლოგისტიკური დერეფნის მნიშვნელობა და მისი, კიდევ უფრო, განვითარების გზები. უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი, აბდულა არიპოვი საქართველოს 17 ივლისს ეწვია. მან შეხვედრები გამართა პრემიერ-მინისტრთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.  ასევე წაიკითხეთ: ზურაბ აბდუშელიშვილი უზბეკეთის პრემიერის ვიზიტზე: ბოლო 20-25 წლის განმავლობაში უზბეკეთიდან საქართველოში ასეთი მაღალი დონის ვიზიტი არ განხორციელებულა

ლევან დავითაშვილმა უზბეკეთის დელეგაციას საქართველოს პორტები, საზღვაო ინფრასტრუქტურა და ამ სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოში ვიზიტად მყოფ უზბეკეთის რესპუბლიკის დელეგაციას პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვის ხელმძღვანელობით დღეს საქართველოს პორტები, საზღვაო ინფრასტრუქტურა და ამ სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, დელეგაციას ბათუმსა და ფოთში ლევან დავითაშვილთან ერთად აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა და სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ალექსი ახვლედიანმა უმასპინძლეს. მათ უზბეკ სტუმრებთან ერთად დაათვალიერეს ფოთის საზღვაო პორტი და აკვატორია სანაპირო დაცვის გემით, ასევე გაეცნენ ბათუმის პორტის ინფრასტრუქტურას და მუშაობას და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს. „ჩვენ ერთად მოვინახულეთ საქართველოს საზღვაო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და შესაძლებლობები. ვეწვიეთ როგორც ბათუმის, ისე ფოთის პორტს და გვქონდა ვიზიტი ანაკლიის პორტში, რომელიც სახელმწიფოს მიერ განხორციელდება. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ შუა აზიის რესპუბლიკებთან ერთად გვექნება თანამშრომლობის შესაძლებლობები - საუბარია ახალ, სტრატეგიულ თანამშრომლობაზე შუა აზიის ქვეყნებთან, მათ შორის განსაკუთრებით უზბეკეთთან, რომელსაც მინერალური სასუქების, სხვადასხვა ქიმიური და სამთო-პროდუქციის მზარდი წარმოება აქვს, მათი უმოკლესი გზით ევროპაში გატანა კი სწორედ საქართველოს მეშვეობით შეიძლება განხორციელდეს. ამიტომ ჩვენ შევეხეთ ერთობლივი საწარმოების, ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხებს,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა. უზბეკეთის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაცია პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვის ხელმძღვანელობით საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. საქართველოს მთავრობის პირველ პირებთან გამართულ პირისპირ თუ გაფართოებული ფორმატის შეხვედრებზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო და უზბეკეთი წლებია, სტაბილურად პარტნიორობენ, თუმცა, ამ მხრივ ურთიერთობების ზრდა/განვითარების კიდევ უფრო დიდი, მრავალმხრივი პერსპექტივები არსებობს, რომელთა რეალიზებაც ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო და მნიშვნელოვანია. ამასთან, უზბეკეთის მთავრობის წევრებმა დაინტერესება გამოხატეს „შუა სატრანსპორტო დერეფნის“ და ამ მარშრუტის განვითარების საკითხთან დაკავშირებით. როგორც აღინიშნა, უზბეკური მხარე დაინტერესებულია საქართველოსთან ეკონომიკის სხვადასხვა დარგში მჭიდრო თანამშრომლობით, მათ შორის ტურიზმის, სატრანსპორტო-ლოგისტიკური ჰაბების, ტექსტილის წარმოების და ა.შ. მიმართულებით, ასევე რამდენიმე სექტორში საინვესტიციო პროექტების განხორციელებით. დღეს უზბეკეთის დელეგაციის წევრებმა ფოთში ვიზიტისას თავისუფალი ეკონომიკური ზონა და ტექსტილის საწარმოც დაათვალიერეს. აღსანიშნავია, რომ უზბეკეთის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და უზბეკეთის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას საქართველო-უზბეკეთის ბიზნეს-საბჭოს დაარსებასთან დაკავშირებით. „დარწმუნებული ვარ რომ საქართველოს, როგორც სატრანსპორტო, სატრანზიტო და ლოგისტიკური ცენტრის განვითარებაში, უზბეკეთთან თანამშრომლობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. დღეს ჩვენ ასევე ვეწვიეთ ფოთის თავისუფალ ეკონომიკურ ზონას და აქაც გამოიკვეთა თანამშრომლობის პერსპექტივები კერძოდ ერთობლივი საწარმოების შექმნის კუთხით, იმისთვის, რომ საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები მაქსიმალურად ოპტიმალურად იყოს გამოყენებული უზბეკ პარტნიორებთან ერთად,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.უზბეკეთის რესპუბლიკის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დღეს საღამოს დასრულდა. უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი, აბდულა არიპოვი საქართველოს 17 ივლისს ეწვია. მან შეხვედრები გამართა პრემიერ-მინისტრთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.  ასევე წაიკითხეთ: ზურაბ აბდუშელიშვილი უზბეკეთის პრემიერის ვიზიტზე: ბოლო 20-25 წლის განმავლობაში უზბეკეთიდან საქართველოში ასეთი მაღალი დონის ვიზიტი არ განხორციელებულა

დავითაშვილი: მჯერა, რომ კიდევ უფრო გაიზრდება შუა დერეფნის პოტენციალი და კონკურენტუნარიანობა

„ჩვენს სატრანსპორტო დერეფანში მზარდმა ტვირთბრუნვამ კიდევ უფრო აქტუალური გახადა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და სიმძლავრეების გაზრდა, დერეფნის მონაწილე სუბიექტებს შორის მჭიდრო კოორდინაცია, მულტიმოდალური გადაზიდვების და ოპერაციების ეფექტურობის ამაღლება,“ - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა ფოთში მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობის კაფსულის ჩადების ცერემონიაზე განაცხადა. პროექტი ყაზახურ-ქართული პარტნიორობით ხორციელდება. ღონისძიებას საქართველოს ვიცე-პრემიერი ყაზახეთის ინდუსტრიისა და ინფრასტრუქტურული განვითარების მინისტრთან, მარატ კარაბაევთან ერთად დაესწრო, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება. კარაბაევის თანმხლებ დელეგაციაში ყაზახეთის მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ცერემონიის დაწყებამდე მინისტრებმა ნავთობის ტერმინალი და ბათუმის საზღვაო ნავსადგური, ანაკლიის პორტის ტერიტორია, ასევე ფოთის APM და PACE ტერმინალები დაათვალიერეს. ლევან დავითაშვილის შეფასებით, ფოთში ახალი მულტიმოდალური ტერმინალის პროექტი ხელს შეუწყობს ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტის - შუა დერეფნის გაძლიერებას. „მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად კიდევ უფრო გაიზრდება შუა დერეფნის პოტენციალი და კონკურენტუნარიანობა დამატებითი ტვირთნაკადების მოსაზიდად,“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. ფოთში გამართული ღონისძიების დასრულების შემდეგ მინისტრები ახალქალაქში გაემგზავრნენ, სადაც ბაქო-თბილისი-ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის სადგური დაათვალიერეს. ყაზახეთის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა ორმხრივი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ლევან დავითაშვილმა და მარატ კარაბაევმა ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობისა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, მათ შორის, იმსჯელეს იმ გეგმაზე, რომელიც საქართველომ და ყაზახეთმა ერთობლივად შეადგინეს 2022 წელს, აქტაუში - აღნიშნული გეგმა გულისხმობს 2027 წლამდე ორივე ქვეყნის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებს დერეფნის კონკურენტუნარიანობისა და გამტარიანობის გასაზრდელად. საუბარი ასევე შეეხო ყაზახური მხარის აქტიურ მონაწილეობას აბრეშუმის გზის ფორუმში, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში, თბილისში გაიმართება.  

ლევან დავითაშვილი ანაკლიის პორტზე: ალბათ, 2024 წლის დასაწყისში გამორჩეული პარტნიორი გვეყოლება

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ სამუშაო პროცესი გეგმის შესაბამისად, ყოველგვარი გაუთვალისწინებელი ფაქტორების გარეშე მიმდინარეობს. „ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ მთელი წლის განმავლობაში იმისთვის, რომ ანაკლიის განვითარდება რაც შეიძლება სწრაფი ტემპით მოხდეს - მიმდინარეობს ინვესტორის შერჩევის პროცესი და ალბათ, 2024 წლის დასაწყისში გამორჩეული პარტნიორი გვეყოლება,“ - ამბობს დავითაშვილი. „ჩვენ საზოგადოებას მეტ ინფორმაციას, რა თქმა უნდა, მივაწვდით, უბრალოდ პროექტის განხორციელების ეფექტურობის ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენ ფრთხილად ვართ კომუნიკაციის ნაწილში, მაგრამ მიმდინარეობს ძალიან ინტენსიური სამუშაო პროცესი სამინისტროს შიგნით. მიმდინარეობს ორი პარალელური პროცესი. დღეს ჩვენ გვყავს წამყვანი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია, რომელიც მუშაობს ინვესტორის შერჩევაზე. ასევე, გვყავს სახელმწიფო კომპანია, რომელიც საერთაშორისო საკონსულტაციო ტექნიკურ საექსპერტო კომპანიასთან ერთად, მუშაობს არსებული პროექტის შეფასებაზე და მათ შორის სამშენებლო კონკურსის პირობების ჩამოყალიბებაზე, იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ პარალელურად სამუშაო პროცესების დაწყება წლის ბოლომდე,“ - აღნიშნა მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. გარკვეული კონტექსტი ჩინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ 31 ივლისს განაცხადეს, თუმცა კონკრეტული მიმართულებებით ინვესტიციების განხორციელებაზე, მათ შორის ანაკლიაზე, პეკინში ოფიციალურად არაფერი თქმულა გარდა იმისა, რომ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნეს-ფორმზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი მთავარი და ამბიციური პრიორიტეტია ანაკლიის პორტის განვითარება. ამის პარალელურად, ანაკლიის პორტისთვის კერძო პარტნიორის შერჩევა გადავადდა. კრიტიკოსებს ეს აფიქრებინებს, რომ ანაკლიის პროექტი შესაძლოა, ჩინური ინვესტიციებით განხორციელდეს, რასაც რიგი აქტორები, მათ შორის ოპოზიციური სპექტრიდან, კრიტიკულად აფასებენ, თუნდაც რუსეთთან პეკინის კავშირების გამო.  შეგახსენებთ, ამერიკული მხარეს ჩვენს გამოცემასთან არაერთხელ უსაუბრია ამ საკითხზე, მათ შორის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, სენატორისა და ელჩის დონეზე. როგორც ცნობილია აშშ დიდი ხანია, მხარს უჭერს ანაკლიის პორტის განვითარებას, რომელსაც კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურად მიიჩნევს. ვაშინგტონის შეფასებით, პორტის განვითარებას შეუძლია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს კურსის განსაზღვრაში შავ ზღვაზე. ვაშინგტონის შეფასებით, პროექტი უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს. ამავე თემაზე გაეცანით: ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია ბენ ჰოჯესი: შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის მთავარი ნაწილი ანაკლიის პორტის მშენებლობა იქნება კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი

ხუდონჰესის პროექტში ცვლილებები შევა

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ნამახვანჰესის პროექტი სახელმწიფოს ინტენსიური ჩართულობითა და ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტენსიური დიალოგით განხორციელდება. მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ პროექტს არ აქვს არანაირი გარემოსდაცვითი, სამშენებლო თუ სხვა რისკი. „ჰესებთან დაკავშირებით ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ. ეს არის ხუდონჰესიც, ნენსკრაც და ნამახვანჰესიც. ნენსკრასთან დაკავშირებით იცით, რომ ჩვენ ძირითადი ჩარჩო შეთანხმება ინვესტორ კომპანიასთან უკვე გავაფორმეთ. ახლა მიმდინარეობს დეტალური ხელშეკრულება ამ კომპანიასთან, რომელიც სამშენებლო საკითხებს განსაზღვრავს. იმედი გვაქვს, ინვესტორი შეძლებს პროექტის დასრულებას და განხორციელებას. რაც შეეხება ნამახვანჰესს, იცით, რომ ხელშეკრულება შეწყდა. ნამახვანჰესი სახელმწიფოს ინტენსიური ჩართულობითა და ინტენსიური დიალოგით განხორციელდება, მათ შორის ადგილობრივ მოსახლეობასთან იმიტომ, რომ სწორად მოხდეს კომუნიკაცია. პროექტს არ აქვს არანაირი, როგორც გარემოსდაცვითი, ისე სამშენებლო და სხვა რისკი, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა გააჩნია ენერგეტიკისა და ეკონომიკისთვის. ასევე, ხუდონჰესთან დაკავშირებით პრემიერის განცხადებები იცით. ჩვენი ინტერესი იყო, რომ მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა ის კულტურული და ბუნებრივი ლანდშაფტი, რომელიც სვანეთში არსებობს და გარკვეული ტერიტორიების დატბორვა აგვეცილებინა. ამიტომ, მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა წამყვან შვეიცარიულ კომპანიასთან, რომელიც არსებულ პროექტში გარკვეულ ცვლილებებს გულისხმობს. სიმძლავრე იცვლება, დიზაინი, ლოკაცია და შესაბამისად, ახალი პირობებით მოხდება ამ პროექტის განხორციელება. სახელმწიფოს ინტენსიური მონაწილეობით გვეყოლება ძალიან კვალიფიციური პარტნიორები,“ - განაცხადა დავითაშვილმა. ეკონომიკის მინისტრ, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ხუდონჰესის პროექტთან დაკავშირებით შვეიცარიულმა კომპანიამ მოკვლევა დაასრულა, რომლის შედეგები სექტემბერში გახდება ცნობილი. „ხუდონჰესთან დაკავშირებით ჩვენი ინტერესი იყო, მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა ის კულტურული და ბუნებრივი ლანდშაფტი, რომელიც სვანეთში არსებობს და აგვეცილებინა გარკვეული ტერიტორიების დატბორვა. ამიტომ მუშაობა წამყვან შვეიცარიულ კომპანია “შტუპისთან“ მთელი წლის განმავლობაში მიდიოდა, რომელმაც კვლევები ფაქტობრივად დაასრულა და ამის შესახებ განახლებული ინფორმაცია სექტემბერში გვექნება. ეს არსებულ პროექტში ცვლილებებს გულისხმობს. მათ შორის იცვლება სიმძლავრე, დიზაინი, ლოკაცია. პროექტი ახალი პირობებით სახელმწიფოს ინტენსიური მონაწილეობით განხორციელდება და კვალიფიციური პარტნიორები გვეყოლება,“ - განაცხადა დავითაშვილმა.  

დავითაშვილი: შეიძლება, დღეში 10-მდე ფრენა იყოს ჩინეთის სხვადასხვა ქალაქთან ჩვენი სამიზნე მაჩვენებელი

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ჩინეთთან პირველ ეტაპზე, ყოველდღე ერთი რეისი შესრულდება, ეს ნიშნავს რომ კვირაში 7 რეისი იქნება. საუბარია სამმხრივ  ფრენაზე - პეკინი-ურუმჩი-თბილისი. „თუმცა საბოლოოდ, ჩვენ გვინდა, რომ პირდაპირ დაკავშირებადობა ჩინეთის აღმოსავლეთის ქალაქებთან გაიზარდოს და ამაზე პარტნიორებთან ერთად ძალიან ბევრი სამუშაო გვექნება,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ვიცე-პრემიერის თმით, საუბარი ჰქონდათ ჩინურ ავიაგადამზიდველებთან. „პრემიერმა გააკეთა განცხადება, რომ ვმუშაობთ და რამდენიმე დღეში გვქონდა ჩინეთის სამხრეთის ავიახაზებთან საუბარი პირდაპირი ფრენების ზრდაზე და ასევე სხვადასხვა ქალაქის დამატებაზე. პირველ ეტაპზე, ჩვენ მივიღეთ შეთანხმება, რომ სულ მცირე, დღეში ერთი ფრენა უახლოეს ხანებში გვექნება ჩინეთთან, თუმცა ეს არ არის საკმარისი, ჩვენ ამბიცია ცოტა მეტია. პირდაპირ გეტყვით, რომ დღეში შეიძლება ათამდე ფრენა იყოს ჩვენი სამიზნე მაჩვენებელი ჩინეთის სხვადასხვა ქალაქთან იმისთვის, რომ შევძლოთ ზუსტად იმ ნაკადების უზრუნველყოფა, რომელიც უკვე შესამჩნევი და ხელშესახები შედეგი იქნება ეკონომიკური თვალსაზრისით. ასე რომ გადაწყვეტილება, რომელიც დღეს პრემიერ - მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობამ მიიღო, არის თანმიმდევრული გეგმის ნაწილი," - აცხადებს დავითაშვილი. რაც შეეხება უვიზოდ შემოსვლას, მისი განმარტებით, ჩინეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ყოფნა ერთი თვის განმავლობაში შეეძლებათ პრემიერის თქმით, ჩინეთის მოქალაქეებისთვის დღეიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება დავითაშვილის განმარტებით, მიღებული გადაწყვეტილება ძალაში უკვე შედის. „ჩინელ მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შეუძლიათ შემოსვლა. ერთი შემოსვლის ვადა 30-დღიანია, ტურიზმისთვის ეს აბსოლუტურად მისაღები რიცხვია და ასევე, სხვა ყველა საკითხი გათვალისწინებულია. ერთი თვის განმავლობაში, ჩინეთის მოქალაქეებს საქართველო შეუძლიათ, უვიზოდ მოინახულონ“, - განაცხადა დავითაშვილმა. მისივე განმარტებით, ჩინეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმება ეკონომიკურ ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანია. „ყოველწლიურად, ჩინეთიდან 150-ზე მეტი მილიონი ტურისტი სხვადასხვა ქვეყანას სტუმრობს და ამ ტურისტების დანახარჯები სხვადასხვა ქვეყანაში დაახლოებით 300 მილიარდამდეა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ბაზრის მნიშვნელოვანი წილი საქართველოზეც მოდიოდეს. დღეს ეს მინიმალურია, ფაქტობრივად, არ გვაქვს, მაგრამ თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად ვიმედოვნებთ, რომ მნიშვნელოვანი ნაკადი გვქონდეს და ერთ-ერთი ახალი ტურისტული ბაზრის სათანადოდ ათვისება შევძლოთ. ამისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი არის ზუსტად ის გადაწყვეტილება, რომელიც დღეს მთავრობამ მიიღო,“ - განაცხადა დავითაშვილმა და აღნიშნა, რომ რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ ტურისტული ნაკადების ზრდა წარმატებით მოახდინა ჩინეთიდან სავიზო რეჟიმის გაუქმების პირობებში. დავითაშვილის განცხადებით, საუბარი იმაზე, რომ ჩინეთი არასასურველი, მიუღებელი და სარისკო პარტნიორია, გადაჭარბებულია. კითხვაზე, იქნება თუ არა ჩინეთთან დამთბარი ურთიერთობა და გახსნილი სავაჭრო ბაზარი საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე შემაფერხებელი, დავითაშვილი ასე პასუხობს: „მე პირადად გეტყვით, რომ უშუალო საუბრები მქონდა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, სტრატეგიული პარტნიორების ხელისუფლებებთან და შესაბამისად, მათი მხრიდან მსგავსი რამ არ ყოფილა. პირდაპირ გიდასტურებთ, პირად საუბრებში ვსაუბრობდით იმ პოტენციალზე, რომელიც ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით ქვეყანას გააჩნია და მინდა შეგახსენოთ, რომ ჩინეთი მსხვილი და პირველი სავაჭრო პარტნიორია ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორებისთვის. ჩინეთი დღესაც საინტერესო პარტნიორია ბევრი სხვადასხვა საერთაშორისო ეკონომიკური პროექტის განხორციელებაში. თქვენ დაინახეთ „დიდი ოცეულის“ სამიტზეც რამდენად მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა ჩინეთთან ურთიერთობას დასავლური ქვეყნების მხრიდან. აქ საუბარია როგორც ინვესტიციებზე, ისე ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე, ვაჭრობაზე. როცა ვსაუბრობთ სავაჭრო ურთიერთობებზე, მინდა დაგიდასტუროთ, რომ აშშ-ს სავაჭრო ბრუნვა ჩინეთთან კოლოსალური რიცხვებია, ნახევარ ტრილიონზე მეტია და ნახევარ ტრილიონზე მეტია, თითქმის ტრილიონია ევროკავშირთან ჩინეთის სავაჭრო ბრუნვა. ასე რომ, საუბარი იმაზე, რომ ჩინეთი არასასურველი, მიუღებელი და სარისკო პარტნიორია, გადაჭარბებულია. თუ ჩვენ არ ვიქნებით რა თქმა უნდა, პასუხისმგებლიანი ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან მიმართებაში, თუ ჩვენ კომპეტენტური არ ვიქნებით მათ შორის, რომ ჩვენი ინტერესები სწორად გავითვალისწინოთ და დავიცვათ, მაშინ, ნებისმიერი სავაჭრო პარტნიორი ჩვენთვის შეიძლება საფრთხე იყოს“, - განაცხადა დავითაშვილმა. მინისტრის თქმით, ყოფილი ხელისუფლების უპასუხისმგებლო ეკონომიკური პოლიტიკის გამო, ქვეყანას ბევრი მიმართულებით ჩამორჩენა აქვს. „საერთოდ, ვერიდები ხოლმე ამაზე საუბარს, მაგრამ ყველაზე დიდი კრიტიკა, რაც შეიძლება ჩვენი ყოფილი ხელისუფლების მიმართ არსებობდეს და ოპონენტების მხრიდან, არის მათ შორის, ჩემი გადმოსახედიდან, უპასუხისმგებლო ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც წლების განმავლობაში ტარდებოდა, რომელმაც მოგვცა ის, რომ ძალიან ბევრი მიმართულებით განვითარების ჩამორჩენა გვაქვს, იგივე უპასუხისმგებლო პრივატიზებები, იგივე პრივატიზებები, როცა ჩვენი ენერგეტიკის დიდი ნაწილი ისეთი კომპანიების ხელში გადავიდა, რომელიც კითხვებს ბადებს. იმ ადამიანებს დღეს, რა თქმა უნდა, მორალური უფლება არ უნდა ჰქონდეთ, რომ რაიმე კითხვას სვამდეს ეკონომიკურ პოლიტიკაზე. თუ ჩვენ ვიქნებით გამჭრიახი და ჩვენ გვაქვს საკმარისი კომპეტენცია, ვემსახურებით ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, მაშინ, ყველა სავაჭრო ეკონომიკურ პარტნიორთან შეიძლება გვქონდეს წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკა და ეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ემსახურებოდეს. სხვა შემთხვევაში, რაც არ უნდა, ქვეყანასთან ურთიერთობაზე ვსაუბრობდეთ, ეს შეიძლება სხვა ქვეყნის ინტერესებში იყოს და ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არც სხვა ქვეყნის ინტერესები ზიანდებოდეს ეკონომიკურ ურთიერთობებში და ეს იყოს ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური თანამშრომლობა. ზუსტად, ამაზე უნდა იყოს აგებული მათ შორის, ჩინეთთან თანამშრომლობა,“ - განაცხადა დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილი: ანაკლიის პორტის პროექტით ჩინური კომპანიებიც არიან დაინტერესებულნი

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის პროექტით დაინტერესებულია ბევრი საერთაშორისო კომპანია სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ჩინეთი. მინისტრმა აღნიშნა, რომ შესაძლოა, სექტემბერ-ოქტომბრის დასაწყისში პირველი ეტაპის შეფასება დასრულდეს, შემდეგ კი, პრეტენდენტებთან ტექნიკური პირობები დაზუსტდება. „ანაკლია საქართველოსთვის, პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტია. ანაკლია ცალსახად არის კომერციული პორტი, რომელმაც მეტი ტვირთბრუნვა უნდა უზრუნველყოს საქართველოსა და „შუა დერეფანში“. ის არის ჩვენი ლოგისტიკის და ტრანსპორტის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი. ამ კუთხით განვიხილავთ ანაკლიის განვითარებას. ეს კონტექსტია გასათვალისწინებელი, როცა პარტნიორს შევარჩევთ. იცით, რომ სამხრეთ კავკასიაში ვართ. ანაკლიის პორტი მნიშვნელოვანი შემადგენელი რგოლია, აღმოსავლეთის, აზიის ქვეყნების და ევროპის, კერძოდ, დასავლეთის დამაკავშირებელია. რაც შეეხება ჩინური კომპანიების შესაძლო მონაწილეობას, ან დაინტერესებას, ხედავთ, რომ ჩინური კომპანიები საკმაოდ აქტიურად არიან ჩართული საქართველოში ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით. ჩინური კომპანიები საკმაოდ კონკურენტუნარიანები იყვნენ გარკვეული პროექტების განხორციელებაში. გიდასტურებთ, რომ არსებობს ჩინური კომპანიების მხრიდანაც ანაკლიის პროექტში მონაწილეობაზე {ინტერესი}, თუმცა არამხოლოდ ჩინური კომპანიების მხრიდან არსებობს ინტერესი. ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ანაკლიის პროექტით დაინტერესებულია ბევრი სხვა საერთაშორისო, კვალიფიციური გამოცდილი კომპანია. როდესაც ვთქვით, რომ ანაკლიის განვითარებას ვიწყებთ ახლებური მიდგომით, ეს ოპონენტებმა შეაფასეს, როგორც უტოპია, შეუძლებელი, თუმცა, დღეს ცალსახად ჩანს ინტერესი. ამ პროცესში დაინტერესებული არიან წამყვანი საერთაშორისო კომპანიები სხვადასხვა ქვეყნიდან. ევროპული, აზიური კომპანიები, ახლო სამეზობლოდანაც არიან. შერჩევის პროცესი კანონმდებლობის შესაბამისად მიმდინარეობს. სექტემბერ-ოქტომბრის დასაწყისში გვექნება პირველი ეტაპის შეფასების დასრულება. ალბათ, შემოდგომით მეორე ეტაპზე გადავალთ, როდესაც მოხდება ტექნიკური პირობების დაზუსტება პრეტენდენტებთან. ის კომპანიები, რომლებიც საკვალიფიკაციო მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, პრეტენდენტები იქნებიან, ვისთანაც დავიწყებთ უშუალო კონკრეტული ტექნიკური პირობების შეთანხმებას“, - აღნიშნა მინისტრმა. გარკვეული კონტექსტი ჩინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ 31 ივლისს განაცხადეს, თუმცა კონკრეტული მიმართულებებით ინვესტიციების განხორციელებაზე, მათ შორის ანაკლიაზე, პეკინში ოფიციალურად არაფერი თქმულა გარდა იმისა, რომ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნეს-ფორმზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი მთავარი და ამბიციური პრიორიტეტია ანაკლიის პორტის განვითარება. ამის პარალელურად, ანაკლიის პორტისთვის კერძო პარტნიორის შერჩევა გადავადდა. საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ, ჩინეთმა ანაკლიის პორტის მიმართ ინტერესი ოფიციალურად, ელჩის კომენტარის დონეზე, 6 სექტემბერს დაადასტურა. ამასთან დაკავშირებით, ვაშინგტონში განაცხადეს, რომ შეერთებული შტატები პატივს სცემს ქვეყნების სუვერენულ გადაწყვეტილებებს იმის თაობაზე, თუ ვისთან სურთ ჩართულობა ან ბიზნესის წარმოება. თუმცა შტატები ხაზს უსვამს ამ აქტივობების გამჭვირვალედ, კანონის უზენაესობის შესაბამისად და სანდო კომპანიებთან (vendors) ერთად განხორცილების მნიშვნელობას. „შეერთებული შტატები წლებია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ძლიერი მხარდამჭერია, რადგან ის დიდ წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში,“ - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. შეგახსენებთ, ამერიკული მხარეს ჩვენს გამოცემასთან არაერთხელ უსაუბრია ამ საკითხზე, მათ შორის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, სენატორისა და ელჩის დონეზე. როგორც ცნობილია აშშ დიდი ხანია, მხარს უჭერს ანაკლიის პორტის განვითარებას, რომელსაც კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურად მიიჩნევს. ვაშინგტონის შეფასებით, პორტის განვითარებას შეუძლია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს კურსის განსაზღვრაში შავ ზღვაზე. ვაშინგტონის შეფასებით, პროექტი უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს.

პარლამენტში ინტერპელაციის წესით დღეს ვახტანგ გომელაურს და ლევან დავითაშვილს მოუსმენენ

დღეს, 22 სექტემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ორი მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენა გაიმართება. პარლამენტში შს მინისტრი ვახტანგ გომელაური და ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი მივლენ. გომელაურმა შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გაგზავნილ კითხვებს უნდა უპასუხოს. კითხვებით მას ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიმართა. დავითაშვილი კი, ანაკლიის პორტის თემაზეა მიწვეული ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ. პარალელურად საპროტესტო აქცია გაიმართება. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები და სამოქალაქო აქტივისტები საკანონმდებლო ორგანოსთან 11:00 საათზე შეიკრიბებიან. როგორც აქციის ორგანიზატორები აღნიშნავენ, ისინი ხელისუფლების „პრორუსულ პოლიტიკას გააპროტესტებენ“.  

ლევან დავითაშვილი: ბანკებში სიმშვიდეა - ჩვენი საბანკო სისტემა ძლიერია ისე, როგორც არასდროს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მუდმივი კომუნიკაცია აქვთ ბანკებთან, ასევე ბანკების ძირითად ინვესტორებთან, რომლებსაც აწვდიან ობიექტურ ინფორმაციას საქართველოს საფინანსო სისტემის შესახებ, რომ საქართველო საიმედო საინვესტიციო პარტნიორია. დავითაშვილის თქმით, ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ნათია თურნავამ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას. მისივე თქმით, პოლიტიკური ნიშნით განპირობებული აჟიოტაჟი დამაზიანებელია როგორც ქვეყნის, ისე საფინანსო სექტორის რეპუტაციისთვის. „რთულია, რამე დავამატოთ, რადგან ვფიქრობ, ნათია თურნავამ საზოგადოებას დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია იქ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და არაერთი გადაცემა მიეძღვნა. შესაბამისად, ვფიქრობ, ამომწურავად არის პასუხი გაცემული ძირითად საკითხებზე. მინდა, ჩემი მხრიდან დავამატო, რომ ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან, ყველა ბანკთან. სამწუხაროდ, დამაზიანებელია ხოლმე აჟიოტაჟი, რომელიც ძირითადად პოლიტიკური ნიშნით არის განპირობებული. აზიანებს რეპუტაციას, როგორც ქვეყნის, ისე კონკრეტულად საფინანსო სექტორის. მგრძნობიარეა საფინანსო სექტორი. ამიტომ, კიდევ ერთხელ პასუხისმგებლობა მოითხოვს, ჩვენ სათუთად მივუდგეთ ასეთ საკითხებს და არ დავაზიანოთ, მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია ბანკების ძირითად ინვესტორებთან, ძირითად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, აქ ძალიან მკაფიოდაა ყველაფერი და ბანკებშიც რეალურად დღეს არის აბსოლუტურად სიმშვიდე, სტაბილურია ჩვენი საფინანსო სექტორი. მინდა, გითხრათ, საკმაოდ მდგრადია საფინანსო სექტორი. ასე რომ, რა თქმა უნდა, განგებ ჩვენ ჩვენი ზედმეტი აჟიოტაჟით შეიძლება დავაზიანოთ, მაგრამ ეს არის უპასუხისმგებლო, იგივე პოლიტიკურად ანგაჟირებული პროცესი. სხვა შემთხვევაში, მინდა, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, რომ ჩვენ ბანკებთან გვაქვს მჭიდრო კომუნიკაცია, კავშირი, ბანკებს არ აქვთ ჩვენთან კომუნიკაციის პრობლემა და ჩვენ სამუშაო რეჟიმში ძირითად გადაწყვეტილებებზე ვმსჯელობთ, მათ შორის ძირითად გამოწვევებზეც ერთად ვმსჯელობთ. დღეს ჩვენი საბანკო სისტემა ძლიერია ისე, როგორც არასდროს, მათ შორის კომუნიკაცია გვაქვს მნიშვნელოვან ინვესტორებთან, ჩვენს ბანკებში ინვესტორებთან, რათა ჩვენს ძირითად პარტნიორებს ჰქონდეთ ობიექტური ინფორმაცია საქართველოს საფინანსო სისტემის შესახებ, რომ აქ არ არის რისკები და საქართველო საიმედო საინვესტიციო პარტნიორია,“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 14 სექტემბერს დაასანქცირა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 19 სექტემბერს სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება, გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა.“ საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად რიგმა, ბანკებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ. განცხადება გაავრცელა „ლიბერთი ბანკმაც.“ ვიცე-პრეზიდენტობის თანამდებობები დატოვეს პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ. ეროვნული ბანკი გიორგი ბაქრაძემაც დატოვა. ის ამ ინსტიტუტის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა. ცნობისთვის ეროვნულ ბანკს სულ სამი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავდა. სებ-ის სტრუქტურას ამ ბმულზე გაეცანით. 26 სექეტემბერს ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად მალხაზ ღუღუნიშვილი დანიშნა, რითაც ეროვნულ ბანკში ახალი შტატი შეიქმნა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ადამიანური რესურსების მართვის და განვითარების განყოფილების უფროსმა, გვანცა ცქიტიშვილმაც დატოვა.  

დავითაშვილი: ანაკლიის პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა იქნება 600 ათასი კონტეინერი, საორიენტაციო ღირებულება 600 მლნ აშშ დოლარი

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს აქვს სერიოზული პერსპექტივა, გახდეს რეგიონული სატრანსპორტო-ლოგისტიკური ჰაბი. მან ყურადღება გამაახვილა რამდენიმე სატრანსპორტო  პროექტზე, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე. დავითაშვილის თქმით, უწყებათაშორისი სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, პროექტის განხორციელების შემდეგი ეტაპისთვის შეირჩა 2 პრეტენდენტი. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, მათ მიეცათ ტექნიკური, კომერციული და ფინანსური წინადადების, აგრეთვე ხელშეკრულებებზე კომენტარების წარმოსადგენად  რამდენიმეთვიანი ვადა, წარმოდგენილ წინადადებათა შეფასების შედეგად კი, კომისია გამარჯვებულს გამოავლენს. ვიცე-პრემიერის თქმით, ანაკლიის პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა იქნება 600 ათასი კონტეინერი, ხოლო საორიენტაციო ღირებულება 600 მლნ აშშ დოლარი. ეკონომიკის მინისტრის თქმით, 2023 წლის თებერვლიდან გამოცხადდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტისთვის კერძო პარტნიორის/ინვესტორის შერჩევის პროცესი, რომელიც სახელმწიფოსთან თანამონაწილეობით განავითარებს ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ინფრასტრუქტურას. სახელმწიფო ასევე განიხილავს პორტის მიმდებარედ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის საკითხს. „დაწყებულია სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმირების პროცესი, ევროპული მოდელის სარკინიგზო სისტემის დანერგვა, რაც გაზრდის უსაფრთხოების დონეს, დარგის ეფექტიანობასა და კონკურენტუნარიანობას. ლევან დავითაშვილმა კიდევ ერთ სტრატეგიულ მიმართულებად რკინიგზა და მისი მოდერნიზაცია დაასახელა. მისი თქმით, დაიწყო სარკინიგზო დარგის რეფორმა, რომლის შედეგადაც დაინერგება სარკინიგზო სისტემის ევროპული მოდელი - გაიზრდება უსაფრთხოება, გაიზრდება დარგის ეფექტიანობა და კონკურენტუნარიანობა. ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, 2024 წელს დასრულდება რკინიგზის მოდერნიზაციის მასშტაბური პროექტი - შედეგად საქართველოს რკინიგზის წლიური გამტარუნარიანობა 28 მლნ ტონიდან 48 მლნ ტონამდე გაიზრდება. „რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი 2024 წელს დასრულდება, რის შემდეგაც საქართველოს რკინიგზის წლიური გამტარუნარიანობა 28 მლნ ტონიდან 48 მლნ ტონამდე გაიზრდება. 2023 წლის წლის მაისში, საქართველო შეუერთდა საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის (ILO) 2006 წლის საზღვაო შრომის კონვენციას (MLC 2006). მიღებულია ამ კონვენციის შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა - საქართველოს კანონი „მეზღვაურთა შრომის შესახებ“ რომელიც 2024 წლის პირველი ივლისიდან შევა ძალაში. აღნიშნულ კონვენციასთან მიერთება და მიღებული კანონმდებლობა მნიშვნელოვნად გაზრდის მეზღვაურთა სოციალური და შრომითი უფლებების დაცვის ხარისხს.“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პირველი კომენტარი ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის გამოცხადებული კონკურსის შედეგებზე

ლევან დავითაშვილი: ტრანსკასპიური დერეფანი ეფექტიანი გზაა ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობის გასაძლიერებლად

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა, რომ ტრანსკასპიური დერეფნის ხარისხი, ტრანსკასპიური კავშირი აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაჯვარედინზე, შესაბამისად, ევროპა-აზიის გზაგასაყარზე მდებარე საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ლევან დავითაშვილმა ინტერვიუ მისცა ჩინეთის ტელევიზიას, რომლის დროსაც რამდენიმე მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხზე ისაუბრა, მათ შორის საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არსებული პარტნიორულ ურთიერთობებსა და მათი განვითარების პერსპექტივებზე, ტრანსკასპიური დერეფნის როლსა და საჭიროებაზე არსებული საერთაშორისო ვითარების გათვალისწინებით. „ტრანსკასპიური დერეფანი დააკავშირებს ჩინეთს, ყაზახეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს და შემდეგ ევროკავშირს. საქართველოს გავლით ტვირთი შეიძლება, წავიდეს თურქეთში ან პირდაპირ ევროპის ქალაქებში. ეს არის ეფექტიანი გზა ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობის გასაძლიერებლად. „ერთი სარტყელი - ერთი გზის ინიციატივა“ მასშტაბური ინფრასტრუქტურული საინვესტიციო ინიციატივაა, მნიშვნელოვანია, რომ მონაწილე ქვეყნებმა თავიანთი ინფრასტრუქტურა განავითარონ. ჩვენ ვხედავთ ჩინეთის მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ასევე ნათლად ვხედავთ ამ ქვეყნებს შორის ვაჭრობის მნიშვნელოვან ზრდას,“ - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა: საჭიროა არსებული სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, დამატებითი სარკინიგზო, საგზაო კავშირების უზრუნველყოფა, პორტების სიმძლავრის გაფართოება TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. ხსენებული ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, 6 სასაზღვრო გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ცენტრალური აზრიის ხუთივე ქვეყანაში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი

ლევან დავითაშვილი: ანაკლიის პორტის განვითარება საინტერესოა, როგორც საქართველოსთვის, ისე შუა დერეფანში მონაწილე სხვა ქვეყნებისთვის: ყაზახეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, შუა აზიის სხვა ქვეყნებისთვის

საქართველოს ეკონომიკისა მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტის განვითარება საინტერესოა, როგორც საქართველოსთვის, ისე შუა დერეფანში მონაწილე სხვა ქვეყნებისთვის, მათ შორის აზერბაიჯანისთვის, რადგან გამტარუნარიანობა შუა დერეფანში გაიზრდება. აღნიშნულის შესახებ დავითაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, ანაკლიის პორტის მიმართ, რა სახის ინტერესი აქვს აზერბაიჯანს. „ანაკლიის პორტის განვითარება არის მთლიანად შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისკენ მიმართული მნიშვნელოვანი პროექტი. შესაბამისად, ის საინტერესოა, როგორც საქართველოსთვის, ისე ამ დერეფანში მონაწილე სხვა ქვეყნებისთვის: ყაზახეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, შუა აზიის სხვა ქვეყნებისთვის, რადგან გამტარუნარიანობა შუა დერეფანში გაიზრდება, კონკურენტუნარიანი გახდება დერეფანი, მარშრუტი, რაც ემსახურება ეკონომიკის ინტერესებსაც, როგორც სატრანზიტო კუთხით, ისე ამ ქვეყნებში წარმოებული ტვირთის ექსპორტის კუთხით, ან იგივე იმპორტის ოპერაციების გასაზრდელად. ასე რომ სხვა ქვეყნების მხრიდან ინტერესი ბუნებრივია. ჩვენ უკვე თებერვლიდან გვაქვს ფორმალური პროცესი დაწყებული, მიდის შერჩევა, უკვე ორი კანდიდატი გვყავს შერჩეული, რომელთანაც მიდის RFB ფაზაზე წინადადებების დაზუსტება ისე, რომ ამ პროცესს დროში, ეფექტურად,ისე როგორც იყო დაგეგმილი, ჩავატარებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი სათანადო ღირსეულ, კერძო ინვესტორ-პარტნიორს შევარჩევთ, რომელსაც თავისი კვალიფიკაცია ექნება, პორტის ოპერირებაშიც, რომ თავისი წვლილი შეიტანოს. ასე რომ ამ პროცესში ჩვენ მივდივართ გეგმის მიხედვით,“ - განაცხადა დავითაშვილმა. ამასთან, ლევან დავითაშვილის განცხადებით, "შუა დერეფანში" ჩინეთიდან მომავალი ტვირთების კოორდინაციისთვის, საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი ერთობლივ კომპანიას დააფუძნებენ. როგორც მინისტრი აღნიშნავს, ამ ეტაპზე კომპანიის ჩამოყალიბების პროცესი მიმდინარეობს. „ეს არის კრიტიკული საკითხები, რომელსაც იგივე ჩინეთი სვამდა ჩვენთან, ყველა ქვეყანასთან, იმისთვის, რომ კონკურენტუნარიანი იყოს ჩვენი მარშრუტი. მათ სჭირდებათ სტაბილური მარშრუტები, იაფი გადაზიდვები და იმისთვის, რომ ეს მიღწეული იქნას, საჭიროა რკინიგზების მაქსიმუმი კოორდინაცია და ზუსტად ამ მიზნით 3 რკინიგზა ერთობლივ კომპანიას ჩამოაყალიბებს“, - განაცხადა დავითაშვილმა. მინისტრმა ასევე ისაუბრა ყულევის ტერმინალის გაფართოებაზეც. „რაც შეეხება ყულევს, ეს არის „სოკარის“ მიერ ოპერირებული ტერმინალი. იცით, იქ ხდება ნავთობის ოპერაციები. თუმცა, არის საუბარი იმაზე, რომ იყოს დამატებით სხვადასხვა პროდუქტის გადამუშავების საშუალება. საუბარი გვქონდა, თუმცა შესწავლის ეტაპზეა იგივე გაზის ოპერაციები. ეს არის გათხევადებული გაზის ევროპისთვის მიწოდების შესაძლებლობების განხილვა, რადგან დღეს უფრო პოპულარული გახდა LNG ოპერაციები მსოფლიოში, რომელიც ადრე არ იყო და მილსადენების გარდა განიხილება გაზის მიწოდების სხვა ალტერნატიული ტექნოლოგიებიც. ასე რომ ეს საკითხიც, სხვა ნავთობთან და გაზთან დაკავშირებული საკითხი განხილვის საგანია, ასევე, შესწავლის საგანია და მიდის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები, მოხდეს გაზის გათხევადება, შემდეგ თხევადი გაზის მიწოდება და შემდგომში ისევ აირად ქცევა უკვე სხვადასხვა პორტებში. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მოქნილობა იზრდება. ჩვენ არამხოლოდ მილსადენებით მოვახდენთ გაზის მიწოდებას საქართველოს მეშვეობით, არამედ საქართველო შეიძლება იყოს გათხევადებული გაზის მიწოდების კუთხით “, - განაცხადა დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილის ამერიკელი ბიზნესმენების დელეგაციას შეხვდა

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ამერიკა - საქართველოს ბიზნეს საბჭოს ხელმძღვანელს მამუკა წერეთელსა და ამერიკელი ბიზნესმენების დელეგაციას შეხვდა, რომლებიც საქართველოში თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდნენ. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები და პრიორიტეტული მიმართულებები. ხაზი გაესვა საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიულ პარტნიორობის მნიშვნელობას. „განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის ბიზნეს წრეების მეტად დაახლოების მნიშვნელობაზე. მათ შორის ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისეთ სექტორებში, როგორიცაა საფინანსო სფერო, ტურიზმი, ტრანსპორტი, ჯანდაცვა, აგროსექტორი, მრეწველობა, განახლებადი ენერგეტიკა, უძრავი ქონება, საინფორმაციო ტექნოლოგიები და სხვ. დადებითად შეფასდა ამერიკა - საქართველოს ბიზნეს საბჭოს საქმიანობა ორი ქვეყნის ბიზნესებს შორის ახალი კავშირების დამყარებისა და არსებულის განვითარების მიმართულებით. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოსა და აშშ - ს შორის ორმხრივი ვაჭრობის ზრდის დინამიკა. აღინიშნა, რომ შეერთებული შტატები საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორისაა. ხაზი გაესვა ექსპორტის ზრდის დინამიკას 2022 – 2023 წლებში. ამასთან, აღინიშნა, რომ პოტენციალი გაცილებით დიდია. ითქვა, რომ აშშ - ის საერთაშორისო განვითარების პროგრამის (USAID) მხარდაჭერით, სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ განაახლა პორტალი www.tradewithgeorgia.com, რომელიც ექსპორტიორებს ეხმარება, უკეთ წარმართონ თავისი საქმიანობა და პროდუქციის გასაღების ახალი ბაზრები მოიძიონ. ასევე დადებითად შეფასდა აშშ - დან საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების დინამიკა - ამ მაჩვენებლით შეერთებული შტატები საქართველოს მე-7 მსხვილი ინვესტორი ქვეყანაა,“ - ნათქვამიე ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში. უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ქვეყნებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებისა და კიდევ უფრო გააქტიურების მზადყოფნაზე. შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები ირაკლი ნადარეიშვილი და გურამ გურამიშვილი, აგრეთვე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე თორნიკე ზირაქიშვილი. აშშ-ის საელჩო: საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობების გასაცნობად, ამერიკული კომპანიების წარმომადგენლები იმყოფებიან  

დავითაშვილის თქმით, საქართველო სტაბილური ქვეყანა და სანდო პარტნიორია, რომელიც უზრუნველყოფს აზიისა და ევროპის დაკავშირებადობას

ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ მიმართ მაღალი ინტერესი მიუთითებს, საქართველო სტაბილური ქვეყანაა ევროპისთვისაც და აზიისთვისაც და ქვეყნის როლი ბოლო წლებში გაიზარდა, როგორც სანდო პარტნიორის, რომელიც უზრუნველყოფს აზიისა და ევროპის დაკავშირებადობას.“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აღნიშნავს, რომ ეს არის არამხოლოდ სატრანსპორტო კავშირები, არამედ, მათ შორის ენერგეტიკული, ციფრული კავშირები, ბევრი მიმართულებით სავაჭრო კავშირები. მისი თქმით, „აბრეშუმის გზის ფორუმი“ თბილისში 26 – 27 ოქტომბერს, უკვე მეოთხედ გაიმართება. მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 2000-ზე მეტი დელეგატი და სტუმარი 60-მდე ქვეყნიდან. წლევანდელი ფორუმი უპრეცედენტოა არამარტო მონაწილეთა რაოდენობის, არამედ მაღალი წარმომადგენლობითი დონის თვალსაზრისითაც, მათ შორის საერთაშორისო ბიზნეს-სექტორიდან. „ფორუმი ასევე ძალიან წარმატებული იქნება კონკრეტული პროექტების თვალსაზრისითაც - მოლოდინი გვაქვს, რომ ხელი მოეწერება ბევრ შეთანხმებას, რომლებიც კონკრეტული პროექტების განხორციელების წინაპირობა იქნება“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. ლევან დავითაშვილი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ცალსახად მნიშვნელოვანია - თბილისი კიდევ ერთხელ არის ნეიტრალური, მიუკერძოებელი პლატფორმა, ადგილი, სადაც ქვეყნებს შეუძლიათ ისაუბრონ მშვიდობაზე, თანამშრომლობასა და განვითარებაზე. მისი შეფასებით, აღნიშნული ფორუმიც ამის ნაწილია - შეხვედრის ადგილი, სადაც მეზობელი ქვეყნის პირველი პირები ჩამოდიან. „ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მეზობელ ქვეყნებთან მიმართებაში საქართველოს როლს და მეგობრულ პოზიციას. ჩვენ ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ სამშვიდობო პროცესს, მაგრამ ასევე ხელი შევუწყოთ ეკონომიკურ კავშირებს, ეკონომიკის გაღრმავებას,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა, რომლის კომენტარს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.  

დავითაშვილი: შუა დერეფნის განვითარების მიზნით, საქართველოში ჩამოყალიბდა კომპანია, რომელიც ჩინეთიდან მომავალ ტვირთებს მოემსახურება

„თბილისის აბრეშუმის გზის ფურუმის“ ფარგლებში შეთანხმებები გაფორმდა, მათ შორის, შუა დერეფნის განვითარებისა და ასევე ქართველი მეზღვაურების დასაქმების ხელშეწყობის კუთხით. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. „გაცხადებული გვქონდა, რომ საქართველოში ჩამოყალიბდებოდა ერთობლივი კომპანია, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანის და ყაზახეთის რკინიგზების მიერ დაფუძნდებოდა და მოემსახურებოდა ჩინეთიდან მომავალ კონტეინიზირებულ ტვირთებს. დღეს, აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში ხელი მოეწერა აღნიშნული კომპანიის დაფუძნებას, რაც მნიშვნელოვანი და კონკრეტული შედეგია შუა დერეფანში კოორდინაციისა და ეფექტიანობის გაზრდის თვალსაზრისით,“ - აღნიშნა დავითაშვილმა. მისი შეფასებით, ასეთი სინქრონიზირებული ოპერაციებით და მეტი კოორდინაციით კონკურენტუნარიანობა კიდევ უფრო გაიზრდება. „ასევე გამოვყოფ შეთანხმებას ყატარის სახელმწიფოსთან, რომელიც საშუალებას მისცემს ქართველ მეზღვაურებს, მათი კვალიფიკაცია აღიარებული იყოს ყატარის სახელმწიფოს მხრიდან, რომელსაც ყველაზე მსხვილი ფლოტი აქვს ქართველების სპეციალიზაციით და ეს ქართველ მეზღვაურებს დასაქმების ახალ შესაძლებლობებს მისცემს“ - განაცხადა მინისტრმა.  

ლევან დავითაშვილი: ქართველი მეზღვაურების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოსა და კატარს შორის შეთანხმება გაფორმდა

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და კატარის სახელმწიფოს ტრანსპორტის მინისტრმა, ჯასიმ ბინ საიფ აჰმედ ალ სულაიტმა, საქართველოსა და კატარის სახელმწიფოს შორის მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების შესახებ ურთიეთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ხელმოწერა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გაიმართა. მემორანდუმის ხელმოწერა ხელს შეუწყობს ქართველი მეზღვაურების დასაქმებას. საქართველოს მეზღვაურთა სერტიფიკატების აღიარებასთან დაკავშირებით მემორანდუმები გაფორმებული აქვს მსოფლიოს 72 ქვეყანასთან, ხოლო კატარი გახდა 73-ე სახელმწიფო ამ შეთანხმების გაფორმების შემდეგ.  

კალაძე ჩინეთში გამართულ ფორუმზე: რადგან ღონისძიებაზე მოწვეული იყო რუსეთის პრეზიდენტი, არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამ პროექტზე უარი ვთქვათ, „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ მნიშვნელოვანია

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჩინეთში გამართული ფორუმის „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ შესახებ ისაუბრა, რომელსაც საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილიც ესწრებოდა. კითხვას, შედგა თუ არა აღნიშნულ ფორუმზე დავითაშვილსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის პირადი კომუნიკაცია, კახა კალაძე პასუხობს, რომ ეს არის სიცრუე. „სიცრუეა, რომ მათ შორის პირადი კომუნიკაცია შედგა. ვინ ავრცელებს ამ ინფორმაციას? ავრცელებთ თქვენ. საზოგადოება არ შეიყვანოთ შეცდომაში და დაანებეთ ტყუილებზე საუბარს თავი. ჩემი პოზიცია ძალიან მარტივია. პროექტი „ერთი სარტყელი, ერთი გზა“, რომელსაც ჩინეთის პრეზიდენტი უდგას სათავეში, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, ქვეყნისთვისაც საინტერესოა. შესაბამისად, მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობაც აუცილებელია. რადგან ამ ღონისძიებაზე მოწვეული იყო რუსეთის პრეზიდენტი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ პროექტზე უარი ვთქვათ. აქ საუბარია ქვეყნის მომავალზე და იმაზე, რომ ჩვენმა ეკონომიკამ მეტი ბენეფიტი მიიღოს. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. მსგავს ფორმატებში შეხვედრები ალბათ მომავალშიც იქნება. საქართველო იქნება იქ, სადაც ყოველთვის გავატარებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს, სადაც დაცული იქნება აქ მცხოვრებთა ინტერესები,“ - განაცხადა თბილისის მერმა. რაც შეეხეება ლევან დავითაშვილს, მან 28 ოქტომბერს, არ უპასუხა „მთავარი არხის“ კითხვას, შეექმნა თუ არა უხერხულობა ვლადიმერ პუტინთან ერთად ღონისძიებაზე დასწრებისას. დავითაშვილისა და პუტინის ერთ ღონისძიებაზე დასწრებასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ. მისი შეფასებით, „კონფერენციებს ახასიათებს, რომ მას ესწრებიან სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები.“ ჟურნალისტის კითხვას არის თუ არა დისკმოფორტი, როცა კონფერენციას ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელიც ესწრება, ირაკლი ქარსელაძემ უპასუხა: „დისკომფორტი არის, როდესაც ჩვენი ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული, დისკომფორტი და უფრო მეტიც არის. იმისთვის ვშრომობთ, იმისთვის ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ქვეყანა გაძლიერდეს და მშვიდობიანად დაიბრუნოს ეს ოკუპირებული ტერიტორიები.“  

ლევან დავითაშვილი: ჩინეთში ვიცავდით დიპლომატიურ პროტოკოლს, ამავე დროს გვაქვს მიუღებლობა ოკუპაციის მიმართ

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა მის მონაწილეობაზე ჩინეთში გამართულ იმ ფორუმზე, რომელსაც ასევე ესწრებოდა რუსეთის პრეზიდენტი. დავითაშვილის თქმით, ქართული დელეგაციისთვის მონაწილეთა განლაგება, მონაწილეობის შესახებ არ იყო ცნობილი. მისივე თქმით, საქართველო მონაწილეობდა ფორუმში იყო დიპლომატიური პროტოკოლის და პარტნიორი ქვეყნის მიმართ პატივისცემის გამოხატვა. „პრეზიდენტი სი ძინპინის მოწვევით ვიყავით. როდესაც მასპინძელი ქვეყანა გიწვევს, ეს არის დიპლომატიური პროტოკოლის ნაწილი, რომ ჩვენ ვიღებთ მოწვევას, როდესაც მონაწილეები ვართ თვითონ ფორუმის, ამიტომ ჩვენ დავესწარით მიღებას, რომელიც პრეზიდენტმა სიმ გამართა. ჩვენთვის მონაწილეთა განლაგება, მონაწილეობის შესახებ ამ დროს არ იყო ცნობილი. ხაზს გავუსვამ, რომ ჩვენ არანაირი მოლაპარაკება, დიალოგი, შეხვედრა არ გვქონდა და ეს არის ცრუ ინფორმაცია, სპეკულაციები. ასევე სახელმწიფო მეთაურების და დელეგაციების განლაგება, მათ შორის მინისტრების, იყო გამიჯნული. ამიტომ, ერთიანი სურათის ჩამოყალიბება, ეს არის მონტაჟი. ჩვენ ვმონაწილეობდით იმ პატივისცემიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან. ეს არის პატივისცემა მასპინძელი ქვეყნის მიმართ და ეს არ არის რამე სხვა ჟესტი, ამ შემთხვევაში ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლების მიმართ. რიგითი მოქალაქეებისგან განსხვავებით, სახელმწიფო თანამდებობის პირებს სხვა ტიპის პასუხისმგებლობა გააჩნიათ და ჩვენი მთავარი ამოცანა, რომ ჩვენი პასუხისმგებლობა ბოლომდე შევასრულოთ. ამ შემთხვევაში ჩვენ არ წარმოვადგენთ ჩვენს თავს, წარმოვადგენთ ჩვენს ქვეყანას და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყანა ღირსეულად იყოს წარმოდგენილი ჩვენ პარტნიორ ქვეყნებთან. დანარჩენი არის ინტერპრეტაციები და სპეკულაციები, რომ ჩვენ შეიძლება სხვა ტიპის დიალოგი და ურთიერთობა გვქონდეს შეხვედრაზე. ჩვენ ვიცავდით დიპლომატიურ პროტოკოლს, მაგრამ ამავე დროს ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი მიუღებლობა ოკუპაციის მიმართ. ასევე ჩვენ არ გვაქვს სხვა ტიპის ურთიერთობა, დამატებითი შეხვედრები, კარს მიღმა დიალოგი და ა.შ. ასეთი რამ არ არსებობს. ეს ყველაფერი არის სპეკულაცია და მოსახლეობის დაბნევის მცდელობა. ჩვენი ქცევა იყო დიპლომატიური პროტოკოლის და ჩვენი პარტნიორი ქვეყნის მიმართ პატივისცემის გამოხატვა, ეს არ არის კომფორტის ზონა, ეს არის პასუხისმგებლობის ზონა, როდესაც ასეთი ტიპის ფორუმებში ვიღებთ მონაწილეობას. ჩვენ ვიღებთ და მივიღებთ მონაწილეობას, იმიტომ რომ ჩვენ საქართველოს ინტერესებს ვემსახურებით,“ - განაცხადა დავითაშვილმა. კითხვას, რატომ არ დატოვეს საქართველოს წარმომადგენლებმა დარბაზი, დავითაშვილი პასუხობს, რომ ეს არამარტო დიპლომატიური პროტოკოლის დარღვევა იქნებოდა, არამედ, საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობების დაზიანება. „ეს არა მარტო დიპლომატიური პროტოკოლის დარღვევა იქნებოდა, არა რომელიმე ქვეყნის ინტერესების დაკნინება, რადგან ამით ვერავის ინტერესს დავაზიანებდით, მაგრამ ეს იქნებოდა საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობების დაზიანება,“ - აღნიშნა დავითაშვილმა. ლევან დავითაშვილის თქმით, აღნიშნული არ დააზიანებს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესს, რადგან საქართველო გულწრფელია სტრატეგიულ პარტნიორებთან, მათ შორის, დასავლეთთან და ევროკავშირთან. „ჩვენ არაფერს ვაკეთებთ დამალულად, ვაკეთებთ ყველაფერს ღიად და დიალოგის რეჟიმში. ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები ასევე ევროკავშირის ლიდერები ესწრებოდნენ ამ ფორუმს და არა მხოლოდ ამ ფორუმს, იცით, რომ სხვადასხვა ფორმატის ფარგლებში მათ ინტენსიური დიალოგი აქვთ ჩინეთის ხელისუფლებასთან, მათ შორის G20- ის ფარგლებში. საქართველოს მონაწილეობა ასეთ ფორმატში ემსახურება მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ჩვენ არანაირი დიალოგი და ფარული კომუნიკაცია არავისთან არ გვქონია. ჩვენ შევეცდებით სხვადასხვა სახის ფორმატის გამოყენებას იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დავიცვათ,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.  

ლევან დავითაშვილი: ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გეგმის მიხედვით მივდივართ, არც სიურპრიზი გვაქვს და არც პრობლემა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულებისას შემდეგ განაცხადა, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. დავითაშვილის თქმით, არცერთი ვადა, რაც წინასწარ იყო განსაზღვრული, ან კანონმდებლობით არის დადგენილი, არ დარღვეულა. „დეტალებზე ძალიან მოკლე დროში, ალბათ, უახლოეს ხანებში მექნება სიახლეები საზოგადოებისთვის. იურიდიული პროცესი მიმდინარეობს, მათ შორის, სატენდერო პირობების ჩამოყალიბების პროცესი ფაქტობრივად დასრულებულია, შემდგომში ტენდერს ასევე პირობები სჭირდება, ვადა. ტენდერი სრულყოფილი კონკურენციის პირობებში უნდა ჩამოყალიბდეს. ტენდერში გამარჯვებული კომპანიის საბოლოოდ გამოსავლენად და ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭიროა დრო. რაც შეეხება საინვესტიციო ნაწილს, აქაც არცერთი ვადა, რაც წინასწარ იყო განსაზღვრული, ან კანონმდებლობით არის დადგენილი, არ გადაგვიცილებია. გეგმის მიხედვით მიმდინარეობს პროცესი, არც სიურპრიზი გვაქვს და არც პრობლემა. ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გეგმის მიხედვით მივდივართ“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.  

ლევან დავითაშვილი: მივესალმები, თუ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი სახალხო ზეიმს უერთდება

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი მიესალმება, რომ საქართველოს პრეზიდენტი „სახალხო ზეიმში“ მონაწილეობს. „ეს ყველა ქართველის ზეიმია, ქალბატონი სალომეც საქართველოს მოქალაქეა და მივესალმები, თუ ქალბატონი სალომე სახალხო ზეიმს უერთდება,“ აღნიშნა დავითაშვილმა. თავისუფლების მოედანზე, სადაც საქართველოს მთავრობა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის აღსანიშნავ ღონისძიებას მართავს, პრეზიდენტიც მივიდა. ის ელოდება, რომ მას მოქალაქეებისადმი მიმართვის საშუალებას მისცემენ. ადგილზე მივიდა პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილი შეკრებილებს სიტყვით ცოტა ხანში მიმართავს. კითხვას, თუ რატომ ბლოკავენ, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ოპტიმიზმს და იმედს მაინც ინარჩუნებს. დღეს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი „გამომსვლელთა სიაში არ არის.“ პრეზიდენტი: პრემიერმა გამოაცხადა, რომ ხვალ იქნება სახალხო ზეიმი, ვუერთდები ამ ზეიმს  

ლევან დავითაშვილი: რუსეთი ოკუპანტია, მტერია, დამნაშავეა და რუსეთის მიმართ ჩვენ არანაირ კომპრომისზე წამსვლელები არ ვართ

„თუ ვინმეს იმის წარმოჩენა უნდა, რომ საქართველოს ხელისუფლება დღეს რაიმენაირი ფორმით საქართველოს ინტერესებს აზიანებს და [რუსეთთან] რაიმენაირ ფარულ დიალოგშია, ცალსახად და პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს ასე არ არის - დიახ, რუსეთი ოკუპანტია, დიახ, რუსეთი მტერია, დიახ, რუსეთი დამნაშავეა და რუსეთის მიმართ ჩვენ არანაირ კომპრომისზე წამსვლელები არ ვართ,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, სადაც ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებით დეპუტატების კითხვებს პასუხობს. დავითაშვილის თქმით, საქართველო ფორუმში „ერთი გზა, ერთი სარტყელი“ დაარსების დღიდან მონაწილეობს და ეს არის მნიშვნელოვანი ფორმატი, სადაც მნიშვნელოვანი სავაჭრო ეკონომიკური საკითხები განიხილება. „ეს არის ინიციატივა, რომლის წევრიც საქართველოსთან ერთად არის, მათ შორის, ევროკავშირის ბევრი ქვეყანა. საქართველო ამ ფორუმში მონაწილეობდა ფიზიკურად ყოველ ჯერზე ფორუმის არსებობის დღიდან და ამ ფორუმში მონაწილეობდა, მათ შორის, რუსეთის ფედერაციაც თითქმის ყოველთვის. ახლა თუ ვინმეს უნდა იმის წარმოჩენა, რომ საქართველოს ხელისუფლება დღეს რაიმენაირი ფორმით, საქართველოს ინტერესებს აზიანებს და რაიმენაირ ფარულ დიალოგშია, ცალსახად და პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს ასე არ არის. როგორც მოგახსენეთ, ჩვენ, საქართველოს ხელისუფლებას ბოლო 10 წლის განმავლობაში რუსეთისთვის არაფერი დაგვითმია. თუ გვინდა, რომ თავისი სახელები დავარქვათ და მკაფიოდ ვისაუბროთ ოკუპაციაზე - დიახ, მე გეუბნებით, რომ რუსეთი ოკუპანტია, დიახ, რუსეთი მტერია, დიახ, რუსეთი დამნაშავეა და რუსეთის მიმართ ჩვენ არანაირ კომპრომისზე წამსვლელები არ ვართ საქართველოს ინტერესების საზიანოდ. პირიქით, ჩვენ გვაქვს დიალოგი, იმისთვის რომ საქართველოს ინტერესებს ვემსახუროთ მაქსიმალურად და ამას ცალსახად ვამბობ,“ - განაცხადა მინისტრმა. რაც შეეხება საქართველოს დელეგაციის მონაწილეობას ჩინეთში გამართულ ფორუმში, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა, დავითაშვილის განმარტებით, ფორუმზე საქართველო ჩინეთის პრეზიდენტის მიწვევით იმყოფებოდა. „ჩვენი დასწრება იყო პატივისცემა ჩინეთის სახელმწიფოს მიმართ და ეს იყო პირდაპირ პრეზიდენტ სი ძინპინის პირადი მოწვევა. ფორუმზე და მათ შორის, კომისიის ფარგლებში ჩვენი მონაწილეობა იყო უმაღლეს დონეზე მხარდაჭერილი ჩინეთის სახელმწიფოს მიერ და ჩვენი მხრიდან ამ მოწვევის იგნორირება იქნებოდა აბსოლუტურად უპასუხისმგებლო, იმ დინამიკიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს ჩინეთთან იგივე სავაჭრო ეკონომიკური კუთხით,“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. შეგახსენებთ, ლევან დავითაშვილი კომიტეტზე პოლიტიკურმა ჯგუფმა “ევროოპტიმისტებმა” დაიბარა.

დავითაშვილი: მზად ვართ, აშშ-სთან ჩვენი პარტნიორობა ხარისხობრივად ახალ დონეზე ავიყვანოთ

„აშშ, როგორც ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს მრავალი მიმართულებით. ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ასევე ხელს შეუწყობს ამერიკის ბიზნესსა და საქართველოს შორის თანამშრომლობას და მეგობრულ ურთიერთობებს,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქართველოში მოქმედ ბიზნეს-სექტორთან რეგულარულად მართავს სამუშაო შეხვედრებს, სადაც დიალოგისა და თანამშრომლობის რეჟიმში ხდება ეკონომიკის სფეროში არსებული სიახლეების და ტრენდების, გეგმებისა თუ პროექტების  შესახებ ინფორმაციის გაცვლა. ლევან დავითაშვილმა სავაჭრო პალატის წევრებს გააცნო ბოლო პერიოდის მთავარი ეკონომიკური მაჩვენებლები, მათი განვითარების სურათი და დინამიკა, ასევე  სტრატეგიული სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული  პროექტების მიმდინარეობა.  „სექტორების კუთხით, ეკონომიკური ზრდა განაპირობა ეკონომიკური აქტივობის ზრდამ ვაჭრობის, მშენებლობის, ტრანსპორტირებისა და შენახვის, ინფორმაციისა და კომუნიკაციების და სხვა სექტორებში. ძლიერი მაკროეკონომიკური საფუძვლებისა და ფისკალური დისციპლინის წყალობით, საქართველომ მოახერხა ფისკალური დეფიციტის და სახელმწიფო ვალის შემცირება 2022 და 2023 წლებში, გადააჭარბა ადრინდელ პროგნოზებს  და შესაბამისად, დაახლოებით 2,5% და 39,3%, მიაღწია. საქართველოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კოეფიციენტი მშპ-სთან ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსგავსი ეკონომიკის ქვეყნებს შორის და მშპ-ს მიმართ  6-8%-ის ფარგლებში მერყეობს,“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. სიტყვით გამოსვლისას ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ეკონომიკამ აჩვენა არახელსაყრელი გარემოს წინაშე  მდგრადობა  და უზრუნველყო ინფლაციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი დონე ფართო რეგიონისა და ევროპულ ქვეყნებს შორის.  მიუხედავად რთული გარე ფაქტორებისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობისა, საქართველომ სუვერენული საკრედიტო რეიტინგი პანდემიამდელ დონეზე შეინარჩუნა. „მთლიანობაში, საქართველოს ეკონომიკამ დაამტკიცა მდგრადობა წარსული ეკონომიკური კრიზისების მიმართ, შეინარჩუნა მაკროეკონომიკური სტაბილურობა და მოკლევადიანი ღონისძიებების პარალელურად შექმნა ძლიერი ეკონომიკური საფუძვლები გრძელვადიანი განვითარების მიზნების მისაღწევად. ამასთან, მძიმე დროსაც კი საქართველომ უზრუნველყო სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ჩვენი მარეგულირებელი ჩარჩოს ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან,“ - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა. ამასთან, ლევან დავითაშვილი ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს პირველადი ეკონომიკური სტრატეგია მიმართულია ევროკავშირთან და აშშ-სთან საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე. მისი თქმით, არსებული რთული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, აშშ-საქართველოს ურყევი პარტნიორობა დღესდღეობით კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. „შეერთებული შტატები ჩვენი ქვეყნის ტოპ 5 სავაჭრო პარტნიორებს შორისაა. კერძოდ, მას მე-4 ადგილი უჭირავს სავაჭრო ბრუნვაში 10%-იანი წილით. ასევე, აშშ-ის წილი FDI-ში 9%-ს შეადგენს. საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამერიკიდან შემოსულმა უცხოურმა ინვესტიციებმა. ჩვენ ვაპირებთ, დავუკავშირდეთ კომპანიებს შეერთებულ შტატებში, გავაცნოთ მათ საქართველოში ბიზნესის კეთების შესაძლებლობები. მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ჩვენი პარტნიორობა ხარისხობრივად ახალ დონეზე ავიყვანოთ და გავაღრმაოთ სავაჭრო და საინვესტიციო კავშირები აშშ-ს ბიზნეს-საზოგადოებასთან,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა ეკონომიკის სამინისტროს ცნობით.    

საქართველო, უკრაინა, მოლდოვასთან ინდივიდუალურად მუშაობენ, რომ მალე გავხდეთ ევროპის ერთიანი როუმინგის სივრცის ნაწილი - დავითაშვილი

„ქვეყნებთან (მოლდოვა, უკრაინა, საქართველო) ინდივიდუალურად მიდის მუშაობა, რომ მალე გავხდეთ ერთიანი როუმინგის სივრცის ნაწილი. იმედი მაქვს, რომ ჩვენ მიმდინარე წელსვე გვექნება პროგრესი,“ - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრის თქმით, საქართველოს დიდი სამუშაო აქვს გაწეული, თუმცა საგაზაფხულო სესიაზეც იგეგმება ამ მიმართულებით გარკვეული საკანონმდებლო აქტების მიღებაც. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ევროპის ერთიანი როუმინგის სივრცეს შევუერთდეთ და შესაბამისად, როუმინგ მომსახურების ადგილობრივი ტარიფებით ისარგებლოს მოსახლეობამ ევროპაში მოგზაურებისას. თუმცა კონკრეტული თარიღის დასახელება გაგვიჭირდება, ეს არ არის ჩვენზე დამოკიდებული. გადაწყვეტილება არის ევროკომისიაზე დამოკიდებული. კონკრეტული სამოქმედო გეგმა არსებობს, რა არის ჩვენი მხრიდან გასაკეთებელი. ამაზე ინტენსიურად მიდის მუშაობა. ეს არის ძირითადად გარკვეული მარეგულირებელი აქტების მიღება, რომელიც თანხვედრაში იქნება ევროპულ კანონმდებლობასთან. ამ კუთხით დიდი სამუშაო უკვე გაწეულია, თქვენ ნახეთ და მოისმინოთ ევროკომისიაში განცხადებები, საქართველომ დიდი სამუშაო უკვე გაწია, ის იყო მოწინავე ასოცირების ტრიოს წევრ ქვეყნებს შორის, რომელმაც რეფორმები განახორციელა. თუმცა გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომ ყოფილიყო ერთიანი განცხადება, როცა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა ჩაერთვებოდა ერთიან როუმინგულ სივრცეში. ამ შემთხვევაში ქვეყნებთან ინდივიდუალურად მიდის მუშაობა, რომ მალე გავხდეთ ერთიანი როუმინგის სივრცის ნაწილი. იმედი მაქვს, რომ ჩვენ მიმდინარე წელსვე გვექნება პროგრესი. საგაზაფხულო სესიის ფარგლებში გვაქვს საკანონმდებლო ინიციატივები, რომლის მიღებასაც ვაპირებთ და საბოლოოდ ჩვენ ევროკომისიის მოთხოვნებს ალბათ ვუპასუხებთ,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.  

დავითაშვილის განცხადებით, შავი ზღვის კაბელის პროექტთან დაკავშირებით კვლევა ივლისში იქნება დასრულებული

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, შავი ზღვის კაბელის კვლევის პროექტი ივლისში იქნება ხელმისაწვდომი და მისი ვადების გახანგრძლივება იმან გამოიწვია, რომ პროექტში ჩართვის სურვილი სხვადასხვა მხარემ გამოთქვა. მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პროექტის დაფინანსების სტრუქტურაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა მოსალოდნელია, რომ დაფინანსების დიდი ნაწილი მსოფლიო ბანკმა გამოყოს. „ჩვენ ბრიუსელში შევეხეთ შავი ზღვის კაბელის პროექტის მიმდინარეობის საკითხს და შესაბამისად ვისაუბრეთ, მათ შორის, დაფინანსების ობციებზე. თავდაპირველად კვლევასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ ივლისში დასრულდება, შესაბამისად, ჯერ არ გვაქვს სრულყოფილი მონაცემები. ასეა ხელშეკრულებით გათვალისწინებული. გახანგრძლივება გამოიწვია იმან, რომ პროექტში მონაწილეობის სურვილი სხვადასხვა მხარემ გამოთქვა. შესაბამისად, საკვლევი არეალიც და მიზანიც დაკორექტირდა და გაიზარდა. იცით, რომ საწყის ეტაპზე ეს პროექტი იყო საქართველოს მხრიდან ინიცირებული და საქართველოს და რუმინეთის ელექტროსისტემები იყვნენ ამაში ჩართულები, ანუ ელექტროენერგიის გადამცემი ოპერატორები. თუმცა ამას შემდგომში დაემატა ევროპის მხრიდან უნგრეთი და სამხრეთ კავკასიაში - აზერბაიჯანი. ოთხმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში, ჩვენ დავიწყეთ კვლევა. ამ კვლევის ფარგლებში, რა თქმა უნდა, დაემატა ენერგეტიკული პოტენციალის შესწავლა უკვე აზერბაიჯანში, მთლიანად სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის სომხეთისა და თურქეთის ენერგეტიკული პოტენციალის შესწავლაც გახდა ამ პროექტის დაკვირვების საგანი. ასევე, ბულგარეთი დამკვირვებელი წევრის სახით დაესწრო მინისტრთა საკოორდინაციო შეხვედრებს. აქედან გამომდინარე, კვლევის ვადები გახანგრძლივდა, თუმცა პირველადი ეკონომიკური შედეგები და რამდენიმე სცენარი არსებობს, რომელიც ჩვენთვის გაზიარებულია. თუმცა ეს არის პირველადი ინფორმაცია, ეკონომიური ნაწილის, რომელიც დღეს მივიღეთ, მაგრამ ხდება დაზუსტება კონსულტანტებთან, ანუ ექსპერტებთან მიდის კონკრეტული საკითხების დაზუსტება. მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, სრული დოკუმენტი ხელმისაწვდომი იქნება ივლისში, რომელიც მათ შორის, ბევრ ტექნიკურ მონაცემებს მოიცავს. ჩვენი მიზანია, რომ პროექტი დროში განხორციელდეს ოპერატიულად და იმ პირობებში როდესაც გლობალური მოთხოვნა ძალიან გახსნილია ზღვისქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებზე, ძალიან დიდი ხანია მოცდის პერიოდი, როგორც თვითონ კაბელის წარმოების, ისე ინფრასტრუქტურის მოწყობის კუთხით. ანუ სამონტაჟო სამუშაოებზე შეზღუდულია შესაძლებლობები. შავი ზღვა იცით, რომ ერთ-ერთი ყველაზე რთულია. ჩვენი კაბელი იქნება არამხოლოდ ყველაზე გრძელი, რაც ამ დროისთვის იგეგმება, ასევე ყველაზე ღრმა. შესაბამისად სპეციფიკური ტექნიკური მონაცემების პროექტია და ამ კუთხით, დავიწყეთ მწარმოებლებთან ინტენსიური შეხვედრები და მუშაობა, რომ მოხდეს გარკვეული პროცესების პარალელურად მართვა, პროექტის ეფექტიანად და დროში სწრაფად განსახორციელებლად. პროექტი მიდის გეგმაზომიერად. რაც შეეხება დაფინანსების საკითხებს, იცით, რომ მსოფლიო ბანკი ჩვენი პირველი პარტნიორი იყო და კვლევაზე თანხები ზუსტად მათ მიერ იყო გამოყოფილი, თუმცა ეს იყო საქართველოს მიერ აღებული სესხი. ასევე ისინი ტექნიკური დახმარების კუთხითაც ჩართულები არიან, დიდი ნაწილი დაფინანსების მოსალოდნელია, რომ ასევე, მსოფლიო ბანკის მიერ იყოს გამოყოფილი, უკვე მშენებლობის ნაწილშიც. გარკვეული ზეპირი შეთანხმებები ამასთან დაკავშირებით არსებობს, თუმცა ცალსახაა, რომ ეს პროექტი იქნება და არის უკვე გაცხადებული, რამდენადაც ევროკავშირის ორი წევრი ქვეყანა მონაწილეობს ევროპის და საქართველოს საერთო ინტერესების ქვეშ. შესაბამისად, მას გარკვეული ევროპული ფონდებიდან დაფინანსება ეხება, თუმცა დაფინანსების სტრუქტურაზე საუბარი მაინც ნაადრევია. მაგრამ ევროპის საინვესტიციო ბანკი, ზოგადად ევროპის სხვადასხვა ფონდი დაფინანსების ერთ-ერთი წყარო იქნება. თუ პროექტის განმახორციელებელი მხარეები შევთანხმდით, ამ პროექტში კერძო ინვესტიციების მოზიდვა შესაძლებელია, რის სურვილსაც გამოთქვამს მსოფლიოს წამყვანი ენერგეტიკული და საინვესტიციო კომპანიები. ამაზე არაერთი შეხვედრა გვქონდა და ეს დაფიქსირებულია, თუმცა გააჩნია რამდენად დადგება ამის საჭიროება," - განაცხადა მინისტრმა.  

დავითაშვილი: საუბარი საქართველოს ხელისუფლებას, მმართველ გუნდსა და რუსეთს შორის რაიმე ტიპის კავშირზე, უსაფუძვლო და მიუღებელია

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საუბარი საქართველოს ხელისუფლებას, მმართველ გუნდსა და რუსეთს შორის რაიმე ტიპის კავშირზე უსაფუძვლო და მიუღებელია. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. „ცალსახად, აბსოლუტურად უსაფუძვლო, მიუღებელი და უპასუხისმგებლოა, როცა საუბრობენ საქართველოს ხელისუფლებას, მმართველ გუნდსა და რუსეთს შორის რაიმე ტიპის კავშირზე. ჩვენი პოლიტიკით არაერთხელ დავამტკიცეთ ჩვენი კურსის პრიორიტეტულობა, რაც დასავლეთთან მჭიდრო თანამშრომლობას და ევროპულ ინტეგრაციას გულისხმობს. აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებას საქმით აქვს დამტკიცებული და ნაჩვენები, საზოგადოებას ამასთან დაკავშირებით კითხვა არც ექნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.  

ლევან დავითაშვილი: იმედი გვაქვს, რომ მიმდინარე წელს უკვე დაიწყება ნავთობის გატარება ბაქო-სუფსის მილსადენით

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი იმედოვნებს, რომ ბაქო-სუფსის მილსადენით ნავთობის გატარება მიმდინარე წელს დაიწყება. ლევან დავითაშვილის განცხადებით, საკითხზე მოლპარაკებები ორი წელია, მიმდინარეობს. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მომავალში აღნიშნული მილსადენით მილიონ ტონაზე მეტი ნავთობის გატარების მოლოდინი არსებობს. „რაც შეეხება ყაზახური ნავთობის ბაქო-სუფსის მილსადენით გატარებასთან დაკავშირებით, ამაზე თითქმის ორი წელია გვაქვს საკმაოდ აქტიური საუბარი, ეს არის არა მხოლოდ საქართველოს საკითხი. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი მჭიდრო თანამშრომლობა რამდენიმე ქვეყნის იმისთვის, რომ ეს ნავთობი ამ მილსადენში მოხვდეს. იცით, რომ მჭიდრო თანამშრომლობა არის საჭირო BP-სთან. BP-სთან ჩვენ ამაზე უშუალოდ კონტაქტი გვაქვს და პრინციპში პოზიციები აბსოლუტურად თანხვედრაშია. რაც შეეხება ნავთობსადენის გამოყენებას, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი აზერბაიჯანული მხარის პოზიცია და აქაც ინტენსიური დიალოგი გვაქვს. საჭირო იყო შეთანხმება გარკვეულ პირობებზე. იცით, რომ განსხვავებული ტიპის ნავთობია ყაზახური და შერევა აზერბაიჯანულ ნავთობთან ვერ მოხდებოდა. ვფიქრობ, რომ ძირითადი საკითხებში ჩვენ ახლა გარკვეულობა გვაქვს და იმედი გვაქვს, რომ მიმდინარე წელს უკვე დაიწყება ნავთობის გატარება. მომავალში ვფიქრობთ, რომ ჩვენ შევძლებთ მილიონ ტონაზე მეტი ნავთობის გატარებას. იმედი მაქვს, რომ მიმდინარე წელსვე დაიწყება ნავთობის გატარება,” - განაცხადა დავითაშვილმა. ცნობისთვის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ყაზახური ნავთობის სატრანზიტო მოცულობის ეტაპობრივი გაზრდის შესახებ შეთანხმება აქტაუ-ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მარშრუტზე, ყოველწლიურად, 2,2 მილიონ ტონამდე ყაზახური ნავთობის მოცულობის გაზრდას ითვალისწინებს. ამ შეთანხმების ფარგლებში მხარეები გააგრძელებენ აქტაუ-ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მარშრუტით ტრანსპორტირების ტარიფების შემცირების, ასევე, ბაქო-სუფსის მარშრუტზე ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირების საკითხების განხილვას გააგრძელებენ. „დოკუმენტები, რომლებსაც ჩვენ დღეს მოვაწერეთ ხელი, დამატებით წვლილს შეიტანს ჩვენს კომპანიებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებაში ყაზახური ნავთობის გლობალურ ბაზრებზე ტრანსპორტირების თვალსაზრისით,“ - აღნიშნა მაგზუმ მირზაგალიევმა. ყაზახეთი ბაქო-სუფსის გავლით ნავთობის ტრანსპორტირებაზე აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

დავითაშვილი აცხადებს, რომ Red Wings-ს ფრენების დამატების თაობაზე ქართული მხარისთვის არ მიუმართავს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ავიაკომპანია Red Wings-ს რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით დამატებით ფრენების დაწყების თაობაზე არ მოუმართავს. დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ავიაკომპანიის მიმართ არ არსებობს სანქციები, ამასთან შესაბამისობაშია მოთხოვნებთან. „ერთი ნაწილია, რომ რუსულმა მხარემ თავის კომპანიას რაღაც ნებართვა მისცა, ანუ, მათ აიღეს თავისი ადმინისტრაციისგან ნებართვა, საქართველოში ფრენაზე, მაგრამ ჩვენ თუ არ მოგვმართეს, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ჩვენთან დაიწყებენ ფრენას. იქ კონკრეტული თარიღები და მიმართულებები უნდა შეთანხმდეს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან, რა მომართვაც არ შემოსულა ჩვენთან დამატებით ამ ფრენებზე. თუმცა, რამდენადაც ხომალდები, რომელსაც ეს კომპანია იყენებს სხვა შემთხვევაში, შესაბამისობაშია იმ მოთხოვნებთან, რომელიც გავაჟღერეთ, ასევე ავიაკომპანიის მიმართ არ არსებობს სანქციები, ამ კომპანიამ შესაძლოა მიიღოს ნებართვა თუ მოგვმართავს, მაგრამ ჯერ ჩვენთვის არავის მოუმართავს,“ - აღნიშნა დავითაშვილმა. მისივე თქმით, საქართველოში სანქცირებული ხომალდები და ავიახაზები არ დაფრინავენ, საერთაშორისო პრინციპების შესაბამისად ყველა კომპანიას აქვს ძალიან მარტივი ურთიერთობა სამოქალაქო ავიაციის საზოგადოებასთან. „სამოქალაქო ავიაციის საზოგადოება იღებს გადაწყვეტილებას სამინისტროს გარეშე,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ, ავიაკომპანია Red Wings -ზე გასცა წინასწარი ნებართვა, დაიწყოს დამატებითი ფრენები რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით.  

დავითაშვილის თქმით, „შუა დერეფნის“ კონკურენტუნარიანობა და საერთაშორისო გადაზიდვების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა „შუა დერეფნის“ კონკურენტუნარიანობა და სატრანსპორტო დარგების მიერ საერთაშორისო გადაზიდვებით გადაზიდული ტვირთების რაოდენობა, რომლის საშუალო ზრდა ბოლო სამი წლის განმავლობაში 11%-ს გაუტოლდა. ლევან დავითაშვილმა ამის შესახებ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა. ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, რეკორდულ მოცულობას მიაღწია ელექტროენერგიის გენერაციამ, ტრანზიტმა და ექსპორტმა. ელექტროენერგიის გენერაციის საშუალოწლიური ზრდა ბოლო სამ წელიწადში 9%-ს გაუტოლდა (ჯამურად 2020 წელთან შედარებით გენერაცია გაზრდილია 29%-ით). ამასთან, მისი თქმით, მნიშვნელოვნად შემცირდა იმპორტის წილი მოხმარებაში და 2023 წელს რაოდენობრივ გამოხატულებაში ექსპორტმა იმპორტს თითქმის 2-ჯერ გადააჭარბა. გარდა ამისა, პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, სატრანზიტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად მისი უწყება მუშაობას გააგრძელებს საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემებში ინტეგრაციისა და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით. „მნიშვნელოვანია, რომ გაძლიერდა საქართველოს სატრანზიტო როლი ენერგეტიკული მიმართულებით და ბოლო სამი წლის განმავლობაში ბუნებრივი გაზის ტრანზიტი მთლიანობაში საშუალოდ 22%-ით, ხოლო სამხრეთ კავკასიური მილსადენით გაზის ტრანზიტი საშუალოდ 25%-ით გაიზარდა, ჯამურად 2020 წელთან შედარებით 92%-ით არის გაზრდილი. პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, იგეგმება მუშაობა საქართველოზე გამავალი სატრანზიტო დერეფნის გაციფრულების მიმართულებით - სატრანზიტო დერეფანში ლოგისტიკის ციფრული პლატფორმის ფორმირების გზით, რაც გაზრდის ქვეყანაში სატვირთო გადაზიდვების ეფექტიანობას და უზრუნველყოფს მის მდგრადობას,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.  

მინისტრი განმარტავს, როდის დაიწყება ფრენები თბილისის ახალი აეროპორტიდან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ახალი საერთაშორისო აეროპორტი რუსთავის განვითარებას შეუწყობს ხელს, ამასთან, მოსახლეობისთვის ახალი დასაქმების ადგილების გაჩენას უზრუნველყოფს. ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, რომ აეროპორტი არ არის მხოლოდ საავიაციო მომსახურება, თითოეულ აეროპორტს აქვს ბევრი სხვადასხვა დამხმარე სერვისი თუ მომსახურება, რომელიც ბევრ ადამიანს ასაქმებს, იქნება ეს ტექნოლოგიური, თუ რიგითი სამუშაო ადგილები. „სივრცითი განვითარების კუთხით, ახალი ტერიტორია მოგვცემს შესაძლებლობას, მეტად განვითარდეს რუსთავი, რუსთავის მოსახლეობისთვის ახალი დასაქმების ადგილები ჩნდება. აეროპორტი არ არის მხოლოდ საავიაციო მომსახურება. თითოეულ აეროპორტს აქვს ბევრი სხვადასხვა დამხმარე სერვისი, თუ მომსახურება, რომელიც ბევრ ადამიანს ასაქმებს, იქნება ეს ტექნოლოგიური, თუ რიგითი სამუშაო ადგილები. ვფიქრობ, ეს დამატებითი პლუსი იქნება. საბოლოოდ, ხელს შეუწყობს მნიშვნელოვანი აგლომერაციის ჩამოყალიბებას თბილისსა და რუსთავს შორის, მათ შორის, დაკავშირებადობის კუთხითაც. გამარჯვებიდან რუსთავამდე მონაკვეთი გაივლის ახალი აეროპორტის ტერიტორიას,“ - აღნიშნა დავითაშვილმა. მინისტრის თქმით, პროექტი იმდენად მიზანშეწონილია, რომ შეძლებენ დაფინანსების მოძიებას არასუვერენული არხებით, სუვერენული წნეხის გარეშე. „ეს მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის პროექტია. სრული ორი ფაზა, მილიარდ 200 მილიონ დოლარამდე დაჯდება. როგორც შევაფასეთ, მათ შორის, მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტი აქვს, ეკონომიკურ ზრდას აჩქარებს ახალი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განვითარება,“ - აღნიშნა მინისტრმა. მინისტრის თქმით, ვარაუდობენ, რომ ახალი აეროპორტიდან ფრენების განხორციელება 2028 წლის ბოლოდან იქნება შესაძლებელი. „ჩვენი ამოცანაა, 2025 წლის ბოლოს გვქონდეს სრულყოფილი გეგმა, რომელიც სამშენებლო ეტაპზე გადასვლის საშუალებას მოგვცემს. ჩვენი ვარაუდით, 3 წელი დასჭირდება, 2028 წლის ბოლოსთვის შევძლებთ გვქონდეს სრულყოფილი, თანამედროვე, ახალი ინფრასტრუქტურა, რათა პირველი ფრენები განხორციელდეს. რაც შეეხება მართვას, ჩართული გვყავდა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია, რომელმაც მსოფლიოს ყველა გავრცელებული მოდელის ანალიზი შემოგვთავაზა. რამდენიმე ოფცია ცალსახად უპირატესია ჩვენს პირობებში, როდესაც სახელმწიფო ინარჩუნებს სრულ კონტროლსა და მფლობელობას აეროპორტზე და შემოჰყავს მმართველი კომპანია, რომელსაც პროფესიონალური გამოცდილება გააჩნია,“ - აღნიშნა მინისტრმა. თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი ვაზიანში აშენდება - კობახიძე